მთავარი | დაიჯესტი | “დე ფაქტო სახელმწიფოების დასასრული”

“დე ფაქტო სახელმწიფოების დასასრული”

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

ასეა დასათაურებული ნიკუ პოპესკუს წერილი Eu Observer.com-ში, რომელშიც მიმოიხილავს პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოქმნილი სეპარატისტული რესპუბლიკების - აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, მთიანი ყარაბაღისა და დნესტრისპირეთის პერსპექტივის პრობლემას.

ამ რეგიონებში არსებული ვითარება “გაყინულ კონფლიქტებად” იყო სახელდებული. კონფლიქტები არასდროს “გაყინულა”, - წერს ავტორი, - გაყინული იყო მათი მოგვარება. მაგრამ იმ რეალობის ფონზე, რომელშიც დღეს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აღმოჩნდა, ისეთი ცნებაც კი მოძველდა, როგორიცაა “ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფოები”.
ასეთი “დამოუკიდებლობა” ფიქციაა, რადგან ცრუსახელმწიფოების უმრავლესობა საკუთარი უსაფრთხოების ან ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად მეტ-ნაკლები დოზით გარე დახმარებაზეა დამოკიდებული.
ავტორის პარადოქსული მსჯელობა იმდენად თავისებური და საინტერესოა, რომ სრულად გადმოგცემთ:
“აფხაზეთმა, სამხრეთ ოსეთმა და დნესტრისპირეთმა თავიანთი ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დიდი ნაწილი რუსეთს გადასცეს...
რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მათი “ფაქტობრივი დამოუკიდებლობის” დაკარგვას აჩქარებს, სურთ მათ ეს, თუ - არა.
პარადოქსი ის არის, რომ 2008 წლის აგვისტომდე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თვითგამოცხადებული, მაგრამ, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი სახელმწიფოები იყო, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კი ისინი ნაწილობრივ აღიარებული გახდა, მაგრამ, ფაქტობრივად, დამოუკიდებლებად ვეღარ ჩაითვლება. თუ 2002-2003 წლებში სეპარატისტული ომები იყო მათი “ომები დამოუკიდებლობისთვის”, 2008 წლის ომი ის ომია, რომელმაც მათ (თუნდაც შეზღუდულ) დამოუკიდებლობას ბოლო მოუღო. 2008 წელს გაიმარჯვა რუსეთმა და არა - სეპარატისტულმა წარმონაქმნებმა. დღეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის “ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფოებიდან” “რუსეთის ფაქტობრივ რეგიონებად” გარდაქმნის პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმრავლესობა ამ ფაქტს მიესალმება, მაგრამ აფხაზების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინათ აფხაზმა ოპოზიციონერებმა განაცხადეს: “ყველა ის ფუნქცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას განსაზღვრავდა, სამართავად გარე ძალებს გადაეცა...
რუსეთთან ფაქტობრივი ინტეგრაციის ტენდენცია გარდაუვალი და შეუქცევადია, ყოველ შემთხვევაში, უახლოესი ათწლეულების განმავლობაში”.

კომენტარები (0 კომენტარი):

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first ივლისი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
0
    Rating@Mail.ru