მთავარი | დაიჯესტი | შვიდფერი კრიზისი

შვიდფერი კრიზისი

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

ამერიკის ხელისუფლებაში დაჩქარებული ტემპით რეკრუტირდებიან არათეთრკანიანი და “არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის” ფიგურები, მსოფლიო ეკონომიკას კი კრიზისი არყევს. ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან უკიდურესად მჭიდროდაა დაკავშირებული.

სახელმწიფო ელიტის ბუდე
აშშ იყო პირველი თანამედროვე ლიბერალური სახელმწიფო, რომელიც დაეფუძნა პრინციპს - “ადამიანები დაიბადნენ თანასწორნი, ისინი შემქმნელების მიერ უზრუნველყოფილნი არიან სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერების ხელუხლებელი უფლებებით. ამ უფლებებს უნდა უზრუნველყოფდეს ხელისუფლება, რომელიც უფლებამოსილებას ხალხის თანხმობიდან იღებს”. ამერიკის პრეზიდენტები, ტრადიციულად, ქვეყნის ელიტის წარმომადგენლები იყვნენ, ელიტისა, რომლის წევრებიც, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას მიეკუთვნებოდნენ, ყოველთვის სწავლობდნენ ერთსა და იმავე უნივერსიტეტებში, ყოველთვის იყვნენ ერთი და იმავე საზოგადოებებისა და კლუბების წევრები.
2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ნომინანტი - ჯორჯ ბუშიც და ჯონ კერიც იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, უნივერსიტეტისა, რომლის სტუდენტებიც საიდუმლო საზოგადოების “Skull and bones”-ის ჯერ წევრები, შემდეგ კი კურთხეულები ხდებიან. ეს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული საიდუმლო საზოგადოებაა, რომლის წევრებიც, მიუხედავად პოლიტიკური სიტუაციებისა, ამ დრომდე ინახავენ თავიანთ საიდუმლოებებს. ამ თემაზე საუბრისაგან თავის შეკავებას ძალზე მარტივად ხსნიან: “კი, ვიყავი ამ საზოგადოების წევრი, მაგრამ რაიმეს თქმა არ შემიძლია, რადგან ეს საიდუმლოა”. მიუხედავად ამ საყოველთაო დუმილისა, ცნობილია, რომ სტუდენტთა საიდუმლო საზოგადოება დაკავშირებულია ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურთან, ილუმინატებთან, ბილდერბერგერებთან და მასონებთან, ანუ ამერიკას საუკუნეების მანძილზე მართავდნენ ერთ ბუდეში გამოზრდილი ბარტყები, რომლებიც, შესაძლოა, თავს სხვადასხვა პარტიას მიაკუთვნებდნენ და სხვადასხვა შესაძლებლობას ფლობდნენ, მაგრამ შინაარსით ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებოდნენ.  
ალინსკის ქორების ბუდე
უკანასკნელი არჩევნებისას სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. სპეკულაციის თეორიებით შეიარაღებულმა ბანკირებმა ეკონომიკა მოშალეს და ფინანსური კრიზისი გამოიწვიეს, რის შემდეგაც ხელისუფლებაში მოვიდა სულ სხვაგვარი დაჯგუფება, რომელსაც ამერიკის კულტურასა და ტრადიციებთან არაფერი აკავშირებს. ახალ ხელისუფალთა უმრავლესობა პირველი-მეორე თაობის ემიგრანტია, რომლებმაც ყველასათვის “თანაბარი შესაძლებლობების” წყალობით ამერიკაში კარიერაც გაიკეთა და ქონებაც დააგროვა, მერე კი ყველაფრის კრიტიკა და გადაკეთება დაიწყო, თანაც - სათავისოდ, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სფეროების ყველა საკვანძო პოზიციიდან ძველი ელიტის წარმომადგენლები განედევნათ. ეს მხოლოდ ახალი პრეზიდენტის არჩევნები კი არა, გადატრიალება იყო, გადატრიალება, რომლისთვისაც დიდხანს ემზადებოდნენ.
