მთავარი | დაიჯესტი | Skull and Bones -იმპერიის ელიტა

Skull and Bones -იმპერიის ელიტა

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
ძალზე ელიტური და პურიტანული იელის უნივერსიტეტის წიაღში ყოველწლიურად საუკეთესო ოჯახებიდან გამოსული 15 სტუდენტი ირჩევა. სწორედ ისინი ქმნიან არაჯანსაღი რიტუალების მიმდევარ საიდუმლო საზოგადოებას სა­ხელწოდებით “Skull and Bones” (“ქალა და ძვლები”). ისინი სიცოცხლის ბოლომდე ეხმარებიან ერთმანეთს. ჯორჯ ბუში-უმცროსი და ჯონ კერი უკვე მრავალი წელია, დანარჩენ 800-მდე კურთხეულთან ერთად ამ ორგანიზაციის წევრები არიან. ორგანიზაცია ”Skull and Bones”-ს სახელს უკავშირდება კონსპირაციული ლიტერატურა, რომელშიც მისი წევრები დადანაშაულებულნი არიან უოტერგეიტის სკანდალში (აშშ 1972 წ. პოლიტიკური სკანდალი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის გადადგომით დამთავრდა. ეს აშშ ისტორიის მანძილზე ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა პრეზიდენტმა სიცოცხლეშივე ვადაზე ადრე შეწყვიტა საკუთარი მოვალეობების შესრულება), ღორების უბეში შეჭრასა და თვით ჯონ კენედის მკვლელობაშიც კი. საქმიან წრეებთან, განსაკუთრებით კი, საბანკო სექტორთან მჭიდრო კავშირების წყალობით, იელის უნივერსიტეტის ყოფილ თანაფაფელებს თავისუფლად შეუძლიათ, ახლო მომავალში მსოფლიო ფინანსების კონტროლი ჩაიგდონ ხელში.

