ალექსანდრე ჭაჭია: საქართველოს გადარჩენა საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლაშია (გაგრძელება)
- ამბობენ, რომ შესაძლოა, საქართველოს სხვა ტერიტორიებიც გამოეყოს...
- საქართველოში არის სოლიდური რაიონები, რომლებიც ერთ რეგიონში სომხებითაა კომპაქტურად დასახლებული, მეორეში - აზერბაიჯანელებით. იქ ისინი ყველა სხვა ეროვნებას სჭარბობენ და საკმაოდ იზოლირებულად ცხოვრობენ საკუთარი ეროვნული ტრადიციებითა და ინტერესებით. იმ ტერიტორიის მთლიანობა, რაც დღეისათვის დარჩა საქართველოსგან, დიდადაა დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლების სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამოკიდებულებაზე და, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს ქართველი პოლიტიკოსებისთვის, რუსეთთან ურთიერთობაზე. არის სხვა პრობლემური რეგიონებიც, მაგალითად, აჭარაში ძალზე ძლიერია თურქეთის ინტერესები და გავლენა. აჭარის ავტონომიის გარანტი ორი სახელმწიფოა: თურქეთი და რუსეთი. თუ საქართველოს ახლანდელი ხელმძღვანელობა თავისი უნიჭობის ან უმაღლესი ინსტანციებიდან მიღებული მითითების გამო რუსეთთან მტრულ დამოკიდებულებას განაგრძობს, რუსეთი შესაძლოა, გამოვიდეს ყარსის ხელშეკრულებიდან და აღარ იყოს ამ ავტონომიის გარანტი. აჭარა თურქებმა სულაც რუსეთს დაუთმეს და არა - საქართველოს და მას დღემდე თავის ისტორიულ ტერიტორიად მიიჩნევენ. იქ ისლამი ძლიერდება. ეროვნულად ორიენტირებულ ქართულ ხელისუფლებას ეს უნდა აფიქრებდეს. უფრო მეტიც, ჩვენ ვსაუბრობთ კომპაქტურად დასახლებული ტერიტორიების პრობლემებზე - ისინი ყველა კავკასიის ხალხის წარმომადგენლები არიან, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ, შევარდნაძისგან მოყოლებული, დაივიწყა, რომ საქართველო კავკასიური ქვეყანაა. ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოსვლებს რომ მოუსმინოთ, იფიქრებთ, რომ საქართველო სადღაც ლუქსემბურგსა და შვეიცარიას შორის მდებარეობს. ჩვენ კი გარშემო მხოლოდ კავკასიელი ხალხები გვყავს. მათაგან დღეს არც ერთთან არ გვაქვს სრული ურთიერთგაგება. ამბობენ, რომ რუსეთი არ უნდა ჩარეულიყო ოსურ კონფლიქტში. წარმოვიდგინოთ, რომ ის არ ჩაერია, ელემენტარული რამ მოხდებოდა: მთელი კავკასია პარტიზანულ ომს გამოუცხადებდა საქართველოს, შეიქმნებოდა მოხალისეთა რაზმები და კავკასიის ყველა ხალხის წარმომადგენლები, შესაძლოა, ინგუშების გამოკლებით, ამ ხოცვა-ჟლეტაში ოსეთის მხარეს დადგებოდნენ. ეს იქნებოდა აბსოლუტურად უმართავი პროცესი, კავკასიური ომის დასაწყისი. მერე კი, რაღაც მომენტში, ამას შესაძლოა, პროცესებში ზესახელმწიფოების ჩარევის აუცილებლობა გამოეწვია, შემდეგ კი - სამხედრო-პოლიტიკური ბლოკებისაც. აი, რაში შეიძლებოდა გადაზრდილიყო ეს კონფლიქტი. ამჟამად საქართველოს პოლიტიკას კავკასიის არც ერთი ხალხი არ უცხადებს სოლიდარობას, რადგან შევარდნაძე საერთოდ არ თვლიდა საჭიროდ, ჩრდილოკავკასიელ ხალხთაგან ვინმესთან ჰქონოდა ურთიერთობა. მისთვის გაცილებით საინტერესონი იყვნენ ცოცხალმკვდარი გენშერი, დანაფტალინებული ბეიკერი და ჭკუაგამოცლილი ბზეჟინსკი. სააკაშვილი ამაშიც, როგორც სხვა ყველაფერში, თავისი მასწავლებლის ნაკვალევს გაჰყვა. ისინი მარიონეტებად აქციეს, რომელთაც ამერიკელები მხოლოდ თავიანთი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ, მათ კი თავი მართლა მსოფლიო კლასის ფიგურებად წარმოიდგინეს და ჩათვალეს, რომ ვიღაც კავკასიელების ხელმძღვანელობებთან ურთიერთობა არ ეკადრებათ. ეს კი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს საქართველოსთვის უმთავრესი სამი მიმართულებაა: რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა; აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან პირდაპირი დიალოგი რუსეთის დაინტერესებული მონაწილეობით; კავკასიის ყველა ხალხთან პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა-განვითარება. საქართველოსადმი მათ კეთილმოსურნეობაზე ბევრადაა დამოკიდებული ქვეყნის კეთილდღეობა.
