საქართველო და მსოფლიო
საქართველო და მსოფლიო ყოველკვირეული გაზეთი ონლაინ ვერსია

"ბატონო ელჩო– მიმიფურთხებია თქვენი ნატოსთვის, ვინც მაიძულებს ამ ყოველივეს შევეგუო "

თბილისი არ არის ამსტერდამის "წითელი შუქების" კვარტალი - ლევან ვასაძე (ვიდეო)

"ლაშა ბუღაძეს მადლობაც ვუთხრათ, უწმინდესის დაპატიმრებაც რომ არ მოითხოვა?!"

”სირცხვილი პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს "გეების" წაქეზებისათვის”

პედერასტების აჯანყება საქართველოში

ირაკლი კაკაბაძე - ჩვენი საზოგადოება სულიერებისგან ისევეა შორს, როგორც მზისგან

„ხუთ დაუცველ ადამიანს რომ დაესევა „უმწიკვლო მრევლი“ ეს ქრისტიანულია?“

ზურაბ ჯაფარიძე: გუშინ რაც მოხდა ეს არის წმინდა წყლის ფაშიზმი

შონზო: "რუსთაველზე გუშინ ტრადიციების დამცველი, ნამდვილი ქართველები დადიოდნენ"

რატი ამაღლობელი: შესაძლოა რომელიმე მოძღვარს თქვენი სტატია არ მოეწონოს და საცემად გამოგეკიდონ

ალექსანდრე ჭაჭია: აგვისტოს ომი იყო თავდაჯერებული და დაუსჯელობით გათავხედებული არამზადების სისხლიანი ავანტიურა!

როგორ მოქმედებდნენ საქართველოს ხელისუფალნი 2008 წლის აგვისტოს ოპერაციის დაწყებამდე _ ამაზე «Кавказская пол­итика»-ში საუბრობს ალექსანდრე ჭაჭია.

მსუბუქი მრეწველობის მძიმე პრობლემები

ბატონი გიორგი გამცემლიძე, რომლის წერილსაც დღეს გთავაზობთ, 1972 წლიდან 1985 წლამდე საქართველოს მსუბუქი მრეწველობის მინისტრი გახლდათ. აღიარებულია, რომ იგი ამ დარგის სუპერპროფესიონალია და უნიკალურ გამოცდილებას ფლობს. მისი ეს თვისებები კი საქართველოს დაკნინებული ეკონომიკის აღდგენა-აღორძინებისთვის ჰაერივით საჭირო და აუცილებელია. თუ დღევანდელი მთავრობა ყურს მიუგდებს მის რჩევას, არაფერს წააგებს. პირიქით!

გაზაფხულის 17 გეილვება

აკი ვამბობდი წინა წერილში, როცა ნაძალადევის შუალედური არჩევნების შედეგით გაწბილებული ვწერდი, ჯერ სადა ვართ-მეთქი და აჰა _ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეებში არასამთავრობო ორგანიზაცია  «იდენტობამ» 17 მაისისთვის  სექსუალურ უმცირესობათა, ანუ, როგორც ჩვენში მარტივად ვშიფრავთ ლგბტ- ჩახლართულ აბრევიატურას, პედერასტების აღლუმი დაგვიანონსა!

მომავალი პრეზიდენტი _ მეფე თუ პაიკი?

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია «ქართული ოცნების» სახელით მონაწილეობას საქართველოს განათლების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი მიიღებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოსთან მოთათბირების, მოგვიანებით კი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ, 11 მაისს გამოაცხადა. პრემიერის მოსაზრება გაიზიარა მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ და, შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილის გარდა, სხვა კანდიდატურის განხილვა დღის წესრიგში არც კი დამდგარა.

მიართვით «ოცნებას» ნიორი!

ნივრის სასწაულმოქმედ თვისებებს ჩვენი ხალხი ოდითგანვე იცნობდა. გარდა იმისა, რომ ნიორი უამრავ დაავადებას კურნავს, იგი ანტისეპტიკიცაა, მას მცენარეთა მავნებლებისგან დასაცავად და, წარმოიდგინეთ, ადამიანის ორგანიზმში არსებული პარაზიტების გამოსადევნადაც იყენებდნენ. ნივრისგან დამზადებული «ჭიების» წამალი ძველთაგან იხმარებოდა საქართველოში.

