საქართველო და მსოფლიო
საქართველო და მსოფლიო ყოველკვირეული გაზეთი ონლაინ ვერსია

საქართველოში თამბაქო ძვირდება

მერაბიშვილს პატივი სცეს და ბორკილები არ დაადეს

ფოტოები ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესიდან

ლაშა ბაქრაძე სასულიერო პირების ბიოგრაფიების გამოქვეყნების მომხრეა

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი სასამართლოს შენობაში შეძახილებით შეაცილეს

facebook გვერდი სახელწოდებით - „თავისუფლება ზურაბ ჭიაბერაშვილს“

„თუ საქართველო ნაცურ-რესპუბლიკური იდეოლოგიით გააგრძელებს „განვითარებას“, მას ნამდვილად ეს სახელი – სირია შეეფერება“

შაშკინი: „გამორიცხული არაა გიგი უგულავაც დაიჭირონ“

ჩხოროწყუში 12 წლის გოგონა გააუპატიურეს

„რამოდენიმე ტონა „ცინკი“ რა გახდა, რომ ქართლის დედას მოცულობა გავუზარდოთ და ნანა კაკაბაძედ გადავაკეთოთ“

ალექსანდრე ჭაჭია: აგვისტოს ომი იყო თავდაჯერებული და დაუსჯელობით გათავხედებული არამზადების სისხლიანი ავანტიურა!

როგორ მოქმედებდნენ საქართველოს ხელისუფალნი 2008 წლის აგვისტოს ოპერაციის დაწყებამდე _ ამაზე «Кавказская пол­итика»-ში საუბრობს ალექსანდრე ჭაჭია.

«არავითარი ხუთი დღე. ომი 8 აგვისტოს უკვე დამთავრებული იყო»

ომი 8 აგვისტოს 5 საათზე უკვე დასრულებული იყო.

მას შემდეგ, რაც ახალმა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის დეტალების, გამომწვევი მიზეზებისა და დამნაშავის ძებნა დაიწყო, ყველა საინფორმაციო საშუალება ახალ-ახალი ფაქტების ძიებით დაინტერესდა. ყველა ფაქტი, რომელიც ქვეყნდება, შემზარავია და ვფიქრობ, ნეტავ, ამაზე მეტი რაღა უნდა გავიგო და მოვისმინო-თქო, მაგრამ ყოველთვის, როდესაც 2008 წლის ომის თვითმხილველს ხვდები, ისეთ რამეს იგებ, რომ არ გინდა მოისმინო, არ გინდა ქართველი იყო.

ისმენ იმ საშინელებებს, რომლებიც ცხრა წლის მანძილზე «ნაციონალებმა» აკეთეს, და მერე ისმენ იმას, თუ როგორ არიგებენ ჭკუას ახალ ხელისუფლებას და რჩევებს აძლევენ, უკვირთ, რატომ სცემენ ქუჩებში, რესტორნებში, თავშეყრის ადგილებში... ვდავობთ იმ თემაზე, უნდა გასამართლდეს თუ არა «ნაცმოძრაობის» ცხრაწლიანი რეჟიმი.

«საქართველო და მსოფლიო» ერედვის მკვიდრს, პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, აგვისტოს ომის ყველა უმსგავსობის მომსწრესა და მნახველს, ბატონ აკაკი ცოტნიაშვილს ესაუბრა. ვინც მას  მოუსმენს, შეუძლებელია, არ დასვას კითხვა _ უნდა გასამართლდეს თუ არა რეჟიმი?

ინჟინერ ივანიშვილის მარგველოიდი

ინჟინერი ივანიშვილი აკი დაგვპირდა, გასაოცარ დემოკრატიას შევქმნიო და მართლაც, ყოველდღიურად გვაოცებს. ირაკლი ალასანიას მიჩექმვისა და ჩამოლაბორანტების შემდეგ ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი გახდა, რომლისთვისაც ეს ამბავი ისეთივე მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც დანარჩენი საქართველოსთვის.

