მთავარი | საზოგადოება | ხატია ძლიერმა ბიძგმა ღია კარში გატყორცნა და მერე ჰაერში ამოტრიალებულმა ავტობუსმა გადაუარა

ხატია ძლიერმა ბიძგმა ღია კარში გატყორცნა და მერე ჰაერში ამოტრიალებულმა ავტობუსმა გადაუარა

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

პატრიოტული ბანაკები დაარსების დღიდანვე არა ერთხელ გამხდარა საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი. “ნაციონალების” გათვლით, პატრიოტული ბანაკები უნდა ქცეულიყო ახალგაზრდა ნაცისტების სამჭედლოდ და ლიდერთა სკოლად, მაგრამ სამშობლოს სიყვარულს პარტიულობა და ქალ-ვაჟთა ტყეებში დაბანაკება რომ არ სჭირდება, ამის მტკიცებით თავს არ შეგაწყენთ. პატრიოტული ბანაკები სხვა არაფერია, თუ არა ამერიკული ბოისკაუტების ბრმა გადმონერგვა. ამიტომაც ეს ბანაკები ჩვენში თავიდანვე ნეგატიურად აღიქვეს, თუმცა მიმდევრები მაინც გამოუჩნდნენ. სიბნელესა და სიცივეში გაზრდილ თაობებს ქალაქგარეთ, ბუნების წიაღში გასვლა ფუფუნებად მიაჩნიათ, ხოლო მათი ამბიციური მშობლები ამ ბანაკებს მმართველი პარტიის გულის მოსაგებად და შვილების კარიერის დასაწყისად მოიაზრებენ. შარშან, აგვისტოს ომის დროს, მთავრობამ ძლივს მოახერხა განმუხურის პატრიოტული ბანაკიდან ტყე-მინდორში “გაჭრილი” პატრიოტების ჩამოყვანა. აქეთ მშობლები იკლავდნენ თავს ტირილ-ჩივილით და იქით - დამფრთხალი, ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან გამოუსვლელი მოზარდები. წლეულს, 13 ივლისს, ბანაკ “შაორში” წასასვლელად ჟრიამულითა და ამ ასაკისთვის დამახასიათებელი სიხალისით კიევის ქუჩაზე შეიკრიბნენ. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, ხატია კავთუაშვილს, დავით პირველსა და ნათია ჩხაიძეს უკანასკნელად რომ ხედავდნენ.