ქართული ოცნება და ავღანური რეალობა

ზოგადი და მანტრასავით გაზეპირებული შეფასებები ქართველი სამხედროების ავღანეთში ყოფნაზე ასე გამოიყურება: «ისინი იქ საქართველოს იცავენ». ამას ამბობდა სააკაშვილი და მისი გუნდი, ამასვე იმეორებს ახალი ხელისუფლებაც. მთელ ამ ურაპატრიოტულ აბსურდში იშვიათად, მაგრამ მაინც გაისმის კრიტიკული ნოტები.

მიხეილ სააკაშვილის ჩვეულებრივი ფაშიზმი

სააკაშვილის რეჟიმს არაერთგზის უწოდეს ფაშისტური და, ალბათ, მიზანშეწონილია, დავადგინოთ, რამდენად მართებულია ამ ტერმინის გამოყენება. 2004 წლის ივნისში გამოქვეყნებული წერილის (Free Inquiry Magazine, Vol. 23, N. 2) ავტორმა, ლოურენს ბრიტმა, შეადარა «კლასიკური» ფაშისტური რეჟიმები რეჟიმებს, რომელთაც ის პროტოფაშისტურს უწოდებს (შემდეგი გაგებით: «პოლიტიკური მოძრაობა ან რეჟიმი, რომელიც ფაშიზმის იმიტაციას ახდენს ან მისკენ მიისწრაფვის») და არაერთი პრინციპული ხასიათის მსგავსება აღმოაჩინა. ბრიტმა შეისწავლა ნაცისტური გერმანიის, ფაშისტური იტალიის, ფრანკოს ესპანეთის, სალაზარის პორტუგალიის, პაპადოპულოსის საბერძნეთისშავი პოლკოვნიკების» პერიოდი), პინოჩეტის ჩილეს და სუხარტოს ინდონეზიის გამოცდილება და 14 პუნქტად ჩამოაყალიბა, თუ რა აკავშირებს მათ ერთმანეთთან. ამ პუნქტების გაცნობამ შეიძლება მიგვიყვანოს დასკვნამდე, რომ სააკაშვილის რეჟიმის მოხსენიება ფაშისტურად (ან, როგორც მინიმუმი, პროტოფაშისტურად) არცთუ უსაფუძვლოა.

ღია კარი, რომელშიც საქართველოს შესვლა აკრძალულია!

სასტუმრო «ქორთიართ მერიოტში» ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით მიმდინარე «როუზ-როს»-ის 83-ე სემინარზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ასე იხუმრა: «პრეზიდენტმა შევარდნაძემ დააკაკუნა ნატოს კარზე, 5 წლის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილს უთხრეს, რომ კარი ღიაა და ახლა მე და პრემიერ-მინისტრმა ვიკითხეთ, შეიძლება თუ არა უკანა კარში შემოსვლა. პასუხი მივიღეთ, რომ შეიძლება შესვლა, მაგრამ სიჩქარე არ იქნება სწორი და მუდმივად წინ უნდა ვიაროთ. ეს სემინარიც ამის ნათელი მაგალითია».  ერთი სიტყვით, ახალი ხელისუფლება წინამორბედების გზას აგრძელებს და ახლა ერთი მორიგი სემინარი (რაგინდ პრესტიჟულადაც ითვლებოდეს), ნატოსკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად საღდება.

სააკაშვილს ნარინჯისფერ კომბინეზონს უკერავენ?

წინა ხელისუფლების ტერორისტებთან შესაძლო თანამშრომლობის თემა სულ უფრო აქტუალური ხდება და ადგილობრივ საინფორმაციო სივრცეში თანდათან ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს. 26 აპრილს «რუსთავი 2»-ის ეთერში მასზე ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, რამაც ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა, ვიდრე მისი კომენტარის ციტირებას მოვახდენთ, ალბათ, მიზანშეწონილი იქნება, რამდენიმე წინმსწრები განცხადება გავიხსენოთ, რომლებმაც ეს სკანდალური თემა საყოველთაო განხილვის საგნად აქცია.

