მთავარი | საზოგადოება | მე შაირი არ მინდოდა...

მე შაირი არ მინდოდა...

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font

ოპოზიციამ შეიკრა
უსაფრთხოების ღვედები,
პლასტმასის ტყვია მწარეა
«მეჟდუ გლაზ» დანაჭედები!

ისევ ნულამდე დაეშვა
რეიტინგების ტეხილი,
ძალიან დარდობს «გრეჩიხა» -
«დუბინკით» თავგატეხილი.

არც ძიძიგური ყოფილა
დარბევისადმი მედეგი,
ამიტომ დიალოგიდან
ვეღარ მივიღეთ შედეგი.

არა ავლაბრის «დვორეცში»
ან რომელიმე ბისტროში -
შეხვედრა შედგა შინაგან
საქმეთა სამინისტროში!

გუშინწინ «ნოლ-ადინიდან»
რაკი გადაჯდა «პრადოში»,
გვერდში დაუდგა პრეზიდენტს
გია თორთლაძე - «პადოში».

რა ბენზინივით თავდები,
ჩვენო მოთმენის მარაგო,
გიორგი თარგამაძესთან
რა ჰქონდათ სალაპარაკო?!

თეთრი ყვავივით ანათებს
ამ შავბნელ ფერთა გამაში
ირაკლი ალასანიას
ერთი ადგილის თამაში.

მიტინგი ისევ გრძელდება,
როგორც ჩანს, ბედმა დაგვცინა,
ამდენ ღორს მაინც ვერ იხსნის
ღორის ვირუსის ვაქცინა!

კვერცხობამ საქართველოში
უკვე ფესვები გაიდგა,
და მუხროვანის ბაზაზე
ბუნტის სპექტაკლი დაიდგა.

ქირქილი გვესმის ჩუმ-ჩუმად
თუთაშხიასი, დათასი:
კიკუს გახდაში რად უნდა
ორმოცდაათი ათასი?

რაკი შეხვედრა მოიგო,
მიშამაც არ დაახანა -
ბათუმში გახსნა ოპერა,
ტყიბულში კიდევ - ქარხანა!

ოპოზიციას უმღერის
ჰიმნის ავტორი მგოსანი...
გასკვანჩეს ნოღაიდელის
ბარიგა-პარტიოსანი.

ბათუმის ცენტრში შიმშილობს
დაკავებულის მშობელი,
ასე ისჯება სუყველა -
«ნაცმოძრაობის» მგმობელი.

არავინ იცის, რა ხდება,
თუმც მოლოდინი დიდია,
მიშას ჰალსტუხის მაგიერ
დავითაია ჰკიდია!

ომის საფრთხეზე საუბრობს
მიშასგან დაკიდებული,
აკაკის ღამურასავით
«ჩვენ თვითონ» მოძულებული.

ვანოს დუბინკის წინაშე
მორჩილი ხდება ყოველი...
შეხვედრა ცუდად დამთავრდა -
თავპირისმტვრევას მოველით!

მგონი, ხელახლა ინთება
რევოლუციის ხანძარი,
ათ-თორმეტ მაისს გაიხსნა
ფოთში ახალი ტაძარი.

შენ შეგვეწიე, ტაძარო,
თეთრი აგურით ნაშენო...
გრეჩიხ-ჯან, პრეზიდენტობა
ნაღდად არ არის საშენო!

გეგა ბაიტიანი

კომენტარები (0 კომენტარი):

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first ივლისი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
0
    Rating@Mail.ru