მთავარი | პოლიტიკა | შადიმანა!.. ანუ “ჰალსტუხიანი ხვლიკი” და ღია წერილი “მამობილ მერაბიშვილს”

შადიმანა!.. ანუ “ჰალსტუხიანი ხვლიკი” და ღია წერილი “მამობილ მერაბიშვილს”

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

ბავშვობაში ეზოსა თუ ქუჩაში ზედმეტი სახელი ე.წ. კლიჩკა ბევრისთვის შეურქმევიათ. ეს ზედმეტი სახელები, როგორც წესი, პიროვნების, ბავშვის უწყინარი თვისებებიდან გამომდინარეობს ხოლმე, როგორიცაა, მაგალითად: ცელქობა, სიზარმაცე ან ბეჯითობა, სიგამხდრე ან სიმსუქნე და რა ვიცი, კიდევ სხვა მრავალი, მაგრამ “შადიმანა?” ასეთი ღრმა შინაარსობრივი დატვირთვის “კლიჩკა” რომ შეარქვან მოზარდს, ხომ წარმოგიდგენიათ, თუ რა “კეთილი” თვისებების მატარებელი უნდა იყოს ადამიანი იმთავითვე, ანუ ბავშვობიდან, ანუ მაშინ, როდესაც “შადიმანა” შეურქმევიათ სკოლაში გიორგი თარგამაძისათვის. ამაზეა, ალბათ, ნათქვამი - არ შემცდარა შენი ნათლიაო!

კარიერიზმი, სულმოკლეობა, უმადურობა, კომფორმიზმი - აი, არასრული ნუსხა ამ ახალგაზრდა, უდაოდ ნიჭიერი კაცის ქვენა თვისებებისა და ამ კონგლომერატის მწვერვალი - ღალატის საოცარი, მართლაც, შადიმანისებური უნარი! ნიჭიერია-მეთქი და გიორგი თარგამაძის შემთხვევა დასტურია იმისა, რომ ნიჭი, ყოველთვის არ ნიშნავს სიკეთეს. შესანიშნავად ბრძანებს დიდი ჭაბუა ამირეჯიბი ეფემია წინამძღვრის ენით”დათა თუთაშხიაში”: “უნიჭობაზე საშიში ნიჭიერებაა, თუ მას მაღალი ზნეობა არ ახლავს თან!”
თუ არ ვცდები და მეხსიერება არ მღალატობს, ჯერ კიდევ “პირყვითელა” გიორგი თარგამაძემ მოღვაწეობა “იბვერვიზიაში” დაიწყო. როდის, რატომ და რისთვის დაიმსახურა ასლან აბაშიძის ყურადღება, ჩემთვის უცნობიც არის და უფრო მეტად - გაუგებარიც. სავარაუდოდ, როგორც რუსები იტყვიან - “в нужном месте, в нужное место” მიიყვანა განგებამ ჩვენი შადიმანა და ბავშვობიდანვე სულში ჩაბუდებული კონფორმიზმი, ყალბ პათეტიკაში შეფუთული, ოსტატურად შეაპარა აჭარის ლომს.
ამბობენ, რომ, როგორც ღვიძლი შვილი, ისე მიიღეს ოჯახში, იქამდეც კი, რომ ასლან ბაბუს სათნო მეუღლე, აწ გარდაცვლილი (ღმერთმა აცხონოს) ქალბატონი მაგული, ღამით საბანს უსწორებდაო. ეს, რა თქმა უნდა, ფიგურალურად ნათქვამია.
ასე იყო თუ ისე, ასლან აბაშიძის კეთილი ნების გამო გიორგი თარგამაძე აღორძინების სიით არა თუ პარლამენტში შეძვრა, ფრაქციის ლიდერადაც მოგვევლინა. ნორჩი პარლამენტარის მგზნებარე, პათეტიკური გამოსვლები, სხვისა არ ვიცი, მაგრამ მე ბოლომდე არასოდეს მჯეროდა, მისი ასაკიდან გამომდინარე, ნაადრევად ყელში ჰალსტუხწაყრონჭილი შადიმანასი, რადგანაც მის პათეტიკაში სიყალბის ნოტებს ხშირად ვიჭერდი.