- ხომ არ თვლით, რომ ამიერკავკასია უბრალოდ რუსეთის კოლონია იყო და რუსეთს თავისი იმპერიული არსი არ აძლევს საშუალებას, თავი დაანებოს ამ ქვეყნებს? (არმენი)
- ამ შეკითხვის ავტორის სახელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კითხვას სომეხი სვამს. უცნაურია სომხისგან ამის მოსმენა. საინტერესოა, რომელი სომხეთის კოლონიზება მოახდინა რუსეთმა - ერევნის სახანოსი? რუსეთმა ააღორძინა სომხეთი სახელმწიფოებრივი ფორმირების სახით. კი, რუსეთი უდავოდ იყო იმპერია, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი ისეთივე იმპერიაა, როგორც, მაგალითად, ანგლოსაქსური? - არა. რუსეთი იმპერიის განსხვავებული სახეობაა. როდესაც შევიწროებაზე ვსაუბრობთ, ისტორიული ანალოგების მოყვანაა საჭირო. ბრიტანული იმპერია - მომცრო კუნძული, რომელიც ნახევარ მსოფლიოს ფლობდა; იგივეა პორტუგალია, ესპანეთი, ჰოლანდია - სერიოზული დიდი იმპერიები ისტორიის სხვადასხვა პერიოდში. მათი ყველა კოლონია საკუთარი სახელმწიფოს საზღვრებიდან შორს იყო. რუსეთი ყოველთვის ფართოვდებოდა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფ ბუნებრივ ზღვრამდე. როგორც კი ზღვარს აღწევდა და ხედავდა, რომ ამის იქით მის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრებოდა, ჩერდებოდა. რუსეთის ტერიტორიის მიღმა არ არსებობს არც ერთი ტერიტორია, რომლის კოლონიზებაც რუსეთმა მოახდინა და რომლებიც იავარყო და გამოფიტა. ალიასკა აიღეთ. ხომ ვერ აითვისეს. რუსული ეროვნული ცნობიერებისთვის გაუგებარი იყო, რად უნდოდათ ეს ალიასკა, როგორ მოქცეოდნენ ადგილობრივებს. ანგლოსაქსები სწრაფად ჩახოცავდნენ ადგილობრივ მცხოვრებთ და დაიწყებდნენ ბუნებრივი რესურსების ათვისებას, როგორც ეს მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში გააკეთეს. რუსებს კი არ ესმოდათ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რადგან ისინი არ არიან კოლონიზატორები ამ სიტყვის დასავლური გაგებით. სახელმწიფოს შემადგენლობაში უცხო ხალხის მიღება, თანაც პრივილეგიური პირობებით, ნამდვილად შედიოდა რუსულ ტრადიციებში. ყველა ხალხი, ვინც კი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მიიღეს, რუსებზე უკეთ ცხოვრობდნენ. ეს ეხებოდა როგორც გადასახადების გადახდას, ასევე ჯარში რეკრუტირებას და ასე შემდეგ. ეს იყო ხარკი იმპერიის საზღვრების უსაფრთხოებისთვის. ვისი კოლონია ვიყავით? XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოს რუსეთთან შეერთებისას დასავლეთ საქართველოში 240 ათასი კაცი ცხოვრობდა, აღმოსავლეთ საქართველოში კი - 500 ათასი. სულ 740 ათასი მცხოვრებიდან, ვთქვათ, 500 ათასი იყო ქართველი. საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის