მთავარი | დიალოგი | დსთ საქართველოს არ ივიწყებს!

დსთ საქართველოს არ ივიწყებს!

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

დსთ წევრი ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის თანახმად, შემოქმედებითი და მეცნიერული ინტელიგენციის ფორუმების გადაწყვეტილებით, თანამეგობრობის მიერ 2009 წლის ახალგაზრდობის წლად გამოცხადებისა და იუნესკოს მიერ კულ­ტურათა დაახლოების წლად 2010 წლის გამოცხადების გამო, ასევე - რელიგიათაშორისი და კულტურათაშორისი დიალოგის საკითხში გაეროს ათი წლისთავისათვის მზადების გათვალისწინებით 2009 წლის 18 ივნისს მოსკოვში დსთ წევრი სახელმწიფოების ჰუმანიტარული თანამშრომლობის საერთაშორისო ფონდის ეგიდით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, დსთ წევრი სახელმწიფოების სამინისტროებისა და უწყებების, დსთ საქმეთა და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის ფედერალური სააგენტოსა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, რუსეთის მეცნიერებათა და სამართლის აკადემიების მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია «კულტურათაშორისი დიალოგი - დსთ სივრცეში ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარების სისტემაწარმომქმნელი ფაქტორი.»

კონფერენციის მუშაობაში (პლენარული სხდომა და მომდევნო სამი თემატური «მრგვალი მაგიდა») მონაწილეობდა რფ საგარეო საქმეთა მინისტრი, იუნესკოს საქმეებში რფ კომისიის თავმჯდომარე ს. ვ. ლავროვი (რომელმაც პლენარული სხდომა გახსნა); რფ პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, დსთ წევრი სახელმწიფოების ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი ფონდის თანათავმჯდომარე მ. ე.შვიდკოი (პლენარული სხდომისა და ერთ-ერთი «მრგვალი მაგიდის» წამყვანი); დსთ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ტ. ი. ბუზუბაევი; რფ პრეზიდენტის თანაშემწე, რფ პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი დსთ წევრი ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებში, დსთ ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხების საბჭოს თავმჯდომარე ჯ. რ. პოლიევა; რფ სახელმწიფო დუმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გ. პ ივლიევი; ყაზახეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დსთ წევრი სახელმწიფოების ჰუმანიტარული თანამშ­რომლობის სახელმწიფოთაშორისი ფონდის საბჭოს თავმჯდომარე ჟ. კ. ტუიმბაევი; იუნესკოს აღმასრულებელი კომიტეტის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტის თავმჯდომარე ა. ლაკატოში; მოსკოვში იუნესკოს ბიუროს დირექტორი, იუნესკოს წარმომადგენელი აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, მოლდოვასა და რუსეთის ფედერაციაში ბ. დენდევი; მოსკოვის მ. ვ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვ. ა. სადოვნიჩი; ტაჯიკეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი მ. ი. ილოლოვი; რფ კულტურის მინისტრის მოადგილე ა. ე ბუსიგინი; ერევნის ვ. ლ ბრიუსოვის სახელობის სახელმწიფო ლინგვისტიკის უნივერსიტეტის რექტორი ს. ტ. ზოლიანი; უკრაინის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი პ. პ. ტოლოჩკო; რფ სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მინისტრის მოადგილე ო. ა. როჟნოვი; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ა. ო. ჩუბარიანი («მრგვალი მაგიდის» ერთ-ერთი წამყვანი); რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ა. გ. ლისიცინ-სვეტლანოვი; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემისკოსი ა. ა. ჰუსეინოვი; თათართა რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ზ. რ. ვალეევი; რუსეთში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და განსაკუთრებული ელჩი პ. ბულბულ ოღლი; მოლდოვას რესპუბლიკის განსაკუთრებული და სრულუფლებიანი ელჩი ა. კ. ნეგუცა; სომხეთის რესპუბლიკის განსაკუთრებული და სრულუფლებიანი ელჩი ა. ბ. სუმბათიანი და სხვა ოფიციალური პირები, დამოუკიდებელი ექსპერტები, შემოქმედებითი და მეცნიერული საზოგადოებრიობის, დსთ აღმასრულებელი კომიტეტის, დსთ და იუნესკოს პარლამენტთაშორისი ასამბლეის წარმომადგენლები.

