მთავარი | პოლიტიკა | მიშა და სომხები, ანუ ვისი პრეზიდენტია სააკაშვილი?

მიშა და სომხები, ანუ ვისი პრეზიდენტია სააკაშვილი?

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

შარშან აგვისტოში, თურმე, ჯავახეთისკენ მიმავალი რუსული ტანკები, რომელთა მიზანსაც ნავთობსადენის დაპყრობა წარმოადგენდა, შეაჩერა სპეცრაზმმა, რომელიც «100%-ით სომხებისგან» შედგებოდა. მათ რუსებს განუცხადეს, ამის მერე «მხოლოდ ჩვენს გვამებზე გადაივლით და ისე გააგრძელებთ გზასო». მცირე ხნის მოლაპარაკების შემდეგ რუსები უკან გაბრუნდნენ.

იცოდით?

არა?

იცოდით, რომ საქართველოში თურმე ეთნიკური ნიშნით (100%-ით სომხებისგან) დაკომპლექტებული «სპეცნაზები» არსებობს?!

არც ჩვენ!

ზღაპარს კი არ გიყვებით, ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილმა თქვა სომხეთის დედაქალაქში ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე.

არც სომხებს სცოდნიათ და მიშამაც ზარ-ზეიმით აუწყა!

ჩვენ გვეგონა, რომ რუსების არმია, რომელიც მთელი საქართველოს აღებას გეგმავდა, ევროპის მხარდაჭერამ, საფრანგეთის პრეზიდენტის თავგამოდებულმა შრომამ, მსოფლიო საზოგადოების პროტესტმა და თითო-ოროლა ღირსეული ქართველისადმი კრემლში შემორჩენილმა პატივისცემამ შეაჩერა. 
თურმე, ვცდებოდით!

თურმე, ახლა რომ ამ წერილს ვწერ, თქვენ რომ კითხულობთ, პრეზიდენტი რომ ისევ მიშაა, ოპოზიცია რომ ისევ «გრეჩიხაა», «კავკასია» რომ ისევ აქუბარდიასია, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისევ რომ აგებს, საქართველოს საერთოდ რომ ჰყავს საფეხბურთო ნაკრები, რუსთაველი რომ ისევ გადაკეტილია და ნახევარმა საქართველომ ჯექსონს რომ არ გავასწარით იმ ქვეყნად - ეს ყველაფერი «100 პროცენტი» სომხებით დაკომპლექტებული «სპეცნაზის» დამსახურება ყოფილა!

დიდი მადლობა პატრულს კი არა და, სომხებს!

რა კარგია, ასეთი მეზობლები რომ გვყავს! საინტერესოა, ამ მეზობლებთან, ერთ მშვენიერ დღეს «საქმის გარჩევა» რომ მოგვიწიოს, ვის მხარეს დაიკავებს «100%-ით სომხებისგან» დაკომპლექტებული «სპეცნაზი» - ქართლოსის თუ ჰაოსის?!

ცოტა რომ გაგვივლის ეს ეიფორია, მეზობლების სიყვარულის გახეთქილი ბუშტი ისევ რომ გაგვეკერება და რომ დავწყნარდებით, ვარიანტი არაა, რომელიმე ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა (ჩვენ თუ აღარ დაგვრჩა, სომხებს ჯერ კიდევ ხომ მაინც ჰყავთ ასეთები) არ გაიაზროს, რომ რაღაც ისე ვერაა, როგორც მიშამ მოგვახსენა...

ჯერ ერთი - ეგ რომ სიმართლე იყოს, მიშა დაასწრებდა სომხებს მაგის თქმას? აქამდე ხომ ათასჯერ წამოგვაყვედრებდნენ - ჩვენ გადაგარჩინეთო!

მერე კიდევ - თუ «100 პროცენტი» სომხებით დაკომპლექტებული ძლევამოსილი სპეცრაზმი საქართველოს სადარაჯოზე იდგა, თუ ყველაფერი კარგად იყო და თუ არაფერი გვემუქრებოდა, მაშინ რატომღა ვაწვალეთ ნახევარი ევროპის პრეზიდენტები (განსაკუთრებით, ერთ-ერთი, მგონი, ესტონეთის პრეზიდენტი იყო, ზუსტად არ მახსოვს, მოხუცი კაცი), რატომღა ვარბენინეთ რუსთაველზე და რატომღა ვამღერეთ ხელიხელჩაკიდებულები «თავისუფლება ლომთა ხვედრია»?