კონტრდაზვერვის საიდუმლო მასალები

გასულ კვირას რუსულ მედიაში გაჩნდა ცნობები იმის თაობაზე, რომ ტერორისტი ტამერლან ცარნაევი, რომელიც, ამერიკელი სამართალდამცავების ვერსიით, მონაწილეობდა ბოსტონის ტერაქტის მოწყობაში, დაკავშირებულია საქართველოსთან. გაზეთმა «იზვესტიამ» გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 2012 წლის ზაფხულში საქართველოში რეგისტრირებული «კავკასიის ფონდი» ამერიკულ «ჯეიმსთაუნის» ფონდთან ერთად, ატარებდა ღონისძიებებსა და სემინარებს ახალგაზრდა კავკასიელებისთვის» და ზოგიერთ ამ თავყრილობას თითქოს ესწრებოდა ტამერლან ცარნაევი, რომელიც რუსეთში 2012 წლის იანვარ-ივლისში იმყოფებოდა. «იზვესტია» ინფორმაციის წყაროდ ასახელებდა საქართველოს შსს- კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დოკუმენტებს, რომლებიც თითქოსდა მის განკარგულებაში აღმოჩნდა, კერძოდ პუბლიკაციაში მოხსენიებული იყო ამ დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკის, გრიგოლ ჭანტურიას, ანგარიში.  

საცემი «ნაცები»

ოთხი წლის წინათ, როცა რუსთაველის პროსპექტი კარვების ქალაქად გადაიქცა და მერაბიშვილის პირბადიანი ზონდერები მშვიდობიან მანიფესტანტებს ფეხდაფეხ დასდევდნენ, «საქართველო და მსოფლიოში» წერილი გამოქვეყნდა სათაურით «ნაცების ნაცემები». მასში იმ ოთხთვიანი აქციების დროს მომხდარ სისხლიან დარბევებსა და კონკრეტულ ფაქტებზე, დაზარალებულ ადამიანებზე ვიუწყებოდით. წინამდებარე წერილის სათაურმა, ალბათ, ნაწილობრივ მიგახვედრათ, რომ დღეს ჩვენი საუბრის თემა რადიკალურად განსხვავებულია, ანუ, მაშინ თუ «ნაცების» ნაცემ მოქალაქეებზე ვწერდით, ახლა სწორედ იმ «ნაცებზე» გვინდა მოგახსენოთ, რომელთა ნაწილმაც ქართველი ხალხისგან უკვე მიიღო საპასუხო «პოუშამი», ნაწილი კი, დიდი ალბათობით, მომავალში მიიღებს.

ლევან დოლიძე: გამარჯვების დღეს გილოცავთ, ძვირფასო ვეტერანებო!

1945 წლის 9 მაისი! დიდი სამამულო ომის აპოთეოზი _ გამარჯვების დღე! 1418 დღე გრძელდებოდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი და დამანგრეველი ომი ფაშისტურ გერმანიასთან, უფრო სწორად, ფაშისტურ ევროპასთან (ბრიტანეთის გამოკლებით). დედამიწის ასობით მილიონი ადამიანი ელოდებოდა ამ დღეს და, როგორც იქნა, დადგა 9 მაისი, როდესაც მოსკოვში გამოსცეს უმაღლესი მთავარსარდლის უკანასკნელი ბრძანება. იმ დროისთვის საბჭოთა ჯარი 10,5 მილიონზე მეტ მეომარს ითვლიდა; არც მანამდე და არც შემდგომ ასეთი მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალა არავის ჰყოლია. ამ დიდ ომზე ათასობით წიგნი და ათიათასობით სტატია დაიწერა. მე, როგორც ქართველს, ერთი საკითხი მაინტერესებდა, რომელზეც ამომწურავ პასუხს ვერსად ვპოულობდი, კერძოდ, რა წვლილი შეიტანა საქართველომ და მისმა მოსახლეობამ ამ გამარჯვებაში, რომელმაც პლანეტა იხსნა . . ყავისფერი ჭირისგან. სამწუხაროდ, ის წყაროები, რომელთაც გავეცანი, ჩემს კითხვაზე იძლეოდა მხოლოდ მიახლოებულ პასუხს; ამიტომ შევხვდი ჩემს უფროს კოლეგას, რომელიც 50 წელზე მეტია, ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს და თითქმის ამდენივე დრო მიუძღვნა სამხედრო თემას. თავის დროზე მისი რესპონდენტები გახლდნენ გამოჩენილი საბჭოთა მთავარსარდლები: გენერალური შტაბის უფროსი, მარშალი ალექსანდრე ვასილევსკი, მარშალი ივანე ბაგრამიანი, არმიის გენერალი პავლე ბატოვი და სხვ. ვესაუბრები საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატს, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის დიპლომანტს, საქართველოს გენერალიტეტის მემატიანეს, ოთხი წიგნის, მრავალი ბროშურისა და ბუკლეტის ავტორს, ღირსების ორდენოსანს _ ლევან დოლიძეს.

