მთავარი | პოლიტიკა | ყველა ერთისათვის, ანუ ჩვენ ერთი გუნდი ვართ

ყველა ერთისათვის, ანუ ჩვენ ერთი გუნდი ვართ

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება ხალხისთვის გადაგდებული ანკესია, რომელზეც სატყუარად ამავე ხალხის ემოციაა წამოგებული, სინამდვილეში კი ერთიცა და მეორეც შეთანხმებული არიან თამაშის წესებზე. ამ წესების ერთგულად დამცველებს აჯილდოებენ, დამრღვევებს კი მკაცრად სჯიან.
“ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის” მუშკეტერების მორალური კოდექსის უმთავრესი დევიზი იყო, თუმცა ქართულ პოლიტიკაში მან მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა.
საქართველოში ამ დევიზის მხოლოდ მეორე ნაწილია ძალაში. “ერთი ყველასათვის”, დიდი ხანია, არ ყოფილა და, ალბათ, კიდევ დიდხანს მოგვიწევს დაცდა, სანამ იმ “ერთის” გონებამდე მივა “ყველასათვის” გარჯის აუცილებლობა.
რაც შეეხება დევიზის მეორე ნაწილს “ყველა ერთისათვის”, ჩვენს შემთხვევაში აქ “ერთის” მიმართ გამოჩენილ ერთგულებას კი არ ნიშნავს, არამედ - ამ “ერთის” სამსახურში ყოფნას.

“ერთმაც” და დანარჩენებმაც იციან, რომ ეს სამსახური დაფასებას საჭიროებს და სიძუნწე უპატიებელია. სხვა ყველაფერი მიგეტევება, თუკი “ერთის”, ანუ პირველის სამსახურისთვის ყოველთვის #1 მზადყოფნა გექნება.
ზურაბ ნოღაიდელიც და ირაკლი ალასანიაც პრეზიდენტ სააკაშვილის სახელისუფლო გუნდის წევრები იყვნენ მისი აღზევებისთანავე და, როგორც ჩანს, ამ გუნდიდან არც წამოსულან. მათ მიმართ (განსაკუთრებით ნოღაიდელის) უავგუსტესის ქილიკიც ხალხის მოტყუების უნიჭო მცდელობაა, თორემ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, რბილად რომ ვთქვა, აკრიტიკა, ისეთი რა უძლურება შეეყარა სააკაშვილს, რომ ერთი მობილური ტელეფონი ამასაც არ “უხეთქნა”.
მაგრამ, არა, ნოღაიდელი ხელშეუხებელია. ხელმწიფის კარის პოლიტ-ექსპერტებიც ნელ-თბილად უქიმუნჯებენ ენერგიამოზღვავებულ ექსპრემიერს, რომელიც ხელისუფლებიდან “დაღლილ ვირად” წამოსული ოპოზიციაში “ტროას ცხენად” ტრანსფორმირებული “შე­გორდა”.
ნოღაიდელი რუსულ ხაზზე დაჯდომას ცდილობს და მასაც და მის თანამოაზრეებსაც რუსეთუმეების იარლიყს აკერებენ. თუმცა ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ექსპრემიერი ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრში არ ათენ-აღამებს.
მეორე “ტროას ცხენს” - ირაკლი ალასანიას არ უჭირს იდუმალებით მოცული პერსონის როლის თამაში, რადგან მის ხასიათშიც “ზის” და იოლად ახერხებს საჯარო პოლიტიკაში გაწონასწორებული პოლიტიკოსის იმიჯის შექმნას.
ზურაბ ნოღაიდელიცა და ირაკლი ალასანიაც მიშას “კარის მუშკეტერები” არიან და, რასაც უნდა აკეთებდნენ და სადაც უნდა დადიოდნენ, კარგად იციან, რომ მიზანი იმ “ერთის” მსახურებაა, იმ “ერთის” გადასარჩენად გარჯაა.
გამოსდით კიდეც - ვაშინგტონისა და მოსკოვის ხაზი დაკავებულია. ასე ფიქრობს ხალხი, რომელიც სააკაშვილის პროპაგანდისტულ ნისლში ვერ გარკვეულა, რომ ალასანიაც და ნოღაიდელიც ახლა მიშას გადასარჩენად ოპოზიციაში გადატყორცნილი “ლეგიონე­რები” არიან და მეტი არაფერი...
ამიტომაც ატყდა კაკანი და კრიახი ოპოზიციურ “საქათმეში”.
ამათ ფონზე იკვეთება მიშას კიდევ ერთი “მუშკეტერი” - ლევან გაჩეჩილაძე. მასზე ბევრს არაფერს ვიტყვი. ცოდვად ისიც ეყოფა, თავის “უცნობ” ძმასთან ერთად რამდენიმეჯერ რომ გამოაშვებინა ხალხს “ორთქლი” და ამ ხალხის ინტერესებით სააკაშვილთან ფარულ შეხვედრებზე სარფიანადაც ივაჭრა.
Enter password - პაროლიც შეყვანილია და ყველაფერი გაშიფრულია. მთელი ეს აურზაური კი ხალხის კიდევ ერთხელ მოსატყუებლად ატყდა. მიზანი გაცხადდა - “პარავოზი” 2013 წლამდე უნდა “მიჩუქჩუქდეს”, რადგან ამ პერსონებს მიშას მატარებელში თითო ადგილი ან კუპე კი არა, მთელი ვაგონი აქვთ დაჯავშნული.
კვებაც გარანტირებულია და დესერტიც - ბებოს კაკლის მურაბა.
მიშა, მოვდივართ! მოვდივართ, რომ კიდევ ერთხელ გიხსნათ და დაგიმტკიცოთ ერთგულება - ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ!

