მთავარი | პოლიტიკა | ვინ იხსნა ბაჩუკი ქარდავას შვილი სიკვდილისგან და რატომ არ აქვს ედპ-ის ლიდერს რუსეთის ლანძღვის უფლება!

ვინ იხსნა ბაჩუკი ქარდავას შვილი სიკვდილისგან და რატომ არ აქვს ედპ-ის ლიდერს რუსეთის ლანძღვის უფლება!

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

“არა არს დაფარული, რომელიც არა გამჟღავნდეს”, - ბრძანებს უფალი და ამ ჭეშმარიტებაში დღეს “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველი კიდევ ერთხელ დარწმუნდება! ყოფილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის - ედპ-ს წევრები, უფრო ზუსტად კი, გიორგი ჭანტურიას ერთგული თანამებრძოლები ედპ-ს სედეპ-ეს ეძახიან და ამ პარტიული დაჯგუფების აბრევიატურას შემდეგნაირად შიფრავენ: სააკაშვილის ერთგულ დამკვრელთა პარტია! სედეპ-ეს ლიდერ ბაჩუკი ქარდავას კი მოუწოდებენ: ენას კბილი დააჭიროს, როცა მე-5 კოლონასა და შულავერის კომიტეტებზე ლაპარაკობს, თორემ ისეთ დოკუმენტებს ავუფრიალებთ ცხვირწინ, შავი ზღვა თეთრად მოეჩენებაო! მაინც ისეთი რა “გრეხები” შეიძლება ჰქონდეს ქარდავას, ყოფილი თანაპარტიელები ასე რომ ემუქრებიან? “საქართველო და მსოფლიოს” სტუმარია 1988 წლიდან 1994 წლამდე ედპ-ის წევრი, ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო “თბილისის” ხელმძღვანელი თინათინ შანშიაშვილი, რომელმაც შოკისმომგვრელი ფაქტები გვიამბო და მეტი სიზუსტისათვის 2002 წლის მაისის საარჩევნო კომისიების ედეპესეულ დამკვირვებელთა სიაც წარმოადგინა, სადაც ნახევარზე მეტი ე. წ. დამკვირვებელი მაშინდელი უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომელი გახლდათ.
- ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, არა მარტო ძველმა ედპ-ის წევრებმა, არამედ ბევრმა სხვამაც იცის, მაგრამ ხმას ვერავინ იღებს, მოგახსენებთ რატომაც... დღეს ბაჩუკი ქარდავას, სააკაშვილის ნაცმოძრაობის დიდი გარჯით, გურამ ჩახვაძე ჰყავს პარლამენტში დეპუტატად. ჩემი რაიონის დეპუტატია და ძალიან კარგად ვიცი, რა ოფლიც დაღვარეს მის გასადეპუტატებლად. სხვათაშორის, გია ჭანტურიას სიკვდილის შემდეგ ზოგიერთები არც დღევანდელ და არც შევარდნაძის ხელისუფლებაში დაჩაგრულად არ გრძნობდნენ თავს და ამის მაგალითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი ძირითადი გამყალბებელი, მრავალი თავმჯდომარეგამოცვლილი ყოფილი “ედპეშნიკი” გიზო (გიორგი) მჭედლიძეც კმარა; ანდა, აწ გარდაცვლილი ვანო ხუხუნეიშვილი როგორ მოხვდა ყველა მოწვევის პარლამენტში, არ გიფიქრიათ?
არ მინდა, გია ჭანტურიას სიცოცხლეშივე კაგებედან შემოგდებულ ხალხზე ლაპარაკით თავი შეგაწყინოთ, მაგრამ დღეს რომ ზოგი საბაჟოზე მუშაობს და ზოგიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან ჭკუას გვასწავლის, თითს გვიქნევს და გვემუქრება, ხოლო პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა გიორგაძე სახლში ზის და ამ ყველაფერს ირონიულად ადევნებს თვალს, სალაპარაკოდ ნამდვილად ღირს!
