მთავარი | პოლიტიკა | ალექსანდრე ჭაჭია: საქართველოდან წარგზავნილი “დამკვირვებლების დესანტი” მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა

ალექსანდრე ჭაჭია: საქართველოდან წარგზავნილი “დამკვირვებლების დესანტი” მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

არაოფიციალური საქართველო უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის პროცესში ორი ათასი ფსევდოდამკვირვებლის შეჭრის მცდელობის გამო ერთობ უფრთხის თავისი სახელმწიფოს იმიჯის სამუდამოდ შელახვას უკრაინელთა თვალში. ოფიციალური და არაოფიციალური საქართველოს მოსაზრებათა განსხვავების განსამარტავად უკრაინაში მეორე ტურის დაწყებამდე ნამდვილი ჟურნალისტები და პოლიტოლოგები ჩავიდნენ. ისინი დამკვირვებლობას არ იჩემებენ, პირიქით, კანდიდატთაგან აბსტრაგირებასა და უკრაინელთა წინაშე, თავად უდანაშაულონი, ბოდიშის მოხდას ცდილობენ. ქართველი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია ინტერვიუს ჩაწერისას კიევში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა. ის აბსოლუტურად მხარს უჭერს კოლეგებს და იმედოვნებს, რომ ხელისუფლების გამოისობით საქართველო დიპლომატიურ რეზერვაციაში არ მოხვდება.

- ბატონო ალექსანდრე, იანვრის დასაწყისში უკრაინაში ორი ათასი ქართველი დამკვირვებლის გამოჩენას მიიჩნევთ თუ არა ამ ქვეყნის საშინაო საქმეებში საქართველოს ჩარევად?
- ეს უგვანი აქციაა და მეჩოთირება არა მარტო როგორც კაცს, რომელიც მეტ-ნაკლებად ერკვევა საარჩევნო ტექნოლოგიებში, არამედ როგორც ქართველსაც. ასეთი მრავალრიცხოვანი რაზმის ამგვარი ვოიაჟები ასე პატარა ქვეყნიდან უპრეცედენტო შემთხვევაა მსოფლიო პრაქტიკაში და საქართველოს პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის ძალზე ბრიყვული ნაბიჯიც. საქმე ხომ თეთრი ძაფითაა ნაკერი. ყველაზე მეტად ის მთრგუნავს, რომ საქართველოს არასახარბიელო იმიჯს, რომელიც ბოლო წლებში საერთაშორისო არე­ნაზე შეექმნა, შესაძლოა, ისეთი სახელმწიფოს იარლიყიც დაემატოს, რომელიც მეზობელი ქვეყნის საშინაო საქმეებში ერევა. უკრაინაში ბოევიკთა თუ ნახევრად ბოევიკთა რაზმების გაგზავნა ტერორისტული დესანტის გადასხმას ჰგავს, რომელიც უტიფრად ლამობს, კონკრეტული, არცთუ კანონიერი მეთოდებით ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო სიტუაციაზე.
- ვინ არიან სინამდვილეში ეს ფსევდოდამკვირვებლები?
- ჩემთვის ცნობილია, რომ უკრაინული მხარის მიერ გამოქვეყნებულ სიაში 100-მდე კაცი ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც შსს-ს თანამშრომელი, შეიარაღებულ ძალთა მოქმედი ოფიცერი და “მეტროპოლიტენის” საპატრულო პოლიციის წარმომადგენელიც კი. არ მიკვირს, რომ ბევრმა მათგანმა ანკეტაში სამუშაო ადგილი არ მიუთითა; ეტყობა, მიხვდნენ, რომ “შსს-ს ოფიცრის” ჩაწერა არ შეიძლებოდა. რაც შეეხება დამკვირვებელთა ამ მასის ძირითად ნაწილს, ის მონამორჩილია. პოლიციის ოფიცრებმა ბრძანება მიიღეს და მის შესაბამისადაც მოქმედებენ. ასე რომ, ამ ხალხის პიროვნულად გაკიცხვას აზრიც არ აქვს. დამნაშავე ქვეყნის ხელმძღვანელობაა.
- როგორია საქართველოს რიგითი მოქალაქეების დამოკიდებულება უკრაინაში ქართველ დამკვირვებელთა გამო ატეხილი სკანდალისადმი?
- საქართველოში აქტიურად მსჯელობენ ამ თემაზე, ბევრი ძალზე აღშფოთებულია, ახლა ხომ კატასტროფულად შემცირდა საქართველოსადმი მეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების რაოდენობა, ქვეყანა პრაქტიკულად, საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. საქართველოს პრეზიდენტთან ურთიერთობა არც ერთ თავმოყვარე მსოფლიო ლიდერს აღარ სურს.
- რაკი ეს ტექნოლოგია უკრაინაში უკვე გამოააშკარავეს, სხვა რა მექანიზმის გამოყენება შეუძლია კანდიდატს კენჭისყრის შედეგებზე ზეგავლენის მოსახდენად?
- ვფიქრობ, ახლა ძირითადი აქცენტი დამკვირვებელთა და ამომრჩეველთა ერთობლივად გამოყენების ტექნოლოგიაზე კეთდება. მაგალითად, ამომრჩეველთა ჯგუფი საჯაროდ განაცხადებს რაიმე დარღვევის თაობაზე, სიებში მათი გვარების არარსებობიდან დაწყებუ­ლი, და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს, რითაც საარჩევნო კომისიის წევრების პროვოცირებას მოახდენს. პარალელურად სიტუაციაში ერთვებიან დამკვირვებლები და კომისიის მხრიდან დარღვევებს აფიქსირებენ. ეს დარღვევები, თუნდაც უმნიშვნელო, შესაძლოა, სასამართლოში ჩივილისა და კონკრეტულ უბანზე შედეგების ანულირების მიზეზადაც იქცეს. ამ მეთოდს მეტ-ნაკლებად აუცილებლად გამოიყენებენ, რადგან ვიცი, რომ ზოგიერთი პოლიტტექნოლოგი სასამართლო სისტემაზე დიდ იმედებს ამყარებს.
- გამოდის, რომ არჩევნების ჩაშლა სავსებით რეალურია.
- ყველაფერი უკრაინის საზოგადოების პოზიციაზე, სასამართლოების პრინციპულობასა და კანდიდატთა საარჩევნო შტაბების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ამ უკანასკნელთ უნდა გააცნობიერონ, რომ არჩევნების დროს მათი მოქმედება უკრაინის ისტორიაში შევა, ხოლო ისტორიაში შესვლა გამარჯვებულსაც და დამარცხებულ კანდიდატსაც  როგორი ნიშნით (პლიუსით თუ მინუსით) სურთ, მათივე გადასაწყვეტია.

ესაუბრა
ევგენი სამოილოვი

http://telegrafua.com/506/politics/10667/

კომენტარები (2 კომენტარი):

zaza 17 02, 2010 10:06
avatar
magari adamiani brdzandebit, batono ALEKSANDRE, rodis ehveleba am hvens sakartvelos.
zaza 17 02, 2010 10:23
avatar
TKVEN YNDA DAICKOT FARTO MASHTABIANI MODZRAOBA, DA SATAVESHI YNDA DAYDGET SAKARTVELOS.

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first მარტი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
5.00
    Rating@Mail.ru