ცისფერი ლაჟვარდი

ყვერული ყიოდა მამლის ჯინაზე პალე ბურბონის სანახებში და ფალცეტი ამოსდიოდა ყელიდან. ბურბონების სასახლეში საფრანგეთის ეროვნული კრება მუშაობს. 138 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ საფრანგეთის კანონმდებლები, მიეღოთ თუ არა ერთსქესიანთა ქორწინების კანონი. 138 საათის განმავლობაში ცდილობდა პარლამენტი კაცობის შენარჩუნებას და ვერ შეძლო: საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ საბოლოოდ დაამტკიცა ეს სკანდალური, სამარცხვინო, პირდაპირ ვთქვათ, ყვერულების საამებელი კანონი. ნამამლარების!

როგორ გაყიდა «ნაცმოძრაობამ» ბელარუსული ოპოზიცია

«რუსთავი-2-მა» თავი მოიქაჩლა და ერთ კვირაში ქვეყნის ორი უმაღლესი ხელმძღვანელი თავის ეთერში დასვა  _ ნინო შუბლაძის პროგრამაში «პოზიცია».

პუბლიკაცია, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, ერთგვარი გამოხმაურებაა სააკაშვილისა და ივანიშვილის ეთერში გამოსვლების გარკვეულ მომენტებზე.

სენსაციური გამოხმაურება.

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის დაცვის სამსახურის მიერ სააკაშვილისა და მისი უახლოესი წრის სიამოვნებისთვის ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის შესახებ საუბრისას განაცხადა: ჯერ სადა ხართ, სულ მალე შეიტყობთ, როგორ და რაში ანაწილებდნენ სახელმწიფოს ფულს ბოკერია, სააკაშვილი და სხვებიო. დაახლოებით ასე.

დალილა ხორავა: ჩერქეზთა გენოციდის აღიარება შეცდომა იყო

ქართულ საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს ჩერქეზთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავაც ფიქრობს, რომ აღნიშნული ქმედება საქართველოსთვის მხოლოდ უარყოფითი შედეგების მომტანი იყო მაშინაც და ახლაც. ამ და სხვა მნიშვნელოვანი კითხვებით «საქართველო და მსოფლიომ» აფხაზეთის ყოფილ ჯანდაცვის მინისტრ დალილა ხორავას მიმართა.

«ნაციონალების» მიერ ნასროლი ტყვია ისევ შენახული მაქვს

19 აპრილს თბილისში «ნაციონალური მოძრაობის» აქცია-მიტინგი გაიმართა. მრავალ გამომსვლელთა შორის «სცენაზე» მოულოდნელად პრეზიდენტიც გამოჩნდასაკმაოდ ემოციური და ქარიზმატული სიტყვით გამოვიდა. მიუხედავად დაბალი რეიტინგისა, «ნაციონალებმა» მაინც შეძლეს ადამიანების გარკვეული რაოდენობისთვის მობილიზაციის გაკეთება და მათი ქუჩაში გამოყვანა. თუ როგორ აფასებს ამ მოვლენას ფართო საზოგადოება, თავის მოსაზრებას «საქართველო და მსოფლიოს»  ნინელი ჭანკვეტაძე უზიარებს.

