მთავარი | დაიჯესტი | ჰავლაბრიდან ჰააგის ტრიბუნალამდე, ანუ მტერს მოხვდა ტალიავინის მუხლი

ჰავლაბრიდან ჰააგის ტრიბუნალამდე, ანუ მტერს მოხვდა ტალიავინის მუხლი

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

საქართველოსა და მოსკოვს შორის კონფლიქტის შემსწავლელი ევროკავშირის კომისიის მიერ წარმოდგენილი გამოუქვეყნებელი დოკუმენტების თანახმად, დანაშაულის მნიშვნელოვანი წილი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კისერზეა. მაგრამ თავის წილ პასუხისმგებლობას ოსეთის შეიარაღებული ფორმირებებიც ვერ გაურბიან.

ავენიუ დე ლა პეზე. კაბინეტში მჯდარი 58 წლის შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი (Heidi Ta¬gl¬i¬avini) ჟენევის ბოტანიკურ ბაღებს გაჰყურებს. ფანჯრის მიღმა გადაშლილი ხედი მას წამით წყვეტს მაგიდაზე დასტებად დაწყობილი საბუთების გროვისგან. ყველა მათგანი მხოლოდ ომზე და მის გამო პასუხისმგებლობაზეა. მათში კონფლიქტის მონაწილე მხარეების - რუსეთის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთი­სა და აფხაზეთის - ევროკავშირის გასული წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის მიზეზებისა და გარემოებების შემსწავლელი კომისიისთვის გაცემული პასუხებიც შედის. საბუთებს შორისაა მოსკოვში, თბილისში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მივლინებული კომისიის წევრების ანგარიშები. აქვეა ექსპერტების მიერ შედგენილი დოსიეები; დიპლომატთა, სამხედროთა და ამ ომის მსხვერპლთა საუბ­რების ჩანაწერები.
კავკასიის სპეციალისტი ტალიავინი, რომელსაც ციურიხის გაზეთმა Neue Zu¬r¬cher Zeitung-მა “მადამ კურაჟი” შეარქვა, მტკივნეული დიპლომატიური პრობლემების ექსპერტად ითვლება. კავკასიური საკითხი მისთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა მათ შორის, რაზეც კი მას ოდესმე უმუშავია. მოსალოდნელია, რომ ტალიავინი ამ ანგარიშში განმარტავს, როგორ გაღრმავდა დიდი ხნის წინათ წარმოქმნილი რეგიონალური კონფლიქტი საქართველოსა და მასზე გაცილებით ძლიერ რუსეთს შორის. ვინაა დამნაშავე ამ, “ცივი ომის” დასრულების შემდეგ ყველაზე სერიოზულ კონფრონტაციაში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის?
ტალიავინის განკარგულებაში 1,6 მლნ ევროს (2.2 მლნ დოლარი) ოდენობის ბიუჯეტია. მას, ასევე, შეუძლია, ისარგებლოს თავისი ორი მოადგილის, 10 სპეციალისტის, სამხედრო წარმომადგენლების, პოლიტოლოგების, ისტორიკოსებისა და საერთაშორისო სამართლის ექსპერტების ცოდნითა და გამოცდილებით.
ბევრია დამოკიდებული დასკვნებზე, რომელსაც მისი კომისია დადებს. განიხილება თუ არა საქართველოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ნატოში შესვლის რეალურ კანდიდატად, თუ ეს, უბრალოდ, ქვეყანაა სულელი აზარტული მოთამაშის ხელში? მართლა იცავდა თუ არა რუსეთის ხელისუფლება თავის მოკავშირე სამხრეთ ოსეთს ქართველების თავდასხმისგან, თუ რუსეთმა მოახდინა გლობალური კრიზისის პროვოცირება, როცა მისმა შენაერთებმა გაურკვეველი ვადით მოახდინეს საქართველოს ცალკეული რეგიონების ოკუპაცია?
კომისიის გამოძიების კონფიდენციალური დოკუმენტები, რომელთა მოპოვებაც ჟურნალმა “შპიგელმა” მოახერხა, მეტყველებს იმაზე, რომ კონფლიქტში დამნაშავეების ძებნა მისი მონაწილეებისთვისაც ისეთივე რთული იყო, როგორც მსოფლიო საზოგადოებისთვის. მიუხედავად ამისა, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ომი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს. ტალიავინის მაგიდაზე დახვავებული ფაქტები აბათილებს სააკაშვილის რწმუნებებს, რომ მისი ქვეყანა იმ დღეს “რუსული აგრესიის” უდანაშაულო მსხვერპლი გახდა.
ასკვნის რა თბილისის სამხედო ფიასკოს, კომისიის წევრი, ბრიტანეთის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი კრისტოფერ ლენგტონი hri¬stopher Langton) აცხადებს: “საქართველოს ოცნებები ნამსხვრევებადაა ქცეული, მაგრამ ეს მან მხოლო საკუთარ თავს უნდა დააბრალოს..”
კომისიის მეორე წევრი, ბრიუსელელი პოლიტოლოგი ბრუნო კოპიეტერი (Bruno Coppieter) პირდაპირ აყენებს საკითხს, ჰყავდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ამ ღონისძიებაში უცხოელი დამხმარეები. “დასავლეთის მიერ სააკაშვილის მხარდაჭერა, განსაკუთრებით სამხედო მხარდაჭერა ძალაუნებურად საქართველოს კურსის კონფრონტაციისკენ შეცვლის მიზეზი გახდა”, - წერს კოპიეტერი.
ბერლინელი ჟურნალისტი, მარშალის ფონდის “გერმანია-აშშ” წევრი იორგ ჰიმელრაიხი (Jorg Himmelreich) მას არ ეთანხმება. იგი საქართველოს ნატოში გაწევრების მომხრეა და “სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის, ცხინვალის ხან­მოკლე ქართულ ოკუპაციას ”სააკაშვილზე“ მოსახლეობის მხრიდან” ძლიერი ზეწოლით ამართლებს, რომელიც მისგან მრავალჯერადი საპრეზიდენტო დაპირების შესრულებას ითხოვდა სეპარატისტული რესპუბლიკის ხელახალ შემოერთებასთან დაკავშირებით.