მესამეც - თუ ასეთი მაგრები არიან სომხები, რომ ერთი სპეცრაზმით რუსეთის ჯარის სატანკო კორპუსი უკან გააბრუნონ, ხომ არ ჯობია, საერთოდ აღარ გავიწვიოთ ჯარში ქართველები და პირდაპირ სომხები დავიქირაოთ მებრძოლებად?! 

«რუსეთს ფეხზე ეკიდა სომხეთის ინტერესები. მათი ძალები სწორედ იმ სატრანზიტო გზებს, ხიდებსა და რკინიგზებს ურტყამდა, რომლებიც სომხეთში მიდიოდა, - განაცხადა სააკაშვილმა, - მე დამირეკა რობერტ ქოჩარიანმა და შემატყობინა, რომ რუსებმა ლარსი ჩაკეტეს, ოღონდ მხოლოდ ქართველებისთვისო. ჩვენ სიამოვნებით გაგვატარებენო. მე ვუთხარი, რომ ქართული პოლიცია ნახევარ საათში ასობით ქართულ სატვირთო მანქანას გასწევდა გვერდზე. ასეც მოხდა, მაგრამ სომხეთის მაშინდელმა კოლეგამ ორი დღის შემდეგ დამირეკა და მითხრა, რუსები გზას არ ხსნიანო. ეს აშკარა პროვოკაცია იყო». 

გამოდის, რომ გასული წლის აგვისტოში რუსეთს საქართველოსთან კი არა, სომხეთთან ჰქონდა ომი!

მოკლედ, ამ უთავბოლო სიტუაციას ამოხსნის ორი შესაძლო გზა აქვს, ორი ვარიანტი: ან რუსეთს სომხეთის დაბომბვა უნდოდა და შეეშალა, ან კიდევ, მეორე და უფრო სავარაუდო - სააკაშვილი რეალურად სომხეთის პრეზიდენტია!

ალბათ, ამიტომაცაა, რომ ასე იოლად თმობს საქართველოს ტერიტორიებს და ამიტომაც იკლავს თავს სომხეთიდან ახალქალაქის გავლით ყარსში რკინიგზის გასაყვანად და, ერთ-ორ ოპოზიციონერს თუ დავუჯერებთ, მზადაა, ჯავახეთიც სარქისიანს უფეშქაშოს.

ჰოდა, თუ ასეა, მინდა, მივმართო ჩვენს ისტორიულ მეზობელ სომხებს:

- «რუბიკჯან! ია ტებე ადინ უმნი ვეშჩ სკაჟუ, ტი ტოლკო ნე აბეჟაისია»! ხო მაინც თქვენია ეგ ჯიგარი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც «ნა ზაპადე» დემოკრატიის «მაიაკს» ეძახიან? ჰოდა, ადექით და წაიყვანეთ, რაღა! მაინცდამაინც ჩვენ უნდა ვუქნათ ვავა? წაიყვანეთ და თქვენსას ანათოს მაგ «მაიაკმა»! თანაც, თქვენ ხო ზღვა არ გაქვთ და «მაიაკი» მაინც გექნებათ, რა! 

ჩვენც დავისვენებთ და თქვენც განათდებით დემოკრატიის «მაიაჩნი» შუქით!

ასე არ ჯობია?

ლექსო ლეკიაშვილი

კომენტარები (15 კომენტარი):

elguja minadze 18 07, 2009 04:42
avatar
dzalian magari iko!

