საქართველო და მსოფლიო
საქართველო და მსოფლიო ყოველკვირეული გაზეთი ონლაინ ვერსია

17 მაისის მოვლენებზე საპარლამენტო კომიტეტმა დასკვნის პროექტი მოამზადა

ალექსანდრ ლუკაშევიჩი - რუსეთი მზად არის, საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლის საკითხები განიხილოს

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა ცუდი არ არის

თეა წულუკიანი სომხეთის მაგალითით დაინტერესდა

სახალხო დამცველი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებზე სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს

ლევან ალაფიშვილი - თუ სააკაშვილი ვადამდე გადადგა, კონსტიტუციის საშემოდგომო მოდელი არასოდეს ამოქმედდება

დავით უსუფაშვილი - ჩვენ რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ, რადგან ხალხის მოლოდინი მაღალია

"რესპუბლიკელები" უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე საკუთრების უფლების შეზღუდვას ეწინააღმდეგებიან

შსს-ს მიერ აღმოჩენილი "საიდუმლო ხელნაწერი" 1987 წ. მოსწავლე მეგის ქარდავას განრიგია

რაც სააკაშვილმა ვერ გაბედა, იმას ბედავს ივანიშვილი... ეს იმაზე უარესი გამოდგა

დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი ნატოსთან დაკავშირებით

ზოგიერთი ჩვენი «გამოცდილი» პოლიტიკოსის აზრით, საქართველოს ყოფნა-არყოფნა თურმე ჩვენი ჯარის ავღანეთში ყოფნაზეა დამოკიდებული და რომ ამით უფრო ვუახლოვდებით ევროატლანტიკურ სტრუქტურას. «მსოფლიო რუკაზე უნდა დავიმკვიდროთ თავიო», _ ბრძანა მიხეილ სააკაშვილმა. მაპატიეთ, მაგრამ ზღაპრებია ეს ყველაფერი და, მგონი, კმარა უკვე _ ხალხს ნუ ვაყრით ნაცარს თვალში!

დალილა ხორავა: როგორც ექიმი და ფსიქოლოგი, ვამბობ, რომ სააკაშვილის ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია...

ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ბევრი პოლიტიკოსი და არაპოლიტიკოსი ფიქრობს მის გუნდში შეღწევასა და იქ დამკვიდრებაზე. ამ პროცესს ქართველი ხალხი გაგებითა და უხმაუროდ აკვირდება, მაგრამ დიდად განსხვავებულს წინა ხელისუფლებისგან ვერაფერს ხედავს. ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» აფხაზეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დალილა ხორავა ესაუბრა.

ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სრული სია

1. ლეიტენანტი მუხრან შუკვანი _ დაბადების თარიღი: 31.01.1984. მესამე ქვეითი ბრიგადის 31- ბატალიონის ასეულის მეთაური. დაიღუპა სნაიპერის ტყვიით 2010 წლის 5 სექტემბერს ჰელმანდის პროვინციაში.

თეთრი მონების სასაკლაო

«ჰელ»  _ ინგლისურად ჯოჯოხეთს ნიშნავს. ასე რომ, ტყუილად არ უწოდებენ მავანნი ქართული სამხედროების დისლოკაციის ადგილს ჰელმანდის პროვინციას ჯოჯოხეთს. «თეთრი მონა» კი არაბულად მამლუქია და მრავალტანჯული ქართველი ერის ისტორიაში ჯოჯოხეთის დარი ფენომენია, რადგან XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან, ვიდრე მთელი XVIII საუკუნე . . ლეკიანობამ  ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ ჩვენი «ისტორიული მეგობრის» სტამბულის მონათა ბაზარი დარჩეული გურჯი გოგო-ბიჭების დეფიციტს არ განიცდიდა _ პირველნი ოსმალეთის იმპერიის სრა-სასახლეთა ჰარამხანებში აკეთილშობილებდნენ სელჯუკიანთა მოდგმას, ხოლო მამაცი გურჯი ვაჟები «ბრწყინვალე პორტას» სამხედრო პოტენციალს აძლიერებდნენ!