ზვიგენები, «ლა ტრუფე» და ნაციონალური ვნებების კვირა

«მე და სანდრა ეგვიპტეში ვიყავით. ზღვაში ვცურავთ და დავინახე, ქვემოთ ორი ზვიგენი ზის და გვიყურებს. გავგიჟდი, რა არის ეს-მეთქი? მითხრეს, _ ნუ გეშინია, ორი წელია, ეგ ზვიგენები მანდ არიან, არ შეგჭამენო. რუსეთიც ასეა: როცა მოუნდება, მაშინ შეგჭამს», _ ამ ისტორიის წყალობით, გასულ კვირას საზოგადოებისგან მივიწყებულმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე საათით მოახერხა საყოველთაო ყურადღების მიპყრობა; აუდიტორიას ძალიან მოეწონა რელაქსირებული, მჯდომარე ზვიგენები, რომლებიც უცნაურად მოაგონებდნენ ალიგატორს საბჭოთა ანდერგრაუნდის ძველი სიმღერიდან, რომელსაც ჰიპებმა მარიხუანა მოაწევინეს. ამ ზვიგენებმა დაჩრდილეს ყოველივე დანარჩენი, რაც ამ განცხადებაში იყო, არადა, მასში, როგორც პატარა სარკეში, კიდევ ერთხელ აირეკლა მიხეილ სააკაშვილი ყველა თავის პრობლემასთან ერთად.

"ნატოში სწრაფვა და ერთდროულად რუსეთთან დარეგულირება– არ გამოვა"

2013 წლის 29 აპრილს მხოლოდ საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა გააკეთა პროგნოზი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სწორედ სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძეს გადააყენებდა. პროგნოზი 2 მაისს გამართლდა.

ვაჟა აზარაშვილი: დღეს როგორ უნდა ვიარსებოთ კომპოზიტორებმა?

იშვიათი გულწრფელობა, ნატიფი გამომსახველობა, თვითგამოხატვის  თავისუფლება ის თვისებებია, რომლებიც კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებით ინდივიდუალობას განსაზღვრავს. კომპოზიტორი მრავალმხრივად წარმოადგენს თავის შემოქმედებაში სახეთა ლირიკულ სფეროს: იუმორისტული, პასტორალური, განყენებული, გროტესკულ-პაროდიული სახითაც. იგი  ინარჩუნებს კავშირს წერის ტრადიციულ მანერასთან და ასევე ფლობს თანამედროვე გამომსახველი საშუალებების რთულ არსენალს... ქართველები უცნაური ერი ვართ. უდიდეს შემოქმედთა უმეტესობას სათანადოდ არ ვაფასებთ იმ დრომდე, სანამ საქმეში სიკვდილი არ ჩაერევა. ჩვენ მხოლოდ მაშინ გვახსენდება ვიღაც, რომ კარგ ლექსებს, კარგ ნაწარმოებს  ქმნიდა, როდესაც მის შესახებ არსებული ყველა ზმნა წარსულ დროში გადადის, ხოლო, როცა ის გვერდით გვყავს, იმის მაგივრად, რომ მივცეთ საშუალება, ხელი შევუწყოთ, რაც შეიძლება მეტი გენიალური ნაშრომი დაგვიტოვოს, ვცდილობთ, «სხვით» ჩავანაცვლოთ იგი.

«ორ საცერში გაცრილი წვიმა»

მოქრის მატარებელი

გულის გამხარებელი

მა-ტა-რე-ბელიიი...

ალკოჰოლური სასმელი _ ბიზნესი თუ მასობრივი განადგურების იარაღი?

ამბიციური მიზნების მისაღწევად და სასურველი მიწების ხელში ჩასაგდებად სრულიად არაა აუცილებელი შეიარაღებული ძალების გამოყენება. საამისოდ არსებობს უფრო ქმედითი და დახვეწილი ხერხი _ ალკოჰოლი.

