საქართველო და მსოფლიო
საქართველო და მსოფლიო ყოველკვირეული გაზეთი ონლაინ ვერსია

17 მაისის მოვლენებზე საპარლამენტო კომიტეტმა დასკვნის პროექტი მოამზადა

ალექსანდრ ლუკაშევიჩი - რუსეთი მზად არის, საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლის საკითხები განიხილოს

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა ცუდი არ არის

თეა წულუკიანი სომხეთის მაგალითით დაინტერესდა

სახალხო დამცველი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებზე სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს

ლევან ალაფიშვილი - თუ სააკაშვილი ვადამდე გადადგა, კონსტიტუციის საშემოდგომო მოდელი არასოდეს ამოქმედდება

დავით უსუფაშვილი - ჩვენ რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ, რადგან ხალხის მოლოდინი მაღალია

"რესპუბლიკელები" უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე საკუთრების უფლების შეზღუდვას ეწინააღმდეგებიან

შსს-ს მიერ აღმოჩენილი "საიდუმლო ხელნაწერი" 1987 წ. მოსწავლე მეგის ქარდავას განრიგია

რაც სააკაშვილმა ვერ გაბედა, იმას ბედავს ივანიშვილი... ეს იმაზე უარესი გამოდგა

ალექსანდრე ჭაჭია: ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ავაშენოთ ისეთი საქართველო, როგორზეც ვოცნებობდი...

«საქართველო და მსოფლიო» გთავაზობთ ალექსანდრე ჭაჭიასთან ინტერვიუს მესამე, დასკვნით ნაწილს.

ნინო ბურჯანაძე: ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგენილა

«დემოკრატიული მოძრაობის» თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერას მოიპოვებს. საკუთარ უპირატესობად ის მიაჩნია, რომ თამამი და სარისკო გადაწყვეტილებების მიღება არ უჭირს, და ახალ ხელისუფლებასაც სწორედ გაუბედაობის გამო აკრიტიკებს. მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე «საქართველო და მსოფლიოს» ნინო ბურჯანაძე ესაუბრა.

სააკაშვილმა საქართველოს ჯიჰადი გამოუცხადა?

თითქმის ერთი კვირაა, ტერაქტი ავღანეთში, რომელსაც შვიდი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა და მასთან დაკავშირებული კლიპი, რომლის თანახმად თალიბანმა ჯიჰადი გამოგვიცხადა, მთავარ განსახილველ თემად რჩება. ვინ და რისთვის დაამზადა ეს ამაზრზენი ვიდეორგოლი? ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში უამრავი ვერსია გამოითქვა, რომელთა უმეტესობაში პროვოკაციის ავტორებად «ნაციონალები» განიხილებოდნენ. ამ გარემოებისა და ბრალდებების სიმძიმის გამო, ალბათ, მიზანშეწონილია, ამ ვარაუდების ანალიზს გარკვეული დრო დავუთმოთ.

იცი წერა-კითხვა? წადი ციხეში!

ციხეში პატიმართა წამების, გაუპატიურების, ადამიანური ღირსების ფეხქვეშ გათელვის ტელეკადრების ნახვის შემდეგ თითქოს ვეღარაფერი შეგვაძრწუნებდა. ეგრე არ ყოფილა, ბატონო თაყა...

ვის ხელთაა საქართველოს ბედი?

17 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვინმე დავით ზურაბიშვილის წერილი, რომელსაც «სახადი #5» ჰქვია. ამ წერილიდან ვრცელი ამონარიდების გარეშე მკითხველი არ დამიჯერებს, თუ ვიტყვი იმას, რომ საქართველოში მეხუთე კოლონა ფარულად კი აღარ მოქმედებს, არამედ სახელისუფლო სტრუქტურებში ჩინოვნიკებად მოკალათებულნი უკვე აშკარად ებრძვიან ყოველივე ქართულს.

«კადრები წყვეტენ ყველაფერს»

ბატონ გიორგი გამცემლიძის წერილში, რომელიც «საქართველო და მსოფლიოს» მეჩვიდმეტე ნომერში გამოქვეყნდა, პირდაპირ ვაცხადებ, რომ ნათლად, ანალიტიკურად არის წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში მსუბუქი მრეწველობის სავალალო მდგომარეობა და სწორად არის დანახული არსებული ვითარების დაძლევის პერსპექტივა. ვადასტურებ ამას თუნდაც გლდანის ტრიკოტაჟის თეთრეულის წარმოების კომბინატის მაგალითით. აქვე შევეცდები, ვუპასუხო შეკითხვას, თუ რაზე შეიძლება ვიფიქროთ სამომავლოდ.