ვინ არის ბაჩუკი ქარდავა, ან ვინ იყო ოდესმე, ამდენის უფლებას რომ აძლევს თავს და დღეში 8-10-ჯერ ბრიფინგებს აწყობს, მე-5 კოლონის თუ მოღალატეების “სამხილებლად”? ბაჩუკი ედპ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ჯერ წევრი, მოგვიანებით კი ხელმძღვანელი გახდა გია ჭანტურიას მეშვეობით. გიას სიკვდილის შემდეგ, როგორც ცნობილია, პარტიაში დიდი გარჩევები და შეხლა-შემოხლა დაიწყო და დასრულდა იმით, რომ ბაჩუკი ქარდავას დარჩა ბურთი და მოედანი! ერთ დროს უძლიერესი პარტია გაპარტახდა როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად და დღეს, ბაჩუკი ასეთ განცხადებებს რომ აკეთებს, არც კი მიკვირს, რადგან, სანამ სახრავი ძვლის ძიებაში იყო, სხვაგვარად ფიქრობდა! იგი ვიდრე პარტია “სამართლიანობის” კარზე დააკაკუნებდა, ჯერ სალომე ზურაბიშვილის პარტიას მიადგა, შემდეგ სხვებიც, “მრეწველების” ჩათვლით, მოიარა და ღუზაც იმ პარტიაში ჩაუშვა, რომელსაც ყველა კრიტერიუმით მიესადაგებოდა, ანუ ნაცმოძრაობაში!
- ქალბატონო თინათინ, ქარდავა არც პირველია და არც უკანასკნელი, ვინც ნაცმოძრაობის დახმარებით აღზევდა, საკუთარი თანაპარტიელიც გაადეპუტატა და ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებიც ისწავლა. თქვენ ის გვითხარით, რატომ არ აქვს მას უფლება, გააკრიტიკოს ჩრდილოეთში მოარული პოლიტიკოსები?
- გეტყვით: როცა ის მოსკოვ-მოსკოვ დარბოდა და იგორ გიორგაძეს დახმარებას სთხოვდა, მაშინ რა, სხვაგვარად ფიქრობდა?
- რას ბრძანებთ, ბაჩუკის იგორთან ჰქონდა შეხვედრები?
- დიახ, 2006 წელს, როცა მისი შვილის სიცოცხლე სასწორზე იდო და აქ, თბილისში, 10 ლარის გადამხდელი ვერ მოძებნა ვერავინ!
- რატომ იდო ქარდავას შვილის სიცოცხლე სასწორზე, რა სჭირდა?
- თავში სიმსივნე ჰქონდა ბავშვს და აქ მისი ოპერაცია არავინ დააფინანსა! ჰოდა, ადგა ბაჩუკიც და შვილის გადასარჩენად მოსკოვში ჩავიდა, შეხვდა იგორს და მანაც მთელი ხარჯი საკუთარ თავზე აიღო! ბავშვს თავის ქალის ტრეპანაცია მაღალი კლასის ექიმებმა ჩაუტარეს და დღეს იგი სრულიად ჯანმრთელია. ღმერთმა დიდხანს უცოცხლოს თავის დედ-მამას!
იცით, ამ ისტორიას რატომ ვიხსენებ? ცხონებულმა ჯემალ გოგიტიძემაც მითხრა: რაზეა ლაპარაკი, როცა შვილი უკვდება ადამიანს და დაჩოქილი ეხვეწება ვინმეს, დამეხმარეთო; დაეხმარებოდა იგორი, აბა, რას იზამდაო. ეს ერთი წელია, ბაჩუკი ქარდავა იგორ გიორგაძეს რომ ლანძღავს, აბა, მითხარით, ეს კავკასიელი კაცის საქციელს ჰგავს?
პარტია “სამართლიანობაში” ყოველ ახალ წელს, შობასა და აღდგომას მოსალოცი ბარათებით რომ ულოცავდა ედპს გერბიანი ქაღალდით, აღარ ახსოვს? მე აუცილებლად მოგაწვდით ერთ ასეთ მისალოც ბარათს, რომელიც ერთ-ერთი გაზეთის რედაქციაში მივიტანე და არ დაბეჭდეს, თუმცა გარდა მისალოცებისა, მაქვს ქარდავას ხელმოწერილი დოკუმენტები და ვფიქრობ, დღესავით ნათელი გახდება, რა საქმიანობას ეწეოდა იგი ჯერ კიდევ 2002 წელს!