მიუხედავად იმისა, რომ 12 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო ორი დადგენილება «დსთ-ის პარლამენტთაშორისი ასამბლეის შესახებ», რომელთა მიხედვითაც ფორმალურად დასრულდა თანამეგობრობიდან ქვეყნის გამოსვლის ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ დაწყებული სამართლებრივი პროცედურა, კონფერენციის მონაწილეებმა საჭიროდ მიიჩნიეს მოსკოვში საქართველოს დელეგაციის მიწვევაც. კონფერენციაზე საქართველოს წარმოადგენდნენ: არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიული მემკვიდრეო­ბის» თავმჯდომარე ტ. გაგნიძე, ყოველკვირეულ გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» მთავარი რედაქტორი ი. თოდუა, პოლიტოლოგი ა. ჭაჭია და ამ წერილის ავტორი, პუბლიცისტი და პოლიტოლოგი ა. ხიდირბეგიშვილი, რომლებსაც კონფერენციის მიმდინარეობისას უამრავი არაფორმალური შეხვედრა ჰქონდათ როგორც სტუმრებთან - დსთ-ის სხვადასხვა ქვეყნების დელეგატებთან, ასევე - ღონისძიების ორგანიზატორებთან.

(შეგახსენებთ, რომ საქართველომ 1993 წლიდან, როცა დსთ სრულუფლებიანი წევრი გახდა, 2008 წლამდე მოქმედი 1300 ხელშეკრულებიდან ხელი მოაწერა 598 საკვანძო დოკუმენტს, რომელთა შორისაც იყო ხელშეკრულებები თავისუფალი სავაჭრო ზონის, უვიზო რეჟიმის, საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვის ურთიერთაღიარების შესახებ, სამართლებრივი დახმარების კონვენცია და სხვ. ამგვარად, დსთ-დან გამოსვლით საქართველომ მოახდინა თავისი მონაწილეობის ანულირება ხელშეკრულებებში, რომლებიც მას თავისი რესურსებით უმდიდრეს შუა აზიის ქვეყნებსა და აზერბაიჯანთან (რომელთან თანამშრომლობისთვის აშკარად მეტოქეობენ ევროპის, შეერთებული შტატებისა და ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყანა!) აკავშირებდა, ასევე, - რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც, სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ, ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ღვინისა და მინერალური წყლებისთვის დღემდე უალტერნატივო ბაზარს წარმოადგენს.)

კონფერენციის მიზანი იყო:

- კულტურათაშორისი დიალოგისთვის კონკრეტული მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავება, დსთ ქვეყნების ერთობლივი მოქმედების გეზისა და ჩარჩოების დასახვა თანამეგობრობისთვის პრიორიტეტულ ოლქებში;

- დსთ სივრცეში კულტურათაშორისი დიალოგისთვის მიდგომისა და სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის საშუალებების გამონახვა, თანამეგობრობის სახელმწიფოთა ჰუმანიტარული ცოდნის, განათლების, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს უნიკალური საინტეგრაციო პოტენციალის გამოყენებით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია კონფერენციის მონაწილეთა ღრმა პატივისცემა და უზარმაზარი ინტერესი ქართული დელეგაციის მიმართ და ორგანიზატორთა ღრმა თანაგრძნობა და წუხილი იმის გამო, რომ საქართველო ვეღარ შეძლებს კულტურის, განათლების, მეცნიერების, კულტურული მემკვიდრეობის, ინფომაციისა და მასობრივი კომუნიკაციის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდებთან მუშაობის 100-ზე მეტ ერთობლივ პროექტსა და ღონისძიებაში მონაწილეობას. პროექტებში, რომლებიც დსთ წევრი ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი ფონდის მხარდაჭერითა და ეგიდით ხორციელდება და დსთ წევრი ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის სფეროში 2009-2010 წლების პრიორიტეტულ ღონისძიებათა გეგმის საფუძველს წარმოადგენს, რომელიც 2009 წლის 22 მაისს ასტანაში (ყაზახეთი) დსთ ქვეყნების მთავრობების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე მოიწონეს. მათ შორისაა:

- დსთ ქვეყნების ახალგაზრდა პედაგოგთა და მეცნიერთა შორის ყოველწლიური პრემიის «დებიუტების თანამეგობრობა», ასევე, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ხელოვნებისა და ჰუმანიტარული საქმიანობის სფეროში დსთ სახელმწიფოთაშორისი პრემიის - «თანამეგობრობის ვარსკვლავები» - მოსაპოვებელი კონკურსები;

- მიმდინარე წლის სექტემბერში ქალაქ კიშინიოვში დსთ ქვეყნების შემოქმედებითი და მეცნიერული ინტელიგენციის მე-4 ფორუმი; 

– მუსიკალური ფესტივალები, უდიდესი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი «ოქროს ნიღაბი», რომლის ჩარჩოებშიც პირველად გაიმართება დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების სპექტაკლთა კონკურსგარე პროგრამა «მასკა პლუსი», ასევე თეატრალური ბაზრობა «PღO - თეატრი 2009»;