«არ ვავნოთ, თუ არ ვარგებთ»

ექიმებს დიდი მისია გვაკისრია, რადგან საკუთარი გადაწყვეტილებით ავირჩიეთ ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესია. მოვალენი ვართ, ვიზრუნოთ სხვისი შვილის, დედის, მამის, ახლობლის _ ზოგადად, სხვა ადამიანის ჯანმრთელობაზე და ხშირ შემთხვევაში სიცოცხლეზე. ექიმს მორალური, პროფესიული და იურიდიული მოვალეობები აქვს, როგორც ავადმყოფის, ასევე კოლეგების მიმართაც.

ვახტანგ ჯაფარიძე: ხელისუფლება, რომელიც ომის ვეტერანებს არ იცავს, შეუძლებელია, ხალხზე ფიქრობდეს

საყოველთაო ნგრევისა და თავაშვებულობის ჟამმა ბევრი კარგი სიტყვა გაცვითა და გააფერმკრთალა, მათ შორის სიტყვა _ «ლეგენდარული». მისით ვინ არ შეამკეს: უხმო მომღერლები, უნიჭო მსახიობები, უსმენო კომპოზიტორები, უგემოვნო დიზაინერები და .. საბედნიეროდ, ჩვენს საზოგადოებას შემორჩნენ ადამიანები, რომლებსაც ეს სიტყვა მიესადაგებათ. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლეგენდარული ოპერმუშაკი, დიდი სამამულო ომის ვეტერანი, ძველი თბილისის რაიონის ვეტერანთა კომიტეტის თავმჯდომარე, 91 წლის პოლკოვნიკი ვახტანგ ჯაფარიძე. სკეპტიკოსთა ეჭვის გასაქარწყლებლად ვიტყვი: ბატონმა ვახტანგმა ბრწყინვალედ გახსნა 48 დანაშაული, დააკავა უამრავი დამნაშავე ისე, რომ არც ერთს ფრჩხილიც არ დაუზიანა, მათ შორის, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცოცხლადდამწვარი ევგენი აფრასიძე... რედაქციაში გვესტუმრა და «ნაციონალების» მიერ 19 აპრილს გამართულ მიტინგთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გამოთქვა ვახტანგ ჯაფარიძემ:

ალექსანდრე ჭაჭია: ივანიშვილის მოღვაწეობა დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს, იგი ღირსეულად იქცევა

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ალექსანდრე ჭაჭია.

_ ბატონო ალექსანდრე, როგორ შეაფასებთ 8 თებერვალს თბილისში მომხდარ მოვლენებს?

_ როდესაც «ნაცონალური მოძრაობა» ხელისუფლებაში მოვიდა და დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები, ხალხის ცემა, ქონების წართმევა, ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს ვეუბნებოდი, _ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა ადრე თუ გვიან დამთავრდება, ნუ იზამთ ისე, რომ რუსთაველზე დაცვის გარეშე ვეღარ გაიაროთ. ისინი მპასუხობდნენ, რომ ძალაუფლებას ხელიდან აღარ გაუშვებდნენ, რომ ამერიკა არავის დაანებებს მათთვის თითის დაკარებას. ამის შემდეგ, დაიჯერეს რა საკუთარი დაუსჯელობა, დაიწყეს ქუჩაში ადამიანების დახოცვა, ციხეში წამება, პოლიტიკური ოპონენტების ქვეყნიდან გაძევება. დღეს კი განკითხვის დრო მოვიდა.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი იხსენებს, როგორ დაიწვა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

საქართველოს შს ორგანოების დამსახურებულმა მუშაკმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა გურამ გვეტაძემ პირად არქივში დაგროვილი დოკუმენტების გამოყენებით, რომლებიც საინტერესო ისტორიულ ფაქტებს შეიცავდა, გადაწყვიტა, წიგნი გამოეცა, რომელსაც სათაურიც შესაბამისი აქვს: «გენერლის მოგონებათა ზარდახშა».