ძველ დროში რუსებისა და დანარჩენი სლავური ტომებისთვის არაყი და სხვა მაგარი სასმელები არც იყო ცნობილი _ ისინი თაფლს სვამდნენ ან ლუდს, თუმცა ოფლითა და შრომით მოყვანილ ქერს ლუდის მოსახარშად მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის იყენებდნენ. რუსეთში დასალევად მხოლოდ  სამი მიზეზი არსებობდა: ბავშვის დაბადება, მტერზე გამარჯვება და ქელეხი. 

პროკურატურის ძველი თანამშრომლები საქმეში ჩაუხედავ ხალხს აბრიყვებენ

პროფესორმა ანზორ გაბიანმა წერილით მიმართა კოალიცია «ქართული ოცნების» ლიდერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. გთავაზობთ ამ წერილის შემოკლებულ ვარიანტს.

მოგახსენებთ, რომ ვარ საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, კავკასიაში პირველი და ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი სოციოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ორასამდე სამეცნიერო და მეცნიერულ-პუბლიცისტური ნაშრომის, მათ შორის 16 მონოგრაფიის ავტორი, რომლებიც ისეთ აქტუალურ პრობლემებს ეძღვნება, როგორიცაა ნარკომანია და ნარკოტიზმი (4 მონოგრაფია), ლოთობა და ალკოჰოლიზმი, დამნაშავეობის გეოგრაფია, დამნაშავეობა ქალაქსა და სოფელში, პროსტიტუცია და სხვ.

ბელას გაელვება, ანუ ახსოვს რუსეთის ინტელიგენციას საქართველო?

რუსულმა ლიტერატურულ-მხატვრულმა ჟურნალმა «Октябрь», რომელიც 1924 წლის მაისიდან გამოდის, წლევანდელ თებერვლის ნომერში გამოაქვეყნა ცნობილი რუსი ფერმწერის _ ბორის მესერერის წიგნის «ბელას გაელვება» (Промельк Беллы) (მესერერი ბრწყინვალე ბელა ახმადულინას ქმარი იყო) რამდენიმე თავი, საერთო სათაურით «სიზმრები საქართველოზე».

მსუბუქი მრეწველობის მძიმე პრობლემები

ბატონი გიორგი გამცემლიძე, რომლის წერილსაც დღეს გთავაზობთ, 1972 წლიდან 1985 წლამდე საქართველოს მსუბუქი მრეწველობის მინისტრი გახლდათ. აღიარებულია, რომ იგი ამ დარგის სუპერპროფესიონალია და უნიკალურ გამოცდილებას ფლობს. მისი ეს თვისებები კი საქართველოს დაკნინებული ეკონომიკის აღდგენა-აღორძინებისთვის ჰაერივით საჭირო და აუცილებელია. თუ დღევანდელი მთავრობა ყურს მიუგდებს მის რჩევას, არაფერს წააგებს. პირიქით!

გაზაფხულის 17 გეილვება

აკი ვამბობდი წინა წერილში, როცა ნაძალადევის შუალედური არჩევნების შედეგით გაწბილებული ვწერდი, ჯერ სადა ვართ-მეთქი და აჰა _ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეებში არასამთავრობო ორგანიზაცია  «იდენტობამ» 17 მაისისთვის  სექსუალურ უმცირესობათა, ანუ, როგორც ჩვენში მარტივად ვშიფრავთ ლგბტ- ჩახლართულ აბრევიატურას, პედერასტების აღლუმი დაგვიანონსა!

მომავალი პრეზიდენტი _ მეფე თუ პაიკი?

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია «ქართული ოცნების» სახელით მონაწილეობას საქართველოს განათლების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი მიიღებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოსთან მოთათბირების, მოგვიანებით კი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ, 11 მაისს გამოაცხადა. პრემიერის მოსაზრება გაიზიარა მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ და, შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილის გარდა, სხვა კანდიდატურის განხილვა დღის წესრიგში არც კი დამდგარა.