- დსთ-ის ღია ქსელური უნივერსიტეტის შექმნა თანამეგობრობის ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების კონსორციუმის ფორმით, ნანო– და საინფორმაციო ტექნოლოგიებში უმაღლესი კურსების ჩატარება, დსთ ქვეყნების ნანოტექნოლოგიების საერთაშორისო ინოვაციური ცენტრის შექმნა, ასევე, როგორც თავის გამოსვლაში მოსკოვის მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვ. ა. სადოვნიჩიმ აღნიშნა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსურ თანამგზავრზე დსთ წევრი ქვეყნების სახელმწიფო უნივერსიტეტთა აპარატურების განთავსება და თანამეგობრობის ქვეყნების ინტერესებში განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევების წახალისება;

- დსთ ინტერნეტპორტალის შექმნა;

- დსთ ქვეყნების სახელმწიფოთაშორისი სატელევიზიო ფესტივალი სახელმწიფოთაშორის ტელერადიოკომპანია «მირთან» ერთად, სატელევიზიო პროგრამები ჰუმანიტარული თანამეგობრობის საკითხებზე, ტელემარათონი და დიდ სამამულო ომში გამარჯვების 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სხვა ღონისძიებები;

- დსთ წევრი ქვეყნების საერთაშორისო სპორტული თამაშები;

- დსთ წევრი ქვეყნების ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერთა საერთაშორისო სკოლა და სხვა მრავალი ღონისძიება.

აი ასე, თანამეგობრობის თემაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ დადებული ტაბუს, გამუდმებული «შავი პიარის» გამოისობით, რომლის შედეგადაც ქართველი საზოგადოების ცნობიერებაში ჩამოყალიბდა სტერეოტიპი: «დსთ - ხალხების ციხეა, თანამეგობრობაში შესვლა საბედისწერო შეცდომა იყო და საჭიროა მისი დაუყოვნებლივ დატოვება!»

 - ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდა, რამდენი რამ კეთდებოდა ბოლოხანს დსთ წევრი ქვეყნებისათვის კულტურისა და განათლების სფეროებში, რითაც ჩვენივე ხელით მოვუსპეთ ქართველ ახალგაზრდებს პროფესიული განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლების, სტუდენტთა გაცვლის პროგრამებში მონაწილეობისა და რუსეთის ფედერაციისა და დსთ ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის ლიმიტების მიღების უზარმაზარი პერსპექტივები; იმ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრისა, რომლებშიც სწავლების დონე არანაკლებ და ხშირად უფრო მაღალიცაა, ვიდრე საქართველოში დღეს მოდადქცეულ ამერიკისა და ევროპის ნაქებ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში!

სამწუხაროა, რომ საქართველო ვერ მოხვდება კონფერენციის მუშაობის შედეგად მიღებულ რეზოლუციაში მითითებული პრეფერენციებისა და შესაძლებლობების არეალში. კერძოდ, მონაწილეობას ვერ მიიღებს დსთ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხის მომზადებაში, ექსპერტთა ერთობლივი ჯგუფის ჩამოყალიბებასა და დსთ კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებით ფასეულ ობიექტთა რეესტრის შექმნაში.

ერთ-ერთ «მრგვალ მაგიდაზე» - «თანამეგობრობის ქვეყნების საერთო კულტურული მიღწევების შენარჩუნება, განვითარება და მისკენ ახალგაზრდებისთვის გზის გაფართოება» - დიდი რეზონანსი გამოიწვია საქართველოს ეროვნული და სოციალური ურთიერთობების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, გლობალიზაციის პრობლემების ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ ალექსანდრე ჭაჭიას გამოსვლამ, რომელმაც აღნიშნა, რომ:

1. რუსეთს არ აქვს მსოფლიო პროექტი - საკუთარი სახელმწიფოებრივი განვითარების ხანგრძლივვადიანი კონცეფცია და, როგორც შედეგი, - საქართველოსა და დსთ ქვეყნების მიმართ მკაფიო პოლიტიკური ხაზი;

2. ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის შემოქმედებითი და მეცნიერული ინტელიგენცია უგულებელყოფს საკუთარ ისტორიულ მიღწევებს, რომლებიც მჭიდროდ უკავშირდება საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნების ისტორიას; 

3. ახდენს საერთო კულტურული ფასეულობების ნიველირებას და ზოგჯერ –შეგნებულ დამახინჯებასაც. მაგალითად: 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვებისა, რამაც სულიერი კავშირის გაწყვეტამდე მიიყვანა მამებისა და შვილების თაობა, რომელიც ფალსიფიცირებული ისტორიის საფუძველზე აღმოცენდა;

3. ერთიანი რუსულ-ქართული საინფორმაციო სივრცის არარსებობა (განსაკუთრებით კი – 2008 წლის აგვისტოს საინფორმაციო ბლოკადის შემდეგ) და შედეგად – საქართველოს მოსახლეობის ინფორმაციული ვაკუუმი, მის მიერ რუსეთსა და დსთ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული პროცესების არცოდნა, თუმცაღა ამ ქვეყნებში მილიონზე მეტი ქართველი - საქართველოს მოქალაქე და თანამემამულე ცხოვრობს. 