თავდაცვა?
ჰიმელრაიხი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის ქმედებებს, აგრესიასა და “საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას” უწოდებს მას. საერთაშორისო სამართლის ჰამბურგელი ექსპერტი და ევროკავშირის კომისიის წევრი ოტო ლუხტერჰანდტი (Otto Luchterhandt) უფრო დიფერენცირებულ შეფასებას აკეთებს. ვინაიდან ქართული ჯარები თავს დაესხნენ რუსეთის სამშვიდობო ძალების ბაზას სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალში, რუსეთს, გაეროს დადგენილების 51-ე მუხლის თანახმად, უფლება ჰქონდა, თავდაცვისთვის მიემართა”, - ამტკიცებს იგი.
რუსეთის ძალები სამხრეთ ოსეთში 1992 წლის შეთანხმების საფუძველზე იმყოფებოდნენ, რომლის აღსრულებაც საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად საქართველოსა და რუსეთისთვის სავალდებულო იყო. ლუხტერჰანდტის მტკიცებით, საქართველოს თავდასხმა ამ შეთანხმების დარღვევა იყო, რამაც რუსეთს ჩარევის უფლება მისცა. მიუხედავად ამისა, წერს იგი, კრემლი შეიძლება დავადანაშაულოთ “პროპორციულობის პრინციპის დარღვევაში” და მის მიერ საქართველოს დასავლეთის იტერვენციაში სამხედრო ძალის გამოყენებით.
ექსპერტებმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების (რომელიც მან “შპიგელთან” ინტერვიუში გააკეთა) ვერანაირი დადასტურება ვერ იპოვეს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ რუსული 150 ტანკის­გან შემდგარი კოლონა სამხრეთ ოსეთში ჯერ კიდევ 7 აგვისტოს საღამოს შემოვიდა. კომისიის დასკვნების მიხედვით, რუსული არმია  8 აგვისტომდე სამხრეთ ოსეთში არ შესულა.
მეორე მხრივ, კომისიის წევრები აღნიშნავენ, რომ სააკაშვილმა ჯერ კიდევ 7 აგვისტოს დილით სამხრეთ ოსეთის საზღვაზე 12 000 სამხედრო მოსამსახურესა და 75 ტანკს მოუყარა თავი. გამოძიებისას მათ აღმოაჩინეს ქართვე­ლი პრეზიდენტის რამდენიმე შენიშვნა, რაც ადასტურებს, რომ მას დიდი ხანია, აწუხებდა სამხრეთ ოსეთის პრობლემის სამხედრო გზით მოგვარების იდეა. “თუ თქვენ ნებისმიერ ქართველ ჯარისკაცს ჰკითხავთ, რატომ მსახურობს ის შეიარაღებულ ძალებში, გიპასუხებს: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად”, - განაცხადა სააკაშვილმა 2004 წლის 25 მაისის სატელევიზიო მიმართვაში.
გერმანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა იციან, რომ ტალიავინის მოადგილე უვე შრამი (Uwe Schramm) ამ ქვეყანაში ელჩად ყოფნის პერიოდში უპატაკებდა ომის დაწყებისაკენ სააკაშვილის მისწრაფებაზე.
როცა ხუთდღიანი ომი დაიწყო, ქართველმა გენერალმა მამუკა ყურაშვილმა ტელევიზიით განაცხადა, რომ მისი ქვეყანა “კონსტიტუციურ წესრიგს აღადგენს მთელს რეგიონში”. შესაძლოა, იგი ციტირებდა 7 აგვისტოს გამოცემული ქართული ბრძანების სტრიქონებს. ქართველებს დღემდე არ წარმოუდგენიათ კომისიისთვის ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის ასლი. მათ, ასევე, არ გადაუციათ კომისიისთვის სხვა ოფიციალური ბრძანებების ასლები. კომისიამ ასეთი უყურადღებობა ახსნა როგორც დანაშაულის ერთგვარი აღიარება.
თუმცა კომისიის წევრები საერთო ჯამში თანხმდებიან, რომ ქართველებმაც და რუსებმაც დაარღვიეს ჟენევის კონვენციის დადგენილება საომარი მოქმედებების დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ. როგორც რუსულ­მა, ასევე ქართულმა ძალებმა გამოიყენეს დიდ ფართობზე ასაფეთქებელი ნივთიერების გამშლელი კასეტური საბრძოლო მასალები, რომელთა მოქმედების შედეგადაც დაიღუპა რამდენიმე მშვიდობიანი მცხოვრები, ხოლო დაიჭრა გაცი­ლებით მეტი. საქართველომ აღიარა ასეთი ტიპის იარაღის გამოყენება, მაშინ, როცა რუსეთი კვლავ უარყოფს ამ ბრალდებებს.

