გურამ ვახტანგაშვილი: პროვოკაციებს, რომელთაც აშკარა ომამდე მივყავდით, ქართული მხარე აწყობდა
2008 წლის აგვისტოს ომის დეტალებზე სასაუბროდ «საქართველო და მსოფლიო» ორი მოწვევის ყოფილ პარლამენტარს, გურამ ვახტანგაშვილს ეწვია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბატონ გურამს უფრო მეტი შეკითხვის დასმა სურს ომისდროინდელი ხელისუფლებისთვის და ნაკლებად აქვს სურვილი, გაიხსენოს ის საზარელი დღეები. ჩვენი საუბარი დიალოგის რეჟიმში არ წარმართულა, მან მხოლოდ შეკითხვები დასვა, რომელთაც უცვლელად გთავაზობთ.
გია შერვაშიძე: ჩემზე თავდასხმა უშუალოდ ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა
აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია, მოვალეობას ამჟამად ვახტანგ ყოლბაია ასრულებს და გია ბარამიას შემცვლელი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს აფხაზეთის უზენაესი საბჭო ირჩევს. ამ პოსტზე თავისი კანდიდატურის დასახელებას შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალი გია შერვაშიძეც აპირებს. ეს ამბავი «საქართველო და მსოფლიოს» ექსკლუზიურად შერვაშიძემ თავად გაუმხილა და ისიც დასძინა, აფხაზებს სურთ, მე დავიკავო ეს პოსტი და სწორედ ეს ფაქტორი იყო გადამწყვეტი ჩემს არჩევანშიო.
იდენტობა და იდენტიფიკაცია
17 მაისის მოვლენებმა საზოგადოებაში ნამდვილი ემოციური ამოფრქვევა გამოიწვია; მას მხოლოდ ვულკანის ამოფრქვევას თუ შევადარებთ. ამან ერთობ გაართულა მომხდარის ანალიზი და იმ ცივი, ცინიკური პოლიტიკური გათვლის გამოვლენა, რომელიც ყოველივე მომხდარის უკან, სავარაუდოდ, იდგა. რა მოხდა სინამდვილეში 17 მაისს? ვის აძლევდა ხელს ქაოსი თბილისის ქუჩებში?
გვჭირდება თუ არა კანონი რელიგიური გრძნობების დაცვის შესახებ?!
რამდენად სრულყოფილია ქართული კანონმდებლობა იმ პრობლემასთან მიმართებაში, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური 17 მაისის მოვლენების შემდეგ გახდა? შესაძლებელია თუ არა «ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ» ან «რელიგიური გრძნობების დაცვის შესახებ» კანონის მიღება, რასაც მოქალაქეების არცთუ მცირე ნაწილი აქტიურად მოითხოვს (განსაკუთრებით ბოლო დღეებში)? რა მდგომარეობაა ამ მხრივ წამყვან დემოკრატიულ სახელმწიფოებში?
«არავითარი ხუთი დღე. ომი 8 აგვისტოს უკვე დამთავრებული იყო»
ომი 8 აგვისტოს 5 საათზე უკვე დასრულებული იყო.
მას შემდეგ, რაც ახალმა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის დეტალების, გამომწვევი მიზეზებისა და დამნაშავის ძებნა დაიწყო, ყველა საინფორმაციო საშუალება ახალ-ახალი ფაქტების ძიებით დაინტერესდა. ყველა ფაქტი, რომელიც ქვეყნდება, შემზარავია და ვფიქრობ, ნეტავ, ამაზე მეტი რაღა უნდა გავიგო და მოვისმინო-თქო, მაგრამ ყოველთვის, როდესაც 2008 წლის ომის თვითმხილველს ხვდები, ისეთ რამეს იგებ, რომ არ გინდა მოისმინო, არ გინდა ქართველი იყო.
ისმენ იმ საშინელებებს, რომლებიც ცხრა წლის მანძილზე «ნაციონალებმა» აკეთეს, და მერე ისმენ იმას, თუ როგორ არიგებენ ჭკუას ახალ ხელისუფლებას და რჩევებს აძლევენ, უკვირთ, რატომ სცემენ ქუჩებში, რესტორნებში, თავშეყრის ადგილებში... ვდავობთ იმ თემაზე, უნდა გასამართლდეს თუ არა «ნაცმოძრაობის» ცხრაწლიანი რეჟიმი.
«საქართველო და მსოფლიო» ერედვის მკვიდრს, პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, აგვისტოს ომის ყველა უმსგავსობის მომსწრესა და მნახველს, ბატონ აკაკი ცოტნიაშვილს ესაუბრა. ვინც მას მოუსმენს, შეუძლებელია, არ დასვას კითხვა _ უნდა გასამართლდეს თუ არა რეჟიმი?
ინჟინერ ივანიშვილის მარგველოიდი
ინჟინერი ივანიშვილი აკი დაგვპირდა, გასაოცარ დემოკრატიას შევქმნიო და მართლაც, ყოველდღიურად გვაოცებს. ირაკლი ალასანიას მიჩექმვისა და ჩამოლაბორანტების შემდეგ ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი გახდა, რომლისთვისაც ეს ამბავი ისეთივე მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც დანარჩენი საქართველოსთვის.