ლაშა გიორგიძე

კომენტარები (8 კომენტარი):

TEDO-RE 24 02, 2010 07:56
avatar
ras izam chemo lasha,udzaglo qveyanashi katebis knavili imatebs(mitumetes marti dgeba)sainteresoa tkveni azris gamziarebeli ramdeni % iqneba qartvelebshi?
nelab 24 02, 2010 08:57
avatar
ჰო, ჰო, ჩემო ლაშა, ეგრეა ზუსტად....ყოფილი კაგებშნიკი არსებობს?! არა და არა!!!! ეს ხალხი რამ დაგვაბრმავა ამ ტარტაროზების რომ გვჯერა?, რამ დაგვაძაბუნა ხალხო?
tamuna 25 02, 2010 01:30
avatar
batono lasha!ar gicnobt vin xart,magram me minda gitxrat,rom lanwgva-gineba advilia,paqtebi tu gaqvt daceret tu ara gaqvt,mashin martlac "katebis knavils "emsgavseba tqveni azrebi!
sos... 27 02, 2010 10:02
avatar
midit,qaertvelebo, midit, landzget ertmaneti, akeret markebi ertmanets, da amit qveyanas magra ushvelit. araperi tqven ar geshvelebat. mishas girsebic ara xart, bodishis moxdit.
geo 03 03, 2010 10:20
avatar
gveshveleba rameee?!
sikrihia 04 03, 2010 05:52
avatar
am zerilis avtorma ise darzmunebit daalaga kvelaferi,"zaan hkviani" hans,politikuri intrigebic "amoxcna" da ragad gvinda amdeni oromtriali,ager gvkolia prezidentobis kandidati da ikaros kenhi.
ამ წერილის ავტორი 06 03, 2010 12:55
avatar
დიდი მადლობა ასეთი ნდობის გამოცხადებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ ვიყავი ვაშინგტონში და ერთხელაც - მოსკოვში. ვეცდები უახლოეს მომავალში რიგი დავიკავო ორივე მიმართულებით და, თუ კონკურენტებმა არ დამასწრეს, პატრონების ნდობა დავიმსახურო. ამის შემდეგ თქვენი სურვილის განხორციელებასაც ვეღარაფერი დაიდგება წინ.
GGG 16 03, 2010 07:37
avatar
ავტორზე ინფორმაცია მაინტერესებს. ეს რომელი ლაშა გიორგიძეა, ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს უფროსი- ლაშა გიორგიძეს?

საერთოდ, ავტორის ვინაობა და სტატიის ამოცანა მჭიდრო კავშირშია ხოლმე. ხოლო, თუ უბრალოდ ჟურნალისტია-საინტრესოა რომელ მედიაში იბეჭდება უმთავრესად. სამწუხაროდ,ქართული მასმედია და ელექტრონული პრესა წალეკა დაუსაბუთებელმა ბრალდებებმა და არაპროფესიონალურმა წერილებმა და გასაკვევი მხოლოდ ავტორის პოლიტიკური მიკუთვნებადობაა.

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first ივლისი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
4.75
    Rating@Mail.ru