მთავარი | პოლიტიკა | ბუდარიხა

ბუდარიხა

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

მკითხველს ამთავითვე ბოდიშს მოვუხდი, რაკიღა ვიცი, რომ კორექტულობის ზღვარის გადალახვა უთუოდ მომიწევს, რადგანაც შეუძლებელი მგონია თავშეკავება, როცა თეა თუთბერიძეზე ლაპარაკობ. აქ ისიც ვერ შემაჩერებს, რომ “თავისუფლების ინსტიტუტის” ბუდეში გამოჩეკილი გველის წიწილი ქალია და მიუხედავად იმისა, რომ, ყველა ქართველივით, მეც გენეტიკურ კოდში მიდევს სუსტი სქესისადმი უპირობო პატივისცემა, რა ვქნა, ამ კმარელ ალქაჯს ქალად ვერასოდეს აღვიქვამდი. მით უმეტეს ახლა, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობას ამ უწმინდურმა ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა, რომ გახსენებაც კი მეუხერხულება. მაგრამ მოდი ყველაფერი - თავიდან, რადგან ის, რაც მოხდა, ნამდვილად არ იყო, რომ იტყვიან, “მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა”, ანუ ადრეც არაერთხელ ვყოფილვართ მოწმენი სოროსის ნასხლეტი “ხლისტების” თავხედობისა, ამ შემთხვევაში, - თეა (ბუდარიხა) თუთბერიძესი.