ანონსი

გაზეთი "საქართველო და მსოფლიო"

შემომსვლელები
დღეს 82152
გუშინ 310151
სულ 954376
ამჟამად საიტზეა: 55 მომხმარებელი
19 მაისი 2013

ახალი კომენტარები

ერის ნება უზენაესია,ერს ყველაფერი ძალუძს თუ ერი საერთო ენას გამონახავს,შესანიშნავია, რომ გეების,ამ ავადმყოფების აღლუმი ჩაშალა ერმა,მაგრამ ამას ასეთი მეთოდით ვერ მოვსპობთ,ამისათვის საჭიროა საქართველო სიონისტურ თალმუდისტურ კლანს გამოვსტაცოთ ხელიდან,გავხადოთ ქვეყანა ნეიტრალურიდა შევცვალოთ კაპიტალისტური სისტემა ახალი ქართული, მართმადიდებლური იდეოლოგიის სისტემით,რომლის შესახებ მხოლოდ იცის უფლის სიტყვის ჩვენამდე მომტანმა ნუგეშისმცემელმა,მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ ბატონმა აკაკი ჯორჯაძემ,ხალხო გეების აღლუმი მართმადიდებლურ ქრისტიანულ ქვეყანაში? აი სანამდე მიგვიყვანა უკვე მომხდარი მერედ მოსვლის უარყოფამ -უფალი ამისთვის გვსჯის და ჯერ სადა ვართ, რაც წინ გველის თუ დროზე არ ვაღიარეთ ეს სამყაროსეული მოვლენა და არ ვიმოქმედეთ მოსული სიტყვით რაშიც ხელს გვიშლიან მასონები,უნდა ვძლიოთ ერმა,აბა წავიკითხოთ გამოცხადება, რას პირდება ხრისტე მძლეველს? არ გვინდა???
dzaladoba dzaladobas itsvevs, sxvisi tavisuflebis shezgudva ki sakutari tavisuflebis dakargvit mtavrdeba. es aqsioma komunistebis mmartvelobis dros kargad damtkicda. xelisufleba dges shercxva, magram is erti partiisgan ar shedgeba, masshi rogorc civilizebuli demokratebi shedian, aseve fashistebic arian mokalatebuli, romlebmac moatsyves dgevandeli darbeva am aqciis. amitom, am xelisuflebas dzalian daecema avtoriteti mteli msoflios tsinashe, vinaidan ver uzrunvelyo mshvidobiani mosaxleobis aqciis chatareba, anu ver uzrunvelyo mati konstituciuri uflebebic dacva. amitim dgeba sakitxi, saertot aqvs aseti xelisuflebas xelisuflebashi yofnis ufleba tu ara? xelisuflebam arc erti saxandzro manqana ar gamoiyvana, rom tsylis meshveobit mainc chaeqro damnashave xulignebis tavgadasuloba. amitom xelisuflebas is ga darchenia, rom uzrunvelyos am aqciis mshvidobianad chatareba, tundac amistvis jaris gamoyvana dachirdes, da yvela is pirovneba daakavos, romelmac xeli agmarta sxvisi tavisuflebis an sakutrebis tsinaagmdeg, rac qveynis konstituciuri tsyobilebis satsinaagmdegod galashqrebas nishnavs. amitom xelisuflebam yvela unda daapatimros vinc ki chxubshi igebda monatsileobas, bindzuri mgvdlebis metaurobit, romlebic satanis uzneobas emsaxurebian, rac shesanishnavad gamochnda am aqciis darbevisas. damnashave mama iakobi tu ar gasamartldeba masobrivi utsesrigobebis mizandasaxulad shegmnis gamo, mashin fashistebi ufro gatavxeddebian, xolo demokratebi sheiaragdebian da mative enit gaustsordebian. axla uyurebdi mgvdlebis da mati sukiseuli mrevlis dzaladobas da survili michndeboba avtomati amego da yvela modzalade chamecxrila. aseti survili ara mxolod qalebs gauchndat, aramed kacebsac. survilebis agsruleba ki male xdeba, roca dzaladoba yelshi gaqvs amosuli.

Facebook

msofliotv.ge
Copyright © 2012 Geworld.ge All Rights Reserved.