საქართველოში 5,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, მათგან 4 მილიონზე მეტი ეთნიკური ქართველი იყო. დამისახელეთ კოლონია, რომელიც ასე ვითარდებოდა. არ არსებობს ასეთი. დამისახელეთ კოლონია, რომელიც თავისი კოლონიალური არსებობის მანძილზე ქმნიდა და ავითარებდა ეროვნულ მეცნიერებას, განათლებას, კულტურას, თეატრს, კინემატოგრაფს და სხვა დანარჩენს. არ არსებობს ასეთი კოლონიები. მე არ ვაიდეალებ იმ პერიოდს, ბევრი სხვადასხვა რამ იყო, ბევრი რამ მმართველთა პიროვნებაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ არსებობს ერის არსებობისა და განვითარების საერთო კრიტერიუმები.
ჩვენ არ ვყოფილვართ კოლონიები. ჩვენ ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრები ვიყავით. ცენტრს იმდენადვე აწვა საქართველოს სსრ-ს მოქალაქეების კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობა, როგორც კალუგის ოლქის მოსახლეობაზე. ბრიტანეთის პარლამენტს კი არასდროს უტვირთავს ინდუსების კეთილდღეობაზე ზრუნვა. მონაწილეობდნენ ინდუსები ან ავსტრალიელი აბორიგენები ბრიტანეთის იმპერიის მართვაში? - არასდროს. ქართველები და სომხები კი ყოველთვის ფართოდ იყვნენ წარმოდგენილნი როგორც რუსეთის იმპერიის, ასევე, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობაში. ამიტომ ღრმად ჩახედვაა საჭირო, თუ რა მიიღო ერმა მოცემული იმპერიის ფარგლებში არსებობისას.
- ვისთან საომრად ემზადება სააკაშვილი, ვინ ამარაგებს იარაღით და რა უნდა ვუყოთ... როგორია ბაიდენის როლი?
- ეს ამერიკელთა ჩვეულებრივი პოლიტიკაა. ობამა მოსკოვში ჩამოვიდა და, პრინციპში, გამონახა საერთო ენა მთავარ საკითხებში, მაგრამ პუბლიკისათვის ეს რაღაცით უნდა გაწონასწორებულიყო. საქართველოსა და უკრაინაში გამოგზავნეს ისეთი ფიგურა, როგორიც ბაიდენია, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში მე ადმინისტრაციის ინტერესების გამომხატველად არ მივიჩნევ. ამერიკის შეერთებულ შტატებში საგარეო პოლიტიკის საქმეებით ხომ სახელმწიფო მდივანია დაკავებული. ბაიდენი საყეფრად გამოგზავნეს. ისიც ჩამოვიდა და ქართველი საზოგადოების მოაზროვნე ნაწილზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, რადგან გაუგებარ რაღაცებს ამბობდა.
რად ღირს, თუნდაც, ოპოზიციისთვის ნათქვამი ფრაზა: “პრეზიდენტად მიკი მაუსიც რომ გყავდეთ, ვალდებულები ხართ, პატივი სცეთ მას!” გასაგები ენით რომ ვთქვათ, მან პირში მოგვახალა: პრეზიდენტად მიკი მაუსიც რომ დაგინიშნოთ ან რომელიმე, სხვა თოჯინა, პატივი უნდა სცეთო. სააკაშვილსა და ბაიდენს ერთი რამ აქვთ საერთო: ორივე ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, მაგრამ არ ფიქრობს, რას ამბობს.
