საქართველო და მსოფლიო: ბუდარიხა ბუდარიხა ================================================================================ საქართველო და მსოფლიო on 21 10, 2009 06:28 მკითხველს ამთავითვე ბოდიშს მოვუხდი, რაკიღა ვიცი, რომ კორექტულობის ზღვარის გადალახვა უთუოდ მომიწევს, რადგანაც შეუძლებელი მგონია თავშეკავება, როცა თეა თუთბერიძეზე ლაპარაკობ. აქ ისიც ვერ შემაჩერებს, რომ “თავისუფლების ინსტიტუტის” ბუდეში გამოჩეკილი გველის წიწილი ქალია და მიუხედავად იმისა, რომ, ყველა ქართველივით, მეც გენეტიკურ კოდში მიდევს სუსტი სქესისადმი უპირობო პატივისცემა, რა ვქნა, ამ კმარელ ალქაჯს ქალად ვერასოდეს აღვიქვამდი. მით უმეტეს ახლა, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობას ამ უწმინდურმა ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა, რომ გახსენებაც კი მეუხერხულება. მაგრამ მოდი ყველაფერი - თავიდან, რადგან ის, რაც მოხდა, ნამდვილად არ იყო, რომ იტყვიან, “მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა”, ანუ ადრეც არაერთხელ ვყოფილვართ მოწმენი სოროსის ნასხლეტი “ხლისტების” თავხედობისა, ამ შემთხვევაში, - თეა (ბუდარიხა) თუთბერიძესი. უფრო სწორად, ზესტაფონის რაიონის ერთ სოფელში, ჩვეულებრივი ქართველი გლეხის ოჯახში დაიბადა და გაიზარდა ეს არგასაზრდელი გოგო, რომელსაც სათნოების, სინაზის გამომხატველი სახელი თეა დაარქვეს, მაგრამ ნათქვამია - “თუ ბუნებამც არ უშველაო”; ჰოდა, ერთი პოეტის პერიფრაზით თუ ვიტყვით - “წუხელის გველი დაბადებულა”, უპრიანი იქნება თეაზე. გველისწიწილობის ხანაც და საშუალო სკოლაც სოფელში დაუმთავრებია და თბილისისკენ ჰერი, ჰერი! სადაც ეს უწიგნური, რაღაც მანქანებით, უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. თუმცა რატომ რაღაც მანქანებით? ეტყობა, მთლად და ყველაფერში არ ტყუიან “ნაცები” და როინ მეტრეველის უნივერსიტეტში, მართლაც, ყვაოდა კორუფცია, თორემ წერა-კითხვის უცოდინარი თუთბერიძე სხვანაირად სტუდენტი ვერ გახდებოდა! ამასობაში ჰაერში სოროსის ვარდების ავისმომასწავებელი სურნელი დატრიალდა და კაპარჩხანა თეამ სწავლა მიატოვა (უფრო სწორად, დიპლომის აღებაზე ჩალიჩი, რასაც რევოლუციის შემდეგ სკანდალურად აიღებს, მაგრამ ამაზე ქვემოთ) და “კმარას” ლიდერად მოგვევლინა. აი, მაშინ გაეჭკნორათ მისთვის თავი, როდესაც “შვიშტოკებით” აყრუებდა და “კრასკებით” თხუპნიდა თბილისის ქუჩებს, იცოცხლე, კაი იყო, მაგრამ შევარდნაძის სპეცნაზის მრისხანე შეფი - თემურ მღებრიშვილი ჩურჩხელებს ურიგებდა კმარელებს და არა მხოლოდ მათ. ჰოდა, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო - იქუხა ვარდების დიადმა რევოლუციამ, ყვარყვარეს ცნობილი ლოზუნგის - “გაიხარე, მუშავ წამებულო” - ფონზე დაიწყო ყველაფერი ქართულის, ტრადიციულის, მართლმადიდებლურის ნგრევა-გინება-უარყოფა!.. საზოგადოებისთვის პირველი ყურისმომჭრელი განცხადებაც მაშინ გააკეთა რევოლუციის წინაშე დამსახურებისთვის “თავისუფლების ინსტიტუტის” შეფის, ლევან (ბუდარა) რამიშვილის მოადგილედ ალაბორანტებულმა თეა (ბუდარიხა) თუთბერიძემ, როცა საქართველოს დედაეკლესიაში შეგზავნილმა სოროსის ვირთხებმა შიდაეკლესიური “დემოკრატიული” რეფორმები მოითხოვეს - თუ საჭიროდ ჩავთვლი, საპატრიარქოს