ზვიგენები, «ლა ტრუფე» და ნაციონალური ვნებების კვირა
«მე და სანდრა ეგვიპტეში ვიყავით. ზღვაში ვცურავთ და დავინახე, ქვემოთ ორი ზვიგენი ზის და გვიყურებს. გავგიჟდი, რა არის ეს-მეთქი? მითხრეს, _ ნუ გეშინია, ორი წელია, ეგ ზვიგენები მანდ არიან, არ შეგჭამენო. რუსეთიც ასეა: როცა მოუნდება, მაშინ შეგჭამს», _ ამ ისტორიის წყალობით, გასულ კვირას საზოგადოებისგან მივიწყებულმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე საათით მოახერხა საყოველთაო ყურადღების მიპყრობა; აუდიტორიას ძალიან მოეწონა რელაქსირებული, მჯდომარე ზვიგენები, რომლებიც უცნაურად მოაგონებდნენ ალიგატორს საბჭოთა ანდერგრაუნდის ძველი სიმღერიდან, რომელსაც ჰიპებმა მარიხუანა მოაწევინეს. ამ ზვიგენებმა დაჩრდილეს ყოველივე დანარჩენი, რაც ამ განცხადებაში იყო, არადა, მასში, როგორც პატარა სარკეში, კიდევ ერთხელ აირეკლა მიხეილ სააკაშვილი ყველა თავის პრობლემასთან ერთად.
ვაჟა აზარაშვილი: დღეს როგორ უნდა ვიარსებოთ კომპოზიტორებმა?
იშვიათი გულწრფელობა, ნატიფი გამომსახველობა, თვითგამოხატვის თავისუფლება ის თვისებებია, რომლებიც კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებით ინდივიდუალობას განსაზღვრავს. კომპოზიტორი მრავალმხრივად წარმოადგენს თავის შემოქმედებაში სახეთა ლირიკულ სფეროს: იუმორისტული, პასტორალური, განყენებული, გროტესკულ-პაროდიული სახითაც. იგი ინარჩუნებს კავშირს წერის ტრადიციულ მანერასთან და ასევე ფლობს თანამედროვე გამომსახველი საშუალებების რთულ არსენალს... ქართველები უცნაური ერი ვართ. უდიდეს შემოქმედთა უმეტესობას სათანადოდ არ ვაფასებთ იმ დრომდე, სანამ საქმეში სიკვდილი არ ჩაერევა. ჩვენ მხოლოდ მაშინ გვახსენდება ვიღაც, რომ კარგ ლექსებს, კარგ ნაწარმოებს ქმნიდა, როდესაც მის შესახებ არსებული ყველა ზმნა წარსულ დროში გადადის, ხოლო, როცა ის გვერდით გვყავს, იმის მაგივრად, რომ მივცეთ საშუალება, ხელი შევუწყოთ, რაც შეიძლება მეტი გენიალური ნაშრომი დაგვიტოვოს, ვცდილობთ, «სხვით» ჩავანაცვლოთ იგი.
ალკოჰოლური სასმელი _ ბიზნესი თუ მასობრივი განადგურების იარაღი?
ამბიციური მიზნების მისაღწევად და სასურველი მიწების ხელში ჩასაგდებად სრულიად არაა აუცილებელი შეიარაღებული ძალების გამოყენება. საამისოდ არსებობს უფრო ქმედითი და დახვეწილი ხერხი _ ალკოჰოლი.
ძველ დროში რუსებისა და დანარჩენი სლავური ტომებისთვის არაყი და სხვა მაგარი სასმელები არც იყო ცნობილი _ ისინი თაფლს სვამდნენ ან ლუდს, თუმცა ოფლითა და შრომით მოყვანილ ქერს ლუდის მოსახარშად მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის იყენებდნენ. რუსეთში დასალევად მხოლოდ სამი მიზეზი არსებობდა: ბავშვის დაბადება, მტერზე გამარჯვება და ქელეხი.
პროკურატურის ძველი თანამშრომლები საქმეში ჩაუხედავ ხალხს აბრიყვებენ
პროფესორმა ანზორ გაბიანმა წერილით მიმართა კოალიცია «ქართული ოცნების» ლიდერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. გთავაზობთ ამ წერილის შემოკლებულ ვარიანტს.
მოგახსენებთ, რომ ვარ საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, კავკასიაში პირველი და ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი სოციოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ორასამდე სამეცნიერო და მეცნიერულ-პუბლიცისტური ნაშრომის, მათ შორის 16 მონოგრაფიის ავტორი, რომლებიც ისეთ აქტუალურ პრობლემებს ეძღვნება, როგორიცაა ნარკომანია და ნარკოტიზმი (4 მონოგრაფია), ლოთობა და ალკოჰოლიზმი, დამნაშავეობის გეოგრაფია, დამნაშავეობა ქალაქსა და სოფელში, პროსტიტუცია და სხვ.