მეხის გავარდნას ჰგავდა საინფორმაციო საშუალებებით გადმოცემული ცნობა, რომ შაორში მიმავალი ახალგაზრდებით სავსე ავტობუსი 40 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.
საზარელი, შემაძრწუნებელი ამბავი მოხდა, რამაც სრულიად საქართველო ააფორიაქა. თითოეული მოქალაქე თავის დამოკიდებულებას მომხდართან სხვადასხვანაირად გამოხატავდა. მახსოვს, შავებით მოსილი დედაკაცი როგორ წყევლიდა სააკაშვილს ამ პატრიოტული ბანაკების დაარსებისთვის.
მისტიკოსები ირწმუნებიან, რომ ამ ბანაკებს შავი აურა სდევს. მოკვდავის ენას არ ძალუძს იმ გულისტკივილის გადმოცემა, რაც მომხდარმა ფაქტმა საზოგადოებაში გამოიწვია, როდესაც გაიგეს, რომ ორი ახალგაზრდა - დავით პირველი და ნათია ჩხაიძე ადგილზევე დაიღუპნენ, ხოლო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხატია კავთუაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ავტობუსი “ბოგდანი” თბილისის მერიას ეკუთვნოდა. შემოწმდა თუ არა გასვლის წინ ავტობუსის ტექნიკური გამართულობა, გაიარა თუ არა მძღოლმა სამედიცინო შემოწმება, ამას გამოძიება დაადგენს. ისიც გასარკვევია, შეირჩა თუ არა მაღალი კვალიფიკაციისა და ამ რთული გზის მცოდნე მძღოლი.
როგორც მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, მძღოლი დილით შეუცვლიათ (?!).
მართალია, ჩვენი ხელისუფლება გამუდმებით თავს იწონებს დაგებული გზებით, მაგრამ, რაც ცხინვალის გზა რაჭველებისთვის ჩაიკეტა, ისედაც ძნელად სავალი გზა, ხშირი ზვავებითა და მიწისქვეშა ბიძგებით დაზიანებული, ამ გაზაფხულზე მოსულმა ნიაღვრებმა სულ გაანადგურა.
ოფიციალურად ითქვა, რომ ავტობუსის კატასტროფა შემხვედრი მანქანისთვის გზის დათმობამ გამოიწვია, თუმცა თვითმხილველთა თქმით, მათ აშკარად იგრძნეს მიწისძვრის მსგავსი რყევა და მიწის საყრდენის გამოცლა. იმასაც ამბობენ, რომ ავტობუსი, რომელიც მთელი გზა ტაატით მიდიოდა, მაინცდამაინც ამ მონაკვეთში აჩქარდა. ამის გამო მძღოლს ახალგაზრდების მხრიდან არა ერთი გაფრთხილება მიუღია.
ავტობუსს დანიშნულების ადგილს ათიოდე წუთის სავალი მანძილიღა აშორებდა. ზოგი იმასაც ამბობს, მძღოლს გვერდით არაყი და ლუდი ედგაო. როცა მიწა ჩავარდა, მძღოლმა საჭეს ხელი უშვა და ავტობუსიდან გადახტა. ახალგაზრდებით სავსე ავტობუსი კი ტრიალ-ტრიალით ხრამში ჩავარდა.
როგორც შევიტყვეთ, მთელი გზა ვენტილაციის უქონლობის გამო ავტობუსის კარები ღია ყოფილა. სწორედ ამის გამო 17 წლის ხატია, რომელიც თავის მამიდაშვილთან ხელგადახვეული იჯდა, ძლიერი ბიძგით ღია კარიდან გავარდა და მერე ჰაერში ამოტრიალებულმა ავტობუსმა გადაუარა. ხატიას მოგლეჯილი ფეხი თეონას კალთაში აღმოჩნდა.
თეონა ბანაკში ხატიამ წაიყვანა - ცოდოა, მთელი ზაფხული ვერსად მიდისო.
თეონა ამჟამად ღუდუშაურის საავადმყოფოშია.
განა ძნელი იყო “ნაციონალებისთვის”, ახალგაზრდა კოლეგები კომფორტული, ვენტილაციით მოწყობილი ავტობუსის სალონში მოეთავსებინათ...
პროფესორი სულხან ქემოკლიძე მარწმუნებდა, რომ ასეთ ადგილებში მოზარდების გადაყვანისას კომუნისტების დროს ავტობუსს წინ და უკან ავტოინსპექტორთა კორდონი მიაცილებდა.
ძნელი წარმოსადგენია, რას გრძნობდნენ ავტობუსში მყოფი მოზარდები. ზოგმა თავს გადახტომით უშველა, ზოგი კი გაუნძრევლად იჯდა თვალდახუჭული და ლოცულობდა.
ერთ-ერთი მათგანი იგონებს: “როდესაც ავტობუსის ჩამტვრეული ფანჯრიდან გადმოვცოცდი, გარშემო ნისლის მსგავსი ბუღი იდგა. ფეხმოგლეჯილი ხატია წამოყენებას მთხოვდა, მაგრამ თავბრუ დამეხვა, ცუდად გავხდი, მისი დახმარება ვერ შევძელი”.
პირველი დახმარება უკან მომავალმა ვაკის რაიონის პატრიოტთა ბანაკის წევრებმა აღმოუჩინეს. გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების მანქანებმაც რთული გზის გავლას საკმაო დრო მოანდომეს და დაზარალებულები ტყიბულის საავადმყოფოში მიიყვანეს. რაკი იქ დაზარალებულთა დასახმარებლად ხელსაყრელი პირობები არ იყო, ისინი ქუთაისის უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ახალ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიკოსებმა მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთეს დაშავებული ახალგაზრდებისთვის. ხატია სისხლისგან იცლებოდა, სამჯერ გაუჩერდა პულსი კლინიკური სიკვდილით. გამუდმებით ითხოვდა: “ფეხებს ვერ ვგრძნობ, ფეხებზე ხელი მომისვითო”. თეონაც რამდენჯერმე მოიკითხა. გოგონას ვერც თბილისიდან ჩამოყვანილმა ქირურგმა უშველა, თუმცა ორივე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.
იგი ოპერაციის ჩატარებიდან 40 წუთის შემდეგ გარდაიცვალა, რადგან დაზიანებული ჰქონდა თავის ქალაც, სახსრები დამტვრეული ჰქონდა, დაზიანებული - შინაგანი ორგანოები... მშობლებს მის უიმედო მდგომარეობას უმალავდნენ, ძმას კი გაუმხილეს. დარდით გამწარებულმა ბიჭმა არაადამიანური ბღავილით მუშტებით საავადმყოფოს მინები ჩაამსხვრია...
გასისხლიანებული ბიჭის მიკარება ვერავინ გაბედა...