უფრო სწორად, ზესტაფონის რაიონის ერთ სოფელში, ჩვეულებრივი ქართველი გლეხის ოჯახში დაიბადა და გაიზარდა ეს არგასაზრდელი გოგო, რომელსაც სათნოების, სინაზის გამომხატველი სახელი თეა დაარქვეს, მაგრამ ნათქვამია - “თუ ბუნებამც არ უშველაო”; ჰოდა, ერთი პოეტის პერიფრაზით თუ ვიტყვით - “წუხელის გველი დაბადებულა”, უპრიანი იქნება თეაზე.
გველისწიწილობის ხანაც და საშუალო სკოლაც სოფელში დაუმთავრებია და თბილისისკენ ჰერი, ჰერი! სადაც ეს უწიგნური, რაღაც მანქანებით, უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. თუმცა რატომ რაღაც მანქანებით? ეტყობა, მთლად და ყველაფერში არ ტყუიან “ნაცები” და როინ მეტრეველის უნივერსიტეტში, მართლაც, ყვაოდა კორუფცია, თორემ წერა-კითხვის უცოდინარი თუთბერიძე სხვანაირად სტუდენტი ვერ გახდებოდა!
ამასობაში ჰაერში სოროსის ვარდების ავისმომასწავებელი სურნელი დატრიალდა და კაპარჩხანა თეამ სწავლა მიატოვა (უფრო სწორად, დიპლომის აღებაზე ჩალიჩი, რასაც რევოლუციის შემდეგ სკანდალურად აიღებს, მაგრამ ამაზე ქვემოთ) და “კმარას” ლიდერად მოგვევლინა.
აი, მაშინ გაეჭკნორათ მისთვის თავი, როდესაც “შვიშტოკებით” აყრუებდა და “კრასკებით” თხუპნიდა თბილისის ქუჩებს, იცოცხლე, კაი იყო, მაგრამ შევარდნაძის სპეცნაზის მრისხანე შეფი - თემურ მღებრიშვილი ჩურჩხელებს ურიგებდა კმარელებს და არა მხოლოდ მათ.
ჰოდა, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო - იქუხა ვარდების დიადმა რევოლუციამ, ყვარყვარეს ცნობილი ლოზუნგის - “გაიხარე, მუშავ წამებულო” - ფონზე დაიწყო ყველაფერი ქართულის, ტრადიციულის, მართლმადიდებლურის ნგრევა-გინება-უარყოფა!..
საზოგადოებისთვის პირველი ყურისმომჭრელი განცხადებაც მაშინ გააკეთა რევოლუციის წინაშე დამსახურებისთვის “თავისუფლების ინსტიტუტის” შეფის, ლევან (ბუდარა) რამიშვილის მოადგილედ ალაბორანტებულმა თეა (ბუდარიხა) თუთბერიძემ, როცა საქართველოს დედაეკლესიაში შეგზავნილმა სოროსის ვირთხებმა შიდაეკლესიური “დემოკრატიული” რეფორმები მოითხოვეს - თუ საჭიროდ ჩავთვლი, საპატრიარქოს კედელზე მივაწერ “კმარასო”. ეს თავხედობა, ყველა მორწმუნისათვის შეურაცხმყოფელი განცხადება, რომ იტყვიან, ხახვივით შერჩა და ყურებზე ხახვიც ვერავინ დააჭრა.
მერე იყო და გაახსენდა, რომ დიპლომი ჯერაც ასაღები ჰქონდა და “მშობლიურ” უნივერსიტეტს მიაშურა, სადაც როინ მეტრეველის, ამ თხემით ტერფამდე ქართველის (“გრუზინის”, გიგი თევზაძისთვის “ჩვენი”, ჩამორჩენილი ქართველების მიმართებით სალანძღავი დეფინიცია) კვალიც გამქრალიყო და გია ხუბუას, გიგი თევზაძისა და დავით პაიჭაძის, ბუდარა ხლისტების ზეობის ხანა დამდგარიყო.
რის დიპლომის დაცვა, ანუ რის ცოდნა, რა ცოდნა, როგორც ამბობენ, ბუდარიხა თუთბერიძემ მატრიკულით ხელში ჩამოუარა პროფესორ-მასწავლებლებს. ვინ შეჰკადრებდა, ვინ გაუბედავდა რევოლუციის წინაშე დამსახურებულ ქაჯს ცოდნის შემოწმებას? აკი, ვერც გაუბედეს “წითელმა პროფესორებმა” და სულ ხუთიანები ჩაუჭიკჭიკეს, მაგრამ, როგორც რუსები იტყვიან, “коса нашла на камень” და “камень”-ს კიდევ ერთი “წითელი პროფესორი”, ქალბატონი დალი ფანჯიკიძე ერქვა.
ვის უბედავო? შეჰკივლა თურმე ამ ტუტუცმა გომბიომ - მე ბუდარიხა არ ვიყო, თუ შენც როინის ოინი არ გიყო და სამსახურიდან არ გავაგდებინო შენი თავიო!
ერთი სიტყვით, ეს სკანდალი გახმაურდა და აღშფოთებული საზოგადოებრივი აზრი საქართველოს უპირველესი გერმანისტის, დალი ფანჯიკიძის დასაცავად შეიმართა; ქალბატონის, რომელიც ყოველთვის იყო ცნობილი პრინციპულობით, მსგავს შემთხვევებში - შეუვალობით. იქამდეც კი, რომ თქვენი მონამორჩილიც, რომლის მკვიდრი დეიდაც არის დალი ფანჯიკიძე, უარით გამომისტუმრა, როდესაც ვთხოვე, ჩემი ძალიან ახლობელისთვის “პატარა” შეღავათი გაეწია!..
თუმცა უნდა ითქვას, რომ, მართალია, ბუდარიხას შემთხვევაში ხელისუფალთაგან ვერავინ ვერაფერი შეჰბედა “წითელ პროფესორს”, მაგრამ ეს ხმაური უხმაუროდ მოაგვარეს - უცხო ენა, გერმანული, სხვა “უცხო ენით”, რუსულით შეუცვალეს ბუდარიხა თუთბერიძეს და რუსულის “მასტავლებელმა” ორი წველა ყველის საფასურად, რომელიც თეას ზესტაფონიდან გამოუგზავნეს, უპრობლემოდ მოაგვარა პრობლემა - ისე, ვითომ ნოდარ დუმბაძის ზურიკელაზე უკეთესი რუსული ეცოდინება ბუდარიხას? მეტი არაა თქვენი და ჩემი მტერი, მკითხველო!..