ამასობაში საქართველოში დაბრუნდა რუსეთის მიერ ძებნილი ბადრი პატარკაციშვილი და იმ დროს, ბევრისთვის მოულოდნელად, ალბათ, პირველ რიგში, აჭარის ლომისთვის, გიორგი (შადიმან) თარგამაძე დეპუტატის მანდატზე საკუთარი ნებით აცხადებს უარს და სათავეში უდგება მაშინ ჯერ კიდევ ჩანასახობრივ მდგომარეობაში მყოფ ტელეკომპანია “იმედს”. მიუხედავად იმისა, რომ შადიმანის ეს ნაბიჯი კლასიკურ ღალატად ცოტა ვინმემ თუ აღიქვა, მაგრამ ასლან ბაბუს მიმართ აშკარა უმადურობა ცხადი იყო. თურმე ყველაფერი წინ ჰქონდა შადიმანას, მათ შორის ღალატის კვინტესენციაც, რაც არა მხოლოდ პირადად ბადრი პატარკაციშვილს დაუჯდა ძვირად, არამედ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მთელს ქვეყანასაც, მაგრამ ამაზე ქვემოთ...
მოკლე ხანში “იმედი”, მართლაც, ერთადერთ იმედად იქცა მთელი ქვეყნისთვის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბადრი პატარკაციშვილს ძებნილის სტატუსი მოეხსნა და მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, ანუ მოიხსნა იმის შიში, რომ, თუ “ჭკვიანად” არ იქნებოდა ბატონი ბადრი, შეიძლებოდა გაეწირა ხელისუფლებას და რუსეთის მართლმსაჯულებისთვის გადაეცათ. ასე იყო შევარდნაძის დროსაც და განსაკუთრებით “ვარდების რევოლუციის” შემდეგ - ცხონებული ბადრი მარჯვნივ და მარცხნივ იხდიდა, იხდიდა, იხდიდა!
ხელისუფლებამ პირველად მაშინ იგრძნო, რომ ბადრი აღარ ხუმრობდა, როდესაც “იმედმა” სანდრო გირგვლიანის საზარელი მკვლელობის შესახებ აუწყა საზოგადოებას. ამას მოჰყვა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის თავის დროზე “მიჩქმალული” ფაქტების გახმაურება. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და, “იმედი” ის ერთადერთი ტელევიზია გახდა, რომელიც მთელ საქართველოში (და არა მარტო) მაუწყებლობდა, რის გამოც საზოგადოებრივმა აზრმა ნელნელა, მაგრამ შეუქცევადად იწყო ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ფორმირება.
და ეს მიუხედავად იმისა, რომ “ნაცების” პროპაგანდას კვლავაც ემსახურებოდნენ I არხი და “რუსთავი 2”. ხალხი მაინც “იმედის” ინფორმაციებს ენდობოდა, რის გამოც “ნაცების” მამებს “გველის კაჭრობა” დაემართათ.
ამ ყველაფერში, პატარკაციშვილის ამოუწურავ ფინანსებთან ერთად, “იმედის” კოლექტივისა და პირადად გიორგი (შადიმან) თარგამაძის დამსახურებაც იყო. პრაქტიკულად, ყველა ნიჭიერი ტელეწამყვანი “იმედში” აღმოჩნდა. ტელევიზიაში, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის (“ნაცების” ერთ დროს კი არა, როგორც თავად სჯეროდათ) მინიმუმ 30 წლის განმავლობაში შეურყეველი ხელისუფლების ისე მძლავრად შეზანზარებაში, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს მიშამ დემოკრატიულობის ნიღაბი ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიგლიჯა!
“იმედი” და მისი ჟურნალისტები, ისე სასტიკად დაარბიეს, რომ თვით მიშას უპირობოდ მხარდამჭერი ბუშის ადმინისტრაციაც კი იძულებული გახდა, დემოკრატიის შუქურა ვარსკვლავ ბიჭუნასათვის “ყური აეწია”.
სწორედ ამიტომ იყო, რომ დარბეულ-დალეწილმა ტელევიზიამ შედარებით მოკლე ხანში მაუწყებლობა განაახლა, მაგრამ...