ამ ორგანიზაციის წევრებს ხელეწიფებათ საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს ან, სულაც, აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მუშაობის ჩაშლაც.
არაფერს ვიტყვით “skull & Bones”-ის ეზოთერულ ხასიათზე, კურთხევის რიტუალებსა და სხვადასხვა ყოველწლიურ ცერემონიაზე. ამჯერად მთავარი ამ საზოგადოების სოციალური ფუნქცია და ის როლია, რომელსაც, შესაძ­ლოა, ასრულებს კიდეც პოლიტიკაში.“skull & Bones” არის სისტემის მიერ შერჩევის გზით ელიტის შექმნის დემონსტრირება. ენტონი სატონის თქმით, საზოგადოების ყველაზე აქტიური წევრები 20-30 ოჯახის წარმომადგენელნი არიან, ოჯახებისა, რომლებიც გამოხატავენ დაინტერესებას, დაიცვან თავიანთი მემკვიდრეობა და შთამომავლობა. სწორედ ამ ელიტური ოჯახების წარმომადგენლები ხშირად ერთმანეთზე ქორწინდებიან, თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში ორგანიზაციის წევრები მხოლოდ მამრობითი სქესის სტუდენტები ხდებოდნენ.
პურიტანული და ელიტური იელის უნივერსიტეტი
“skull & Bones “ იელის უნივერსიტეტის ეზოში ჩაისახა, რაც ჟურნალისტ ალექსანდრა რობინსის ბრწყინვალე გამოძიების მიხედვით სულაც არ იყო შემთხვევითობა.  
XVIII საუკუნის დასაწყისში კონგრეგაციონალისტებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოაყალიბეს უნივერსიტეტების ჯგუფი, რომელშიც შედიოდა Harvard,Dartmouth, Williams, Bowdoin, Middlebur  და Amherst. მაგრამ პრესვიტერიანელების მხრიდან წინააღმდეგობებს წააწყდნენ, ამან კი ჰარვარდის რექტორს ინკრიზ მეტერას მოქმედებისაკენ უბიძგა. მან 1701 წელს “ეკლესიისადმი ყურადღების შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისათვის სიმართლის გადასაცემად” ახალი უნივერსიტეტის შექმნა გადაწყვიტა და საამისოდ თანამდებობაც დატოვა. 10 მღვდელთან ერთად (რომელთაგან ცხრა ჰარვარდელი გახლდათ) შექმნა კიდეც “acollegiats School of Connecicut”. ახალშექმნილ სასწავლებელს ისააკ ნიუტონმა, რიჩარდ სტილმა და ელიჰუ იელმა პირადი კოლექციების წიგნები გადასცეს. “აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიაში” ღვაწლისა და გუბერნატორ კოლინ მადრესას წყალობით გამდიდრებულ იელთან თანამშრომლობას შედეგიც მალე მოჰყვა. იელი არა მხოლოდ წიგნებით ამარაგებდა ინსტიტუტს, არამედ აქტიურადაც აფინანსებდა მას. ხელმძღვანელობამაც დაუფასა ღვაწლი და 1720 წლიდან ლამის უკვე 20 წლის უნივერსიტეტს მისი სახელი ეწოდა.
კონგრეგაციონალისტებთან კავშირები იელის უნივერსიტეტის სწავლებისა და ფუნქციონირების პურიტანულ მანერაში აისახა. უნივერსიტეტში ყველას - მასწავლებლებსაც და სტუდენტებსაც, უნდა ჰქონოდა გარკვეული რწმენა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე მათგანის გულწრფელი დამოკიდებულება ამ რწმენის მიმართ რაიმე სერიოზულ ეჭვს წარმოშობდა, ის აუცილებლად დატოვებდა უნივერსიტეტს. ამ პურიტანიზმს ელიტურობის მანია ემატებოდა. იელში მოხვედრილი სტუდენტები ნაწილდებოდნენ არა გონებრივი შესაძლებლობების, არამედ მათი მშობლების საზოგადოებრივი მდგომარეობის მიხედვით. იერარქიის სათავეში გუბერნატორებისა და ვიცე-გუბერნატორების შვილები და შვილიშვილები იდგნენ, მათ შემდეგ - უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა ოჯახის წევრები. კიდევ უფრო ქვედა საფეხური მღვდლებისა და უნივერსიტეტის ყოფილი მოსწავლეების შთამომავლებს ეკავათ. იერარქიას ასრულებდ­ნენ ფერმერების, ვაჭრებისა და ხელოსნების შვილები. ამავე კლასიფიკაციის შესაბამისად ნაწილდებოდა ადგილები საკლასო ოთახებშიც, ეკლესიაშიც და სასადილოშიც. როგორც ალექსანდრა რობინსი აღნიშნავს, გასაოცარია არა ეს სოციალური კლასიფიკაცია სტუდენტების მიღებისას (ეს XVIII საუკუნის უნივერსიტეტთა უმეტესობისათვის იყო დამახასიათებელი), არამედ ის, რომ ეს საწყისი გადანაწილება სწავლის დასრულებამდე არანაირ ცვლილებას არ ექვემდებარებოდა. ამრიგად, იელის უნივერსიტეტი ელიტისა და შიდა იერარქიის წარმოქმნის სამაგალითო დაწესებულებად იქცა. სტუდენტები ცუდი ქცევის გამო დაბალ საფეხურზე გადაჰყავდათ, ვინაიდან ითვლებოდა, რომ მან ოჯა­ხის ღირსებას ლაქა მოსცხო.
სწავლების პროცესის ესოდენ უნაკლო ორგანიზების პირობებში უფროსკურსელ სტუდენტებს უფლება ეძლეოდათ, დაეცინათ და შეურაცხყოფაც კი მიეყენებინათ უმცროსკურსელთათვის. უნივერსიტეტის წესებში გათვალისწინებუ­ლი იყო მრავალი ზომა მხოლოდ ასაკზე დამყარებული ამ იერარქიისადმი პატივისცემის შესანარჩუნებლად. 1871 წელს ლიმან ბაგმა ფსევდონიმით გამოაქვეყნა საკუთარი ნაშრომი “ოთხი წელი იელის უნივერსიტეტში”, რომელშიც უნივერსიტეტის მიერ გამოყენებულ მექანიზმებს აანალიზებდა. ის თვლიდა, რომ ქცევის ასეთი განუკითხაობა გამოწვეული იყო დროებითი ფსიქოზის შესაქმნელად უნივერსიტეტის წესების უსაზღვრო ძალაუფლებით. შედეგად სუსტი ადამიანები სასტიკნი ხდებოდნენ, კარგი ადამიანები - დაუნდობელნი.
ელიტარობის, სასტიკი იერარქიულობისა და პურიტანობისადმი მიდრეკილებამ საფუძველი დაუდო სტუდენტების მიერ სხვადასხვა საზოგადოების დაარსებას, რომლებიც უნივერსიტეტის პარალელურად მუშაობდნენ. თავდაპირველად ეს ლიტერატურული წრეები იყო. სტუდენტები იძულებულნი იყვნენ, გამხდარიყვნენ რომელიმე გაერთიანების წევრი, რაც ხელს უშლიდა ელიტის ჩამოყალიბებას, მათი აზრით, ვისაც ამერიკის ახალი “არისტოკრატიის” მკაცრი კვლავწარმოება სურდა. 1780 წელს იელის უნივერსიტეტში ორგანიზაცია “Phi Betta kappa”-ს განყოფილება შეიქმნა სახელწოდებით “Alpha”. ამასთან, აყვავების ხანა დაუდგა მრავალ სხვა საზოგადოებას, მათ შორის, “Beethoven society”-სა “Hexahedron clob”-ს... დროთა განმავლობაში ლიტერატურულმა კლუბებმა დაკარგეს მნიშვნელობა და უფრო ელიტურ, დახურულ, საიდუმლო საზოგადოებებად გადაკეთდნენ.
XIX საუკუნის შუა წლებში უკვე არსებობდა სამი ძირითადი საზოგადოება: “ქალა და ძვლები” (“skull & bones”), “გრაგნილი და გასაღები” (“Scroll and key”) და “მგლის თავი” (“Wolfs  Head”).