“კაპო და ტუტი კაპო” - ეს იტალიურ-მაფიოზური გამოთქმა ნიშნავს ბოსების ბოსს, რომლის მცირე პერიფრაზი ბუდარიხასაც მიესადაგება.
დიპლომირებულმა კმარელმა იცოტავა “თავისუფლების ინსტიტუტში” მაღალი თანამდებობა და კიდევ უფრო მაღალი ხელფასი, რადგანაც დიპლომის შესაფერისი ინტელექტუალური პოსტი მოუნდა და ბოსების ბოსად - სკოლის დირექტორების დირექტორად მოგვევლინა.
სკოლის დირექტორთა ასოციაციის თავმჯდომარეობა თავიდან სახელმწიფო დანიშვნითი თანამდებობა მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ე. წ. ენჯეო, არა- სამთავრობო ორგანიზაცია ყოფილა, სადაც საქართველოს სკოლების დირექტორებს ერთხმად “აურჩევიათ” ბუდარიხა საკუთარ ხელმძღვანელ-”ნადზირატელად”! კარგად არის ცნობილი, თუ მსგავსი “არჩევნები” როგორი ზეწოლის ქვეშ ტარდება, მაგრამ თეა თუთბერიძე? ეს უკვე მეტისმეტია და იმდენად შეურაცხმყოფელი მთელი საზოგადოებისთვის, რომ “ბარაქალა” ჩვენი დირექტორების თავმოყვარეობასა და პრინციპულობას. და ვაი ჩვენს შვილებს, ასეთი სკოლების მოსწავლეებს!!!
ეჰ! რაღა ბევრი გავაგრძელო და პოსტრევოლუციურ საქართველოში მივეჩვიეთ, შევეგუეთ ამ უბირი დედაკაცის “გაჯეჯილებას”, რომელიც შიგადაშიგ და ალაგ-ალაგ პირდაპირი ტელეეთერებითაც “უკრავს” ხოლმე საზოგადოების აშლილ ნერვებზე. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა, თუ არ გინდა ნერვების აშლა, მარტივად ისარგებლებ დისტანციური პულტით, მაგრამ იმ შემთხვევაზე, რაზედაც ქვემოთ მოგახსენებთ, ნამდვილად არ ეგების იმის თქმა, თუ არ მოგწონს, გადართე!..
ამას წინათ, ტელეეთერით ვნახეთ და მოვისმინეთ ამ ალქაჯის კომენტარი პატრიარქის ცნობილ გამოსვლაზე, რომელზეც “საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში ვწერდი, თუმცა მაშინ ბუდარიხას ყველა ზღვარგადასული გამოხდომის შესახებ არაფერი ვიცოდი.
“აი, ვინ არის რუსეთის დასაყრდენი საქართველოში”, - არც მეტი, არც ნაკლები, ასე ბრძანა საქართველოს ერთადერთი იმედის, მისი უწმინდესობის მისამართით ამ სოროსის ნაშიერმა, მაგრამ ეს თურმე, რომ იტყვიან, ჟურნალი ყოფილა და კინო წინ გველოდა.
თეა თუთბერიძეს საკუთარ “Facebook”-ზე, ანუ ინტერნეტში ისეთი ვიდეო აუტვირთავს, რომ იმას პირდაპირ ეთერში ვერ გაჩვენებთ, ვისაც გაინტერესებთ, თავად ნახეთო, - ჩურჩულებდნენ იმ დღეს ერთ-ერთ ტელეარხზე.
ჰოდა, მეც ვნახე და ნეტავი არ მენახა - ბეთჰოვენის სამგლოვიარო ჰანგების ფონზე ილია მეორეს ერთ-ერთი გამოსვლის კადრები მიდის. ოღონდ ვიღაცის ხმაა “დადებული” და ისეთ ტექსტს ამბობს, რომ, მართალია, წერილის თავშივე ვთქვი, ბუდარიხასთან მიმართებაში ეთიკის, კორექტულობის საზღვრებს ვერ დავიცავ-მეთქი, ამჯერად ჩემ მიერ გადალახულ საზღვრებშიც ვერ ჩაეტევა ის, რაც ამ დედაკაცმა იკადრა.
ერთ კვირაზე მეტია ეს “მასალა” დევს ინტერნეტში, მისი ავტორის “ფოტოსთან” ერთად და საზოგადოება დუმს. ყოველ შემთხვევაში, ვერ ვიხსენებ, რომელიმე ტელევიზიას ფართოდ რომ გაეშუქებინოს ეს - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველა მორწმუნესათვის (და არა მხოლოდ) შეურაცხმყოფელი ამბავი.
მინდა, მივმართო იმ დირექტორებს, რომელთა დირექტორიც არის ეს ჭეშმარიტი ხლისტი - ნუთუ მათ შორის არავინ არის მრევლი ან, უბრალოდ, პატიოსანი ადამიანი, რომელიც ხმას ამოიღებს? ან იგივე მიხუინ დეპუტატებში, ოპოზიციონერობას რომ თამაშობენ, ან, თუნდაც პოზიციაში, გინდაც რუსუდან კერვალიშვილი, ვინც ვიცი, რომ მრევლია და არაერთხელ ჰქონია ბედნიერება პატრიარქთან შეხვედრისა, რატომ არ იღებთ ხმას? რამ დაგაბეჩავათ, რამ შეგაშინათ ასე?
თუ აქამდე თეა თუთბერიძეს ხახვივით შერჩა არაერთი უგვანო საქციელი, ამ უკანასკნელმა, გაუგონარმა თავხედობამ უსათუოდ უნდა მოაშთოს ეს უბირი “თავისუფლების ინსტიტუტის” ღირსეული პირმშო.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ესეც შევარჩინეთ, ჩვენ არც საზოგადოება გვქვია და, მით უმეტეს, - არც ერი. ვერც იმ “არგუმენტს” მივიღებ, რომ მაგას ღმერთი დასჯის. აქ, მიწაზე, უნდა მოვთხოვოთ პასუხი იქამდეც კი, რომ “ყურები” ავახიოთ. მერე წავიდეს და ხლისტების ღმერთთან, ჯორჯ სოროსთან გვიჩივლოს!
არ ვიცი... მაგრამ, ალბათ, ეს ის შემთხვევაა, როცა ე. წ. “ჩემი აზრით” გამოთქმა მიუღებელია და, თუ საზოგადოების უმრავლესობას იგივე აზრი არ ექნება, როგორითაც წინამდებარე წერილია გაჟღენთილი, შემირცხვენია ასეთი საზოგადოებაც და ქვეყანაც.