ბარაკ ობამამ კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა, ადვოკატის დიპლომი კი ჰარვარდის სამართლის სკოლაში მიიღო. მისი შეხედულებები მასონების ფილოსოფიის ნაცვლად 1909 წელს რუსეთიდან ემიგრირებული სოლ ალინსკის ნაშრომებზე ყალიბდებოდა. ორივე community organizer, ანუ მოსახლეობასთან მუშაობის ორგანიზატორი გახლდათ ჩიკაგოში, განსხვავება მხოლოდ ერთია - ალინსკი იმ მოძრაობის დამაარსებელი და იდეოლოგი იყო, რომლის ნაწილადაც იქცა მოგვიანებით ბარაკ ობამაც. როდესაც არსებობს ორგანიზატორი, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რის ორგანიზებას ეწევა ის და რისთვის? ამ კითხვაზე თავად ალინსკიმ უპასუხა საკუთარი წიგნში “წესები რადიკალებისათვის დაწერილია უქონელთათვის, რომ ხელში ჩაიგდონ ქონება და მქონენი”.
გასული საუკუნის 30-იან წლებში, ზუსტად დიდი დეპრესიის პერიოდში, ალინსკის იდეა მოუვიდა ძალაუფლების მექანიზმის გახსნისა, რომელიც კორპორაციების, ბანკებისა და მომსახურების სფეროების საერთო ინტერესების გამოყენების საშუალებას იძლევა. სწორედ ამ მექანიზმის დახმარებით გადაწყვიტა ხელისუფლების ხელში ჩაგდება.
მან მოსახლეობასთან დაიწყო მუშაობა ისეთი ორგანიზაციების შექმნით, როგორიცაა: “Back off the Yards” და “Industrial Areas Foundation”. ქსელი განუწყვეტლივ ფართოვდებოდა, ახლა კი უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანასაა მოდებული. ადგილებზე მომუშავე ორგანიზატორებს ალინსკი ჯერ თავად ავარჯიშებდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მის შრომებს Community organizers-ები დამოუკიდებლად ან მასწავლებლების დახმარებით ეუფლებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელი თავად ბარაკ ობამაც გახლდათ. “FOX”-მა უჩვენა იმის ამსახველი ვიდეომასალა, თუ როგორ მიჰყავდა მას სოლ ალინსკის თეორიის კურსი.
“რადიკალთა წესებში” ალინსკი წერს: “დოსტოევსკი თვლიდა, რომ ყველაზე მეტად ადამიანებს პირველი ნაბიჯის გადადგმისა ეშინიათ. ამიტომ ნებისმიერ რევოლუციურ აფეთქებას წინ უნდა უსწრებდეს ადამიანების ცნობიერების ნელი, პასიური ცვლა, რის შედეგადაც მათ თავი იმდენად მიუსაფარად, გარიყულად, დაკარგულად და გამეფებულ სისტემაში უპერსპექტივოდ უნდა იგრძნონ, რომ თავად მოინდომონ წარ­სულის დავიწყება და მომავლის შეცვლა. ნებისმიერი რევოლუციისათვის მნიშვნელოვანია მასების სურვილი, მიიღონ გარდასახვა. ასეთი სიტუაციის შექმნისათვის ორგანიზატორი მხოლოდ საშუალო ფენასთან კი არა, “ცისფერ საყელოებთანაც” უნდა მუშაობდეს, თორემ ისინი მარჯვნივ გადაიხრებიან. ამის დაშვება არ შეიძლება.” ღარიბებს ძალაუფლება არ აქვთ, ამიტომ რეალური სამიზნე საშუალო ფენა უნდა იყოს: “ახლა და მომდევნო ათწლეულებში ორგანიზაციამ თავისი მოქმედება ამერიკის საშუალო ფენისკენ უნდა მიმართოს. ეს ის მასაა, სადაც ძალაუფლებაა კონცენტრირებული...”