პრინციპში, ამერიკული ისტებლიშმენტის დიდი ნაწილი ახლაც თვლის, რომ საქართველო სამხრეთ რუსეთში მათი ყოფნის ფორპოსტია, დიახ, სწორედ სამხრეთ რუსეთში. რისთვის სჭირდებათ საქართველო ამერიკელებს? სამი ინტერესია: პირველი - კონტროლი მილსადენებზე; მეორე - დღის წესრიგში მდგარი ირანთან ომის შემთხვევაში საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენება, სხვა მათ ინფრასტრუქტურას არავინ გამოაყენებინებს; მესამე - ყველა სახის ექსცესისა და ნეგატიური პროცესის ინსპირირება რუსეთის სამხრეთით, ანუ ჩრდილოეთ კავკასიაში. აი, რისთვისაა საქართველო საჭირო. ის პლაცდარმი უნდა იყოს რუსეთის კავკასიიდან განდევნის შემდგომი ოპერაციებისას. ასეთი როლის შესრულებას აიძულებენ საქართველოს შევარდნაძე და სააკაშვილი. ამიტომ, ბუნებრივია, აშშ კვლავაც მოახდენს საკუთარი თანაგრძნობის დემონსტრირებას და იტყვის, გეხმარებითო, თან განაგრძობს პოლიტიკური ელიტის იმ ახალი ეშელონების გამოზრდას, რომლებსაც თავადვე სრულად აკონტროლებენ. სააკაშვილმა ამერიკელების ნებართვით გადააგდო შევარდნაძე, აკრიტიკებდა მას ყველაფრისთვის, გარდა საგარეო პოლიტიკისა. ახლანდელი ოპოზიციაც გაჰკივის, წადიო, მაგრამ არ ეხება საგარეო პოლიტიკის კურსს. ამერიკელები მთელ პოლიტიკურ სპექტრს აკონტროლებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების 90 პროცენტი მათი ფულით ფუნქციონირებს. ისინი მომავალშიც ესტუმრებიან საქართველოს იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველი ხალხის მეგობრები არიან, თუმცა ანტიამერიკანიზმი ქართველ საზოგადოებაში უკვე იმდენად ძლიერია, რამდენადაც, შესაძლოა, არსად სხვაგან მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. საზოგადოება სულ უფრო ნათლად ხედავს, რომ საქართველო მხოლოდ პაიკია დიდ ამერიკულ თამაშში და ამ პაიკს ამერიკელები მხოლოდ იმისთვის ინახავენ, რომ საჭირო მომენტში უფრო მნიშვნელოვან ფიგურაზე გადაცვალონ, თუ რუსეთი ან თურქეთი ასეთ ფიგურას შესთავაზებენ.
- თვალს ვადევნებ რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხს. კარგი იქნებოდა, თქვენგან მოგვესმინა საქართველოში ახალი, დემოკრატიული პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში ადამიანის უფლებათა დაცვის ობიექტური შეფასება... (ტ. რუდაკოვა)
- საქართველოს ახლანდელი მოსახლეობა 1937 წლის მოსახლეობის სადარია იმიტომ, რომ საქართველოდან უკანასკნელი 15 წლის მანძილზე მილიონნახევარი ადამიანი წავიდა და, ფაქტობრივად, ახლა იქ, ექსპერტების აზრით, 3,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 1937 წელს 3,5 მილიონი ცხოვრობდა, ქართულ ციხეებში 8 ათასი კაცი იჯდა, ახლა 30 ათასი ზის. თუ ეს რეჟიმის დემოკრატიულობას ამტკიცებს, მაშინ სააკაშვილი უდიდესი დემოკრატია. მე, როგორც პოლიტოლოგი, უკვე დავიბენი და არ ვიცი, როგორი ქვეყანა მივიჩნიო დემოკრატიულად და როგორი - ავტორიტარულად, რადგან ჩვენი მსოფლიო დემოკრატიის ბასტიონი, აშშ, დემოკრატიულს უწოდებს ისეთ ქვეყნებს, სადაც მხოლოდ კაციჭამია მმართველიღა აკლიათ. ისე, ამერიკელები ერთ დროს კაციჭამია ბოკასოსაც დემოკრატს უწოდებდნენ. ვისაც მოსწონს, საქართველოს დემოკრატიულად თვლიდეს, თვლის კიდეც, ვისაც არ მოსწონს - არ თვლის.