დავით მხეიძე

P.S. ნამდვილად არ მეგონა, თუ წინამდებარე წერილში ჩადებული ემოციების კიდევ უფრო გამძაფრება მომიწევდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი.
ბუდარიხა არ დაოკდა და, როგორ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს გემის კაპიტნობა დაუწუნაო, პატრიარქის მისამართით უარესი ბალღამი ანთხია.
პატრიარქი ღმერთი არ არის და ამიტომ პრეზიდენტის, რომის პაპის განმაქიქებელი კლიპების გაკეთება თუ შეიძლება, რატომ პატრიარქის მიმართ არ შეიძლებაო, საქართველო ირანი ხომ არ არისო. დაახლოებით ეს წამოროშა ბუდარიხამ.
რა უნდა უპასუხო ტუტუც ბუდარიხას ამ დემაგოგიაზე? რაც შეეხება პრეზიდენტს (ალბათ, მიშას გულისხმობდა), მაგას რაღა კლიპი და ვიდეომონტაჟი უნდა? სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყოველგვარი ვიდეომონტაჟის გარეშე, ჰალსტუხის ღეჭვითა და გორში გორაობით მოიჭრა თავი სოფელ-ქვეყანაზე!
ან რა შუაშია ირანი? განა, თუნდაც, იტალიაში, რომის პაპის მიმართ ვინმე გაბედავს იმას, რასაც ესენი ბედავენ? გაბედავენ და, როგორც იტყვიან - კაი ჩიტსაც დაიჭერენ!
ჩვენთან - ბედავენ და მეტი არა? ზემოთ რომ ერთი კლიპის შინაარსზე ვისაუბრე, მასეთი და უარესი ბარე 5-6 ყოფილა იმავე საიტზე სხვადასხვა ავტორის და ერთი “თავისუფლების ინსტიტუტის” პატრონაჟით.
აბა, რა ეგონაო, ქირქილებდა ეს ალქაჯი ბუდარიხა, რატომ გააკეთა ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაო! ჰო, ის, რომ გემის კაპიტანმა უნდა იცოდეს, სად არის წყალქვეშა კლდეები, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა და 12 აგვისტოს გამარჯვების ტაშ­ფანდური სახელმწიფოებრივი საქციელია!..
ზემოთ პოზიცია-ოპოზიციის დუმილი ვახსენე და უნდა გავაგრძელო ეს ჩამონათვალი. სად არიან ქრისტიან-დემოკრატები და მათი ლიდერი, “ჰალსტუხიანი ხვლიკი”, შადიმანა გიორგი თარგამაძე? სად ჩანს მისი ქრისტიანობა? ან იგივე “რედისონში” შეკრებილი ოპოზიცია, რომლის მნახველ ყველა ნორმალურ ადამიანს კრილოვის “Лебедь, рак, да щука” გაახსენდებოდა. ამ ხალხმა ლამის მოლოტოვ-რიბენტროპის ანალოგიური, თავდაუსხმელობის პაქტი გააფორმა და პატრიარქს რომ თავს ესხმიან, რად დადუმებულა?
მაინცდამაინც 7 ნოემბერს, “საიუბილეო” თარიღს რომ ელოდებიან, ამაზე მეტი საბაბი და მიზეზი რაღა უნდათ? მოუწოდონ ხალხს და ვინ ოხერი დარჩება სახლში, პატრიარქის დასაცავად ყველა გამოვა, და თუ მიშას ვერაფერი დავაკელით აქამდე, ეს “თავისუფლების ინსტიტუტი” მაინც დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ!
არ ვიცი... აზრებისთვის თავი ვერ მომიყრია, ფიქრი აქეთ-იქით გამირბის. ერთი რამ კი უეჭველად ვიცი და მჯერა, რომ ამის პატიება ამ ხლისტებისთვის არ შეიძლება! თუ ესეც ჩავყლაპეთ, “გავატარეთ”, მაშინ ჩვენ არც ქვეყანა ვართ, არც საზოგადოება და, მითუმეტეს, არც ერი!
ზოგი “ძაან ღვთისმოსავი” იმით აპელირებს, რომ თეა თუთბერიძეს, ბექა მინდიაშვილს და სხვებს უფალი დასჯის “იქ”. იქნებ, ასეც იყოს, მაგრამ ესეც ვიცოდეთ, რომ თუ აქ არ მოვკითხეთ ამ ბუდარებს და ბუდარიხებს, არც ჩვენ გადაგვისვამს უფალი თავზე ხელს “იქ”...