ალინსკი თავსაც კი არ იწუხებს, ოდნავ მაინც შენიღბოს მოძრაობის ძირითადი არსის ცინიკურობა - ძალაუფლების ხელში ჩაგდება სოციალური გარდაქმნების გზით. სოციალისტები კაცობრიობაზე ზრუნვას მაინც იბრალებდნენ. რადიკალების იდეოლოგიაში კი გარკვევითაა ნათქვამი, რომ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად საშუალო ფენა უნდა იქნეს გამოყენებული. სწორედ ესაა მარქსიზმისა და ალინიზმის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი.
ლობირების გზით ალინსკიმ ჩაატარა დიდი მოსამზადებელი სამუშაო “სრულუფლებიანი წარმომადგენლების” ჯგუფების შესაქმნელად. მათ სახალხო კორპორაციების აქციონერები თავიანთ ხმებს გადასცემენ, ისინი კი აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრებზე აძლევდნენ ხმას “სოციალური სამართლიანობის სასარგებლოდ”. ასე დაედო საფუძველი მოძრაობას, რომელიც 90-იან წლებში გამყარდა და რომლის მიზანიც აქციონერთა ამერიკული კორპორაციების საწინააღმდეგო ქმედების ორგანიზება გახდა.
მართალია, “წესები რადიკალთათვის” ანტიკონსტიტუციური და ამორალურია, მაგრამ უკანასკნელი მოვლენების (და არა მხოლოდ ამერიკის) მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სოლ ალინსკის საქმე ცოცხლობს და იმარჯვებს კიდეც. მისი ბუდიდან გამოფრინდნენ ნაციონალური და ინტერნაციონალური მასშტაბის ისეთი ქორები, როგორებიც არიან ედვარდ ჩამბერსი, მაიკლ გეკანი, ვეიდ რატკე, პატრიკ კროული და სხვები. ისინი არა მხოლოდ ხელმძღვანელობენ “Industrial Areas Foundation”-ის მასწავლებლის მიერ დაფუძნებულ ათობით ფილიალს, არამედ შექმნეს სხვადასხვა სახელწოდების ასობით მსგავსი ორგანიზაცია, რომელთაგან უკლებლივ ყველა, მიხედავად იმისა, “პროფკავშირი” ერქმევა, “საზოგადოებრივ ორგანიზატორთა ასოციაცია დაუყოვნებელი რეფორმებისათვის” თუ “მომსახურების სფეროს თანამშრომელთა საერთაშორისო კავშირი”, ემსახურება ერთადერთ მიზანს - გაააქტიურონ მშრომელთა მოძრაობა სოციალური გარდაქმნებისა და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.
ალინსკისა და მისი ქორების გეგმები ამერიკის შეერთებული შტატებით არ შემოიფარგლება. ლიბერალების იდეოლოგის ფართოდ გავრცელებული სლოგანია: “იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად”.
ნიღბები ჩამოხსნილია
ობივატელს, რომელიც უყურებს, თუ როგორ მოულოდნელად ცვლის ბარაკ ობამა საკუთარ გადაწყვეტილებებს, როგორ სარგებლობს სუფლიორის მონიტორით ყველაზე მარტივი განცხადებების გასაკეთებლადაც კი და როგორ ვერ ახერხებს დაწყებული წინადადების დამთავრებას ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, სულ უფრო ხშირად უჩნდება კითხვა: ვინ დგას პრეზიდენტის უკან? პასუხი ცალსახაა - გამარჯვებულები მონაგარის განაწილებას შეუდგნენ, ანუ საიდუმლოებას ფარდა აეხადა.