ბელას გაელვება, ანუ ახსოვს რუსეთის ინტელიგენციას საქართველო?
რუსულმა ლიტერატურულ-მხატვრულმა ჟურნალმა «Октябрь», რომელიც 1924 წლის მაისიდან გამოდის, წლევანდელ თებერვლის ნომერში გამოაქვეყნა ცნობილი რუსი ფერმწერის _ ბორის მესერერის წიგნის «ბელას გაელვება» (Промельк Беллы) (მესერერი ბრწყინვალე ბელა ახმადულინას ქმარი იყო) რამდენიმე თავი, საერთო სათაურით «სიზმრები საქართველოზე».
მსუბუქი მრეწველობის მძიმე პრობლემები
ბატონი გიორგი გამცემლიძე, რომლის წერილსაც დღეს გთავაზობთ, 1972 წლიდან 1985 წლამდე საქართველოს მსუბუქი მრეწველობის მინისტრი გახლდათ. აღიარებულია, რომ იგი ამ დარგის სუპერპროფესიონალია და უნიკალურ გამოცდილებას ფლობს. მისი ეს თვისებები კი საქართველოს დაკნინებული ეკონომიკის აღდგენა-აღორძინებისთვის ჰაერივით საჭირო და აუცილებელია. თუ დღევანდელი მთავრობა ყურს მიუგდებს მის რჩევას, არაფერს წააგებს. პირიქით!
გაზაფხულის 17 გეილვება
აკი ვამბობდი წინა წერილში, როცა ნაძალადევის შუალედური არჩევნების შედეგით გაწბილებული ვწერდი, ჯერ სადა ვართ-მეთქი და აჰა _ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეებში არასამთავრობო ორგანიზაცია «იდენტობამ» 17 მაისისთვის სექსუალურ უმცირესობათა, ანუ, როგორც ჩვენში მარტივად ვშიფრავთ ლგბტ-ს ჩახლართულ აბრევიატურას, პედერასტების აღლუმი დაგვიანონსა!
მომავალი პრეზიდენტი _ მეფე თუ პაიკი?
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია «ქართული ოცნების» სახელით მონაწილეობას საქართველოს განათლების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი მიიღებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოსთან მოთათბირების, მოგვიანებით კი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ, 11 მაისს გამოაცხადა. პრემიერის მოსაზრება გაიზიარა მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ და, შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილის გარდა, სხვა კანდიდატურის განხილვა დღის წესრიგში არც კი დამდგარა.
მიართვით «ოცნებას» ნიორი!
ნივრის სასწაულმოქმედ თვისებებს ჩვენი ხალხი ოდითგანვე იცნობდა. გარდა იმისა, რომ ნიორი უამრავ დაავადებას კურნავს, იგი ანტისეპტიკიცაა, მას მცენარეთა მავნებლებისგან დასაცავად და, წარმოიდგინეთ, ადამიანის ორგანიზმში არსებული პარაზიტების გამოსადევნადაც იყენებდნენ. ნივრისგან დამზადებული «ჭიების» წამალი ძველთაგან იხმარებოდა საქართველოში.
|
ანონსი
გაზეთი "საქართველო და მსოფლიო"
| შემომსვლელები |
 |
დღეს |
8281 |
 |
გუშინ |
295660 |
 |
სულ |
2478675 |
ამჟამად საიტზეა: 104 მომხმარებელი 24 მაისი 2013 |
ყველაზე კითხვადი
ალექსანდრე ჭაჭია: ივანიშვილის მოღვაწეობა დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს, იგი ღირსეულად იქცევა
გაზის ტარიფი განახევრდება, დენის ტარიფი 8 თეთრამდე დავა, განათლება გაიაფდება!
პატიმარი, რომელიც ერთი კვირით ადრე იტყობინებოდა, რომ მას მოკლავდნენ, მკვდარია
შეეხო თუ არა პრეზიდენტი პატრიარქს ხელით?
ვინ დააფინანსა ოპერაცია «ორი პატრიარქი» და რა მიზანს ემსახურებოდა ოპერაცია «აღსარება»
ალისტრახოს «მსუბუქი კავალერია» და გიგა ბოკერიას მელაძუობა
ბოლო სიახლეები
"მეცინება მსგავს რაღაცებზე" - თაკო სალაყაიას პირველი კომენტარი მეუღლის დაკავების შემდეგ
ისინი არ ჰყვებიან, რომ გეები ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით 20-30 წლით ადრე ასრულებენ სიცოცხლეს
ირმა ინაშვილი: გპირდებით, ამ ბოროტებას პასუხს ვაგებინებთ
17 მაისის მონაწილე ორ სასულიერო პირს ბრალი წაუყენეს
სკანდალი პროცესზე-ახალაიას საქმის უკან ვანო მერაბიშვილი დგას?
91 წლის ბებია რადიოს დიჯეიდ მუშაობს

|
|