კომენტარები (34 კომენტარი):

ლევანი 21 10, 2009 06:39
avatar
თუთბერიძე ჯიგარია!ვინმემ ხომ უნდა თქვას რომ მეფე შიშველია
IKA 21 10, 2009 07:35
avatar
"BUDARIXIZMI" - ESEC CHVENI MOMAVALIA DA "PATIVI VCET" MAS!
nona 21 10, 2009 07:49
avatar
gaixare davit,mara ukmayopilo var.minda gavlanjgo ki ara vitrio es tutci qaji.martlac vai saqartvelos da parasavit dadumebul pedagogebs...
anonimi 22 10, 2009 08:27
avatar
გთხოვთ,თავი შევიკავოთ პატრიარქის პატივისცემის გამო და ისე როგორს უწმინდესი გვაძლევს მაგალითს, მოთმინების,დიდსულოვნებისა და მიტევებისა ,ვეცადოთ ჩვენც ისე მოვიქცეთ!!!!
მესმის ეს ძალიან ძნელია ამ სიტუაციაში, მაგრამ ღმერთმა ასეთი სულიერი მამა იმიტომ მოგვმადლა,რომ ჩვენც ღირსეული შვილები ვიყოთ!!!
მე არ ვამბობ, რომ ასეთ სიტუაციაში გავჩუმდეთ და ეს ყველაფერი მოვითმინოთ,მაგრამ არ მგონია თუ ჩვენ თუთბერიძეს დავემსგავსებით უხამსობაში ამით პატრიარქს პატივს მივაგებთ!
ამ წუთს ვისმენ თუთბერიძეს და მგონი მას სწორედ მორწმუნეთა პროვოცირება აქვს მიზნად,რათა ქვეყანას დაუმტკიცოს რომ"პაპზე დიდი პაპია"
დემაგოგიას ხომ საზღვარი არა აქვს?!
და საერთოდ ამ ჯგუფს მიზნად აქვს დაამტკიცოს საზოგადოების იმ ნაწილის,რომელსაც პატრიარქი დიდ ავტორიტეტად მიაჩნია,უზნეობა, ფსევდო სარწმუნოებრიობა და უღირსობა. ნუ გავახარეთ თუთბერიძეებს და ნუ ნმივცემთ საბაბს უკულტურობა და უზრდელობა აქეთ დაგვდოს ბრალად!!!!!!!
gogi 22 10, 2009 06:54
avatar
zomaze meti agresiaa
shore 22 10, 2009 10:16
avatar
znelia es yvelaperi moitmino magram upra cudia tutberizes tu davemsgavsebit.morwmuneta provocirebas iwvews rom agresiulobashi dagvdos brali.uwmindesi tavis yovel kadagebashi motminebis da mitevebisken mogviwodebs.ise tutberizes meti ra unda damrto ras chirs.
MIRIANI 23 10, 2009 02:42
avatar
ეს იყო სასინჯი .თუ ხალხი გაჩუმდება ამაზე უარესს იზავენ.
albatrosi 24 10, 2009 04:00
avatar
ar shaizleba amis patieba
saxalxo anatema unda moeckos

es qaji marto ar aris da tu shercha mere uaress izamen
exla mtavaria patriarqi davamshvidot rom ar miitanos gultan am xvlikebis veragoba

tutberizis dedas kata gaezarda jobda am sulit maxinjis gazrdas
ra unda fuli?
gana ramdeni gadauxades paderastma soroselebma
ramden xans ekofa is fuli?
mteli erisgan shechveneba ki darchenil sicocxles gaumcarebs

ram gaaborota ase es xvlikebis lideri?

dacknardit xalxo
darcmunebuli var rom eris gasacofebeli mtavari koziri gaatamashes da siamovnebt chveni agshfoteba

eseni sadomazoxistebi arian da agshfotebis nacvlad jobs konkretulad vimoqmedot: xelmocerebit movitxovot tavisuflebis institutis gazeveba qveknidan