აი, აქედან იწყება გიორგი თარგამაძის ჭეშმარიტი სახის, შადიმანობის წარმოჩენა. ისევე, როგორც ტელეიმედის ღამის მთელი კოლექტივისა. “იმედის” მაუწყებლობის განახლებიდან ორიოდე დღის შემდეგ შადიმანა პირდაპირ ეთერში აკეთებს განცხადებას, რომ “იმედი” მაუწყებლობას წყვეტს იმიტომ, რომ მის ჟურნალისტებზე ზეწოლა ხორციელდებაო...
აბა, ამაზე კარგ და ფასეულ საჩუქარს ინატრებდა პრეზიდენტობიდან გადამდგარი მიშიკო? და პირიქით - ამაზე მუხანათურად ზურგში დანის დარტყმას წარმოიდგენდა ლონდონში გადახვეწილი, დასაპატიმრებლად გამზადებული პატარკაციშვილი? ამ უთანასწორო ბრძოლაში ბადრის ერთადერთი იმედი “იმედი” იყო და ჯერ ასლანის კალთაში დაფრთიანებულმა ბარტყმა, და შემდეგ პატარკაციშვილის კალთაში გაზრდილმა თარგამაძემ კი არა თუ “იმედი” დახურა, ბადრის გამოგზავნილი კასეტა მერაბიშვილს კაბინეტში მიუცუნცულა.
სოლოლაკში გაზრდილ ებრაელ ქართველს (თუ პირიქით), ალბათ, გაახსენდებოდა თბილისური გამოთქმა თუ ანდაზა - “ობოლო, ვის მ....ო და ჩემს გამზრდელსო!” როდესაც სახელისუფლებო ტელევიზიებმა იმ კასეტის დამონტაჟებული ვარიანტი შესთავაზეს საზოგადოებას, რის შემდეგაც უტვინო ობივატელმა, რაც, სამწუხაროდ, საზოგადოების (და არა მხოლოდ ქართველის) უმრავლესობას შეადგენს, ირწმუნა, რომ ბადრი პატარკაციშვილი მხოლოდ საკუთარი, ოლიგარქიული ინტერესების გამო იბრძოდა და არა - საქართველოსთვის; იგი არ იყო სამშობლოსთვის გულანთებული პატრიოტი. და თუ არსებობს მცირე ალბათობა იმისა, რომ ბადრის სხვის დაუხმარებლად გაუსკდა გული, ალბათ, - შადიმანას გამო!
ეს ავკაცობა, სიმდაბლე, უსინდისობა, კლასიკური შადიმანისეული ღალატი, ჯეროვნად და ოპერატიულად დაუფასეს გიორგი თარგამაძეს. როგორც ამბობენ, მერაბიშვილის კაბინეტში დაწერეს ის პროცენტები, რომლითაც ე. წ. ქრისტიან-დემოკრატები 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “შესრიალდნენ” უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. აი, ამაშია არჩევნების წინ ორიოდე დღით ადრე შექმნილი პარტიის, ქრისტიან დემოკრატების წარმატების საიდუმო!
“როდესაც ჰალსტუხს წაიყრონჭავს, ჰალსტუხიან ხვლიკს ჰგავს და უჰალსტუხოდ ნამდვილი შადიმანიაო!” - მოსწრებულად შენიშნა ენამწარე, “უკონტროლო” რეზო ამაშუკელმა და, შადიმანას გარდა, მეორე “კლიჩკაც” მიეკერა გიორგი თარგამაძეს.
ჰოდა, როდესაც ეს “ჰალსტუხიანი ხვლიკი”, პატრიოტულ-ეროვნული პათოსით დაახეთქებს ხოლმე: “ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატები!”, სურვილი გიჩნდება, იმ ჰალსტუხში სწვდე და ისე მოუყრონჭო კისერი, თვალები გადმოაყრევინო!
ამას წინათ, “კავკასიის” ეთერში, შადიმანას ერთი თანაპარტიელი, თავის დროზე “იმედის” ჟურნალისტი და დღეს ე. წ. ქრისტიან-დემოკრატი, გამობრძანდა და იმ ბრალდების პასუხად, რომ პარლამენტში შესვლით, მიშას გაყალბებული არჩევნები “გაუპრავეთო”, სრული სერიოზულობით დაახეთქა, რომ თურმე ქრისტიან-დემოკრატები იმისთვის შესულან პარლამენტში, რომ იმ მაღალი მიკროფონიდან საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება ნდომებიათ (?!).