კედელზე მივაწერ “კმარასო”. ეს თავხედობა, ყველა მორწმუნისათვის შეურაცხმყოფელი განცხადება, რომ იტყვიან, ხახვივით შერჩა და ყურებზე ხახვიც ვერავინ დააჭრა. მერე იყო და გაახსენდა, რომ დიპლომი ჯერაც ასაღები ჰქონდა და “მშობლიურ” უნივერსიტეტს მიაშურა, სადაც როინ მეტრეველის, ამ თხემით ტერფამდე ქართველის (“გრუზინის”, გიგი თევზაძისთვის “ჩვენი”, ჩამორჩენილი ქართველების მიმართებით სალანძღავი დეფინიცია) კვალიც გამქრალიყო და გია ხუბუას, გიგი თევზაძისა და დავით პაიჭაძის, ბუდარა ხლისტების ზეობის ხანა დამდგარიყო. რის დიპლომის დაცვა, ანუ რის ცოდნა, რა ცოდნა, როგორც ამბობენ, ბუდარიხა თუთბერიძემ მატრიკულით ხელში ჩამოუარა პროფესორ-მასწავლებლებს. ვინ შეჰკადრებდა, ვინ გაუბედავდა რევოლუციის წინაშე დამსახურებულ ქაჯს ცოდნის შემოწმებას? აკი, ვერც გაუბედეს “წითელმა პროფესორებმა” და სულ ხუთიანები ჩაუჭიკჭიკეს, მაგრამ, როგორც რუსები იტყვიან, “коса нашла на камень” და “камень”-ს კიდევ ერთი “წითელი პროფესორი”, ქალბატონი დალი ფანჯიკიძე ერქვა. ვის უბედავო? შეჰკივლა თურმე ამ ტუტუცმა გომბიომ - მე ბუდარიხა არ ვიყო, თუ შენც როინის ოინი არ გიყო და სამსახურიდან არ გავაგდებინო შენი თავიო! ერთი სიტყვით, ეს სკანდალი გახმაურდა და აღშფოთებული საზოგადოებრივი აზრი საქართველოს უპირველესი გერმანისტის, დალი ფანჯიკიძის დასაცავად შეიმართა; ქალბატონის, რომელიც ყოველთვის იყო ცნობილი პრინციპულობით, მსგავს შემთხვევებში - შეუვალობით. იქამდეც კი, რომ თქვენი მონამორჩილიც, რომლის მკვიდრი დეიდაც არის დალი ფანჯიკიძე, უარით გამომისტუმრა, როდესაც ვთხოვე, ჩემი ძალიან ახლობელისთვის “პატარა” შეღავათი გაეწია!.. თუმცა უნდა ითქვას, რომ, მართალია, ბუდარიხას შემთხვევაში ხელისუფალთაგან ვერავინ ვერაფერი შეჰბედა “წითელ პროფესორს”, მაგრამ ეს ხმაური უხმაუროდ მოაგვარეს - უცხო ენა, გერმანული, სხვა “უცხო ენით”, რუსულით შეუცვალეს ბუდარიხა თუთბერიძეს და რუსულის “მასტავლებელმა” ორი წველა ყველის საფასურად, რომელიც თეას ზესტაფონიდან გამოუგზავნეს, უპრობლემოდ მოაგვარა პრობლემა - ისე, ვითომ ნოდარ დუმბაძის ზურიკელაზე უკეთესი რუსული ეცოდინება ბუდარიხას? მეტი არაა თქვენი და ჩემი მტერი, მკითხველო!.. “კაპო და ტუტი კაპო” - ეს იტალიურ-მაფიოზური გამოთქმა ნიშნავს ბოსების ბოსს, რომლის მცირე პერიფრაზი ბუდარიხასაც მიესადაგება. დიპლომირებულმა კმარელმა იცოტავა “თავისუფლების ინსტიტუტში” მაღალი თანამდებობა და კიდევ უფრო მაღალი ხელფასი, რადგანაც დიპლომის შესაფერისი ინტელექტუალური პოსტი მოუნდა და ბოსების ბოსად - სკოლის დირექტორების დირექტორად მოგვევლინა. სკოლის დირექტორთა ასოციაციის თავმჯდომარეობა თავიდან სახელმწიფო დანიშვნითი თანამდებობა მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ე. წ. ენჯეო, არა- სამთავრობო ორგანიზაცია ყოფილა, სადაც საქართველოს სკოლების დირექტორებს ერთხმად “აურჩევიათ” ბუდარიხა საკუთარ ხელმძღვანელ-”ნადზირატელად”! კარგად არის ცნობილი, თუ მსგავსი “არჩევნები” როგორი ზეწოლის ქვეშ ტარდება, მაგრამ თეა თუთბერიძე? ეს უკვე მეტისმეტია და იმდენად შეურაცხმყოფელი მთელი საზოგადოებისთვის, რომ “ბარაქალა” ჩვენი დირექტორების თავმოყვარეობასა და პრინციპულობას. და ვაი ჩვენს შვილებს, ასეთი სკოლების მოსწავლეებს!!! ეჰ! რაღა ბევრი გავაგრძელო და პოსტრევოლუციურ საქართველოში მივეჩვიეთ, შევეგუეთ ამ უბირი დედაკაცის “გაჯეჯილებას”, რომელიც შიგადაშიგ და ალაგ-ალაგ პირდაპირი ტელეეთერებითაც “უკრავს” ხოლმე საზოგადოების აშლილ ნერვებზე. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა, თუ არ გინდა ნერვების აშლა, მარტივად ისარგებლებ დისტანციური პულტით, მაგრამ იმ შემთხვევაზე, რაზედაც ქვემოთ მოგახსენებთ, ნამდვილად არ ეგების იმის თქმა, თუ არ მოგწონს, გადართე!.. ამას წინათ, ტელეეთერით ვნახეთ და მოვისმინეთ ამ ალქაჯის კომენტარი პატრიარქის ცნობილ გამოსვლაზე, რომელზეც “საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში ვწერდი, თუმცა მაშინ ბუდარიხას ყველა ზღვარგადასული გამოხდომის შესახებ არაფერი ვიცოდი. “აი, ვინ არის რუსეთის დასაყრდენი საქართველოში”, - არც მეტი, არც ნაკლები, ასე ბრძანა საქართველოს ერთადერთი იმედის, მისი უწმინდესობის მისამართით ამ სოროსის ნაშიერმა, მაგრამ ეს თურმე, რომ იტყვიან, ჟურნალი ყოფილა და კინო წინ გველოდა. თეა თუთბერიძეს საკუთარ “Facebook”-ზე, ანუ ინტერნეტში ისეთი ვიდეო აუტვირთავს, რომ იმას პირდაპირ ეთერში ვერ გაჩვენებთ, ვისაც გაინტერესებთ, თავად ნახეთო, - ჩურჩულებდნენ იმ დღეს ერთ-ერთ ტელეარხზე. ჰოდა, მეც ვნახე და ნეტავი არ მენახა - ბეთჰოვენის სამგლოვიარო ჰანგების ფონზე ილია მეორეს ერთ-ერთი გამოსვლის კადრები მიდის. ოღონდ ვიღაცის ხმაა “დადებული” და ისეთ ტექსტს ამბობს, რომ, მართალია, წერილის თავშივე ვთქვი, ბუდარიხასთან მიმართებაში ეთიკის, კორექტულობის საზღვრებს ვერ დავიცავ-მეთქი, ამჯერად ჩემ მიერ გადალახულ საზღვრებშიც ვერ ჩაეტევა ის, რაც ამ დედაკაცმა იკადრა. ერთ კვირაზე მეტია ეს “მასალა” დევს ინტერნეტში, მისი ავტორის “ფოტოსთან” ერთად და საზოგადოება დუმს. ყოველ შემთხვევაში, ვერ ვიხსენებ, რომელიმე ტელევიზიას ფართოდ რომ გაეშუქებინოს ეს - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველა მორწმუნესათვის (და არა მხოლოდ) შეურაცხმყოფელი ამბავი. მინდა, მივმართო იმ დირექტორებს, რომელთა დირექტორიც არის ეს ჭეშმარიტი ხლისტი - ნუთუ მათ შორის არავინ არის მრევლი ან, უბრალოდ, პატიოსანი ადამიანი, რომელიც ხმას ამოიღებს? ან იგივე მიხუინ დეპუტატებში, ოპოზიციონერობას რომ თამაშობენ, ან, თუნდაც პოზიციაში, გინდაც რუსუდან კერვალიშვილი, ვინც ვიცი, რომ მრევლია და არაერთხელ ჰქონია ბედნიერება პატრიარქთან შეხვედრისა, რატომ არ იღებთ ხმას? რამ დაგაბეჩავათ, რამ შეგაშინათ ასე? თუ აქამდე თეა თუთბერიძეს ხახვივით შერჩა არაერთი უგვანო საქციელი, ამ უკანასკნელმა, გაუგონარმა თავხედობამ უსათუოდ უნდა მოაშთოს ეს უბირი “თავისუფლების ინსტიტუტის” ღირსეული პირმშო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ესეც შევარჩინეთ, ჩვენ არც საზოგადოება გვქვია და, მით უმეტეს, - არც ერი. ვერც იმ “არგუმენტს” მივიღებ, რომ მაგას ღმერთი დასჯის. აქ, მიწაზე, უნდა მოვთხოვოთ პასუხი იქამდეც კი, რომ “ყურები” ავახიოთ. მერე წავიდეს და ხლისტების ღმერთთან, ჯორჯ სოროსთან გვიჩივლოს! არ ვიცი... მაგრამ, ალბათ, ეს ის შემთხვევაა, როცა ე. წ. “ჩემი აზრით” გამოთქმა მიუღებელია და, თუ საზოგადოების უმრავლესობას