დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი ნატოსთან დაკავშირებით
ზოგიერთი ჩვენი «გამოცდილი» პოლიტიკოსის აზრით, საქართველოს ყოფნა-არყოფნა თურმე ჩვენი ჯარის ავღანეთში ყოფნაზეა დამოკიდებული და რომ ამით უფრო ვუახლოვდებით ევროატლანტიკურ სტრუქტურას. «მსოფლიო რუკაზე უნდა დავიმკვიდროთ თავიო», _ ბრძანა მიხეილ სააკაშვილმა. მაპატიეთ, მაგრამ ზღაპრებია ეს ყველაფერი და, მგონი, კმარა უკვე _ ხალხს ნუ ვაყრით ნაცარს თვალში!
თეთრი მონების სასაკლაო
«ჰელ» _ ინგლისურად ჯოჯოხეთს ნიშნავს. ასე რომ, ტყუილად არ უწოდებენ მავანნი ქართული სამხედროების დისლოკაციის ადგილს ჰელმანდის პროვინციას ჯოჯოხეთს. «თეთრი მონა» კი არაბულად მამლუქია და მრავალტანჯული ქართველი ერის ისტორიაში ჯოჯოხეთის დარი ფენომენია, რადგან XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან, ვიდრე მთელი XVIII საუკუნე ე. წ. ლეკიანობამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ ჩვენი «ისტორიული მეგობრის» სტამბულის მონათა ბაზარი დარჩეული გურჯი გოგო-ბიჭების დეფიციტს არ განიცდიდა _ პირველნი ოსმალეთის იმპერიის სრა-სასახლეთა ჰარამხანებში აკეთილშობილებდნენ სელჯუკიანთა მოდგმას, ხოლო მამაცი გურჯი ვაჟები «ბრწყინვალე პორტას» სამხედრო პოტენციალს აძლიერებდნენ!
საგარეო საქმეთა მინისტრმა საშინაო ნაღმს დააბიჯა
«საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ცნობილმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ მკაცრად გააკრიტიკა საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მისი როყიოდ წამოსროლილი ფრაზის გამო: «სტალინი არანაკლებ დამნაშავეა, ვიდრე ჰიტლერი». «მან არამხოლოდ ისტორიის და ადამიანური მორალის საკითხებში სრული უმეცრება გამოავლინა, არამედ საკუთარ ხალხს, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ყველაზე დამსახურებულ თაობას, დიდი სამამულო ომის ვეტერანებს შეურაცხყოფა მიაყენა,» _ განაცხადა ალექსანდრე ჭაჭიამ. ამ თემასთან დაკავშირებით რედაქციამ მიიღო პუბლიცისტ ომარ გოცაძის გამოხმაურება, რომელსაც აქვე ვაქვეყნებთ.
კობა არაბული: ქართველი მწერლების მთელი ქონება სამმა კაცმა გაყიდა და გაინაწილა
საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემია, დიდი ხანი არ არის, რაც დაარსდა. აკადემიის თავკაცად მწერლებმა თამაზ წივწივაძე აირჩიეს. მწერალთა ახალ გაერთიანებას მეტად სოლიდური მიზნები აქვს. უმთავრესი, ალბათ, ის არის, რომ ქართველი მწერლისთვის დაკარგული ფუნქციისა და დაკნინებული სახელის აღდგენისთვის გარჯას აპირებენ. თუ ჩვენში მწერალს ავტორიტეტი დაუბრუნდა, მერე იმ დიდი გეგმების განხორციელებაც გახდება შესაძლებელი, რომელთაც აკადემიის მესვეურნი შესჭიდებიან. ამ ბოლო დროს შემოქმედებითი გაერთიანებები ბევრი გვინახავს, მაგრამ მათ მიერ გაკეთებული საქმე _ ნაკლებად. ღმერთმა ქნას, მწერალთა ეროვნული აკადემია გამონაკლისი აღმოჩნდეს და ქართველმა მწერლებმა დაიბრუნონ ერის წინამძღოლის ის მისია, რომელიც ოდითგან ჰქონდათ. «საქართველო და მსოფლიოს» სტუმარია მწერალთა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოეტი კობა არაბული.
ირინა სარიშვილი: რესპუბლიკური პარტია ივანიშვილის ერთადერთი გარემოცვაა
საქართველოში ბოლო დროს მომხდარ ამბებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური პარტია «იმედის» თავმჯდომარის ძალიან საინტერესო ფრაზა გამოჩნდა. იგი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომლებიც 17 მაისის გეიაღლუმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და იმაზე, თუ რას გულისხმობდა, როდესაც ინტერნეტში დაწერა «ნატოს გარეშე დარჩენილი გადაკუზული საქართველო «, «საქართველო და მსოფლიოს» ირინა სარიშვილი ესაუბრება.