რა ვიცი, აქამდე გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ე. წ. საზოგადოებრივ აზრს, სწორედ ჟურნალისტები, მითუმეტეს, ტელეჟურნალისტები აყალიბებენ, ანუ იმ პროფესიის ხალხი, რომლის წარმომადგენლებიც ახლო წარსულში თავად ბრძანდებოდნენ. ისე, რომ იცოდნენ ე.წ. ქრისტიან-დემოკრატებმა, არა მხოლოდ ჟურნალისტები აყალიბებენ ე.წ. საზოგადოებრივ აზრს, არამედ, ჟურნალისტების მიმართაც აქვს ხოლმე საზოგადოებას საკუთარი აზრი და აქედან, ჩემი აზრით, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ცხადია, რომ ერთ დროს ჟურნალისტები და დღეს ე. წ. ქრისტიან-დემოკრატები, თვით ყველაზე ოდიოზურ “ნაცებზე” საძულველნი და საშიშნი არიან, რადგანაც “ნაცები” რისი და რა დროს მკადრებლები არიან, ასე თუ ისე, ამის პროგნოზირება შესაძლებელია. აი, რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატიულ “პოზიციას”, კაცმა არ იცის, რა და როდის მოუვათ თავში, რადგან, როგორც იტყვიან - “ნა ვსიო სპასობნები” არიან!
ჰალსტუხიანი ხვლიკის, იგივე შადიმანას ფანტაზიები, უკეთურობის, უნამუსობის, უტიფრობის, გველაძუობის კუთხით, ალბათ, ამოუწურავია!!!

დავით მხეიძე

ბოლოთქმა: მინდა, მის ახალ მამობილს, ვანო მერაბიშვილს შევახსენო - გიორგი თარგამაძის ორ წინამორბედ კეთილისმყოფელსა და მამობილს - აბაშიძესა და პატარკაციშვილს - შეეშალა. მათ არც ხევისბერი გოჩას გამოცდილება გაიზიარეს და არც მისი ევროპული ანალოგის.

კომენტარები (29 კომენტარი):

irakli 09 12, 2009 03:19
avatar
me advokatobas ar vapireb b.targamadzis magram yvela sajaro piri da mitumetes politikosi yoveltvis yuradgebis centrshia da bevrs talaxs sruliad daumsaxureblat esvrian da atas sibindzures amboben.glaxa enis patroni kaci naxshirsa hgavso tu ar dagtvavs gagmuravs mainco.ase ro me vetyodi da urchevdi am statiis avtors sxva sakmes mokidos xeli am sakmeshi nolia.
vika 09 12, 2009 03:34
avatar
ეჰ შადიმან შადიმან გაიხსენე ბიჭო ვინ იყავი საიდან მოევლინე საზოგადოებას. როგორ ჩაგაცვეს დაგახურეს კაცად გაქციეს როგორ დაადექი იუდას გზას და როგორ უღალატე მამებს და ქვეყანას !!! რასიზავ მოღალატის ადგილი დღეს თუ ხვალ ხო იცი სად იქნება ???!!!
vika 09 12, 2009 03:35
avatar
ეჰ შადიმან შადიმან გაიხსენე ბიჭო ვინ იყავი საიდან მოევლინე საზოგადოებას. როგორ ჩაგაცვეს დაგახურეს კაცად გაქციეს როგორ დაადექი იუდას გზას და როგორ უღალატე მამებს და ქვეყანას !!! რასიზავ მოღალატის ადგილი დღეს თუ ხვალ ხო იცი სად იქნება ???!!!
luka 09 12, 2009 04:50
avatar
კარგით ხალხნო შადიმანების დაცვას თავი გაანებეთ რითვერ გაიგეთ ქვეყანაში ხო არ ბნელა მაგას მალე ნახავთ როგორი რისხვა დაატყდება თავს ! თქვენ ბრმად ნუ იცავთ მოღალატე შადიმანას ჰალსტუკიან ხვლიკს...