სამძიმარზე შესულს ხატიას დედამ გულსაკლავად შემომტირა: “სკოჩითაა” აწყობილი ჩემი შვილი, როგორ მეწინააღმდეგებოდა მამამისი, ხატიას შაორში გაშვება არ უნდოდა... ცუდი სიზმარი მქონდა ნანახი, სახლის კედელი ჩამომენგრა”...
სულ სხვაა გაგონილი და სულ სხვა - ნანახი.
ეზოში დამონტაჟებულ მონიტორზე ხატიას მიწიერი ცხოვრების კადრები ერთმანეთს ენაცვლებოდა - საბავშვო ბაღიდან დაწყებული, სკოლის ბანკეტამდე. ეს არსებულს უფრო დრამატულსა და ტკივილიანს ხდიდა. ხატია ნიჭით, აქტიურობით გამორჩეული, სიცოცხლით, სიკეთითა და სათნოებით სავსე, საქმიანი, დაუდგრომელი, ყვავილივით თვალწარმტაცი გოგონა იყო. ეროვნული გამოცდები ჩააბარა, ექიმობაზე ოცნებობდა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა სპორტული აერობიკის ოლიმპიადაზე განსაკუთრებული პლასტიკური მონაცემებისთვის პირველი ადგილი მიანიჭა. 2008 წელს “რუსთავი 2”-ის მიერ გამოცხადე­ბულ კონკურს “მხიარულ სტარტებში” ოქროს მედალი დაიმსახურა. განათლების სამინისტროს არაერთ სერტიფიკატს ფლობდა.
რა დაავიწყებს ფიროსმანის ქუჩას “როლიკებზე” შემდგარ მწვანეთვალება მომხიბვლელ გოგონას, რომელსაც შეეძლო, ცეკვით დედამიწა შემოევლო... ორიოდე დღის წინ დედას ფართოდ გახელილი თვალებით ეკითხებოდა - “რატომ ამბობენ, სიკვდილი დედაა და სიცოცხლე დედინაცვალიო?..”
სამძიმარზე მოსულ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისა და თბილისის მერის გიგი უგულავას წასვლის შემდეგ ვიღაც იქ მყოფმა კომპენსაცია ახსენა, რომელსაც მთავრობა დაჰპირდა დაზარალებულებს. ამას ჭირისუფ­ლის დაჭრილი სულის კივილი მოჰყვა - “მე ჩემი ხატია მინდა, სხვა არაფერი მჭირდება”...
დედას შვილს ვერაფერი შეუცვლის...