mishastan ertad
dika 24 10, 2009 04:45
avatar
davit, gmertma gagaclieros sulierad da pizikurad. shennairebma tavi unda sheinaxot-cin kidev upro didi brcola gvelis...
orasamde xelmocera shevagrove germaniashi-titkmis kvela shens azrze vart da sapatriarqos da televiziebs(tu gamoaqveknes..) vugzavnit...
themo sakvarelo qartvelebo, ar shedrket-thven upro meti thiri da saxadi gadagvitania da dgemde movedit da tu ertad davdgebit-mudam viqnebit!!!!!!
ნენე 24 10, 2009 09:06
avatar
გამოხატვის თავისუფლების პრინციპების დამცველნო:ხალხი გამოხატავს იმას,რასაც განიცდის,რატომ მოუწოდებთ აღშფოთებულ საზოგადოებას დამშვიდებისკენ-ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა?
თუ თეა თუთბერიძეს აქვს ასეთი თავისუფლება უწმინდესის მიმართ, რატომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს თუთბერიძის მიმართ?-რა ის პატრიარქზე ხელშეუხებელი ფიგურაა?
potgeo 24 10, 2009 10:48
avatar
ჩემის აზრით,მოვლენათა განვითარების ორი
ვარიანტია მოსალოდნელი: - 1.თავცარიელ სოროსის პირმშოს ჩუმად,უხმაუროდ ჩამოართმევენ
საქართველოს “განმანათლებლის” ჩირაღდანს და და თავისუფლების ინსტიტუტიდან რომელიმე
ეგზოტიკური ქვეყნის ორკაბინეტიან საკონსულოში გადააბანდეროლებენ. ეს ვარიანტი თთ-სთვის
საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა.
მეორე ვარიანტი საკმაოდ საშიში და ნელი მოქმედების ნაღმის მექანიზმის შემცველია :
თუთბერიძეზე მოხდება ინსცენირებული თავდასხმა,გუშინდელი ანტი-გმირი მსხვერპლად
გადაიქცევა,მსოფლიო მედია თეატრალიზირებულ თავდასხმას შეაფასებს რელიგიურ ექსტრემიზმად,რაც რეჟიმს მისცემს საშუალებას უკვე შეუნიღბავად და პირდაპირ ებრძოლოს
მართლმადიდებლობას.მიშა ხომ დემოკრატიიის შუქურაა?!
თუთბერიძე უკვე მშ-ვანოს ტანდემისთვის არათუ უვარგისი გახდა,არამედ საშიშიც,ამიტომ
მეორე ვარიანტი,ჩემის აზრით,უფრო სავარაუდოა.
თან არ დაგავიწყდეთ,ვანოს გაწვრთნილი ხაკერების წყალობით ყველა იმ ბლოგერის სახელი,
ვინც თ.თ-ს “კეთილი სურვილებს” უგზავნიდა,პროკურატურისთვის ცნობილია.არავინ
იცის მარტო კიბერ-თავდასხმებს გვაკმარებენ,თუ ბინად უნდა ველოდოთ ვიზიტორებს.
პირადად ჩემი მულტი-ანტივირუსული პროგრამა რის ვაი-ვაგლახით უმკლავდება ვანოს
კიბერ-მუტანტებს.
ეს მეორე ვარიანტი ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი იმითაც არის,რომ თავიდან
ჩაფიქრებული პროგრამა-მინიმუმი მაინც განხორციელდება და "მართლმადიდებელი
კრიმინალების" (ტერმინის ავტორი - დავით ამირეჯიბი) სტერეოტიპი შეიქმნება.
ამიტომ უნდა გავფრთხილდეთ,თუთბერიძე ის სატყუარაა,რომელიც განრისხებულ
საზოგადოებას გადმოუგდეს.
me 25 10, 2009 12:47
avatar
levan shen tutberidzis chvaro, shen satanis mocikulo, rogor bedav mis shekebas, tutberidze da misi damkvetebi unda daisajon! satanebo satana ver gaimarjvebs, uplis dzala didia da dzlieri! tu xalxma es gadavklapet tu utmindesi xelshi chavugdet mishas da mis tanamdzraxvelebs mashin akakis sitkvebia aramia chvenze "purtxis girsi xar shen sakartvelo"me mikvars chveni patriarki vis ra pretenzia gakvt am kvelaperze modit da mitxarit me mikvars upali me mikvars da pativs vcem chems rtmenas chems kristianobas me var kartveli da es imas nishnavs rom me var martmadidebeli amakivar chemi tadzrebit da chemi utmindesit ver damachokebt tutberodzeebo, saakashvilebo da satanis mocikulno verasodes
25 10, 2009 03:18
avatar
გეთანხმებით, საშიშროება რეალურია: თთ ნამდვილად ის ბარტყია, მელიას რომ გადაუგდო "საცოდავმა" მწყერჩიტამ თავის გადასარჩენად (ბარტყი ამ შემთხვევაში ნებაყოფლობით შეეწირა)...
caguna 25 10, 2009 04:36
avatar
RA KOMENTARI UNDA AM UBEDUREBAS?ME MXOLOD IS VICI,ROM IMDENAD SULELIA EG QAQLBATONI,ROM ALBAT ISIC KI AR ICIS,SASULIERO PIRTA SHEURACYOFISTVIS RA SASJELEBI GAMOUGZAVNIA UFALS,ARA MARTO IM ADAMIANISTVIS ARAMED MTELI SHTAMOMAVLOBISTVIS...DA PATRIARQIS SHEURACYOFISATVIS KIDEV UFRO MZIME YOFILA ES SASJELEBI!!!ES ELEMENTARULI ISTORIIS FAQTEBIA,SXVA ROM ARAFERI AR GVESMODES!MOVUCODEBDI QALBATONS SHENDOBA ITXOVOS GVTIS,PATRIARQIS DA XALXIS CINASHEC,ROM AMDENI ADAMIANI GAAGIZIANA.GMERTI MOCYALEA DA SHEUNDOBS!!!:)
ავლაბრელი 25 10, 2009 04:42
avatar
ვინც აფინანსებს ამ საცოდავებს ოკეანის გაღმიდან სწორედ მათ უნდათ რომ ამოძირკვონ მართმადიდებლობა. ხომ არ დაგავიწყდათ რა თქვა მათმა (სოროსელი ლეკვების)”სულიერმა მამამ” ზბიგნევ ბზეჟინსკიმ - ”მას შემდეგ რაც ჩვენ დავამარცხეთ სოციალიზმი ჩვენი მთავარი მტერი არის მართლმადიდებლური ქრისტიანობაო”… თუ ვინმეს გონია რომ ამ უბედურმა ომი თავისი ნებით დაიწყო ძალიან ცდება. ეს არის ამერიკა-რუსეთის დაპირისპირება, ხოლო ქართველები ამერიკელების საზარბაზნე ხორცი ვართ. სწორედ ეს უნდა სატანას, რომ მართლმადიდებლებს ერთმანეთი დაგვახოცინოს. ჯერ სადა ვართ, მთავარი მოვლენები აწი იწყება და სწორედ ამიტომ დაეჯახენ ეკლესიას ეს უბედურები. ეს ბუდარიხა კი რა ქმა უნდა თავისი ჭკუით არ მოქმედებს, რადგან არც მას და არც მისნაირ სოროსის ძუძუმწოვრებს ჭკუა-გონება არ გააჩნიათ.
KARTVELI 25 10, 2009 04:55
avatar
TEA TUTBERIDZEM UKVE MISCA SHEPASEBA TAVIS SAKCIELS ROCA SHEGVAXSENA ERTI KARGI KARTULI ANDAZA,"VIRISGAN CIXLI AR UNDA GECKINOSO" XODA AMASHI KVELAFERIA NATKVAMI.
VIRI-TEA TUTBERIDZIS CIXLI AR ARI SACKENI MARA ARC UPASUXOD UNDA DAVTOVOR RO SHESHLILI DA COPIANI VIRI AGAR ISRODES TLINKEBS ZEMODAN MITITEBIT.
KALI PSIKIURADAA DAVADEBULI SAKUTARI PREZIDENTIS MSGAVSAD DA MKURNALOBAS SACHIROEBS .
zura 25 10, 2009 05:13
avatar
virtxa tutberidze unda chamoaxchot saswrafod unda ganadgurdes
inamari 25 10, 2009 03:32
avatar
gmerto daicavi sakartvelo aseti ucmindurebisgan.me rom sakartveloshi viko, albat martla daickeba samkvdro sasicocxlo omi am zestaponel vacapiastan . eg gveleshapis purtxia, pirvel rigshi gveleshaps tavebi unda caasalo da mere ikneba simshvide. amis patieba agar sheidzlebaaa
espin 25 10, 2009 05:24
avatar
JER ZESTAFONIS FEROS HAERIT MOCAMLULI ,MERE SOROSIS IDEOLOGIIT GABRUEBULI BUDARIXASGAN METS RAS ELODIT? ariko stalini MARTALI GLEXS ROM PASPORTS AR AZLEVDA ??? RAMDEN BUDARAS DA BUDARIXAS GADAURCHEBODIT?? esec tqveni demokratia !!!!!
potgeo 26 10, 2009 01:08
avatar
ზურა ბატონო (ზედა პოსტის ავტორს), დავიჯერო,მართლმადიდებლობის ბედი გაწუხებთ და
ამიტომ ხართ ასე გულუხვი ინკვიზიციის მეთოდების ჩამოთვლაზე,თუ თქვენი გებეშნიკი ბოსის
დავალებას ასრულებთ და ამგვარი პოსტებით თუთბერიძის მსხვრპლად ქცევაა თქვენი განზრახვა?
თუთბერიძის განსჯა-განკითხვა იოლია - შესაშური ენთუზიზმით განაგრძობს მიშას სახელით
სიზიფეს ლოდის გორებას აღმართში,სინანულისა და მონანიების არარსებობა მის სულში ყველა
სასჯელზე უარესია.მაგრამ არც ის არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა,იგნასიო ლოიოლად ვიქცეთ
ქართველობა.თუთბერიძე ერთი მცირე მეტასტაზია სქართველოს სხეულს მოდებული სიმსივნისა,
სანამ ეს კერა იქნება,თუთბერიძეებისნაირი ასინეთები არ მოისპობა.
ლიბერალი 26 10, 2009 03:31
avatar
"potgeo" მართალია. თუტბერიძე მხოლოდ ერტი მეტასტაზია იმ სიმსივნისა რაც ქართულ სხეულს მზეს უბნელებს, მაგრამ... მე არა ვარ ტორკვემადას მიმდევარი, მიუხედავად ამისა უნდა ვთქვა – ამ სიმსივნესა და მის კონკრეტულ მეტასტაზებს რადიკალური ქირურგიული ჩარევა სჭირდება, ვინაიდან არანაირ სხვაგვარ თერაპიას (მათ შორის არც ქიმიოს), რეზექციის გარდა, კიბო რომელიც ჩვენ გვჭირს ამ სტადიაზე აღარ ექვემდებარება. ამაში ნებისმიერი , ონკოლოგიაში მეტნაკლებად გაცნობიერებული სპეციალისტი დამეთანხმება... ახლა მთავარია ამ დიდი და პატარა ხორცმეტების რეზექციას პაციენტი არ გადავაყოლოთ... როგორც ხედავთა გვინდა ტუ არა კვლავ წმინდა ინკვიზიციამდე მივდივართ, რადგანაც, როდესაც ინკვიზიციის კოცონიი ქრება კაცობრიობა წყვდიადშია ხოლმე...
beso 26 10, 2009 12:12
avatar
levan(pirveli komentaris avtors).erti sheni gvaric dagviposte.me piradad vapireb,im dges roca binzur mishas movishorebt,tea tutberize,shishveli shevsva ukugma,kuprzasmuli da ert virs shentvisac gamoviyoleb!
estate 27 10, 2009 06:22
avatar
potgeo
"ამიტომ უნდა გავფრთხილდეთ,თუთბერიძე ის სატყუარაა,რომელიც განრისხებულ
საზოგადოებას გადმოუგდეს."