- როგორ დაგიკავშირდეთ მოსკოვში? ჩვენ ქართველი პატრიოტების ჯგუფი ვართ და გვინდა, ურთიერთობა გვქონდეს ქართული პოლიტიკის შერაცხად პიროვნებებთან; გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამშობლოს გადარჩენის საქმეში... (არჩილი)
- მოსკოვში შეგიძლიათ “Аргументы и Факты”-ს რედაქციაში დარეკოთ, თქვენს კოორდინატებს გადმომცემენ. საერთოდ, უნდა გითხრათ, რომ გაგების ზრდა იმ რეალობისა, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა, ქართულ საზოგადოებაში არსებითია, მათ შორის, ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. ზოგჯერ შორიდან პროცესებს უფრო ობიექტურად შეაფასებ. ახლა ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის ამ პოლიტიკური კურსის დამღუპველობა, ეძებს გამოსავალს და ეს სასიხარულოა. ვფიქრობ, ადამიანები შეძლებენ კონსოლიდაციას და მის საფუძველზე შექმნიან სერიოზულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ძალას, რომელიც მომავალში საკუთარ თავზე აიღებს ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობას.
- მკითხველი გვთხოვს, თქვენი გეგმების შესახებ ვაცნობოთ. ფიქრობთ, რომ პოლიტიკით დაკავდეთ რუსეთში, საქართველოში ან აფხაზეთში?
- მე საქართველოს მოქალაქე ვარ, ამიტომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ იქ შემიძლია. მე სამშობლოში პოლიტიკურ პარტიას ვხელმძღვანელობდი, მაგრამ მოვლენები ხელისუფლების ძალადობრივი გადაგდების კალაპოტში გადავიდა და ერთი მარიონეტი მეორით შეიცვალა. ამიტომ ყველა პროცესი დამუხრუჭდა. რუსულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება არ შემიძლია იმიტომ, რომ რუსეთის მოქალაქე არ ვარ, მაგრამ აქაურ პროცესებზე საკუთარი აზრის გამოხატვა, ვფიქრობ, ნორმალურია. მით უფრო, რომ კეთილმოსურნე დამოკიდებულება მაქვს. ვიცი, რომ ქართველი ხალხის მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ადგილს დაიკავებს მსოფლიოში რუსეთი. რუსეთში უკანასკნელ წლებში მიმდინარე პროცესები იმედს მისახავს. კვლავ დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ რუსეთი ან ზესახელმწიფოს სახით უნდა არსებობდეს, ან საერთოდ არ იარსებებს. ეს სწორი ფორმულირებაა, მაგრამ იმისათვის, რომ ზესახელმწიფო იყო, ზეიდეაა საჭირო. იდეებთან დაკავშირებით კი აქ საქმე ცუდადაა. რუსეთი ზესახელმწიფოდ მაშინ იქცა, როდესაც საკუთარ თავს მთელ მსოფლიოში ქრისტიანობის დამცველი მესამე რომი უწოდა. ის ზესახელმწიფო გახდა, როცა კომუნიზმის რეალური განხორციელება დაისახა მიზნად. ეს კიდევ უფრო პოპულარული იდეა იყო მსოფლიოსთვის, რუსეთისკენ უამრავი ადამიანი მიისწრაფვოდა. ახლა ქვეყანას არ აქვს იდეა; არ აქვს მსოფლიო პროექტი. ჩუბაისმა განაცხადა, რომ რუსეთი ლიბერალური იმპერია გახდება. ეს რუსული იდეა არაა, მსოფლიოში