საგარეო საქმეთა მინისტრმა საშინაო ნაღმს დააბიჯა

«საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ცნობილმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ მკაცრად გააკრიტიკა საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მისი როყიოდ წამოსროლილი ფრაზის გამო: «სტალინი არანაკლებ დამნაშავეა, ვიდრე ჰიტლერი». «მან არამხოლოდ ისტორიის და ადამიანური მორალის საკითხებში სრული უმეცრება გამოავლინა, არამედ საკუთარ ხალხს, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ყველაზე დამსახურებულ თაობას, დიდი სამამულო ომის ვეტერანებს შეურაცხყოფა მიაყენა,» _ განაცხადა ალექსანდრე ჭაჭიამ. ამ თემასთან დაკავშირებით რედაქციამ მიიღო პუბლიცისტ ომარ გოცაძის გამოხმაურება, რომელსაც აქვე ვაქვეყნებთ.

კობა არაბული: ქართველი მწერლების მთელი ქონება სამმა კაცმა გაყიდა და გაინაწილა

საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემია, დიდი ხანი არ არის, რაც დაარსდა. აკადემიის თავკაცად მწერლებმა თამაზ წივწივაძე აირჩიეს. მწერალთა ახალ გაერთიანებას მეტად სოლიდური მიზნები აქვს. უმთავრესი, ალბათ, ის არის, რომ ქართველი მწერლისთვის დაკარგული ფუნქციისა და დაკნინებული სახელის აღდგენისთვის გარჯას აპირებენ. თუ ჩვენში მწერალს ავტორიტეტი დაუბრუნდა, მერე იმ დიდი გეგმების განხორციელებაც გახდება შესაძლებელი, რომელთაც აკადემიის მესვეურნი შესჭიდებიან. ამ ბოლო დროს შემოქმედებითი გაერთიანებები ბევრი გვინახავს, მაგრამ მათ მიერ გაკეთებული საქმე _ ნაკლებად. ღმერთმა ქნას, მწერალთა ეროვნული აკადემია გამონაკლისი აღმოჩნდეს და ქართველმა მწერლებმა დაიბრუნონ ერის წინამძღოლის ის მისია, რომელიც ოდითგან ჰქონდათ. «საქართველო და მსოფლიოს» სტუმარია მწერალთა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოეტი კობა არაბული.

ირინა სარიშვილი: რესპუბლიკური პარტია ივანიშვილის ერთადერთი გარემოცვაა

საქართველოში ბოლო დროს მომხდარ ამბებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური პარტია «იმედის» თავმჯდომარის ძალიან საინტერესო ფრაზა გამოჩნდა. იგი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომლებიც 17 მაისის გეიაღლუმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და იმაზე, თუ რას გულისხმობდა, როდესაც ინტერნეტში დაწერა «ნატოს გარეშე დარჩენილი გადაკუზული საქართველო «, «საქართველო და მსოფლიოს» ირინა სარიშვილი ესაუბრება.

მამუკა არეშიძე: რატომ არიან ქართველები მაინცდამაინც ჰელმანდის პროვინციაში, რომელიც ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება?

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეორგოლებს, რომლებშიც თალიბანი საქართველოს ჯიჰადით ემუქრება, ავღანეთში 7 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა მოჰყვა. რა კავშირია მათ შორის და ახლო მომავალში ემუქრება თუ არა საფრთხე ჩვენს ქვეყანას _ ამ საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» «სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის» ხელმძღვანელი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე  ესაუბრება.

