მთავარი | საზოგადოება | ნაცების საბოდებელი - ქვეყნის საგოდებელი

ნაცების საბოდებელი - ქვეყნის საგოდებელი

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

ნეტარხსენებული კომუნისტების დროს იყო ასეთი ლოზუნგი: “ვამბობთ პარტიას, ვგულისხმობთ ლენინს - ვამბობთ ლენინს და ვგულისხმობთ პარტიას”. ჰოდა, ეს სათაურიც ასე წავიკითხეთ - ნაცების ბოდვაზე, მიშა ვიგულისხმეთ, მიშას ბოდვაზე - ნაცები.
“მეფე რომ “პიი პუუს” დაიწყებს, მისი ხალხი “ვაი, ვაის” იძახებსო”, - თავის დროზე წერდა დიდი აკაკი და ჩვენს იმ მეფეებს გულისხმობდა, რომლებიც, ერის მსახურებასთან ერთად, პოეზიის მუზის მსახურებასაც ცდილობდნენ.

თეიმურაზ პირველმა, არჩილმა და ვახტანგ მეექვსემ, რუსთაველიდან მოყოლებული, თუნდაც აკაკიმდე, ბევრი ვერაფერი შეჰმატეს დიდ ქართულ პოეზიას და, როგორც თავად მოეცარათ ხელი პოეზიის ასპარეზზე, საქართველოც ხელმოცარული და იავარქმნილი აღმოჩნდა მათი მეფობის ჟამს.
მართალია, ჯერჯერობით მიშას ლექსების წერა არ დაუწყია, მაგრამ ჩვენს ქვეყანას იავარქმნა, ხალხს კი გოდება არ მოკლებია, რადგანაც მიშას და მისი ნაზირ-ვეზირების სიტყვა და საქმე ერთი გაბმული ბოდვა, “პიიპუუა”.
რომელი ერთი ჩამოვთვალო, მიშას ბებოს სკანდალური ვიზიტი კუვეიტის შეიხთან თუ მიშას “ნადირობა” იხვებზე “გედების ტბაში”; შარშანდელ აგვისტოს ომში გამარჯვება თუ ჰალსტუხის ღეჭვა და გორში ცხვირით მიწის ჩიჩქნა; გიგა ბოკერიას ცოტახნისწინანდელი უშედეგო ვიზიტი ჟენევაში თუ გიორგი კანდელაკის “შედეგიანი” ვიზიტი ედინბურგში; იმ გიორგი კანდელაკისა, რომელიც კოკა გუნცაძემ პირდაპირ ეთერში გაასილაქა, რომელმაც ედინბურგში გამგზავრების წინ აეროპორტში განაცხადა, რომ იქიდან კიდევ ერთ დასტურს ჩამოგვიტანდა საიმისოდ, რომ “როდინობის კვირაში” ნატოში მიგვიღებენ?!
ერთი სიტყვით, ჩემო მკითხველო, წინამდებარე წერილში, რომელიც ყოველკვირეულ რუბრიკად არის ჩაფიქრებული ზემოთ ნახსენებ და მის მსგავს თემებზე ვაპირებდი ლაითად გოდებას; სერიოზულად კი მომავალში, მაგრამ ამათმა გასულ შაბათს “იმედის” ეთერში ისე მაგრად გააპიიპუეს, რომ ვაივუი და მეგრული ვავა დღესვე უნდა ვიყვირო.
გიორგი არველაძის მიერ “რეფორმირებულ” ტელევიზიაში გავიდა დოკუმენტური ფილმი რუსეთის პატრიარქის, კირილის შესახებ. გადაცემა,  სამწუხაროდ, თავიდან ვერ ვნახე, მხოლოდ ამ ფილმის ისტორიულ-ფსიქოლოგიური ანალიზის მიმდინარეობას მივადევნე თვალი. მიფილმი რუსეთის პატრიარქის კგბ-ს აგენტობას ამტკიცებს.
“დოკუმენტური ფილმი” რომ, სულ ცოტა, ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის კონტექსტში ჯდება, აშკარაა და უეჭველი, ანუ, რუსეთის პატრიარქის “მხილებით”, ირიბად ჩვენს პატრი­არქს ურტყამენ; აქაოდა, აი, ვის შეხვდა ილია II ბაქოში და ვისზე ამბობს, ჩემი მეგობარიაო; ანუ, არქიფო სეთურისა და ასინეთასი არ იყოს, “იმედის” მიერ კირილისა და ბუდარიხა თუთბერიძის მიერ ილია მეორის განქიქება ერთი და იგივეა, მაგრამ “პირიქითაა ასინეთა, რა ვერ გაიგე, უკუღმა, უკუღმა!”
