საქართველო და მსოფლიო
საქართველო და მსოფლიო ყოველკვირეული გაზეთი ონლაინ ვერსია

17 მაისის მოვლენებზე საპარლამენტო კომიტეტმა დასკვნის პროექტი მოამზადა

ალექსანდრ ლუკაშევიჩი - რუსეთი მზად არის, საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლის საკითხები განიხილოს

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა ცუდი არ არის

თეა წულუკიანი სომხეთის მაგალითით დაინტერესდა

სახალხო დამცველი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებზე სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს

ლევან ალაფიშვილი - თუ სააკაშვილი ვადამდე გადადგა, კონსტიტუციის საშემოდგომო მოდელი არასოდეს ამოქმედდება

დავით უსუფაშვილი - ჩვენ რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ, რადგან ხალხის მოლოდინი მაღალია

"რესპუბლიკელები" უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე საკუთრების უფლების შეზღუდვას ეწინააღმდეგებიან

შსს-ს მიერ აღმოჩენილი "საიდუმლო ხელნაწერი" 1987 წ. მოსწავლე მეგის ქარდავას განრიგია

რაც სააკაშვილმა ვერ გაბედა, იმას ბედავს ივანიშვილი... ეს იმაზე უარესი გამოდგა

ტერიტორიული მთლიანობა რეალობად უნდა ვაქციოთ

დიდი სიამოვნებით ვეცნობი ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუებს. მათ  ლაიტმოტივად გასდევს განუყოფელი, ერთიანი საქართველოს იდეა. სწორედ ამ პატრიოტული, ეროვნული ღირებულებების გამო გახდა ჩემთვის ეს პიროვნება სასურველი ქართულ პოლიტიკაში. ადამიანი, რომელიც არ არის გასვრილი არც ერთ ბინძურ საქმეში, სუფთა ფურცლიდან შეუძლია შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში, რომლის იდეები და ფასეულობები დღესაც მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის, რომლისთვისაც უმთავრეს პრობლემას ეროვნული ფასეულობების დეგრადაცია წარმოადგენს.

მე ვარ ქართველი, მაშასადამე, არ ვარ ევროპ(იდარ)ელი!!!

მიმიხვდით, ალბათ, წერილის სათაური რომ ზურაბ ჟვანიას ცნობილი ფრაზის კალამბურნარევი პერიფრაზია! აი, რაც შეეხება ეპიგრაფს, ეს «ნაკვესი», .. უფლებათა დამცველ ლია მუხაშავრიას ეკუთვნის, რომელიც მან თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს დაახეთქა, როდესაც იგი სახალხო დამცველის პოსტისთვის «ჩალიჩობდა»!

ალექსანდრე ჭაჭია: ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ავაშენოთ ისეთი საქართველო, როგორზეც ვოცნებობდი...

«საქართველო და მსოფლიო» გთავაზობთ ალექსანდრე ჭაჭიასთან ინტერვიუს მესამე, დასკვნით ნაწილს.

ალექსანდრე ჭაჭია რუსეთთან, აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობების დიდი გამოცდილებით პრეზიდენტის თანამდებობისთვის მეტად შესაფერისი კანდიდატურა იქნება

გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» 2013 წლის მე-19, მე-20 და 21- ნომრებში გამოქვეყნდა მთავარი რედაქტორის ინტერვიუ გამოჩენილ ქართველ პოლიტიკოსთან ალექსანდრე ჭაჭიასთან. მისასალმებელია, რომ ეს ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი, მიუხედავად «ახალგაზრდობისა», დღეს ქართული პერიოდული პრესის ერთ-ერთ უდავო ლიდერად გვევლინება.

