მთავარი | დაიჯესტი | დიმიტრი მედვედევმა ქართველ ხალხს გამორჩევით მიულოცა 9 მაისი

დიმიტრი მედვედევმა ქართველ ხალხს გამორჩევით მიულოცა 9 მაისი

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

დიმიტრი მედვედევმა 8 მაისს მილოცვით მიმართა დიდი სამამულო ომის ვეტერანებს. რუსეთის პრეზიდენტმა დიდ სამამულო ომში გამარჯვება ცალკე მიულოცა ქართველ ხალხს და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას საერთო ისტორიული მემკვიდრეობა ურთიერთნდობისა და ურთიერთგაგების აღდგენაში დაეხმარება.

საგულისხმოა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში დიმიტრი მედვედევმა ცალკე და ხაზგასმით საერთო გამარჯვების დღესასწაული მხოლოდ ქართველ ხალხს მიულოცა. მართალია, მიმართვაში ამაზე კონკრეტულად არ არის საუბარი, მაგრამ პათოსიდან აშკარად ჩანს, რომ ხაზგასმული ყურადღება ქართველი ხალხისადმი დასტურია საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურისა და უმაღლესი მთავარსარდლის იოსებ სტალინის პიროვნების, მისი სამშობლოს - საქართველოს მიმართ პატივისცემითა და მოწიწებით დამოკიდებულებისა. კრემლის პრესსამსახურმა რუსეთის პრეზიდენტის მიმართვის ტექსტი პარასკევს გაავრცელა. მედვედევმა ასევე გაიხსენა რუსი მიხეილ ეგოროვისა და ქართველი მელიტონ ქანთარიას გმირობაც - რაიხსტაგის თავზე გამარჯვების დროშის აფრიალება. 

«გულითადად გილოცავთ ჩვენს საერთო უდიდეს დღესასწაულს - გამარჯვების დღეს. 9 მაისს პატივს მივაგებთ ჩვენს მამებსა და პაპებს, რომლებმაც დიდი სამამულო ომის ფრონტებზე მხარდამხარ ბრძოლით დაამარცხეს ფაშიზმი, დაიცვეს ჩვე­ნი თავისუფლება და მსოფლიო ისტორიის მსვლელობას შეუცვალეს გეზი. ჩვენი საერთო ისტორიული წარსული, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ტრადიცია მყარი საფუძველია ჩვენს ხალხებს შორის ნდობისა და ურთიერთგაგების აღსადგე­ნად, იმ ხალხებს შორის, რომლებიც ერთმანეთის მტრები არასდროს ყოფილან და, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფოებრივი ურთიერთობები დღეს სერიოზული გამოცდის წინაშეა, დღემდე არ გაწყვეტილა ადამიანური კონტაქტები, საზოგადოებრივი თუ კულტურული ორგანიზაციების თანამშრომლობა, არ შესუსტებულა რუსული და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიების კავშირი. ყოველივე ეს უფლებას გვაძლევს, ვიმედოვნოთ, რომ სულიე­რად ახლობელ ხალხთა ერთობლივი ძალისხმევა დაგვეხმარება, ერთად ავაგოთ ურთიერთსასარგებლო და პარტნიორული ურთიერთობები», - ნათქვამია მილოცვის ტექსტში. 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, «ფაშისტი დამპყრობლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე გმირული და დაუვიწყარი ფურცელია რუსულ-ქართული მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში».

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა ომის ვეტერანებს ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, მთელ ქართველ ხალხს კი - მშვიდობა, სიკეთე და თანხმობა უსურვა. 

დიდ სამამულო ომს მიეძღვნა პრეზიდენტის ვიდეობლოგზე ახალი ჩანაწერიც, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ყველა რუსული ოჯახის დღესასწაულია. მედვედევი იხსენებს მის ნათესავებს, რომლებიც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდ­ნენ და ბავშვობაში ბევრს ესაუბრებოდნენ ფრონტის ამბებზე. 

მედვედევი აღნიშნავს, რომ გამარჯვების დღესასწაული ყოველწლიურად ახლებურად ჟღერს. ფალსიფიცირებასა და ჭეშმარიტების გაყალბებასთან ბრძოლაში ხელახლა საჭიროებენ დამტკიცებას ფაქტები, რომლებიც სულ ახლო წარსულში სადავოც არ იყო.

«მინდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხრა მათ, ვინც ჯერ ოცი წლისაც არაა. ოდესღაც საკმაოდ ზუსტად თქვა ვასილ კლუჩევსკიმ, რომ ისტორია არაფერს გვასწავლის, მხოლოდ გვსჯის მისი გაკვეთილების უცოდინარობისათვის. ამიტომაც ძალზე მნიშ­ვნელოვანია არა მხოლოდ დაინტერესება ისტორიით, არამედ - მისი ცოდნა. და არა იმიტომ, რომ ერუდიციით მოიწონოთ თავი რომელიღაც კამპანიაში. ეს, უპირველეს ყოვლისა, თქვენი მომავლისთვის, შემდეგ კი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვისაა საჭირო. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ისტორიული მეხსიერება», - ამბობს დიმიტრი მედვედევი.

 

კომენტარები (2 კომენტარი):

nino eristavi 02 11, 2009 06:42
avatar
ra gulis amahukebelia!ar grcxveniat?rashi ainteresebs qartvel sazogadoebas magati monahmaxi?mshvidobi mtredis roli gindar itamashot?saqartveloshi es agar gava!!!!!!
safo! 09 05, 2010 09:02
avatar
samarcxvinoaa!!!!!!!!!!!!!!!

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first ივლისი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
5.00
    Rating@Mail.ru