ვალერი ჩხეიძე: 6 ივნისის ტერაქტი, სამწუხაროდ, უკანასკნელი არ იქნება
ჩვენი გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში («ყველამ თავის გაპედერასტებულ ქვეყანას მიხედოს») გენერალ-ლეიტენანტმა ვალერი ჩხეიძემ ჰელმანდის პროვინციიდან მიხეილ სააკაშვილის 26 მაისის ტელეგაკეკლუცება შეაფასა, როგორც «საკუთარ თავზე შეყვარებული «ბოლვანის» პოზა», როცა ქვეყნის მთავარსარდალმა ელექტრონული მედიით ისეთი ინფორმაცია გაავრცელა, რომლითაც აუცილებლად ისარგებლებდნენ ავღანელი მოჯაჰედები. ისარგებლეს! შედეგად 6 ივნისს დაიღუპა 7 ქართველი მებრძოლი, 9 დაიჭრა.
ვახტანგ მაისაია: ლაფანყურის ოპერაციის დეტალებს თუ ობიექტურად გამოიძიებენ, თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეორგოლის რეალური წარმომავლობაც გაირკვევა...
ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ყოფილი პოლიტპატიმარი და ექსპერტი სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებში, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ მაისაია.
_ ბატონო ვახტანგ, წლების მანძილზე სახელისუფლო არხებიდან გვესმოდა პროპაგანდა, რომ «აისაფის» მისიაში მყოფი ქართული შენაერთების მიმართ ავღანეთის მოსახლეობას განსაკუთრებით თბილი და მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. მართლაც, მთელი ამ ხნის მანძილზე არ ყოფილა თავდასხმის არც ერთი ფაქტი ჩვენს ბაზაზე. ბოლო ერთი თვეა, ვითარება რადიკალურად შეიცვალა _ სამი კვირის განმავლობაში უკვე მეორე ტერაქტი განხორციელდა და ჯამში ათი ქართველი სამხედრო დაიღუპა. როგორ ფიქრობთ, რით შეიძლება იყოს ეს ყველაფერი განპირობებული?
რისთვის იბრძვის ქართული ჯარი ავღანეთში?
«ტერორიზმთან ბრძოლა ურთულესი და, ამავე დროს, მეტად საპატიო მისიაა, რომელსაც, საერთაშორისო სამშვიდობო ძალებთან ერთად, გმირი ქართველი სამხედროები ღირსეულად ასრულებენ. ჩვენი ჯარისკაცები საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე, საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს იცავენ. ეს ბიჭები ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობის, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან. მიუხედავად ამ თავზარდამცემი ტრაგედიისა, ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს, უკან ვერავინ დაგვახევინებს», _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მიმართვაში, რომელიც ავღანეთში 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემდეგ გავრცელდა. ამ განცხადებისა და ხელისუფლების სხვა წამომადგენელთა კომენტარების შინაარსი და ზოგადი სულისკვეთება ცალსახად მიუთითებდა იმაზე, რომ ავღანეთიდან ქართული კონტინგენტის გამოყვანა ან რამდენადმე შესამჩნევი შემცირება ახლო მომავალში არ იგეგმება. რა მოტივები დგას ამ გადაწყვეტილების უკან და რა საფრთხეებს უკავშრიდება ის საქართველოსთვის?
ვაჟა ოთარაშვილის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს
ბატონო ბიძინა,
უფლის მადლით, ქართული კულტურა ისეთივე გამორჩეული და სრულყოფილია, როგორც ქართული ენა, რომელიც ივერიელთა ერის სულიერი ხერხემალია. ოცდაერთ საუკუნეზე მეტია, რაც ქართული ენა ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და სახელმწიფოებრივი მთლიანობის უმნიშვნელოვანეს კულტურულ ფაქტორს და ქართული ცივილიზაციის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. «ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების,» _ ამბობდა გიორგი მერჩულე და ჩვენი სამშობლოს სახელმწიფო სივრცეს ქართული ენის გავრცელების არეალით საზღვრავდა. ენა მაშინაც აერთიანებდა ივერთა ერს, როცა ქართული სახელმწიფო დაქუცმაცებული თუ დაპყრობილი იყო ათასი ჯურის მტრის მიერ. ლეონტი მროველი ფარნავაზ მეფის უმთავრეს დამსახურებად მიიჩნევს ქართველი ხალხის გაერთიანებას ქართული ენის მეშვეობით: «ამან (ფარნავაზმა _ ვ. ო.) განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართულთა შინა თვინიერ ქართულისა.»
როგორ იცხოვრებს «ნაცმოძრაობა» ხერხემლის გარეშე?
ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება შეიძლება იქცეს სერიოზულ იმპულსად «ნაციონალური მოძრაობის» ტრანსფორმაციისთვის, რომელიც მთელ პოლიტიკურ სივრცეზე იმოქმედებს, ისევე, როგორც ერთი მატარებლის კატასტროფა გავლენას მთელ რკინიგზაზე ახდენს და სხვა შემადგენლობების გადაადგილებაში კორექტივები შეაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი მმართველი პარტიის გავლენა მკვეთრად შემცირებულია, ხოლო მის შიგნით მიმდინარე პროცესებს მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობა აქვს, ის მაინც სისტემის ნაწილს წარმოადგენს და ყველაფერი, რაც მას ახლო მომავალში მოუვა, ქართული პოლიტიკისთვის უკვალოდ არ ჩაივლის.