ხატიას განსასვენებლის გვერდით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ შემოქმედთა (რომლის წევრი ხატიაც იყო) ჩანაწერები იდო.
აი, რას წერდა მასზე ორი წლის წინათ მისი თანაკლასელი მირანდა მაისურაძე: “იმ ღამეს ეძინა გულზე დაკრეფილი ცივი ხელებით, თვალები დახუჭული ჰქონდა, გული არ უცემდა. გულქვა დუმილს შეეჩერებინა მისი გული. შეუბრალებელ ცხოვრებას იგი სამუდამოდ გაუწირავს”...
ეს წინათგრძნობა ახდა...

ერთს კი დავუმატებ: “სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს”...
მომხდარი საზარელი ფაქტი ზარის სათქმელის გარდა ზარის ჩამოკვრისთვისაც გვეძახის, რათა გავიგოთ, რამ მიგვიყვანა ამ ტრაგედიამდე.


ლალი შაშიაშვილი

კომენტარები (23 კომენტარი):

giooooo 07 08, 2009 08:06
avatar
xati magrad mnomenatre:(:(:(
teo 07 08, 2009 08:45
avatar
aq raa xdebaaa gmertooo es reebi wavikitxee sakutarii diiis pexii meem megdoo daaa shvelas itxovdaa daa ver ushvelees es raaa ariiiis gmertooo es raa vnaxeeeeeeeeee xatiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii:@@@@@;(((( vaimeeeeee es raaaaa weriaaaaa nutuu simartleaaaaaaaaaaa vaimeeeeeeeeeeeee mezizgebaaa yvelaaa daa yvelaperiiiiiiiiiiiiiiiii!!!:@@@@@@@@@@@@@@;((((((((
nika 07 08, 2009 09:00
avatar
me ar davwer vin var.araaq amas mnishvneloba...zogi mixvdeba zogi vera...sigijesavit menatrebii,...xatato.da bevr rameshi chem tavs vadanashauleb..es me vici mxolod da shen,, miyvarxar angelozo
mari 07 08, 2009 09:04
avatar
martla dzalian vwuxvar xatia dzalian sayvareli da lamazi iyaviiiii
natelshi amyopos sheni suli upalmaa:(:(:(:(:(:(
teo 07 08, 2009 10:14
avatar
aq raa xdebaaa gmertooo es reebi wavikitxee sakutarii diiis pexii meem megdoo daaa shvelas itxovdaa daa ver ushvelees es raaa ariiiis gmertooo es raa vnaxeeeeeeeeee xatiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii:@@@@@;(((( vaimeeeeee es raaaaa weriaaaaa nutuu simartleaaaaaaaaaaa vaimeeeeeeeeeeeee mezizgebaaa yvelaaa daa yvelaperiiiiiiiiiiiiiiiii!!!:@@@@@@@@@@@@@@;((((((((
lasha 07 08, 2009 11:10
avatar
:(:(:(:(:(:(:(
lasha 07 08, 2009 11:11
avatar
:(:(:(:(:(:(:( usastikesia es cxovreba
........... 07 08, 2009 08:51
avatar
auuu xatiiiii es ra dagemarta chemii angeloozii menatrebiii iiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii ;(;(;(;(;(;(;( neta mec wamovsuliyavii shentan ertad ;(;;(;( exla xoo ertad viqneboodiit ;(;(;(;(
08 08, 2009 08:39
avatar
ra sashinelebaaaaaaa vaime cudad var gmerto aseti angelozebi ar unda migyavdes....magram albat martalia upalsac kargebi unda tavistvis...magram ak myopebma ra daashaves rom samudamod didi tkivili dautova
giorgi 20 08, 2009 06:58
avatar
gmertma sheundoc
kewi 27 08, 2009 09:56
avatar
sashinlad damzafra am tragediam... xmerto sasufeveli daumkvidre xatias suls simshvide moepovebinos iqaur cxovrebashi....