თემურ შაშიაშვილი: პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ ვინმე კოალიციის წრის გარეთ

ხელისუფლების შეცვლიდან, სადაცაა, რვა თვე მიიწურება. ხალხი კი ისევ ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებებზე საუბრობს და მმართველი გუნდისგან მის შესრულებას ითხოვს. კოალიციის მთავარი ოპონენტის, «ნაცმოძრაობის», ძირითადი არგუმენტიც სწორედ ესაა _ საწვავის გაიაფებიდან დაწყებული, უფასო ჯანდაცვით დამთავრებული «მეოცნებეებს» 1 ოქტომბრამდე უხვად გაცემულ დაპირებათა შეხსენებების მოსმენა ყოველდღიურად უწევთ. დღითიდღე სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ხელისუფლება ამგვარი მიდგომით ფონს ვერ გავა. მეტიც, ექსპერტები თუ ანალიტიკოსები უკვე ღიად საუბრობენ კოალიციის რეიტინგის ვარდნაზე. რამდენად ადეკვატურია დღეს მმართველი გუნდის პოლიტიკა და რა რეალობა გვაქვს მთავრობის შეცვლიდან რვა თვის თავზე _ ამის თაობაზე გვესაუბრება «თეთრი მოძრაობის» (თეთრები) ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი.

რა შეუთვალა მოდულის შენობიდან საგარეჯოს გამგებელმა თინა ხიდაშელს?

დიდი ხანია, რაც საქართველოში პოლიტიკური ბრძოლა იდეათა დაპირისპირებიდან კომპრომატების ომად გადაიქცა. მაგალითად, მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი (შემდგომში შს მინისტრი) საპარლამენტო უმრავლესობის პირველ ლედის, რბილად რომ ვთქვათ, უხეში სიტყვებით მოიხსენიებდა. ჰოდა, ისე წავიდა საქმე, რომ, თუ კომპრომატი არ იქნა, არც ერთი თემა არ ითვლება სერიოზულ თემად. ბოლო ხანს საგარეჯოში დატრიალებულ სკანდალზე მოგახსენებთ. ფულის გაფლანგვა იქით იყოს, მაგრამ სერიოზული კომპრომატის სახე მიიღო საგარეჯოს ინციდენტმა, მითუმეტეს, რომ პარლამენტის პირველი ლედი თავის სამოქალაქო პატიოსნებას სდებს საპირწონედარავითარი გაფლანგვა არ ყოფილაო, თანაც დაკავებულები უკვე გამოუშვეს. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ქუჩაში თავისუფლად დასეირნობენ ერთხელ ან ორჯერ დაკითხული ადამიანები, რომლებსაც კარგა ხანს აბრალებდა დღევანდელი ხელისუფლება მილიონების დატაცებას, მაგრამ ქალბატონი თინას ჩარევის შემდეგ გამგებლის გათავისუფლება სულაც არ ნიშნავს საქმის დამთავრებას. და მაინც, რა არის ეს? ჩვეულებრივი ცოტნედადიანობა თუ?.. კულუარული ინფორმაციით, საგარეჯოს გამგებელმა გიორგი ლოლაძემ თინა ხიდაშელს შეუთვალა, მომხედე, თორემ ვაღიარებ, სად მიდიოდა «ატკატებიო»... როგორც ამბობენ, იმიტომ აჩუმათებენ ამ საქმეს, რომ ამ საქმემ შეიძლება ბევრი რამ ამოატრიალოს.  «საქართველო და მსოფლიო» ამ საკითხზე სასაუბროდ «სახალხო კრების» წევრს, ლაშა ამირეჯიბს დაუკავშირდა.

ელიზბარ ჯაველიძე: რა ცოდნა უნდა მოგცეს უნივერსიტეტმა, რომელშიც თეა თითბერიძეა პროფესორი?

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, კოალიციის შიგნით კი ღია დაპირისპირება დაიწყო. ვინ და რატომ გაილაშქრა აღნიშნული კანონის წინააღმდეგ, ვისი ინიცირებული იყო იგი, რა ბედი ელის ქვეყანაში უმაღლეს სასწავლებლებს _ ამ საკითხებზე სასაუბროდ  აკადემიკოსს, «სახალხო კრების» წარმომადგენელს _ ელიზბარ ჯაველიძეს ვეწვიეთ.

სააკაშვილი შეიძლება გადადგეს, ანუ ბოლო საკონსტიტუციო ნაღმი

საქართველოში ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილს აღარ დარჩა არანაირი ბერკეტი იმისთვის, რომ პოლიტიკურ სიტუაციაზე სერიოზული გავლენა მოახდინოს და, მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანაში სიტუაცია არიოს. თუმცა არის ერთი, კონსტიტუციაში ჩადებული ნაღმი, რომლის აფეთქება მას ჯერ კიდევ შეუძლია.