აგრარული მეცნიერების დღევანდელი პრობლემები
აგრარული მეცნიერების ამჟამინდელმა მძიმე მდგომარეობამ გადაგვაწყვეტინა ამ სტატიის გამოქვეყნება, რათა ჩვენ, ყველამ ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ, გადავარჩინოთ ის, რაც ჯერ კიდევ შემორჩა ოდესღაც ძლიერი აგრარული პროფილის კვლევითი ინსტიტუტებიდან.
კიდევ კარგი, კოდუები არ მოვიდნენ _ ყველაფერს წაგვართმევდნენ
«საქართველო და მსოფლიოს» #17-ში გამოქვეყნდა 1972-1985 წლებში საქართველოს მსუბუქი მრეწველობის მინისტრ გიორგი გამცემლიძის წერილი, რომელშიც განხილული იყო ქვეყნის ეკონომიკის ამ მნიშვნელოვან დარგში არსებული პრობლემები და წარმოდგენილი იყო გარკვეული წინადადებები მათ დასაძლევად. დღეს ერთი საწარმოს მაგალითზე უფრო ვაკონკრეტებთ ამ საკითხებს და სასაუბროდ ვიწვევთ ბატონ ივანე მაჭავარიანს, რომელიც იმ დროს ერთ-ერთი მომგებიანი საწარმოს დირექტორი იყო, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საქართველოს მსუბუქი მრეწველობის დარგის განვითარებაში. ამ საწარმოში, სადაც თავის დროზე მეფის რუსეთის საინტენდანტო სამსახურის ორსართულიან შენობაში თავიანთი საკერავი მანქანებით _ «ზინგერებით» მივიდნენ კომუნისტი ქალები და შექმნეს მკერავთა შრომითი კოლექტივი, რომელიც წითელი არმიისთვის სამხედრო ტანსაცმლის კერვით იყო დაკავებული.
ბომბეიმდე გვირაბი _ არა, მაგრამ მარმარილოს ზღვის ქვეშ გაჭრილი გვირაბით მობრძანდით ევროპაში!
რკინიგზას ისეთი ბედი დაჰყვა, რომ ქვეყნის ბედტეხილის ჟამს ყურადღების ცენტრში ექცევა ყოველთვის. აბულაძის გენიალურ «ნატვრის ხეში» ციციკორეს და კოჭლი რევოლუციონერის შეფასებები გაიხსენეთ თუნდაც: ერთის მხრივ, მატარებელი, როგორც მიწა-ჰაერის მომწამლავი და ქვეყნის დაქცევის წინამორბედი, მეორე მხრივ, მატარებლის კახეთში შემოსვლა განათლებისკენ და ქვეყნის აყვავებისკენ გზის გაკვალვა. ჰო და არა! ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები. რკინიგზა _ ადამიანების ბედის გზაჯვარედინი რეზო გაბრიაძის შედევრებში. და ისევ რკინიგზა _ ბაქო-თბილისი-ყარსი, ისევ აზრთა დაპირისპირება. კატეგორიული.
|
ანონსი
გაზეთი "საქართველო და მსოფლიო"
| შემომსვლელები |
 |
დღეს |
482351 |
 |
გუშინ |
304060 |
 |
სულ |
4527187 |
ამჟამად საიტზეა: 25 მომხმარებელი 19 ივნისი 2013 |
ყველაზე კითხვადი
ალექსანდრე ჭაჭია: ივანიშვილის მოღვაწეობა დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს, იგი ღირსეულად იქცევა
გაზის ტარიფი განახევრდება, დენის ტარიფი 8 თეთრამდე დავა, განათლება გაიაფდება!
პატიმარი, რომელიც ერთი კვირით ადრე იტყობინებოდა, რომ მას მოკლავდნენ, მკვდარია
შეეხო თუ არა პრეზიდენტი პატრიარქს ხელით?
ვინ დააფინანსა ოპერაცია «ორი პატრიარქი» და რა მიზანს ემსახურებოდა ოპერაცია «აღსარება»
ალისტრახოს «მსუბუქი კავალერია» და გიგა ბოკერიას მელაძუობა
ბოლო სიახლეები
ვიაჩესლავ კოვალენკო: მჯერა, გამოსავალს ვიპოვით
17 მაისის მოვლენებზე საპარლამენტო კომიტეტმა დასკვნის პროექტი მოამზადა
ნატო საბრძოლო ოპერაციების მართვის უფლებას ავღანეთის ხელისუფლებას გადააბარებს
ალექსანდრ ლუკაშევიჩი - რუსეთი მზად არის, საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლის საკითხები განიხილოს
პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა ცუდი არ არის
თეა წულუკიანი სომხეთის მაგალითით დაინტერესდა

|
|