მიართვით «ოცნებას» ნიორი!

ნივრის სასწაულმოქმედ თვისებებს ჩვენი ხალხი ოდითგანვე იცნობდა. გარდა იმისა, რომ ნიორი უამრავ დაავადებას კურნავს, იგი ანტისეპტიკიცაა, მას მცენარეთა მავნებლებისგან დასაცავად და, წარმოიდგინეთ, ადამიანის ორგანიზმში არსებული პარაზიტების გამოსადევნადაც იყენებდნენ. ნივრისგან დამზადებული «ჭიების» წამალი ძველთაგან იხმარებოდა საქართველოში.

ქართული ოცნება და ავღანური რეალობა

ზოგადი და მანტრასავით გაზეპირებული შეფასებები ქართველი სამხედროების ავღანეთში ყოფნაზე ასე გამოიყურება: «ისინი იქ საქართველოს იცავენ». ამას ამბობდა სააკაშვილი და მისი გუნდი, ამასვე იმეორებს ახალი ხელისუფლებაც. მთელ ამ ურაპატრიოტულ აბსურდში იშვიათად, მაგრამ მაინც გაისმის კრიტიკული ნოტები.

მიხეილ სააკაშვილის ჩვეულებრივი ფაშიზმი

სააკაშვილის რეჟიმს არაერთგზის უწოდეს ფაშისტური და, ალბათ, მიზანშეწონილია, დავადგინოთ, რამდენად მართებულია ამ ტერმინის გამოყენება. 2004 წლის ივნისში გამოქვეყნებული წერილის (Free Inquiry Magazine, Vol. 23, N. 2) ავტორმა, ლოურენს ბრიტმა, შეადარა «კლასიკური» ფაშისტური რეჟიმები რეჟიმებს, რომელთაც ის პროტოფაშისტურს უწოდებს (შემდეგი გაგებით: «პოლიტიკური მოძრაობა ან რეჟიმი, რომელიც ფაშიზმის იმიტაციას ახდენს ან მისკენ მიისწრაფვის») და არაერთი პრინციპული ხასიათის მსგავსება აღმოაჩინა. ბრიტმა შეისწავლა ნაცისტური გერმანიის, ფაშისტური იტალიის, ფრანკოს ესპანეთის, სალაზარის პორტუგალიის, პაპადოპულოსის საბერძნეთისშავი პოლკოვნიკების» პერიოდი), პინოჩეტის ჩილეს და სუხარტოს ინდონეზიის გამოცდილება და 14 პუნქტად ჩამოაყალიბა, თუ რა აკავშირებს მათ ერთმანეთთან. ამ პუნქტების გაცნობამ შეიძლება მიგვიყვანოს დასკვნამდე, რომ სააკაშვილის რეჟიმის მოხსენიება ფაშისტურად (ან, როგორც მინიმუმი, პროტოფაშისტურად) არცთუ უსაფუძვლოა.

ღია კარი, რომელშიც საქართველოს შესვლა აკრძალულია!

სასტუმრო «ქორთიართ მერიოტში» ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით მიმდინარე «როუზ-როს»-ის 83-ე სემინარზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ასე იხუმრა: «პრეზიდენტმა შევარდნაძემ დააკაკუნა ნატოს კარზე, 5 წლის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილს უთხრეს, რომ კარი ღიაა და ახლა მე და პრემიერ-მინისტრმა ვიკითხეთ, შეიძლება თუ არა უკანა კარში შემოსვლა. პასუხი მივიღეთ, რომ შეიძლება შესვლა, მაგრამ სიჩქარე არ იქნება სწორი და მუდმივად წინ უნდა ვიაროთ. ეს სემინარიც ამის ნათელი მაგალითია».  ერთი სიტყვით, ახალი ხელისუფლება წინამორბედების გზას აგრძელებს და ახლა ერთი მორიგი სემინარი (რაგინდ პრესტიჟულადაც ითვლებოდეს), ნატოსკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად საღდება.