«შავი პოლკოვნიკები» და «ვარდისფერი ეფრეიტორი»

უკვე დიდი ხანია, ქართულ საზოგადოებაში  მომწიფდა აზრი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები ხელახლა უნდა იქნეს შესწავლილი და სამართლიანად გამოძიებული. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების აუცილებლობა მდგომარეობს იმაშიც, რომ თავის დროზე ეს გამოძიება ჩატარდა სამხედრო სპეციალისტების გარეშე და დიდი პრინციპულობით არ გამოირჩეოდა.

«გლობალური კვლევების ცენტრმა» საქართველოში არსებულ საფინანსო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე სემინარი გამართა

არასამთავრობო ორგანიზაცია «გლობალური კვლევების ცენტრის» ინიციატივით, 7 ივნისს კაფე Discover-ში საქართველოში არსებული საფინანსო-ეკონომიკური ვითარების შესახებ სემინარი გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა დარგის სპეციალისტები დაესწრნენ. რა ხდება დღეს საქართველოს ეკონომიკაში? ემუქრება თუ არა საქართველოს ეკონომიკური კრიზისი, როგორია მისი დაძლევის გზები და შეძლებს თუ არა ხელისუფლება არჩევნებამდე მოცემული დაპირებების შესრულებას ახლო მომავალში? _ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა მოწვეულმა ექსპერტებმა და პროფესიონალებმა სცადეს. სემინარის შედეგები საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს გაეგზავნება.

დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი ნატოსთან დაკავშირებით

ზოგიერთი ჩვენი «გამოცდილი» პოლიტიკოსის აზრით, საქართველოს ყოფნა-არყოფნა თურმე ჩვენი ჯარის ავღანეთში ყოფნაზეა დამოკიდებული და რომ ამით უფრო ვუახლოვდებით ევროატლანტიკურ სტრუქტურას. «მსოფლიო რუკაზე უნდა დავიმკვიდროთ თავიო», _ ბრძანა მიხეილ სააკაშვილმა. მაპატიეთ, მაგრამ ზღაპრებია ეს ყველაფერი და, მგონი, კმარა უკვე _ ხალხს ნუ ვაყრით ნაცარს თვალში!

დალილა ხორავა: როგორც ექიმი და ფსიქოლოგი, ვამბობ, რომ სააკაშვილის ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია...

ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ბევრი პოლიტიკოსი და არაპოლიტიკოსი ფიქრობს მის გუნდში შეღწევასა და იქ დამკვიდრებაზე. ამ პროცესს ქართველი ხალხი გაგებითა და უხმაუროდ აკვირდება, მაგრამ დიდად განსხვავებულს წინა ხელისუფლებისგან ვერაფერს ხედავს. ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» აფხაზეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დალილა ხორავა ესაუბრა.

ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სრული სია

1. ლეიტენანტი მუხრან შუკვანი _ დაბადების თარიღი: 31.01.1984. მესამე ქვეითი ბრიგადის 31- ბატალიონის ასეულის მეთაური. დაიღუპა სნაიპერის ტყვიით 2010 წლის 5 სექტემბერს ჰელმანდის პროვინციაში.

თეთრი მონების სასაკლაო

«ჰელ»  _ ინგლისურად ჯოჯოხეთს ნიშნავს. ასე რომ, ტყუილად არ უწოდებენ მავანნი ქართული სამხედროების დისლოკაციის ადგილს ჰელმანდის პროვინციას ჯოჯოხეთს. «თეთრი მონა» კი არაბულად მამლუქია და მრავალტანჯული ქართველი ერის ისტორიაში ჯოჯოხეთის დარი ფენომენია, რადგან XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან, ვიდრე მთელი XVIII საუკუნე . . ლეკიანობამ  ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ ჩვენი «ისტორიული მეგობრის» სტამბულის მონათა ბაზარი დარჩეული გურჯი გოგო-ბიჭების დეფიციტს არ განიცდიდა _ პირველნი ოსმალეთის იმპერიის სრა-სასახლეთა ჰარამხანებში აკეთილშობილებდნენ სელჯუკიანთა მოდგმას, ხოლო მამაცი გურჯი ვაჟები «ბრწყინვალე პორტას» სამხედრო პოტენციალს აძლიერებდნენ!