ვალერი ჩხეიძე: 6 ივნისის ტერაქტი, სამწუხაროდ, უკანასკნელი არ იქნება

ჩვენი გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუშიყველამ თავის გაპედერასტებულ ქვეყანას მიხედოს») გენერალ-ლეიტენანტმა ვალერი ჩხეიძემ ჰელმანდის პროვინციიდან მიხეილ სააკაშვილის 26 მაისის ტელეგაკეკლუცება შეაფასა, როგორც «საკუთარ თავზე შეყვარებული «ბოლვანის» პოზა», როცა ქვეყნის მთავარსარდალმა ელექტრონული მედიით ისეთი ინფორმაცია გაავრცელა, რომლითაც აუცილებლად ისარგებლებდნენ ავღანელი მოჯაჰედები. ისარგებლეს! შედეგად 6 ივნისს დაიღუპა 7 ქართველი მებრძოლი, 9 დაიჭრა.

ვახტანგ მაისაია: ლაფანყურის ოპერაციის დეტალებს თუ ობიექტურად გამოიძიებენ, თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეორგოლის რეალური წარმომავლობაც გაირკვევა...

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ყოფილი პოლიტპატიმარი და ექსპერტი სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებში, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ მაისაია.

_ ბატონო ვახტანგ, წლების მანძილზე სახელისუფლო არხებიდან გვესმოდა პროპაგანდა, რომ «აისაფის» მისიაში მყოფი ქართული შენაერთების მიმართ ავღანეთის მოსახლეობას განსაკუთრებით თბილი და მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. მართლაც, მთელი ამ ხნის მანძილზე არ ყოფილა თავდასხმის არც ერთი ფაქტი ჩვენს ბაზაზე. ბოლო ერთი თვეა, ვითარება რადიკალურად შეიცვალა _ სამი კვირის განმავლობაში უკვე მეორე ტერაქტი განხორციელდა და ჯამში ათი ქართველი სამხედრო დაიღუპა. როგორ ფიქრობთ, რით შეიძლება იყოს ეს ყველაფერი განპირობებული?

რისთვის იბრძვის ქართული ჯარი ავღანეთში?

«ტერორიზმთან ბრძოლა ურთულესი და, ამავე დროს, მეტად საპატიო მისიაა, რომელსაც, საერთაშორისო სამშვიდობო ძალებთან ერთად, გმირი ქართველი სამხედროები ღირსეულად ასრულებენ. ჩვენი ჯარისკაცები საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე, საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს იცავენ. ეს ბიჭები ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობის, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან. მიუხედავად ამ თავზარდამცემი ტრაგედიისა, ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს, უკან ვერავინ დაგვახევინებს», _ განაცხადა ბიძინა  ივანიშვილმა მიმართვაში, რომელიც ავღანეთში 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემდეგ გავრცელდა. ამ განცხადებისა და ხელისუფლების სხვა წამომადგენელთა კომენტარების შინაარსი და ზოგადი სულისკვეთება ცალსახად მიუთითებდა იმაზე, რომ ავღანეთიდან ქართული კონტინგენტის გამოყვანა ან რამდენადმე შესამჩნევი შემცირება ახლო მომავალში არ იგეგმება. რა მოტივები დგას ამ გადაწყვეტილების უკან და რა საფრთხეებს უკავშრიდება ის საქართველოსთვის?

ალექსანდრე ჭაჭია: ქართული მიწა ეკუთვნის ქართველ ერს, ხოლო ერი მხოლოდ დღევანდელი თაობა როდია

 «საქართველო და მსოფლიო» აგრძელებს ინტერვიუს ალექსანდრე ჭაჭიასთან და გთავაზობთ მასთან საუბრის მეორე ნაწილს.