30 09, 2009 05:48
avatar
es sashineli tragediac imaT kiserzea vinc "patritTa banakebis" gziT nacmozraobisaTvis hitleriugendis msgavsi rezervis sheqmnas cdilobs
nikusha...... 16 11, 2009 04:43
avatar
YOVELTVIS MEMAXSOVREBI.DA ARASODES DAGIVIWYEB. SHENI NIKUSHA.MIYVARXAR DA MARAD CHEM GULSHI IQNEBI AMAS GPIRDEBI.
riki 17 12, 2009 02:38
avatar
vaimee xatiiii chemo yvelaferooooo es ra wavikitxeeee cudad var angelozooo menatrebi tkivilamdeee mchirdebiiiii chemooooo pataraaaaaaa netavi icodeeeee axla ras vgrdznooob ;(;(;(;(;(;(;(;(
miyvarxar 17 12, 2009 03:15
avatar
Xatulaaaaa rogorrr momenatreee chemoo sicocxlee chemo yvelaferooo gmerts vtxov dzala momces am tkivils rom gavudzloooo chemoo cxovrebaaaa menatrebiii xatiiiii gesmiiis?? ;(;(;(;(;(;(;(;(;(;(;(;(;( es raa wavikixteeeeeeee gmerto ratoom ;(;(;(
elene 17 12, 2009 05:32
avatar
dzan cudi ragac wavikitxe es ra mosvlia cudad gavxvdi gmertma nu qnas es kidev ertxel ganmeordes dzaan sashineli sikvdilit mokvdi chemo xatia dzaalian enatrebi sul yvelas
nuca 19 12, 2009 07:47
avatar
vaime xatia chemo angelozooo ;( dzalian menatrebi sigijemdeee ;( sheni sikvdili sashineleba iyo ;( sheni pexi sakutari deidashvilis muxlebshi egdooo :@ gmerto chemoooo ;( Is Dge mdzuuuls :@ ;(
AFXAZI 22 12, 2009 03:36
avatar
SAUBEDUROD BEVRIS LAMAZ SICOCXLES WAIGEBS ERIS URJULO CXOVREBA...
rikki 27 12, 2009 07:01
avatar
Vaimee chemoo xatooo rogor momeenatreeeee es ra waviikitxeee raa wavikitxe cudad vaaar vaimee rogor viyoot ushenood es ra tkivili dagvitoveee xatiiiiii vaime chemo xatuuulaa ;(;(;(;(;(;(;(;(;(;(;( vaimee chemi lamaziii xatiiiaa ;((;(;(:@:@:@
riki var 29 12, 2009 07:15
avatar
Chemi Pataraa TkiviLii ;((;(( Chemii Lamazi Qaliii ;(;(;(:@:@ XaToo Ratooo Waxvediii Mchirdebiii Mchirdebii Tkivilamde Menatrebiiiiii Da Miyvarxaaar Iseee Miyvarxaar Roo Guliii Michkneba Dardisgaan Chemo Sanukvaroooo Asee Adre Ratom Waxveedii Daa Amdenii TkiviiLi Rato DamitooVee ;(;(;(;(;( menatrebiii gmertma natelshi gamyofoos chemii lamazii qaliiii agar vaar am tragediiis mere mec lamiis cocxaliii am dgem xoo chemii sauketesoo daqalii sheiwiiraaaaa ;(;(;( chemtvis gvidzli dasavit ikaviiiiii genacvaleeeee ;(;(;(
rera 11 01, 2010 05:57
avatar
sashinelebaa....
gmertma natelshi amkopos Xatias suli.!
rikki 28 01, 2010 01:12
avatar
miyvarxaar ise rogoorc aaravin aar miiyvaars daa miiuxeedavaad imiisaa roo chemtaan aagar xaar maainc suul maaxsovxaar daa creemlii momdiiis sheentan miinda da raato damtoveee sxvebtaaan xatoooo ;(;(;(;
eka 03 08, 2010 03:29
avatar
magaria

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first სექტემბერი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
შეაფასეთ სტატია
5.00
    Rating@Mail.ru