ნინო ბურჯანაძე: ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგენილა

«დემოკრატიული მოძრაობის» თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერას მოიპოვებს. საკუთარ უპირატესობად ის მიაჩნია, რომ თამამი და სარისკო გადაწყვეტილებების მიღება არ უჭირს, და ახალ ხელისუფლებასაც სწორედ გაუბედაობის გამო აკრიტიკებს. მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე «საქართველო და მსოფლიოს» ნინო ბურჯანაძე ესაუბრა.

სააკაშვილმა საქართველოს ჯიჰადი გამოუცხადა?

თითქმის ერთი კვირაა, ტერაქტი ავღანეთში, რომელსაც შვიდი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა და მასთან დაკავშირებული კლიპი, რომლის თანახმად თალიბანმა ჯიჰადი გამოგვიცხადა, მთავარ განსახილველ თემად რჩება. ვინ და რისთვის დაამზადა ეს ამაზრზენი ვიდეორგოლი? ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში უამრავი ვერსია გამოითქვა, რომელთა უმეტესობაში პროვოკაციის ავტორებად «ნაციონალები» განიხილებოდნენ. ამ გარემოებისა და ბრალდებების სიმძიმის გამო, ალბათ, მიზანშეწონილია, ამ ვარაუდების ანალიზს გარკვეული დრო დავუთმოთ.

იცი წერა-კითხვა? წადი ციხეში!

ციხეში პატიმართა წამების, გაუპატიურების, ადამიანური ღირსების ფეხქვეშ გათელვის ტელეკადრების ნახვის შემდეგ თითქოს ვეღარაფერი შეგვაძრწუნებდა. ეგრე არ ყოფილა, ბატონო თაყა...

ვის ხელთაა საქართველოს ბედი?

17 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვინმე დავით ზურაბიშვილის წერილი, რომელსაც «სახადი #5» ჰქვია. ამ წერილიდან ვრცელი ამონარიდების გარეშე მკითხველი არ დამიჯერებს, თუ ვიტყვი იმას, რომ საქართველოში მეხუთე კოლონა ფარულად კი აღარ მოქმედებს, არამედ სახელისუფლო სტრუქტურებში ჩინოვნიკებად მოკალათებულნი უკვე აშკარად ებრძვიან ყოველივე ქართულს.

«კადრები წყვეტენ ყველაფერს»

ბატონ გიორგი გამცემლიძის წერილში, რომელიც «საქართველო და მსოფლიოს» მეჩვიდმეტე ნომერში გამოქვეყნდა, პირდაპირ ვაცხადებ, რომ ნათლად, ანალიტიკურად არის წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში მსუბუქი მრეწველობის სავალალო მდგომარეობა და სწორად არის დანახული არსებული ვითარების დაძლევის პერსპექტივა. ვადასტურებ ამას თუნდაც გლდანის ტრიკოტაჟის თეთრეულის წარმოების კომბინატის მაგალითით. აქვე შევეცდები, ვუპასუხო შეკითხვას, თუ რაზე შეიძლება ვიფიქროთ სამომავლოდ.

«შავი პოლკოვნიკები» და «ვარდისფერი ეფრეიტორი»

უკვე დიდი ხანია, ქართულ საზოგადოებაში  მომწიფდა აზრი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები ხელახლა უნდა იქნეს შესწავლილი და სამართლიანად გამოძიებული. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების აუცილებლობა მდგომარეობს იმაშიც, რომ თავის დროზე ეს გამოძიება ჩატარდა სამხედრო სპეციალისტების გარეშე და დიდი პრინციპულობით არ გამოირჩეოდა.

«გლობალური კვლევების ცენტრმა» საქართველოში არსებულ საფინანსო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე სემინარი გამართა

არასამთავრობო ორგანიზაცია «გლობალური კვლევების ცენტრის» ინიციატივით, 7 ივნისს კაფე Discover-ში საქართველოში არსებული საფინანსო-ეკონომიკური ვითარების შესახებ სემინარი გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა დარგის სპეციალისტები დაესწრნენ. რა ხდება დღეს საქართველოს ეკონომიკაში? ემუქრება თუ არა საქართველოს ეკონომიკური კრიზისი, როგორია მისი დაძლევის გზები და შეძლებს თუ არა ხელისუფლება არჩევნებამდე მოცემული დაპირებების შესრულებას ახლო მომავალში? _ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა მოწვეულმა ექსპერტებმა და პროფესიონალებმა სცადეს. სემინარის შედეგები საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს გაეგზავნება.

დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი ნატოსთან დაკავშირებით

ზოგიერთი ჩვენი «გამოცდილი» პოლიტიკოსის აზრით, საქართველოს ყოფნა-არყოფნა თურმე ჩვენი ჯარის ავღანეთში ყოფნაზეა დამოკიდებული და რომ ამით უფრო ვუახლოვდებით ევროატლანტიკურ სტრუქტურას. «მსოფლიო რუკაზე უნდა დავიმკვიდროთ თავიო», _ ბრძანა მიხეილ სააკაშვილმა. მაპატიეთ, მაგრამ ზღაპრებია ეს ყველაფერი და, მგონი, კმარა უკვე _ ხალხს ნუ ვაყრით ნაცარს თვალში!

დალილა ხორავა: როგორც ექიმი და ფსიქოლოგი, ვამბობ, რომ სააკაშვილის ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია...

ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ბევრი პოლიტიკოსი და არაპოლიტიკოსი ფიქრობს მის გუნდში შეღწევასა და იქ დამკვიდრებაზე. ამ პროცესს ქართველი ხალხი გაგებითა და უხმაუროდ აკვირდება, მაგრამ დიდად განსხვავებულს წინა ხელისუფლებისგან ვერაფერს ხედავს. ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» აფხაზეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დალილა ხორავა ესაუბრა.

ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სრული სია

1. ლეიტენანტი მუხრან შუკვანი _ დაბადების თარიღი: 31.01.1984. მესამე ქვეითი ბრიგადის 31- ბატალიონის ასეულის მეთაური. დაიღუპა სნაიპერის ტყვიით 2010 წლის 5 სექტემბერს ჰელმანდის პროვინციაში.

თეთრი მონების სასაკლაო

«ჰელ»  _ ინგლისურად ჯოჯოხეთს ნიშნავს. ასე რომ, ტყუილად არ უწოდებენ მავანნი ქართული სამხედროების დისლოკაციის ადგილს ჰელმანდის პროვინციას ჯოჯოხეთს. «თეთრი მონა» კი არაბულად მამლუქია და მრავალტანჯული ქართველი ერის ისტორიაში ჯოჯოხეთის დარი ფენომენია, რადგან XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან, ვიდრე მთელი XVIII საუკუნე . . ლეკიანობამ  ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ ჩვენი «ისტორიული მეგობრის» სტამბულის მონათა ბაზარი დარჩეული გურჯი გოგო-ბიჭების დეფიციტს არ განიცდიდა _ პირველნი ოსმალეთის იმპერიის სრა-სასახლეთა ჰარამხანებში აკეთილშობილებდნენ სელჯუკიანთა მოდგმას, ხოლო მამაცი გურჯი ვაჟები «ბრწყინვალე პორტას» სამხედრო პოტენციალს აძლიერებდნენ!

საგარეო საქმეთა მინისტრმა საშინაო ნაღმს დააბიჯა

«საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ცნობილმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ მკაცრად გააკრიტიკა საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მისი როყიოდ წამოსროლილი ფრაზის გამო: «სტალინი არანაკლებ დამნაშავეა, ვიდრე ჰიტლერი». «მან არამხოლოდ ისტორიის და ადამიანური მორალის საკითხებში სრული უმეცრება გამოავლინა, არამედ საკუთარ ხალხს, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ყველაზე დამსახურებულ თაობას, დიდი სამამულო ომის ვეტერანებს შეურაცხყოფა მიაყენა,» _ განაცხადა ალექსანდრე ჭაჭიამ. ამ თემასთან დაკავშირებით რედაქციამ მიიღო პუბლიცისტ ომარ გოცაძის გამოხმაურება, რომელსაც აქვე ვაქვეყნებთ.

ანონსი

გაზეთი "საქართველო და მსოფლიო"

შემომსვლელები
დღეს 863978
გუშინ 304060
სულ 4908814
ამჟამად საიტზეა: 54 მომხმარებელი
20 ივნისი 2013

ყველაზე კომენტირებული

ახალი კომენტარები

Facebook

msofliotv.ge
Copyright © 2012 Geworld.ge All Rights Reserved.

0