ჩემი აზრით, 13 ნოემბერს, ანუ, ილია მეორის ბაქოდან დაბრუნებისთანავე, 100 ათასი წმინდანის ხსენების დღეს, არანაკლები რაოდენობის მრევლის ქუჩაში გამოსვლას, წმინდა რელიგიურის გარდა, ის დატვირთვაც ჰქონდა, რომ ის გრანდიოზული აქცია, ერთგვარი პასუხიც იყო ჩვენი პატრიარქისა და, ზოგადად, ჩვენი ეკლესიის მიმართ მიტანილ იერიშზე, რასაც შეუძლებელია, ჩვენი ხელისუფლება არ შეეშფოთებინა, რადგან პირველად მოხდა 100-ათასი წმინდანის ხსენების ასე მასობრივი აღნიშვნა, რაც გაფრთხილებაც არის მათთვის!
ახლა იმაზედაც ვთქვათ, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ფილმს.
ნაცების ამ ბოლო, გაპიიპუებას, რბილად რომ ვთქვათ, დაუკრეფავში გადასვლა ჰქვია. - თქვე უპატრონოებო! მართალიც რომ იყოს იმ ფილმში ყველაფერი, რა ჩვენი საქმეა, ვინ გვეკითხება?
რუსეთის, მისი პრეზიდენტის ლანძღვისთვის, ხომ გვადინეს ქართველებს ცხვირიდან ძმარი, ხომ არ წყდება მას შემდეგ ქართველების მოთქმა-გოდება? ახლა, რა გვინდა, რას ვეძებთ, რატომ ვუჩიჩხინებთ კვლავ რუს დათვს? ნაცების პროპაგანდა თან გაიძახის, რომ რუსეთის სახელმწიფო და ეკლესია ორივე ერთი, იმპერიული მიზნებისთვის იბრძვიანო და თან რუსების პატრიარქს, მათ ეკლესიას, სულიერებას აყენებს შეურაცხყოფას! ვინ გვაპატიებს ამას?
უფრო შორს მიმავალი დასკვნების გაკეთებაც შეიძლება - ხომ არ არის ეს ყველაფერი საერთოდ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მსოფლიო ხლისტების მიერ წამოწყებული ტოტალური იერიშის დასაწყისი, რაც ჩვენმა “მეგობარმა” დასავლეთმა ისევ ქართველების ხელით დაიწყო, როგორც მაშინ, როცა ჩვენი სისხლის, ნგრევის ფასად ჩამოხადეს ნიღაბი რუსეთს?
ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია - ეს გამოხდომა რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ საქართველოს კარგს არაფერს უქადის. მიშას და მის ნაზირ-ვეზირებს რა ენაღვლებათ? ხვალ თუ რომელიმე ბორისოვი შემოჯლიგინდება ტანკზე ამხედრებული, ეს გამპიიპუებელი ნაცები, ზოგი შოფრებად დაუდგება და ზოგიც დანა-ჩანგლებით საომრად მოგვიწოდებს. თავად კი თავს უშველიან და ნაძარცვი ქონებით გატენილ ჩემოდნებსაც თან წაიღებენ.
აი, საქართველოს გოდება და ცრემლი მერე ნახეთ!..

დათო გოდებაშვილი

კომენტარები (1 კომენტარი):

Giorgi 25 11, 2009 04:13
avatar
მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მსოფლიო ხლისტების მიერ წამოწყებული ტოტალური იერიშის დასაწყისი,....Procesi dackebulia!!! Kavkasia unda gaxadon me-2-e yugoslavia.Asea gegmashi....am khvens ubadrukebs ki VAZELINI ar gamoeliat!!!!"tagvma txarao..."

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first ივლისი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
0
    Rating@Mail.ru