martalia es kaci
eg cvrilfexa morieli satkuarad shemoagdes
icodnen rom qartveloba ar moitmenda binzur kampaniaspatriarqze da es am jalatebs represiis axali talgis asgoreblad karg sababs miscemda

amati tvini xo marto imazea gavarjishebuli ra veragoba da ra sashineleba damarton qartvelebs?
potgeo 30 10, 2009 12:16
avatar
გუშინ ჩემი ერთთვიანი წლიური ვიზიტი სამშობლოში დასრულდა.უამრავი ემოციებით
დავირთულს ვეებერთელა ტკივილი და პასუხგაუცემელი კითხვები დამრჩა.ვინა ვართ,
რა გვინდა და საით მივდივართ?!არის თუ არა დღევანდელი საქართველო სახელმწიფო
და რა არის ქართველობის,როგორც ერის,ფუნქცია?ვის სამსახურში დგას დღევანდელი
საქართველოს ხელისუფლება და ვართ თუ არა - ამ ქვეყნის მოქალაქეები თუ რაღაც
გაურკვეველი სუბსტანციის ბიომასა,რომლისთვისაც გასტრონომული დაკამყოფილებაა
მთვარი,შიგადაშიგ ემოციური ორთქლის გამოშვების თანხლებით?!
ამ ერთ თვეში ქართული რეალობის ნაწილი გახდა თეა თუთბერიძე,რომლის არსებობა,
როგორც ამ საზოგადოების წევრისა,ადასტურებს,რომ - საზოგადოება ავად არის,დიაგნოზი
დასმულია და მკურნალობის მეთოდიკაც ზოგადად მოხაზული.თუმცა პაციენტს არც ამ
დიაგნოზის სჯერა და არც განკურნების სურვილი აქვს მაინცადამაინც.
ფასადებისაღმშენებელი მიშას სასახელოდ უნდა ითქვას,რომ მან წარმატებით გადაიყვანა
ერი ზედაპირული აზროვნების გზაზე და გამოუმუშავა ე.წ. ფასადური აზროვნება,როცა
მხოლოდ ის გვაწუხებს,რაც ცხვირიწინ გვიდევს და ისიც მაშინ,როცა ეს "რაღაც" ისე
ყარს,რომ სუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს, ანუ საზოგადოება კოლექტიურად რეაგირებს
იმაზე,რასაც ხელისუფლება "გადმოუგდებს",რეაგირებს იმავე დოზით,რა დოზითაც ეს
ხელისუფლებას სჭირდება.როგორც კი რიგით ობივატელს ნერწყვისგამოსაყოფი სტიმული
შემოაკლდება,სოდ-კუდ-თავისუფლების ინსტიტუტი ახალ თემას მოისაქმებს და ჩვენც
პავლოვის ძაღლებივით დუჟმომდგარი ღავღავით დავდევთ საკბილოს.სქემა მარტივია,
რეაქცია გათვლილი და წარმატებული.საჯილდაო ქვების სია უკვე შედგენილია...2013
წლამდე.
პირველად იყო "ტალიავინის სიტყვა",რასაც მოჰყვა "იერუსალიმის ტაძრის" ნგრევის
მცდელობა სოროსის სოროში (იმედია,ბატონი ოთარ რამიშვილი მაპატიებს პლაგიარიზმს)
დაჩეკილი "ქართველი დალილას" - AK თეა თუთბერიძის მიერ,პარალელურად ნაცშმოს
პადოშად ქცეული ჯომოლუნგმას ლანჩი აგრესიულად აგიტირებს პატრიოტულ აქტს,
რისი ბაზისის შესაქმნელად ვაგონები ფეთქდება,პანკისი ალკაიდდება,შადიმან ხვლიკოვიჩი
ტალეირანდება და კოკო შტრეიკბრეხერი ხდება.რეჟიმის მიერ ერთ ლარად ნაყიდი
ერთგულება 12 მილიონიანი ღალატი ხდება.აუქციონზე აგარაკის ფასმა ფოთის აეროპორტი
თორმეტჯერ გადაფარა.რეფლექსებმოდუნებულ,გაბითურებულ ერს "იავნანას" - "მიშა
მაგარიას" მოტივით უცვლიან,დირიჟორს პარტიტურის მაგივრად სარემონტო "სმეტას"
აკითხებენ,მეორედ "კარგავენ" სოხუმს და აფხაზეთიდან ლტოლვილ მოსახლეობას იმ
უკანასკნელ იმედს ართმევენ,რასაც ასე აგრესიულად ინარჩუნებდა სცენაზე ბატონი დ.ჯ.
ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულიც კი
სულს ღაფავს.საამაყო ქართველების ძეგლები განაგრძობენ გადაადგილების მარულას და
ხან საიდან იძახიან ჭიტას და ხან საიდან.
ჟურნალისტების მიერ ატეხილი აჟიოტაჟის წყალობით დაპურებულ და ნააქიმარ ერთ
ოჯახს შურით შეჰყურებს ათასობით დამშეული ქართული ოჯახები და ხახაგამშრალი
ელოდებიან "კვირის რეპორტაჟს"
ყველაფერ ამის ფონზე ოპოზიცია ფლანგებად ლაგდება და ცენტრში ვაკუუმი რჩება.ნაწილს
დასავლეთიდან ნაფრენი "კონსტიტუციურ-ილუზორულ-მარაზმატიკული მშვიდობის
მტრედი ასკინტავს თავზე და ნაწილი ჩვენ გვასკინტავს ქვეყნის ხსნის "ჯერ არგახმაურებულ
ეფემერულ გეგმას".
ტაძრისკენ მიმავალი კალიგულას ციტადელს გზას ძნელად აუვლი,ერთი სანთელი რომ დაანთო
ღმერთის და ქვეყნის სახელზე,გუმბათი არ უნდა აგერიოს,მოლოხის მსახურება იოლია,სული
უნდა მისცე და ხორცს განგიდიდებს.კაცი თუ ხარ ერისა,იმის უნარი მაინც უნდა გქონდეს
ჭეშმარიტ მოძღვარს თხოვო შენდობა და ხორცგვემილმა ქრისტეს სული დაინთო კელაპტრად.
სახელმწიფოს (მოისაზრება მიშა - "საქართველო - ეს მე ვარ") ინტერესების ხელყოფის
"მცდელობისათვის" ერის სულიერი მამის დისკრედიტაციის გეგმა ჩავარდა.მიშამაისტერები
ახალ გეგმაზე მუშაობენ და კურსი საქართველოს აღმოსავლეთით იღებენ.შიშით თრთის
საზღვარსაქეთ ვაზი და ტყე,არაბი და ჩინელი ცხვრის და ხის რიგში დგას.ქართველები კი
მიდიან,სულერთია - სად,ოღონდ წავიდნენ აქედან,მსახურად,მონად,ლაქიად,ოღონდ
შიმშილი არა,უმუშევრობა არა.სერბეთის საკონსულოსთან კილომეტრიანი რიგია,ერთი
სერბი გაოცებული კითულობდა:სერბი გარბის სერბეთიდან და თქვენ რა გინდათო.პასუხი
ერთია - აქაურობას ყველაფერი სჯობია.ვერ განსჯი,რა ჰქნას,დღევანდელ საქართველოში
იმის იმედიც მოკვდა,რომ რამე უკეთესობისაკენ შეიცვლება.
ქართველთა ერთიანობის ტრაქტატს მოვაწერე ხელი,სანთელი დავანთე,საფლავებს
მოვეფერე,ახლობლებს დავემშვიდობე და წამოვედი იქ,სადაც კანონი კანონობს,სადაც
ხელფასი შენი შრომის ანაზღაურებაა,სადაც,სამართალი მოქალაქეს იცავს... მერე რა,
სული ისევ ისე მტკივა,როგორც მაშინ,როცა მატეხის ტაძართან უფალს ვავედრებდი
ჩემს ქართველობას,ჩემს საქართველოს,პატრიარქს,ჩემს და სხვის შვილებს,ავღანური
სასაკლაოსთვის განწირულ ჩვენს ჯარისკაცებს.ცოდვილი ვარ და ვიტყვი:
"თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი,-
ფერფლადქცეული დამენახოს მთელი სამყარო!!!"
ოდისეა დამთავრდა....ემიგრანტული გოლლგოთა იწყება.....
avttandili 04 11, 2009 02:02
avatar
ღმერთო, მოგეცი ერთი პირი, ერთი მიზანი და ერთიანი ძალა ქართველობას სამშობლოს გადასარჩენად!
cicikore 04 11, 2009 02:36
avatar
sadarian is pedagogebi visi vitom uprosic es gombioa? ratom xmas ar igeben? tu martlmadideblebi agar arian?
mango 13 11, 2009 05:19
avatar
magari xar davit,shentan vart kvela jeshmariti kartveli.gaixare/
მამუკა 24 11, 2009 11:11
avatar
თეას გაუმარჯოს!ეგრე უნდა ამ ჯიპებიან სამღვდელოებას, ფულის გულისთვის რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები. :)
irinka 25 11, 2009 12:40
avatar
პირველ რიგში, წერეთ ქართული შრიფტით! რა უბედურებაა ეს ლათინური ანბანით დაწერილი ქართული!