საგარეო საქმეთა მინისტრმა საშინაო ნაღმს დააბიჯა

«საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ცნობილმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ მკაცრად გააკრიტიკა საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მისი როყიოდ წამოსროლილი ფრაზის გამო: «სტალინი არანაკლებ დამნაშავეა, ვიდრე ჰიტლერი». «მან არამხოლოდ ისტორიის და ადამიანური მორალის საკითხებში სრული უმეცრება გამოავლინა, არამედ საკუთარ ხალხს, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ყველაზე დამსახურებულ თაობას, დიდი სამამულო ომის ვეტერანებს შეურაცხყოფა მიაყენა,» _ განაცხადა ალექსანდრე ჭაჭიამ. ამ თემასთან დაკავშირებით რედაქციამ მიიღო პუბლიცისტ ომარ გოცაძის გამოხმაურება, რომელსაც აქვე ვაქვეყნებთ.

კობა არაბული: ქართველი მწერლების მთელი ქონება სამმა კაცმა გაყიდა და გაინაწილა

საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემია, დიდი ხანი არ არის, რაც დაარსდა. აკადემიის თავკაცად მწერლებმა თამაზ წივწივაძე აირჩიეს. მწერალთა ახალ გაერთიანებას მეტად სოლიდური მიზნები აქვს. უმთავრესი, ალბათ, ის არის, რომ ქართველი მწერლისთვის დაკარგული ფუნქციისა და დაკნინებული სახელის აღდგენისთვის გარჯას აპირებენ. თუ ჩვენში მწერალს ავტორიტეტი დაუბრუნდა, მერე იმ დიდი გეგმების განხორციელებაც გახდება შესაძლებელი, რომელთაც აკადემიის მესვეურნი შესჭიდებიან. ამ ბოლო დროს შემოქმედებითი გაერთიანებები ბევრი გვინახავს, მაგრამ მათ მიერ გაკეთებული საქმე _ ნაკლებად. ღმერთმა ქნას, მწერალთა ეროვნული აკადემია გამონაკლისი აღმოჩნდეს და ქართველმა მწერლებმა დაიბრუნონ ერის წინამძღოლის ის მისია, რომელიც ოდითგან ჰქონდათ. «საქართველო და მსოფლიოს» სტუმარია მწერალთა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოეტი კობა არაბული.

ირინა სარიშვილი: რესპუბლიკური პარტია ივანიშვილის ერთადერთი გარემოცვაა

საქართველოში ბოლო დროს მომხდარ ამბებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური პარტია «იმედის» თავმჯდომარის ძალიან საინტერესო ფრაზა გამოჩნდა. იგი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომლებიც 17 მაისის გეიაღლუმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და იმაზე, თუ რას გულისხმობდა, როდესაც ინტერნეტში დაწერა «ნატოს გარეშე დარჩენილი გადაკუზული საქართველო «, «საქართველო და მსოფლიოს» ირინა სარიშვილი ესაუბრება.

მამუკა არეშიძე: რატომ არიან ქართველები მაინცდამაინც ჰელმანდის პროვინციაში, რომელიც ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება?

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეორგოლებს, რომლებშიც თალიბანი საქართველოს ჯიჰადით ემუქრება, ავღანეთში 7 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა მოჰყვა. რა კავშირია მათ შორის და ახლო მომავალში ემუქრება თუ არა საფრთხე ჩვენს ქვეყანას _ ამ საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» «სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის» ხელმძღვანელი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე  ესაუბრება.

ვალერი ჩხეიძე: 6 ივნისის ტერაქტი, სამწუხაროდ, უკანასკნელი არ იქნება

ჩვენი გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუშიყველამ თავის გაპედერასტებულ ქვეყანას მიხედოს») გენერალ-ლეიტენანტმა ვალერი ჩხეიძემ ჰელმანდის პროვინციიდან მიხეილ სააკაშვილის 26 მაისის ტელეგაკეკლუცება შეაფასა, როგორც «საკუთარ თავზე შეყვარებული «ბოლვანის» პოზა», როცა ქვეყნის მთავარსარდალმა ელექტრონული მედიით ისეთი ინფორმაცია გაავრცელა, რომლითაც აუცილებლად ისარგებლებდნენ ავღანელი მოჯაჰედები. ისარგებლეს! შედეგად 6 ივნისს დაიღუპა 7 ქართველი მებრძოლი, 9 დაიჭრა.

ვახტანგ მაისაია: ლაფანყურის ოპერაციის დეტალებს თუ ობიექტურად გამოიძიებენ, თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეორგოლის რეალური წარმომავლობაც გაირკვევა...

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ყოფილი პოლიტპატიმარი და ექსპერტი სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებში, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ მაისაია.