ვნახოთ, რით დასრულდა ავტოგიგანტების გაკოტრება: “ჩჰრყსლერ”-ისაგან სახელმწიფომ აქციათა 25% ჩაიგდო ხელში, პროფკავშირმა - 55%. “Gენერალ Mოტორს”-თან დაკავშირებით მდგომარეობა საპირისპიროა: აქციების 70% - ხელისუფლებას და 20% - პროფკავშირს. ეს ამერიკული მანქანათმშენებლობის ტრაგიკული ფინალია, რომლის შემდეგაც კომედია იწყება: ჯორჯ სოროსის მითითებით, ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტად ბრაიან დიზი დაინიშნა, 31 წლის პოლიტიკოსი, რომელიც ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიაზე მუშაობდა, შემდეგ ბარაკ ობამას გუნდში გადავიდა, მერე  კი გლობალური განვითარების ცენტრის Center for Global Development) შემოთავაზება მიიღო. მანქანათმშენებლობის რეორგანიზება მისი პირველი სახელმწიფოებრივი თანამდებობაა. იგი “ამერიკული კაპიტალიზმის წესების გადაწერას”, სხვა სიტყვებით კი, უძველესი ავტოქარხნების დანგრევას აპირებს... როგორც ჩანს, სულ ესაა, რის გაკეთებაც სპეციალური ეკონომიკური ან ტექნიკური განათლების არმქონე პოლიტიკურ აქტივისტს შეუძლია.
ამ ტრაგედიის მედლის მეორე მხარეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანაა, რადგან “General Motors” ქარხნებს ბევრ ქვეყანაში ხურავს. ეს ჯერ კიდევ ყველაფერი როდია. “BBC”-ს ოფიციალური ცნობით, ობამა უკვე ყველგან მმართველია: “გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელსაც გერმანული მანქანათმშენებლის “OPEL”-ის ბედზე მორიგი მოლაპარაკებებისას ტელეფონით ესაუბრა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა”.
ვინ დაზარალდა? დაზარალდნენ გადასახადის გადამხდელები, რადგან მანქანათმშენებლობის უდიდესი ვალები სწორედ მათი ჯიბეებიდან იფარებოდა. მხოლოდ “General Motors”-მა 50 მილიარდზე მეტი ამერიკული დოლარი მიი­ღო. დაზარალდნენ ინვესტორებიც, საინვესტიციო ფონდებიც, საპენსიო და მასწავლებელთა ფონდებიც, რომლებიც გაყვლიფეს და მოისროლეს. ახლა ისინი ქირაობენ ადვოკატებს და ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ხელისუფლების ქმედებები ანტიკონსტიტუციურია.
კი, ანტიკონსტიტუციურია, მაგრამ ზუსტ შესაბამისობაშია ალინსკის სწავლებებთან. გახსოვთ მისი იდეა კრებებზე ხმისმიმცემ “უფლებამოსილ წარმომადგენლებთან” დაკავშირებით? სხვადასხვა ტიპის აქციების მფლობელთა ხმებით მანიპულირების წყალობით საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ ავტოქარხნების გაკოტრების სახელისუფლო გეგმას უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
მანქანათმშენებლობა ჯერჯერობით ეკონომიკაში ფედერალური ინტერვენციის უდიდესი ექსპერიმენტია. კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია, საიდუმლო ხმისმიცემის შესახებ კანონის შეცვლის შემდეგ პროფკავშირი ხელისუფლებას დაეხმარება, ხელში ჩაიგდოს მთელი ბიზნესი - მსხვილიც და საშუალოც.
ილუზია გამორიცხულია: პრეზიდენტ ობამას ზურგსუკან დგანან მშრომელთა მოძრაობის მებრძოლი აქტივისტები, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება და ნადავლს ცინიკურად ინაწილებენ. გამარ­ჯვებას მხოლოდ მშრომელთა კავშირები როდი ზეიმობენ. მშრომელთა მოძრაობა მასებთან მომუშავე იდეური რუპორია. ვინ დებს ფულს ამ იდეოლოგიური მანქანის მუშაობისათვის და ვინ მიმართავს მას საჭირო კუთხით?

კომენტარები (0 კომენტარი):

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first ივლისი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
4.00
    Rating@Mail.ru