ამასთან დაკავშირებით ა.ჭაჭიამ ხაზი გაუსვა საქართველოში 2009 წლის თებერვლიდან გამოცემული ყოველკვირეული გაზეთის - «საქართველო და მსოფლიო», ასევე, გაზეთის რუსულ და ქართულენოვანი ინტერნეტსაიტის www.geworld.net წვლილს, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთო საქართველოს რუსულენოვანი მოსახლეობა; ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიული მემკვიდრეობის» მოღვაწეობაზე, რომელმაც უმოკლეს ხანში უკვე 7 ტომი გამოსცა სერიიდან «ჟამი ხსნისა», რომელიც უტყუარი ისტორიული დოკუმენტების ფრაგმენტთა თემატური ნაკრებია და რუსეთ-საქართველოს უძველეს ისტორიულ ურთიერთკავშირს ადასტურებს.

«უფროსი თაობა წავა და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის ჩვენი მეგობრობა, ერთიანობა და ძმობა ღირებულებას დაკარგავს. მათ ამის შესახებ არაფერი ეცოდინებათ. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდება... უკვე მივედით იქამდე, რომ ჩვენს მამებს, რომლებიც მოსკოვს იცავდნენ და ბერლინი აიღეს, ზოგიერთი ტელე- და ბეჭდვითი მედიის წყალობით (როგორც რუსული, ასევე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნების) თითქმის ფაშისტებს უთანაბრებენ, ისე­ვე, როგორც სსრ კავშირს - ფაშისტურ გერმანიას, ხოლო სტალინს - ჰიტლერს!» - ხაზი გაუსვა ჭაჭიამ გამოსვლის დასასრულს.

საგულისხმოა, რომ კონფერენციის ყველა დელეგატი 2008 წლის 7 მაისს სტრასბურგში, მინისტრთა კომიტეტის 118-ე სესიაზე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სამინისტროთა მიერ დამტკიცებული და ევროპის საბჭოს მიერ 2009 წლის ივნისში გამოცემული «თეთრი წიგნის» - «თანაცხოვრება თანაბარი ღირსებით» - მფლობელი გახდა. წიგნის წინასიტყვაობაში, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტერი დევისს ეკუთვნის, ნათქვამია: «საერთაშორისო დიალოგი ჩვენი დღევანდელობის გარდაუვალ საჭიროებას წარ­მოადგენს. თანამედროვე სამყაროში, რომელიც სულ უფრო მეტად მრავალფეროვანი და დაუცველი ხდება, აუცილებელია, ურთიერთობა დავამყაროთ ეთნიკურ, რელიგიურ, ენობრივ და ნაციონალურ გამმიჯვნელ ზღუდეებზე მაღლა, რათა უზრუნველვყოთ სოციალური ერთიანობა და თავიდან ავირიდოთ კონფლიქტები» (!).

განა საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობა დსთ ფუნქციონირებაში, ყველა პარამეტრით, თანამეგობრობის დანარჩენ წევრთა მხარდამხარ, ასევე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრობა (ОДКБ) არ აგვაცილებდა თავიდან სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაკარგვას, განა ხელს არ შეუწყობდა ამ 16 წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას?! 

განა ეკონომიკური თანამშრომლობა და საქმიანი პარტნიორობა დსთ წევრ-ქვეყნებთან უფრო უპრიანი არ არის საქართველოსთვის, ვიდრე შორეული ოკეანისგაღმა პერსპექტივები და ბუნდოვანი დასავლური ფასეულობები, რომლებიც უხვადაა შეზავებული «გლობალიზმის» საკაზმით?!

იმავე გლობალიზაციიდან რატომ უნდა ავიღოთ მხოლოდ უარყოფითი - ყველაფერი ეროვნულ-ინდივიდუალურის უგულებელყოფა, და უარვყოთ დადებითი, მაგალითად, ეროვნულ კულტურათა ურთიერთშერწყმის ტენდენცია?!

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ყველა საღად მოაზროვნე კაცისა და... საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის მიგვინდია!

არნო ხიდირბეგიშვილი

კომენტარები (2 კომენტარი):

neitrali 30 07, 2009 06:15
avatar
dadgeba dro rodesac ukve demokratiuli ruseti taviseburad bodishs mouxdis sacartvelos! es ise rogorc germania ebrael xalxs!
AFXAZI 22 12, 2009 02:07
avatar
RUSETMA QARTVELS OSI DA APSUA SEPARATISTI AMJOBINA DA WAAGO, MOVA DRO KETIL NEBAS SOWIS DABRUNEBAC MOYVEBA, ROCA KAVKACIIS DAKARGVIS REALURI SAFRTXE EQNEBA...

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first ივლისი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
5.00
    Rating@Mail.ru