და მეორეც, ჩემი აზრით, კითხვების და ეჭვების გაჩენა ყველაზე და ყველაფერზე შეიძლება, პატრიარქი"ც" ადამიანი და მოკვდავია, ასე რომ თუ მისთვის შეიძლება ძვირიანი მანქანით და ძვირფასი აპარტამენტებით სარგებლობა, მაშინ კეთილი ინებოს, და მსგავსი გამოხტომებიც აიტანოს:)უბრალოდ, ობიექტურობა და სამართლიანობა მოითხოვს ასე :)

თანაც, ძალიან მალე ივიწყებს ქართველი გულუბრყვილო საზოგადოება ყველაფერს _ თუ არ ვცდები, ეს ის პატრიარქია, რომელმაც 90იან წლებში დალოცა შევარდნაძე, მის გაპრეზიდენტებას ცით მოვლენილი ბედნიერება თუ რაღაც მსგავსი, უწოდა და ქართველებს დაგვამადლა, მადლობა თქვით, ღმერთმა ასეთი პრეზიდენტი რომ მოგივლინათო. ამისი ამსახველი ვიდეომასალა თქვენთვის ცნობილ სოციალურ ქსელ "facebook"-ზე დევს.

აღარ ჩავუღრმავდები იმ მთელ რიგ წვრილმანებს, რომ საპატრიარქოს ტვირთი რატომ არ ბაჟდება, რომ რატომ უნდა ვუხადო საპატრიარქოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ვაიდა მაჰმადიანი ან ბუდისტი ვარ და საერთოდ არ მაინტერესებს ეს თქვენი მართლმადიდებლობა?)

ან თუნდაც, მარტივ კითხვაზე მიპასუხეთ: პატრიარქის მონათლული ბავშვები ერთმანეთის ნათესავები გამოდიან, პატრიარქი რომ ხდება მათი ნათლია? ;)
რატომ შევყავარ შეცდომაში ჩემს სულიერ მოძღვარს? და თუ ეს მართლა ასეა, ამ ნაბიჯით პატრიარქი ერის დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებას კი არა, გამძაფრებას იწვევს! (ასე შუა საუკუნეებში კარდინალიც კი ატყუებდა ხალხს, ინდულგენციით ცოდვებს გამოისყიდითო, მაგრამ რა ხეირი..)

მოკლედ, ჩემო მეგობრებო, არ ღირს ბრმად და გულუბრყვილოდ ყველაფერზე მინდობა, დასვით კითხვები, ეს საღი აზრია და არა ეშმაკისეულობა ;)

პატივისცემით,
ეგრისელი 25 11, 2009 04:17
avatar
ამაზე მეტად გაგვჭირვებია, ბევრჯერ გადავხრილვართ მაგრამ არასდროს გადავტეხილვართ!!! არ შეშინდეთ ქართველებო, ყველაფერი კარგად იქნება. ამ სტატიის ავტორთან მექნება თხოვნა: შეეცადე ასე გამეტებით არ ლანძღო ესენი და შენი თავი არ ჩაიგდო ცოდვაში, ყევლას თავისი მოეკითხევა და ჩვენ საკუთარ თავზე ვიზრუნოT
Giorgi 25 11, 2009 04:33
avatar
sadarian is pedagogebi visi vitom uprosic es gombioa? .....Momaval taobas "zrdian"
სალომე 03 12, 2009 11:31
avatar
უბრალოდ მრცხვენია რომ ეს ალქაჯი თუთბერიძეც იმ ქალაქში დაიბადა სადაც მე.
ucnobi 15 12, 2009 04:02
avatar
tutberidse MAGARIA!!!!!!!!!!!!!!!!!
AFXAZI 17 12, 2009 06:25
avatar
SAMSHOBLOS XSNA GMERTSHIA DA ARA RUSETIS AGENT ILIA MEORESHI DA AMERIKIS AGENT MISHASHI...ES NU GAVIWYDEBA ERO...

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first სექტემბერი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
შეაფასეთ სტატია
4.11
    Rating@Mail.ru