vaja 09 12, 2009 05:43
avatar
ამას შეხედეთ ამ ყურმოჭრილ მონას ფარისევლობით გაჟღენთილს !შადიმანა შე მოღალატე ბოზო(((((((((((
besoia 09 12, 2009 05:56
avatar
შადიმან ღირსი ხარ შენ ყველაფრის პასუხი უნდა აგო.. შენ მალე პასუხს აგებ ქართველი ხალხის წინაშე მოღალატე არაკაცო
irakli 09 12, 2009 06:05
avatar
me advokatobas ar vapireb b.targamadzis magram yvela sajaro piri da mitumetes politikosi yoveltvis yuradgebis centrshia da bevrs talaxs sruliad daumsaxureblat esvrian da atas sibindzures amboben.glaxa enis patroni kaci naxshirsa hgavso tu ar dagtvavs gagmuravs mainco.ase ro me vetyodi da urchevdi am statiis avtors sxva sakmes mokidos xeli am sakmeshi nolia.
elguja minadze 09 12, 2009 11:44
avatar
es aris kidev erti hadimnobis forma da ar vici saakashvili, rodesac wava es sad wava mahin? man gaaprav saakasvilis xelisufleba. da qartvel xalxs kidev ertxel tvalebsgi nacari sheakara da sanam qartveli xalxi ase nacarshkrili ivlis thveni sahverli araferi iqneba. gamofxizldit xalxoooo sadddd cxovrobtttt aann vis xelshii xart!!! amiiissss?!
eka_sixa 10 12, 2009 12:32
avatar
მე მხოლოდ ერთს ვიტყვი რომ ამის დამწერი უდავოდ ნიჭიერი ადამიანია, ფანტაზიის ძალიან დიდი გასაქანი ქონია და თუ გონია რომ ფაქტების წაღმა-უკუღმა ტრიალით ხალხს იმაში დაარწმუნებს რასაც წერს მგონი ცდება, თუმცა ხალხი ბრბოაო ტყუილად არ უთქვამთ და ზოგიერთებმა შეიძლება მართლაც დაიჯერონ მაგრამ მათი კეთილგონიერების იმედი მაქვს...
eka_sixa 10 12, 2009 12:50
avatar
ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი. . .
tamuna 10 12, 2009 04:44
avatar
bat.giorgi udavod nichieria,tumca es paktia ,rom man "imedis"daxurvit da cbierobit ugalata kartvel sazogadoebas da emsaxura mihsas!yohax bat.giorgi!shtamomavloba"dagipasebs"!
nazinazi :) 10 12, 2009 08:44
avatar
zalian sasaciloa, rac aq vigac cxovrebit gaborotebulma kacma camoboda... mrcxvenia, rom aseti umecrebic arseboben saqartveloshi.
vaska))))))) 11 12, 2009 05:31
avatar
გამყიდველებოო ბრმებოო მონებოო დროზე მიდით რეალურად აჩვენეთ თქვენი სახე....... იუდა გელოდებათ !!!!!!!!!!!
nazinazi :) 11 12, 2009 08:03
avatar
dzalian moclilebi xart da vinc mushaobs qveynis mdgomareobis gaumjobesebistvis imisi nu gshurt. giorgis dacva ar chirdeba, gonieri adamiani tavad mixvdeba ra rogor aris.
irakli gogitidze 11 12, 2009 09:57
avatar
es ucenzuro gamonatkvamebic ki verapers daaklebs k.demokratebs es statiac chvenc sidzliereze miutitebs dlier adamianebs yoveltvis ebrdzvian yvela xerxit magram amitomac vart dzlierebi k.demokratebi ro ar vyvebit tkvens avantiuras.erti rusi ambobs.valaite gavarite aba mne,mne eta daje nravica kpalne kuda i skem lichu kamu za chto plachu jivu ia tolka skem kavo xachu.ase ro tyuilat irjebit!!!
mamuka 12 12, 2009 05:46
avatar
gcxvenodes daweristvis ro ar ici ra bogma gaqvs, chaixede gulshi.xvlikic xar da qvewarmavali.......