ვაჟა ოთარაშვილის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

ბატონო ბიძინა,

უფლის მადლით, ქართული კულტურა ისეთივე გამორჩეული და სრულყოფილია, როგორც ქართული ენა, რომელიც ივერიელთა ერის სულიერი ხერხემალია. ოცდაერთ საუკუნეზე მეტია, რაც ქართული ენა ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და სახელმწიფოებრივი მთლიანობის უმნიშვნელოვანეს კულტურულ ფაქტორს და ქართული ცივილიზაციის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. «ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების,» _ ამბობდა გიორგი მერჩულე და ჩვენი სამშობლოს სახელმწიფო სივრცეს ქართული ენის გავრცელების არეალით საზღვრავდა. ენა მაშინაც აერთიანებდა ივერთა ერს, როცა ქართული სახელმწიფო დაქუცმაცებული თუ დაპყრობილი იყო ათასი ჯურის მტრის მიერ. ლეონტი მროველი ფარნავაზ მეფის უმთავრეს დამსახურებად მიიჩნევს ქართველი ხალხის გაერთიანებას ქართული ენის მეშვეობით: «ამან (ფარნავაზმა _ . .) განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართულთა შინა თვინიერ ქართულისა

როგორ იცხოვრებს «ნაცმოძრაობა» ხერხემლის გარეშე?

ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება შეიძლება იქცეს სერიოზულ იმპულსად «ნაციონალური მოძრაობის» ტრანსფორმაციისთვის, რომელიც მთელ პოლიტიკურ სივრცეზე იმოქმედებს, ისევე, როგორც ერთი მატარებლის კატასტროფა გავლენას მთელ რკინიგზაზე ახდენს და სხვა შემადგენლობების გადაადგილებაში კორექტივები შეაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი მმართველი პარტიის გავლენა მკვეთრად შემცირებულია, ხოლო მის შიგნით მიმდინარე პროცესებს მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობა აქვს, ის მაინც სისტემის ნაწილს წარმოადგენს და ყველაფერი, რაც მას ახლო მომავალში მოუვა, ქართული პოლიტიკისთვის უკვალოდ არ ჩაივლის.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აუცილებელია ხელმძღვანელი კადრების შეცვლა

საქართველოში სოფლის მეურნეობის დაღმასვლა გასულ წელს არ დაწყებულა. ის ჯერ კიდევ 1990 წლიდან დაიწყო და გაძლიერდა 2000 წლის შემდეგ, როცა სამინისტროში მოვიდნენ სრულიად გამოუცდელი და არაპროფესიონალი კადრები და  მაღალი თანამდებობები  დაიკავეს.

აგრარული მეცნიერების დღევანდელი პრობლემები

აგრარული მეცნიერების ამჟამინდელმა მძიმე მდგომარეობამ გადაგვაწყვეტინა ამ სტატიის გამოქვეყნება, რათა ჩვენ, ყველამ ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ, გადავარჩინოთ ის, რაც ჯერ კიდევ შემორჩა ოდესღაც ძლიერი აგრარული პროფილის კვლევითი ინსტიტუტებიდან.

კიდევ კარგი, კოდუები არ მოვიდნენ _ ყველაფერს წაგვართმევდნენ

«საქართველო და მსოფლიოს» #17-ში გამოქვეყნდა 1972-1985 წლებში საქართველოს მსუბუქი მრეწველობის მინისტრ გიორგი გამცემლიძის წერილი, რომელშიც განხილული იყო ქვეყნის ეკონომიკის ამ მნიშვნელოვან დარგში არსებული პრობლემები და წარმოდგენილი იყო გარკვეული წინადადებები მათ დასაძლევად. დღეს ერთი საწარმოს მაგალითზე უფრო ვაკონკრეტებთ ამ საკითხებს და სასაუბროდ ვიწვევთ ბატონ ივანე მაჭავარიანს, რომელიც იმ დროს ერთ-ერთი მომგებიანი საწარმოს დირექტორი იყო, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საქართველოს მსუბუქი მრეწველობის დარგის განვითარებაში. ამ საწარმოში, სადაც თავის დროზე მეფის რუსეთის საინტენდანტო სამსახურის ორსართულიან შენობაში თავიანთი საკერავი მანქანებით _ «ზინგერებით» მივიდნენ კომუნისტი ქალები და შექმნეს მკერავთა შრომითი კოლექტივი, რომელიც წითელი არმიისთვის სამხედრო ტანსაცმლის კერვით იყო დაკავებული.