სააკაშვილს ნარინჯისფერ კომბინეზონს უკერავენ?

წინა ხელისუფლების ტერორისტებთან შესაძლო თანამშრომლობის თემა სულ უფრო აქტუალური ხდება და ადგილობრივ საინფორმაციო სივრცეში თანდათან ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს. 26 აპრილს «რუსთავი 2»-ის ეთერში მასზე ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, რამაც ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა, ვიდრე მისი კომენტარის ციტირებას მოვახდენთ, ალბათ, მიზანშეწონილი იქნება, რამდენიმე წინმსწრები განცხადება გავიხსენოთ, რომლებმაც ეს სკანდალური თემა საყოველთაო განხილვის საგნად აქცია.

კონტრდაზვერვის საიდუმლო მასალები

გასულ კვირას რუსულ მედიაში გაჩნდა ცნობები იმის თაობაზე, რომ ტერორისტი ტამერლან ცარნაევი, რომელიც, ამერიკელი სამართალდამცავების ვერსიით, მონაწილეობდა ბოსტონის ტერაქტის მოწყობაში, დაკავშირებულია საქართველოსთან. გაზეთმა «იზვესტიამ» გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 2012 წლის ზაფხულში საქართველოში რეგისტრირებული «კავკასიის ფონდი» ამერიკულ «ჯეიმსთაუნის» ფონდთან ერთად, ატარებდა ღონისძიებებსა და სემინარებს ახალგაზრდა კავკასიელებისთვის» და ზოგიერთ ამ თავყრილობას თითქოს ესწრებოდა ტამერლან ცარნაევი, რომელიც რუსეთში 2012 წლის იანვარ-ივლისში იმყოფებოდა. «იზვესტია» ინფორმაციის წყაროდ ასახელებდა საქართველოს შსს- კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დოკუმენტებს, რომლებიც თითქოსდა მის განკარგულებაში აღმოჩნდა, კერძოდ პუბლიკაციაში მოხსენიებული იყო ამ დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკის, გრიგოლ ჭანტურიას, ანგარიში.  

საცემი «ნაცები»

ოთხი წლის წინათ, როცა რუსთაველის პროსპექტი კარვების ქალაქად გადაიქცა და მერაბიშვილის პირბადიანი ზონდერები მშვიდობიან მანიფესტანტებს ფეხდაფეხ დასდევდნენ, «საქართველო და მსოფლიოში» წერილი გამოქვეყნდა სათაურით «ნაცების ნაცემები». მასში იმ ოთხთვიანი აქციების დროს მომხდარ სისხლიან დარბევებსა და კონკრეტულ ფაქტებზე, დაზარალებულ ადამიანებზე ვიუწყებოდით. წინამდებარე წერილის სათაურმა, ალბათ, ნაწილობრივ მიგახვედრათ, რომ დღეს ჩვენი საუბრის თემა რადიკალურად განსხვავებულია, ანუ, მაშინ თუ «ნაცების» ნაცემ მოქალაქეებზე ვწერდით, ახლა სწორედ იმ «ნაცებზე» გვინდა მოგახსენოთ, რომელთა ნაწილმაც ქართველი ხალხისგან უკვე მიიღო საპასუხო «პოუშამი», ნაწილი კი, დიდი ალბათობით, მომავალში მიიღებს.

ანონსი

გაზეთი "საქართველო და მსოფლიო"

შემომსვლელები
დღეს 43644
გუშინ 329515
სულ 2218378
ამჟამად საიტზეა: 27 მომხმარებელი
23 მაისი 2013

ახალი კომენტარები

Facebook

msofliotv.ge
Copyright © 2012 Geworld.ge All Rights Reserved.