უკვე არსებობს ლიბერალური იმპერია ამერიკის შეერთებული შტატების სახით. და რა რეაქციას იწვევს ხალხებში ლიბერალური იმპერიის მოქმედება, ამას შტატებისა და ლათინური ამერიკის ურთიერთობის მაგალითზე ვხედავთ. ეს არაა გზა რუსეთის განვითარებისთვის, ეს რუსული ეროვნული ცნობიერებისთვის უცხო გზაა. საჭიროა ახალი მსოფლიო პროექტი, ამერიკული გლობალიზაციის პროექტის ალტერნატიული. რუსეთის პოლიტიკურმა და ინტელექტუალურმა ელიტამ უნდა იფიქროს ამაზე. მე ამ საკითხზე ცნობილი მოსაზრებები მაქვს, რომელთაც პერიოდულად გამოვთქვამ რუსულ პრესაში და სხვადასხვა სახის კონფერენციებზე, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, უარი ითქვას რუსი საზოგადოებისთვის თავსმოხვეული წარსულისა და საკუთარი ისტორიის მუდმივი მონანიების პრაქტიკაზე. რატომღაც ითვლება, რომ წარსულიდან მხოლოდ უარყოფითის ამოქექვა რუსული ეროვნული ხასიათის თვისებაა. არაა მართალი. რუსულ ეროვნულ ხასიათში, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ ტრადიციულ ხალხში, სხვა თვისება ჭარბობს. ეს თვისებაა საკუთარი წინაპრების გაკეთილშობილებისკენ სწრაფვა, მათი სიდიადისა და სიწმინდის შარავანდედით შემკობა. სინანული და თვითგამათრახება მასებში რუსული ინტელიგენციის შუამავლობითაა შეგდებული. ხალხი რომ განაიარაღო, მონანიების გზაზე უნდა დააყენო. ყველა, ვისაც უკანასკნელ წლებში “რუსეთის სინდისს” უწოდებდნენ, პერიოდულად ამოტივტივდებოდა ხოლმე ტელეეკრანებზე და ხალხს მონანიებისკენ მოუწოდებდა: მოვინანიოთ ივანე მრისხანის, სტალინის, 37 წლის და სხვა მრავალი რამის გამო. ახლა ომში გამარჯვებასაც მისწვდნენ. როცა ადამიანს საკუთარი ისტორიისა და წინაპრების გამო სიამაყის განცდას წაართმევ, შემდეგ ძალზე იოლია მისით მანიპულირება. ეს აბსოლუტურად არაბუნებრივია და ეწინააღმდეგება რუსულ ეროვნულ ცნობიერებას, პატრიარქალურ, მართლმადიდებლურ ცნობიერებას. რუს ან ქართველ საზოგადოებაში ვერ იპოვით ვერავის, ვისაც ჰკითხავთ, თუ ვინ იყვნენ მისი მშობლები და ბებია-ბაბუები და პასუხად მიიღებთ, რომ მშობლები არამზადები ჰყავდათ, ბაბუა-ბებიები კი - ნაძირალები. ასეთი რუსი და ქართველი არ არსებობს. წინა თაობების ლანძღვა იმ ადამიანების საქმეა, რომლებიც ამისთვის დიდ ფულს იღებენ. სხვაგვარად ამის ახსნა არ შემიძლია. უნდათ, ხალხს თავში ჩაუბეჭდონ, რომ მათი მამა-პაპა ნაძირალები იყვნენ და უღირს საზოგადოებას აშენებდნენ. თაობათა კავშირის რღვევა ერის რღვევას ნიშნავს. ერი წარსული, ახლანდელი და მომავალი თაობების ერთობაა. მათ შორის ხიდის ჩატეხვა იმ ადამიანების ამოცანაა, რომლებიც მრავალი წელია, ამისთვის გულითადად შრომობენ.
- როგორია თქვენი, როგორც პოლიტოლოგის, პროგნოზი საქართველოსა და რუსეთის სამომავლო ურთიერთობებთან დაკავშირებით... სამუდამოდ გავიყრებით?