- ირინა სარიშვილმა ერთ-ერთი გაზეთის მეშვეობით, ქარდავას მოუწოდა: ენას კბილი დააჭირე, თორემ, თუ პირი გავაღე, ბევრ რამეზე მოგიწევს პასუხების გაცემაო! როგორ ფიქრობთ, თქვენ მიერ მოყოლილ მოსკოვურ ისტორიებზე მიანიშნებდა ედპ-ის ყოფილი ლიდერი?
- ირინა სარიშვილმა იმ ინტერვიუში, მართალია, ცხარე განცხადებები გააკეთა, მაგრამ, რომ იცოდეთ, ირინა ვაჟკაცურად მოიქცა და ქარდავას ნამუსიც შეუნახა... საზიზღრობაა, როცა ქარდავასნაირი “ედეპეშნიკები” დილა-საღამო-შუადღისას გია ჭანტურიას საფლავზე მიდიან და ფარისევლობენ, აქაოდა, ქვეყნის პატრიოტები ვართო! გია, ალბათ, საფლავში ტრიალებს ამათი შემხედვარე... უი, აღარც კი მინდა ლაპარაკი... იგორს რომ ეხვეწებოდა ბაჩუკი, პარტია დამიფინანსეო, მაშინ კარგი იყო გიორგაძე? ანდა რომელმა სასამართლომ დაადასტურა, რომ იგორ გიორგაძე მოღალატე, ტერორისტი და რეციდივისტია, რომ გადმოუგდია ენა ქარდავას და არ იშურებს იარლიყებს? აი, დოკუმენტი, რომელიც 2002 წლის მაისით არის დათარიღებული, რომელსაც ქარდავა აწერს ხელს და ამ სიაში ჩამოთვლილ ადამიანებთანაც მას ერთობ საქმიანი დამოკიდებულება ჰქონდა! ერთი მითხარით, 2002 წელს აბსოლუტურად გაპარტახებულმა, ფინანსების გარეშე დარჩენილმა პარტიამ რა სახსრებით მოახერხა 90 ადამიანის კახეთის რაიონებში საარჩევნოდ დამკვირვებლებად გაგზავნა! იმ დროს შუქიც კი გამორთული ჰქონდათ პარტიის ოფისში, ვალებში იხრჩობოდნენ და 90 კაცის დაფინანსება შეძლეს? ნახეთ ვისი სახელი და გვარია აქ? გია ღვალაძის, იმ ღვალაძისა, რომელმაც ე. წ. მუხროვანის ბუნტის დროს მთელი ოფიცერთა შემადგენლობა ჩაუშვა მავანთა კარნახით, დააჭერინა და ზოგიც მოაკვლევინა ნაცებს! აი, როგორი ხალხი ჰყავდა ბაჩუკი ქარდავას საარჩევნო დამკვირვებლებად ედპ-ის სიაში, დააკვირდით, ყველა მათგანის გვარების გასწვრივ დრ. უმუშევარი წერია... ეს სია, თავის დროზე შევისწავლეთ და რა აღმოჩნდა, იცით? აქედან ნახევარზე მეტი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი იყო! შესაძლოა, დღესაც მუშაობენ, აყალბებენ არჩევნებს და გურამ ჩახვაძისნაირი და ბაჩუკი ქარდავასნაირი ხალხის ხელისუფლებაში მოსაყვანად ძალასა და ენერგიას არ ზოგავენ!
- შოკში ვარ... არ დაგიმალავთ და მიამიტური გამომეტყველების ქარდავასგან ამას ნამდვილად არ მოველოდი...
- ჩემი თუ არ გჯერათ, დაურეკეთ ქარდავას და ჰკითხეთ: იგორ გიორგაძეს შვილის გადასარჩენად არ ჩააკითხა? არ გადაუხადა იგორმა კაპიკ-კაპიკ ყველაფერი? პარტია “სამართლიანობაში” მისალოც ბარათებს არ აგზავნიდა? ეს სია, რომელიც გადმოგეცით, მისი ხელმოწერილი არ არის? ჰკითხეთ, ჰკითხეთ და, თუ გაბედავს რაიმეს უარყოფას, მერე ნახოს, რა დოკუმენტებსაც ავუფრიალებთ ყველას დასანახად; მერე იძახოს: მეხუთე კოლონა, მოღალატეები და ტერორისტებიო!