“სამხედრო დანაშაული”
კომისიას, აგრეთვე, მოჰყავს სამხრეთ ოსეთის მოხალისეების მშვიდობიან ქართველ მოსახლეობაზე თავდასხმის მრავალი ფაქტი. სამართლებრივ საკითხებში შვეიცარიელი ექსპერტის, თეო ბუტრუშის  (Theo Boutruche) კომისიისთ­ვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, მოხალისეებმა, ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცებმა, გაძარცვეს და გადაწვეს რამდენიმე სოფელი. ისინი სცემდნენ მშვიდობიან მოსახლეობას და რამდენიმე ათეული ქართველი მოკლეს. ჰააგის კონვენციის თანახმად, რუსეთის ჯარები ვალდებულნი იყვნენ, აღედგინათ საზოგადოებრივი წესრიგი, მაგრამ მათ თითქმის არაფერი მოუმოქმედებიათ იმ სიმხეცეების აღსაკვეთად, რასაც კომისიის დოსიეში “სამხედრო დანაშაულება­ნი” ეწოდება.
ახლა კომისიის ხელმძღვანელს ანგარიშის საბოლოო ვარიანტის მომზადება მოუწევს. და სულაც არა აქვს განზრახული, რომ შიგ განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები ჩაწეროს. მიუხედავად ამისა, ტალიავინი ისეთი რეპუტაციის ადამიანია, რომელიც ერიდება კონფლიქტის მონაწილე რომელიმე მხარის მიმართ მკაცრ შენიშვნებსა და გამონათქვამებს. კომისიის წევრები პროგნოზირებენ, რომ ტალიავინი, ალბათ, დასკვნაში ჩადებს ჰიმელრაიხის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო-ში საქართველოსთვის კარი ღია უნდა დატოვონ, მიუხედავად მისი იმპულსური პრეზიდენტისა. ივნისის დასაწყისში სააკაშვილი ტრაბახობდა, რომ მისი ქვეყანა ისევ ომის მდგომარეობაშია რუს “მტრებთან”.
სავარაუდოდ, პასუხგაუცემელი დარჩება კიდევ ერთი კითხვა - რა როლი ითამაშა ქართულ კონფლიქტში ამერიკამ? ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მთავრობა მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევდა. მან საქართველოში, სხვა ყველაფერთან ერთად, 150-მდე სამხედრო ინსტრუქტორი გაგზავნა.
ამასთან, კომისიის წევრთა უმრავლესობას აინტერესებს, რა იცოდა საქართველოში აშშ ელჩმა და ნაციონალური სამხედრო კოლეჯის ყოფილმა მრჩეველმა ჯონ ტეფტმა სააკაშვილის ბრძანებებთან დაკავშირებით. მათ ასეთი კითხ­ვა აქვთ: რატომ არავინ უპასუხა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის ზარს, როცა 8 აგვისტოს, უთენია, ომი დაიწყო? იმ დროს ხომ ვაშინგტონში ნაშუადღევი, ანუ ჯერ კიდევ სამუშაო საათები იყო?
კომისიის სხვა წევრები სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, დენიელ ფრიდთან საუბარს ისურვებდნენ, რომელიც იმ დროს პასუხს აგებდა საქართველოზე. მცირე ხნის წინ ფრიდი პირად საუბარში გამოუტყდა საგარეო პოლიტიკის გერმანელ ექსპერტს, რომ სააკაშვილი აპრილში “კონტროლიდან გამოვიდა.”
მაგრამ ტალიავინის კომისია ამერიკელებს შეკითხვებს არ დაუსვამს. მისი ერთ-ერთი წევრის განცხადებით, “ჩვენს ხელმძღვანელსა და ევროკავშირს, უბრალოდ, გამბედაობა არ ეყოფა, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგან.”

“შპიგელიდან” თარგმნა
ლექსო ლეკიაშვილმა

კომენტარები (0 კომენტარი):

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first ივლისი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
5.00
    Rating@Mail.ru