- არ გავიყრებით, არც არასდროს ვიყრებოდით. ის, რომ მილიონზე მეტი ქართველი ახლა ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში, ის, რომ დღეს მე აქ ვარ, თემები, რომლებსაც საერთო ტკივილით ახლა განვიხილავთ - ეს ყველაფერი იმის დამადასტურებელია, რომ ჩვენ ძველებურად ერთად ვართ. ჩვენი დაცილება არ შეიძლება. უბრალოდ, ადგნენ და დაგვაშორონ, როგორც ეს ვიღაცას აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში წარმოუდგენია, არ გამოვა, რადგან არსებობს ისტორიული მეხსიერება. ამ ყველაფრის წაშლა შეუძლებელია.
მიუხედავად ყველა ომისა, რომლებიც გადავიტანეთ. როგორი ურთიერთობებიც მქონდა აფხაზებსა და ოსებთან, ისეთივე დამრჩა. ასევეა ათასობით და ათასობით ქართველი. თუ ამას ზურგს ვაქცევთ, გამოდის, რომ ჩვენს მამებს ვაქცევთ ზურგს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი გაივლის. ეს ქაფია. წარმოიდგინეთ, რომ მოხდა უზარმაზარი მასშტაბის კატასტროფა - საბჭოთა კავშირის რღვევა, რაღაც უზარმაზარი, კოლოსალური დაეცა და დაიშალა; და წამოვიდა ქაფი, ნაგავი. ასე ხომ ყოველთვის ხდება. ჯერჯერობით ეს ქაფი ძლებს, მაგრამ ისტორიის ქარი მას გადაყრის.
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
Русская версия
English version






კომენტარები (23 კომენტარი):
და სად არის გარანტია რომ საგარეო პოლიტიკის არშეცვლის შმთხვევაში იმ დროშის ტარებს, ეხლა მიშას და ამერიკელების სადიდებლად რომ ვაფრიალებთ, ერთ ალაგას არ გაგვიკეთებს რუსი?
თუ ”ფარული მიხუინი” ხარ,მაშინ ამ საიტზე რა გინდა, შედი თბილისი ფორუმ.გე ზე ან მერაბიშვილის ფანკლუბში გაწევრიანდი და იქ ნახავ ”თანამოაზრეებს”. თუ არა ხარ ”მიხუინი” და მაშინ რა გარანტიებს ითხოვ, ჯოკერს კი არ ვთამაშობთ პარაში რომ ვზიატკა განაღდებული ავიღოთ. ერთხელ გააფრთხილა რუსმა ამერიკელები არ აღიაროთ კოსოვო თორემ ამ პრეცედენტს აფხაზეთი და სამაჩაბლოს არიარება მოყვებაო. არ დაუჯერეს და შეუსრულა. ახლაც აფრთხილებს ამერიკელებს - ნუ ახელებ ამ გაუწონასწორებელ სააკაშვილს თორემ ამასაც დავსჯი და არც შენს ინტერესებს დაადგება კავკასიაში კაი დღეო... არ უსმენენ, აქეზებენ ამ გალსტუკიღეჭიას, ესეც აყოლია წამქეზებლებს და წკმუტუნებს. ჰოდა ამ წკმუტუნით რა ჩიტსაც დავიჭერთ, ყველა ლიბერალს ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ ის ჩიტი.
"Zurab", mag simartlit gevlos metqi rom gitxra unda dagwyevlo mamakacisatvis kide wkwvla texavs... mash mtkuvnis metqi rom gitxra, am saitis moderatori ar gaushvebs im sitkvebs rac gekutvnis, amitom izulebuli var ase gitxra _ ra simartles bokasas da amerikis pontshi ambob im simartlit.... ტოქსობულო შენ დედა გყავს! ჰოდა თუ გყავს... ტაშ – ტაშ _ ტარამ _ ტარამ და ასე შემდეგ, ტაქტსა და ტემპში, ჯანსა და გავაში... gamgebi gaigebs, imedi maqvs shenc mimixvdebi natqvams da rac mtavaria ტოქსობულოს დედას ბარაქიანი ექსტაზიტ სახე დაემანჭება... gaaamot shen da shenistanebs....
დატოვეთ კომენტარი