ddd misha 12 12, 2009 06:29
avatar
tqven erti ram daimaxsovret bneletis mociqulno iudas dacvisatvis yvela pasuxs agebt rogorc kacobriobis cinashe chadenil damnashavis gamartlebistvis/// giaxlovdebat jojoxetidan camosuli qarishxali da ertad cailekebit vinc droze ushvelis tavs imedia gadarcheba
\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\
zaza 12 12, 2009 06:40
avatar
vai vai am shadimanas tu kide dges dacva shcirdeba da realobas ver vqedavt mashin seriozuli problema yofila)))))))))))))))
qetusia@ 12 12, 2009 07:34
avatar
me namdvilad ar vici am adamianma ra gaaketa magram faqtia bevri kitxva pasuxgaucemeli darcha da bevri ram burusit moculia vitoveb imeds yvelafers daerqmeva tavisi saxeli da gaigebs sazogadoeba ra ra rogor pasuxs ageb yvela dges tu xval
marusia 13 12, 2009 03:44
avatar
targamadze amofarebuli aris religias es dzalian cudi tamashia... is aucileblad daisjeba amas dzalian male igrdznobs didi risxva daatydeba tavs.
ratom 13 12, 2009 07:22
avatar
targamadze davitaia padosha da sxvebi vi iyvnen arian arian ras da vis emsaxurebian yvelasatvis cnobilia prosta dro aris exla egeti ro procesi shecherebulia da amat edzleva yvelafris ufleba araushavs cotac ijejilon mere yvelafers ertan moeyreba tavi da politikur mousavletsi cavlen yvela ertad !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!1
mari 13 12, 2009 10:51
avatar
targamadze padosha davitaia jondi magistanebis dro dzalian mae dasruldeba xalxi brdzenia eri gaizarda agar daushvebs sabediscero shecdomas ertxel da samudamod gaagzavnis amat politikur mousavletshi
irakli gogitidze.batumi. 16 12, 2009 01:40
avatar
ar mtams im adamianebis da im adamianisac vinc es statia datera savaraudod vxdebi vinc gaaketa da moamzada eg statia statiashi moyvanili patosi dzalian nacnobia mis sindissze iyos.nebismieri xerxit adamianis pirovnul sheuracyopas vgmop romelic mis pirovnul sheuracyopas vgulisxmob.tore politika imistvisaa ro jansagi kamati iyos gadatyvetilebebis migebisas.iyos kritikac, davac, dae pirutvnelobac magram pirvel rigshi sindiss mouxmot chven xom adamianebi vart!!!cudi yvelashia modi yvelam ertmanetshi kargi tviseba agmovachinot da nuvart chasaprebulis poziciidan.
davita 19 12, 2009 10:50
avatar
gaanebet mag kacs, tavisi gaschirebia ifafxuros cotaxanic
nini 22 12, 2009 06:43
avatar
chemi azrit es dzala dzaan sashishi dzalaaa amofarebuli marltmadideblobas shinaganad ki farisevelni da yovelive borotebit arian gajgentilni !
gogi 23 12, 2009 06:19
avatar
xalxi daigala daigala ertxelac amouva yelshi amati parpashi am nacebs da shadimanebs chakolaven ra eseni sisxlismcoveli curbelebi arian
ADA 24 12, 2009 11:59
avatar
SATIIS AVTORS: "ARA CILISWAMO!" ZALIAN MZIME BRALDEBEBIA, FAQTOBRIVI MTKICEBULEBEBIS GARESHE.
niko 27 12, 2009 11:09
avatar
RAT DA ROGORT AR UNDA DAVITSVA MET DA TKVENC, SIMARTLES VERAVIN GAEKCEVA...FACTIA ES KVELAPERI.. BADRI SHEIDZLEBA MET AR MEXATEBODA GULZE MAGRAM VISAT CHAATSVA DA ADAMIANAD AKTSIA ZUSTAD MAT GATSIRES.. AM KVEKANASHI SIKETIS KETEBIS SURVILS GILARGAVS TARGAMADZIS NAIRI XALXI, ROMELIT UXVAD MOMRAVLDNEN...DANARCHENI VAI DA VITOM SAPARLAMENTO OPOZITSIA KVELA QVEKNIS MOGALATEEBI ARIAN UPRO METAD VIDRE "NATCEBI" ISENI ROM AR SHESULIKVNEN PARLAMENTSHI DGES MSHVIDI QVEKANA GVEKNEBODA..VITOM XALXIS SATKMELS AMBOBEN, SINAMDVILESHI TAVIS MUCLEBS IVSEBEN...
nunu 26 02, 2010 03:19
avatar
გიორგი ნამდვილად შადიმანი ხარ ბათუმმა ეს კარგად იცის შენ პატარკაციშვილის აჩრდილი არ მოგასვენებს

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first მარტი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
4.00
    Rating@Mail.ru