ბომბეიმდე გვირაბი _ არა, მაგრამ მარმარილოს ზღვის ქვეშ გაჭრილი გვირაბით მობრძანდით ევროპაში!

რკინიგზას ისეთი ბედი დაჰყვა, რომ ქვეყნის ბედტეხილის ჟამს ყურადღების ცენტრში ექცევა ყოველთვის. აბულაძის გენიალურ «ნატვრის ხეში» ციციკორეს და კოჭლი რევოლუციონერის შეფასებები გაიხსენეთ თუნდაც: ერთის მხრივ, მატარებელი, როგორც მიწა-ჰაერის მომწამლავი და ქვეყნის დაქცევის წინამორბედი, მეორე მხრივ, მატარებლის კახეთში შემოსვლა განათლებისკენ და ქვეყნის აყვავებისკენ გზის გაკვალვა. ჰო და არა! ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები. რკინიგზა _ ადამიანების ბედის გზაჯვარედინი რეზო გაბრიაძის შედევრებში. და ისევ რკინიგზა _ ბაქო-თბილისი-ყარსი, ისევ აზრთა დაპირისპირება. კატეგორიული.

ავთანდილ უნგიაძე: როგორც ჩანს, გარკვეულმა ძალებმა ჩათვალეს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გადამწყვეტი იერიშის დრო მოვიდა

«მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის» ხელმძღვანელი ავთანდილ უნგიაძე საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს და «საქართველო და მსოფლიოსთან» იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაემუქროს.

რას უპასუხებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ისლამ საიდაევის ბრალდებებს?

2012 წლის დეკემბერში რუსეთში სკანდალური წიგნი გამოვიდა _ «მოწმე მოიშორეთ», რომლის ავტორი ისლამ საიდაევი წლების განმავლობაში საქართველს აფარებდა თავს, 2009 წელს კი ჩეჩნეთს დაუბრუნდა. მოგვიანებით მის მაგალითს ხიზრი ალდამოვმაც მიბაძა და მანაც საქართველოს ხელისუფლების მამხილებელი განცხადებები გააკეთა რუსეთში.

ანონსი

გაზეთი "საქართველო და მსოფლიო"

შემომსვლელები
დღეს 420323
გუშინ 304060
სულ 4465159
ამჟამად საიტზეა: 22 მომხმარებელი
19 ივნისი 2013