mec mikvars aseti statiebis wera.
inga 18 07, 2009 07:03
avatar
kargia
18 07, 2009 09:22
avatar
ასე არ სჰეილება .... სომხები ისევ რო სომხობენ ქართული პოლიტიკის ბრალია
საქართვალოში ქართველიზაცია არცერთმა ეთნოსმა არ გაიარა ამაში მხოლოდ საქართველოა დამნაშავე...
ვანო 20 08, 2009 11:29
avatar
"ქართველიზაცია"? და რა მოუსტანს საქართველოს ეს პროცესი? ის მართლაც რომ ასობით ათასი სომხების ასიმილაცია რა მოუტანა ქვეყანას (მიშას და ბევრი სხვა ადამიანების მაგალითი არ იყოს)? სად დაგრჩათ "მრავალფეროვნების" და მითომდა "უდიდესი ტოლერანტობის" იდეალები?
ანტიისაკიჩი 21 08, 2009 05:04
avatar
პასუხად ვანოს, იგივე ოვანესას – "ეროვნული მრავალფეროვენაბა" ეს არის დიდი უტოპია და სიბეცე, ავთვისებიანი მეტასტაზი ერის ცნობიერებაში. რაც შეეხება "ტოლერანტობას", ესეც არის უდეიდესი შენელებული მოქმედების ნაღმი, ტროას ცხენი, მეხუთე კოლონა რომელიც "ვანოს" სახელსა თუ ნიღაბს ამოფარებულმა ოვანესებმა მიკირტუმებმა და სხვა ჯურის ხაჩიკებმა შემოგაპარეს და დაგვაჯერეს... ასე რომ ჩემო ვანო–ოვანეს, რომც გეწყინოს მაინც უნდა გითხრა რომ დიდი ტოლერანტობის მიუხედავად, საქართველო სომხეთის სარღვარს ერტი სანტიმეტრიტაც კი თუ გამოსცდა, რაც გინდა "კარენნოი თბილისელი" იყოს, კარგი ოვანესა და კარგი ხაჩიკა მხოლოდ და მხოლოდ კადავრი ხაჩიკა და კადავრი ოვანესააა! იცი კადავრი რას ნიშნავს? თუ იცი მაშინ იმასაც მიხვდები "ქართველიზაციამ" რაც უნდა მოგვიტანოს... ახლა გაიგე ჩემო ინტერნაციონალისტო "ახპერო"?
jaba 21 08, 2009 08:35
avatar
esec pasuxad "antixaxikas"