ესაუბრა
ირინე გოგოსაშვილი

P.S. თინათინ შანშიაშვილის ინტერვიუს შემდეგ იმედს ვიტოვებთ, ედპ-ის ლიდერ ბაჩუკი ქარდავასთანაც გვექნება საუბარი.
ვიმედოვნებთ, რომ ბატონი ბაჩუკი ზემოთ ჩამოთვლილ ბრალდებებს არ გაექცევა და მათ გასაბათილებლად საკუთარ არგუმენტებს წარმოგვიდგენს.

კომენტარები (7 კომენტარი):

tamuna 11 03, 2010 06:18
avatar
am naziralas ambebi mtelma saqartvelom icis,magram es inpormaciebi?...... shokhsi vaaaaaaaaar,gmadlobt qalbatono tinatin aseti paqtebisatvis
leila 14 03, 2010 02:24
avatar
dageceT erTad yvelas mexi.. aravin xarT saqarTvelos xalxisTvis yvela Cum Cumad gvyidiT da gviyidiT samSoblos sakutari keTildReobisTvis.viras davujerot da virasi vwamoT Tqve binZurebo.. yvela ase rogor xarT wamxdrebi samSoblo ar gadardebt mSromeli xalxis garda...
ბადრი წიქორაძე 15 03, 2010 06:31
avatar
კაცის პირადი უბედურების საჯაროდ გამოტანა სირცხვილია.
ედპ პოლიტიკური ხარვეზები ცოტა აქვს, რომ ასეთი თემა არ წამოიწიოს წინ?
tite 16 03, 2010 05:56
avatar
martlac rom mtelma kvekanam icis vin vin aris.
AniketI 19 03, 2010 03:04
avatar
1. მიხარია, როდესაც სიმართლის თქმისთვის ცრუ ბრალდებით გპასუხობენ! ! !
2. მოღალატეების დასახელების იდეა ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის იდეა იყო (მიდით ჩვენზეც მოიძიეთ ცრუ ცნობები)
3. უშიშროების სამს. მოძველებული მეთოდი: დააბრალე ობიექტს, მისივე ბრძოლის სამიზნესთან თანამშრომლობა!
AGENTI X 28 03, 2010 04:02
avatar
PIRVELI AGENTI ,KGB-S ,MISI COLI IRINA SARISHVILI GAXLDAT.MISI CIXESHI SHEGDEBA,MATI DAQORWINEBAC KGB DAVALEBA IYO.RATOMAC YVELAM NAXET ALBAT ,KGB-S DA MATI AGENTIS DAMSAXUREBAA ,EROVNULI MOZRAOBIS GAXLECHA!
gogla 06 04, 2010 06:23
avatar
qalbatono tina ese gamudmebit rom icavt igor giorgazes ese miexmara da ise miexmara bahuki qardavasoo, rato shegtkivat guli ese mcared igor giorgazestvis ver gamigigia. ertit qardavas agineb da meorti igor giorgazes adideb da ucmindav hadenil danashaulebs qartveli eris cinashe. baraqala shens qalobas ra

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first ივლისი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
3.67
    Rating@Mail.ru