ახალი კომენტარები

მიუხედავად იმისა რომ ეს კოდექსი არსებულზე პროგრესულია, მე პირადად როგორც საქართველოს მოქალაქე არ ვარ კმაყოფილი, რადგან არსებობს ცივილიზებული ქვეყნების უკვე ევოლუციურად მიღწეული შრომის კოდექსი, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა და არ დაგვეწყო ქვის ხანიდან, მითუმეტეს რომ საქართველოში აქამდე, ჭეშმარიტი ბიზნესი არ არსებობდა და ძირითადად არის უსამართლოდ მიტაცებული სახალხო ქონებით გამდიდრებული ე. წ. ,,საქმოსნები" (და არა ევოლუციურად ჩამოყალიბებული და განვითარებული ,,ბიზნესი") ... მითუმეტეს რომ სასამართლო ჯერ არ არსებობს და უსამართლოდ მოპყრობის შემთხვევაში სასამართლოს ხარჯებს ვერ დაფარავს ჩვეულებრივი მოქალაქე! ასევე ,,ბიზნეს" სტრუქტურა ყოველთვის უფრო ქმედითი და ძლიერია ვიდრე პიროვნება, რომელსაც ამის გამო უფრო მეტი დაცვა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ვიდრე ბიზნეს სრტუქტურას, რომელიც უნდა მოერგოს ადამიანის მოთხოვნილებებს და არა პირიქით - ეს არის ცივილიზაციური მიდგომა (მიღებული კი დრომოჭმული ე. წ. კაპიტალისტური აზროვნებაა (და არა ჰუმანისტური!!!) და საქართველოს მოუწევს გავლა იმ ეტაპების (ენერგიის და ძალების ხარჯვა) რაც უკვე გაიარეს ცივილიზებულმა საზოგადოებებმა!)
დაკვირვებული ვარ, სტალინს ყველაზე მეტად ისინი ლანძღავენ, ვინც კომუნისტების დროს ყველაზე მეტ ხეირს ნახულობდნენ. ასეა ფანჯიკიძის შემთხვევაშიც. რა უნიჭო მწერალი და ნიჭიერი "მოხეირეც" იყო მამამისი, ისეთივეა შვილიც. ეს ბოსტნის ქალი თვლის, რომ ახლა მისი დრო დადგა და ამისთვის სტალინს კი არა, საკუთარ მშობლებს გაყიდის. ხვალ პოლპოტა რომ გახდეს უძლიერესი კაცი, თვალის დაუხამხამებლად გაყიდის დღევანდელ მფარველებს და პოლპოტას საფლავთან მოიყრის მუხლს სალოცავად. ამავე დროს, საელჩოში თანამდებობაზე ნიშნავს მავანს, რომელზეც მთელ ესენგეში ძებნა იყო გამოცხადებული აფერისტობის და ბოროტმოქმედების გამო. იმ დროს ჩვენც ესენგეს წევრი ვიყავით და ამ ძებნის შესახებ ჩვენი გაზეთებიც წერდნენ. თუმცა ფანჯიკიძისთვის, როგორც ჩანს, ასეთი წარსული საამაყოა.ამ ბოსტნის ქალს კი მარტივ არითმეტიკულ მოქმედებას გავუმხელ: ნოლი რაზეც არ უნდა გაამრავლო, მაინც ნოლი დარჩება. აი, ასეთი ხალხი მიიყვანს კრახამდე ამ ახალ ხელისუფლებასაც. არჩევნები შორს არ არის. (გაყიდვით კი უკვე დაწყებული აქვთ მფარველის ღალატი და არც ამის გამოაშკარავებაა შორს.ამის შესახებ უკვე მთელი ქვეყანა ლაპარაკობს.)
'ყველაზე არასაკამათო თემაზე, როგორიც იყო გეიაღლუმი, პირველი, ვინც დარტყმის ქვეშ დადგა, იყო ეკლესია. ჩვენ, ვინც სოციალურ ქსელებში ვაქტიურობდით და ვწერდით, რომ, თუ დაგვჭირდა, ქვასაც ავიღებთ და ვისვრით, არავინ გვახსენებს, მხოლოდ მღვდლებზე მიიტანეს იერიში.'
.............
ქალბატონო ირინა თქვენ არ ხართ საქართველოს სამღვდელოებასთან მიმართებაში კომპეტენტური და მათი ანგელოზებად წარმოჩენით ისევე როგორც ამას აკეთებს მრვალი სხვა - ახალი ბჟეზინსკების წარმოჩენას ემსახურებით...

პ.ს. ძვირფასო რედაქტორებო თქვენს გვედზე 'ყველაზე კომენტირებული'თეოდორე გიგნაძის სტატიიდან რომელშიც ძირითად ჩემი კომენტარები იყო ყველა კომენტარები წაშლილია...??? რამდენად ჯდება ეს ჟურნალისტურ ეთიკაში - ნუთუ ასე გაშინებთ ანაფორიანი ჩინოვნიკების შენიშვნა??? თუ რამე არ მეწერა სწორი, პასუხი რატომ ვერ გამცეს სათანადოდ სიტყვის წაშლა ხომ კომუნისტურ მეთოდს ემსახურება, ვისაც არ უნდა ეთხოვა მათი წაშლა??? და თუ ეს თქვენს მიერ არ მომხდარა და რაღაც სხვა მიზეზის გამო მოხდა შემთხვევით, იმედია აღადგენთ ყველა კომენტარს.

Facebook

msofliotv.ge
Copyright © 2012 Geworld.ge All Rights Reserved.