midit, midit antixachikebo, xochax! aseti siZulvili vnaxot ras mogvitans! osebic da afxazebic xom iyvnen troias cxenebi, koloniebi, naxmebi...da saertod kremlis agentebic! movaSoreT! axla xaCikebisa da mamedebis droa! mere iqneb acharlebis...male turq-mesxebic camovlen...movaSorebT, mere visze gadavalt tu icit? xvela mteria chvens irvgliv, chvensgarda, xvela ucxoa...xvela kadavrad gvinaxavs...raRa vlaparakobT tyuilad demokratiaze, roca faSizmze vocnebobT?!
ანტიხაჩიკი 22 08, 2009 03:09
avatar
”ჯაბას” – ახპერო ოვანეს ან ხაჩიკ, დარწმუნებული ვარ, ორ ა ს გადაბმით ვერ ამბობ – ეს ”ხაჩიკების” ლინგვისტური ანუ ენობრივი თავისებურებაა. მაგრამ მართლწერას ვინ გიშლის?! რაღა ლათინური, ქართული შრიფტით ააწყვე შე დალოცვილო ეს ორსტიქონიანი ”ინტერნაციონალური მესიჯი”. ლათინურ შრიფტსაც არაფერს ვერჩი, მაგარამ, შენ რომ მართლა ჯაბა იყო, და არა ხაჩიკა მაშინ "ყველას" შესატყვისად "xvelas" არ დაწერდი და გეცოდინებოდა, რომ მადლიან და ბარაქიან ქართულ ასო ”ყ”-ს ლათინური ”რასკლადით” შეესაბამება "Y", ან უარეს შემთხვევაში "K", ასე რომ შენი თამადობით (უფრო გასაგები რომ იყოს ”პასუხის პასუხის” ამ ნაწილს მეც ლათინური შრიფტით ავაწყობ) "yvela XaChikas gasagonad vwer _ saqarTvelo ideaSi qarTvelebis qveyanaa da Cveni yvelaze didi problema is aris rom mezobeli xaChikebivit anu sasomxeTivit monoeTnukuri saxelmwifo ara vart"... ახპერჯან ჯაბა, ის რომ საქართველო იდეაში ქართველების ქვეყანაა, წესით შენი სახელის მქონე ადამიანისათვის საწყენი არ უნდა იყოს... ხოლო თუ ”ვსიო რავნო ზა ჰაიასტან აბიდნო”, მაშინ გირჩევ, ცივი მინერალური წყალი დალიო, ვთქვათ ”ბორჯომი”,”ნაზრანი” ან ”ჯერმუკი”, რომელიც უფრო ”გემშობლიურება”...
ანტიხაჩიკი 27 08, 2009 05:30
avatar
სიმართლე კველაზე დიდი ძალა და იარაღია. ამის დასტურად "ახპერჯან ჯაბას" დუმილიც იკმარებს... რა იკო "ცავატტანემ", გულზე მოგხვდა?
nino 31 08, 2009 08:53
avatar
martla magari iyo.baraqala avtors,mara rad ginda,tavshi sacemad gvaq saqme qartvelebs.
სოფო 03 09, 2009 05:32
avatar
ქართველებო ჩვენ სხვა ერების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს,მანამ სანამ ისინი ჩვენს ეროვნულობას არ შეეხებიან,ხო ასეა?არც შევიწროვება და ჩვენი მიწების წაგლეჯაა ჩვენთვის უცხო,მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს რა.ჩვენ ქართველები გამოგვრეკეს საქართველოდან.ხოლო სომხურმა და ოსურ აფხაზურმა ჯგუფებმა დაიკავეს ჩვენი ქვეყანა.ველაფერს საზღვარი აქვს რა...მაგათმა ლამის მთელი ლოს ანჯელესი წალეკეს სხვა კონტინენტზე და ჩვენ უბედურ ქვეყანას რას უზამენ.ხოდა ის დროა ქართველებმა სომხურის სწავლა დავიწყოთ?არც იოცნებოს არავინ.ეხლა ვიცი გვეტყვიან მერე რას გარბოდითო?ეს ყველაფერი დროაბითია.მოვა დრო ეს ემიგრაცია დაბრუნდება.არც ერთ სომეხს და არც ჩვენ ხელისუფლებას მაგის ოცნებაც კი არ ქონდეს რომ მალე ეგენი დასახლდებიან საქართველოში.ჩვენ დავბრუნდებით.....
pavle. 04 09, 2009 11:34
avatar
erti ram mainteresebs mxolod,ahh ratom maincdamainc sakartveloze amosdis mze da mtvare da ara vtkvat somxetze, romeltac amerikahi egeti zlieri diaspora kavs ? davpikrdet ikneb kartvelebo, cventvis ahh da rusetic vais gavekare da vuis hevekarea, am mtavrobasac da cinasac cota meti cindaxeduloba rom gamoecinat, afxazetic da samacabloc axla am mdgomareobahi ar ikneboda, tviton kartvelebic zalian emociuri xalxi vart, uceb gvikvars mopikreba da mokmedebahi mokvana, meti sibrzne gvmartebs tviton ers, mahin veravin verapers ver dagvaklebs, aszer ki ataszer gavzomot da ertxel gavcrat meti mogebuli davrcebit, tu vinmes gonia rom saakahvilma omi tavisi nebit daicko zalian cdeba, rac utxres misma momkvanebma is gaaketa, sxvagvarad arc heezlo, aseve heasrula rusbis brzaneba eduardmac apxazettan, da ase movedit akamde, cvenda saubedurod, gmerto ixsen sakartvelo, amin.
tutka 18 09, 2009 12:43
avatar
leqsojan! magari xar! gadatargmne es statia somxurad da dade saitze!
ვახო 06 10, 2009 11:47
avatar
სტატიაც კარგი იყო და ანტიხაჩიკამ კი ნამდვილად გული მომფხანა... გენაცვალეეეეე !!!!
mango 18 11, 2009 05:02
avatar
davamtavre bonhsi-germanyli magal doneze ynda icode,3celi vimyshave norvegiahsi -saxemcipom gadamixada tanxebi -norvegiyli rom mescavla,gadavedinidelandebshi-kerzo kompaniam gadamixada tanxebi ena,rom mescavla,inglisyri vizodimagram?kartvelebs ra gvhirs?
AFXAZI 18 12, 2009 01:26
avatar
QARTVELIS UBEDUREBA ESHMAKIS MIMDEVARI QARTVELIA DA ROCA MAS DAVAMARCXEBT SXVEBI TVITON DAJDEBIAN TAVIS SKAMEBZE...

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first ივლისი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
3.67
    Rating@Mail.ru