იგივე აზრი არ ექნება, როგორითაც წინამდებარე წერილია გაჟღენთილი, შემირცხვენია ასეთი საზოგადოებაც და ქვეყანაც. დავით მხეიძე P.S. ნამდვილად არ მეგონა, თუ წინამდებარე წერილში ჩადებული ემოციების კიდევ უფრო გამძაფრება მომიწევდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი. ბუდარიხა არ დაოკდა და, როგორ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს გემის კაპიტნობა დაუწუნაო, პატრიარქის მისამართით უარესი ბალღამი ანთხია. პატრიარქი ღმერთი არ არის და ამიტომ პრეზიდენტის, რომის პაპის განმაქიქებელი კლიპების გაკეთება თუ შეიძლება, რატომ პატრიარქის მიმართ არ შეიძლებაო, საქართველო ირანი ხომ არ არისო. დაახლოებით ეს წამოროშა ბუდარიხამ. რა უნდა უპასუხო ტუტუც ბუდარიხას ამ დემაგოგიაზე? რაც შეეხება პრეზიდენტს (ალბათ, მიშას გულისხმობდა), მაგას რაღა კლიპი და ვიდეომონტაჟი უნდა? სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყოველგვარი ვიდეომონტაჟის გარეშე, ჰალსტუხის ღეჭვითა და გორში გორაობით მოიჭრა თავი სოფელ-ქვეყანაზე! ან რა შუაშია ირანი? განა, თუნდაც, იტალიაში, რომის პაპის მიმართ ვინმე გაბედავს იმას, რასაც ესენი ბედავენ? გაბედავენ და, როგორც იტყვიან - კაი ჩიტსაც დაიჭერენ! ჩვენთან - ბედავენ და მეტი არა? ზემოთ რომ ერთი კლიპის შინაარსზე ვისაუბრე, მასეთი და უარესი ბარე 5-6 ყოფილა იმავე საიტზე სხვადასხვა ავტორის და ერთი “თავისუფლების ინსტიტუტის” პატრონაჟით. აბა, რა ეგონაო, ქირქილებდა ეს ალქაჯი ბუდარიხა, რატომ გააკეთა ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაო! ჰო, ის, რომ გემის კაპიტანმა უნდა იცოდეს, სად არის წყალქვეშა კლდეები, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა და 12 აგვისტოს გამარჯვების ტაშ­ფანდური სახელმწიფოებრივი საქციელია!.. ზემოთ პოზიცია-ოპოზიციის დუმილი ვახსენე და უნდა გავაგრძელო ეს ჩამონათვალი. სად არიან ქრისტიან-დემოკრატები და მათი ლიდერი, “ჰალსტუხიანი ხვლიკი”, შადიმანა გიორგი თარგამაძე? სად ჩანს მისი ქრისტიანობა? ან იგივე “რედისონში” შეკრებილი ოპოზიცია, რომლის მნახველ ყველა ნორმალურ ადამიანს კრილოვის “Лебедь, рак, да щука” გაახსენდებოდა. ამ ხალხმა ლამის მოლოტოვ-რიბენტროპის ანალოგიური, თავდაუსხმელობის პაქტი გააფორმა და პატრიარქს რომ თავს ესხმიან, რად დადუმებულა? მაინცდამაინც 7 ნოემბერს, “საიუბილეო” თარიღს რომ ელოდებიან, ამაზე მეტი საბაბი და მიზეზი რაღა უნდათ? მოუწოდონ ხალხს და ვინ ოხერი დარჩება სახლში, პატრიარქის დასაცავად ყველა გამოვა, და თუ მიშას ვერაფერი დავაკელით აქამდე, ეს “თავისუფლების ინსტიტუტი” მაინც დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ! არ ვიცი... აზრებისთვის თავი ვერ მომიყრია, ფიქრი აქეთ-იქით გამირბის. ერთი რამ კი უეჭველად ვიცი და მჯერა, რომ ამის პატიება ამ ხლისტებისთვის არ შეიძლება! თუ ესეც ჩავყლაპეთ, “გავატარეთ”, მაშინ ჩვენ არც ქვეყანა ვართ, არც საზოგადოება და, მითუმეტეს, არც ერი! ზოგი “ძაან ღვთისმოსავი” იმით აპელირებს, რომ თეა თუთბერიძეს, ბექა მინდიაშვილს და სხვებს უფალი დასჯის “იქ”. იქნებ, ასეც იყოს, მაგრამ ესეც ვიცოდეთ, რომ თუ აქ არ მოვკითხეთ ამ ბუდარებს და ბუდარიხებს, არც ჩვენ გადაგვისვამს უფალი თავზე ხელს “იქ”...