იელის უნივერსიტეტის მასწავლებელთა შემადგენლობამ გადაწყვიტა, ამ მოძრაობას შეერთებოდა. skull & bones”-ის დაარსებიდან ექვსი წლის შემდეგ ექვსმა ელიტურმა მასწავლებელმა ჩამოაყალიბა “კლუბი” (“club”), რომელ­საც მოგვიანებით “ხნიერთა კლუბი” (“Old mans club”) ეწოდა. საზოგადოების დამაარსებელთა შორის იყვნენ ჯოშუა უილარდ გიბსი და თეოდორ დუაიტ ვულსი. მალე მათ უილიამ ჰოუვარდ ტაფტი, მომავალი უმაღლესი მოსამართ­ლე სიმონ ბოლდუინი, თომას ბერგინი, ნეიროქირურგი ჰარვი კაშინგი და “skull & bones“ დამაარსებელი უილიამ რასელი შეუერთდნენ. მათგან მხოლოდ თომას ბერგინი და ჰარვი კაშინგი არ გაერიანდნენ “skull & bones”-ში.
ოპიუმის ომი
იელის უნივერსიტეტი იდეალურ ადგილს წარმოადგენდა ისეთი ელიტური და გავლენიანი საზოგადოების აყვავებისათვის, როგორიც ” skull & bones” იყო. თავად ეს საიდუმლო საზოგადოება კი თავის წარმატებას თავისსავე შემქმნელს, რასელების დიდი ოჯახის წარმომადგენელს უილიამ რასელს უნდა უმადლოდეს. ამავე ოჯახის ერთ-ერთი წევრი ნოადა რასელი კონგრეგაციონალური ეკლესიის წევრი იყო და თავად იელის უნივერსიტეტის შექმნაში მონაწილეობდა. რასელების კლანი ჩაერთო დიდ ოპიუმის ომშიც, რომელიც XIX საუკუნის პირველ ნახევარში დიდმა ბრიტანეთმა ჩინეთის წინააღმდეგ გააჩაღა. XVIII საუკუნის დასასრულს ინგლისის მიერ ბენგალიში დამუშავებული ოპიუმი მონოპოლიურ მფლობელობაში გადაეცა “აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიას”, რომელიც უშუალოდ სამეფო ოჯახს ეკუთვნოდა. კომპანიის მუშაობაში წარსულში ელიჰუ იელი მონაწილეობდა. 1815 წელს დაწყებული ოპიუმის ომის მიზანი ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე ამ ნარკოტიკის ძალადობრივად დანერგვა გახდა. ყოველწლიურად შეტანილი ოპიუმის რაოდენობა 1792 წლის 320 ტონიდან 1817 წელს 480 ტონამდე გაიზარდა, 1837 წელს კი 3200 ტონას მიაღწია. ამ დროს ჩინეთმა დედოფალ ვიქტორიას მოსთხოვა, შეეწყვიტათ ნარკოტიკის შეტანა. დედოფალმა კი უპასუხა, რომ დიდი ბრიტანეთისთვის ესოდენ მომგებიან საქმეზე უარს ვერ იტყოდა.
პეკინსა და ლონდონს შორის დაძაბულობა ღრმავდებოდა: 1839 წლის თებერვალში ბრიტანელი ვაჭრების კანტონის წარმომადგენლობის წინ ერთ-ერთი ჩინელი ნარკოკურიერი ჩამოახრჩეს. 1839 წლის ივლისში დიდი ბრიტანეთის დედოფალმა დიდი რაოდენობით ოპიუმის განადგურების ნებართვა გასცა. ამის შემდეგ კანტონი და მაკაო ბევრმა ინგლისელმა დატოვა და უფრო მოშორებული ადგილებისკენ გადაინაცვლა, რათა დიდი ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის ოფიციალური მხარდაჭერით კვლავ გაეგრძელებინა ოპიუმის გადაზიდვები. ამ პირობებში კონფლიქტი გარდაუვალი იყო: 4 სექტემბრის პირველი საზღვაო შეტაკებისას ჩინეთის გემების დიდი უმრავლესობა განადგურდა. ამ შეტაკებებმა ჩინეთის სამხედრო სისუსტეც გამოავლინა და ინგლისის უყოყმანო დაჟინებაც - დაემკვიდრებინა ლიბერალიზმის ნარკოტრაფიკზე დაფუძნებული პრინციპები.
უილიამ რასელის ძმა - სამუელ რასელი ოპიუმის ომში მთავარი მოქმედი გმირი გახლდათ. წარმოშობით ამერიკელმა სამუელმა 1813 წელს დააარსა კომპანია “Russell & Company”, რომელიც 1820-იან წლებში ჩინეთში ოპიუმის გადაზიდვით დაკავებული ინგლისური “აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის” კონკურენტი გახდა. კომპანია “Russell & Company”-ს ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი ფრანკლინ დელანო რუზველტის პაპა - უორენ დელანო გახლდათ.

კომენტარები (0 კომენტარი):

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first ივლისი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
5.00
    Rating@Mail.ru