_ ბატონო ვახტანგ, წლების მანძილზე სახელისუფლო არხებიდან გვესმოდა პროპაგანდა, რომ «აისაფის» მისიაში მყოფი ქართული შენაერთების მიმართ ავღანეთის მოსახლეობას განსაკუთრებით თბილი და მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. მართლაც, მთელი ამ ხნის მანძილზე არ ყოფილა თავდასხმის არც ერთი ფაქტი ჩვენს ბაზაზე. ბოლო ერთი თვეა, ვითარება რადიკალურად შეიცვალა _ სამი კვირის განმავლობაში უკვე მეორე ტერაქტი განხორციელდა და ჯამში ათი ქართველი სამხედრო დაიღუპა. როგორ ფიქრობთ, რით შეიძლება იყოს ეს ყველაფერი განპირობებული?

რისთვის იბრძვის ქართული ჯარი ავღანეთში?

«ტერორიზმთან ბრძოლა ურთულესი და, ამავე დროს, მეტად საპატიო მისიაა, რომელსაც, საერთაშორისო სამშვიდობო ძალებთან ერთად, გმირი ქართველი სამხედროები ღირსეულად ასრულებენ. ჩვენი ჯარისკაცები საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე, საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს იცავენ. ეს ბიჭები ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობის, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან. მიუხედავად ამ თავზარდამცემი ტრაგედიისა, ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს, უკან ვერავინ დაგვახევინებს», _ განაცხადა ბიძინა  ივანიშვილმა მიმართვაში, რომელიც ავღანეთში 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემდეგ გავრცელდა. ამ განცხადებისა და ხელისუფლების სხვა წამომადგენელთა კომენტარების შინაარსი და ზოგადი სულისკვეთება ცალსახად მიუთითებდა იმაზე, რომ ავღანეთიდან ქართული კონტინგენტის გამოყვანა ან რამდენადმე შესამჩნევი შემცირება ახლო მომავალში არ იგეგმება. რა მოტივები დგას ამ გადაწყვეტილების უკან და რა საფრთხეებს უკავშრიდება ის საქართველოსთვის?

ალექსანდრე ჭაჭია: ქართული მიწა ეკუთვნის ქართველ ერს, ხოლო ერი მხოლოდ დღევანდელი თაობა როდია

 «საქართველო და მსოფლიო» აგრძელებს ინტერვიუს ალექსანდრე ჭაჭიასთან და გთავაზობთ მასთან საუბრის მეორე ნაწილს.

ანონსი

გაზეთი "საქართველო და მსოფლიო"

შემომსვლელები
დღეს 794025
გუშინ 304060
სულ 4838861
ამჟამად საიტზეა: 23 მომხმარებელი
20 ივნისი 2013

ყველაზე კომენტირებული

ახალი კომენტარები

ვფიქრობ, რომ ეს სტატია ჭეშმარიტ ინფორმაციას გვაწვდის, მაგრამ კომენტარებიდან გამომდინარე, ვაკეთებ დასკვნას, რომ დღესაც არიან ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ სურთ დაინახონ დღეს არსებული რეალობა, ის რაც დღეს ყველას თვალწინ აშკარად ჩანს! რომ დღეს თანამედროვე ათეისტი ნეობოლშევიკების მიერ (რომლებმაც სახელი გადაიკეთეს და ამჯერად "ლიბერალ–დემოკრატების" სახელით მოგვევლინნენ, თუმცა არც ნამდვილი ლიბერალები არიან და არც ნამდვილი დემოკრატები)ნამდვილად მიმდინარეობს შეტევა ქრისტეს ეკლეიის და ქართული ეროვნული მენტალიტეტის წინააღმდეგ.
ზოგს სიტყვა "თეოკრატიის" მნიშვნელობა არ ესმის. და მას რაღაც ბნელ ტირანიასთან აიგივებს, ასეთებს მინდა შევახსენო, რომ ტერმინი "თეოკრატია" ღმერთის მმართველობას აღნიშნავს, მმართველობას, როდესაც უმაღლესი მმართველი არის თავად ღმერთი. მინდა ეს გაითვალისწინონ იმან, ვინც თეოკრატიას ლანძღავს (ამ დროს ხომ იგი თავად ღმერთს უარყოფს და ლანძღავს?).
ჩემთვის ასევე გაუგებარია იმ ადამიანების პოზიცია, ვინც რუსეთის 70 წლიან მონობას მონობად და რუსეთზე დამოკიდებულებად თვლის, ამერიკა–ევროპის მონობას და მათზე თითქმის აბსოლუტურ დამოკიდებულებას კი რატომღაც თავისუფლებად და დამოუკიდებლობად მიიჩნევს. მაინტერესებს, ასეთი ადამიანებისათვის რა განსხვავება არსებობს ტერმინებს "დამოუკიდებლობასა" და "დამოკიდებულებას", ასევე "მონობასა" და "თავისუფლებას" შორის?

Facebook

msofliotv.ge
Copyright © 2012 Geworld.ge All Rights Reserved.