მთავარი | ადამიანის უფლებები | პოლიტპატიმარ ვახანიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე იძულებით გაუკეთდა უცნობი პრეპარატის ორი ინიექცია

პოლიტპატიმარ ვახანიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე იძულებით გაუკეთდა უცნობი პრეპარატის ორი ინიექცია

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

აკადემიკოს ვახანიას ადვოკატმა განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს და საქართველოს იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეს ზუგდიდის მე-4 საპყრობილეში ვლადიმერ ვახანიას მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის გამო.

“2009 წლის 11 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა განსასჯელი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვლადიმერ ვახანია, რომელსაც ტანსაცმელზე, კერძოდ, პერანგზე, ემჩნეოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი, სახეზე კი - უაზრო გამომეტყველება, ჰქონდა დაბნეული გამოხედვა. ამ ვითარებამ დამაეჭვა. იმ დღეს მის მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, ისე, რომ ვლადიმერ ვახანიას არ მიეცა საშუალება, წარმოეთქვა საბოლოო სიტყვა”, - აღნიშნა ადვოკატმა.
ერთი კვირის შემდეგ ვლადიმერ ვახანია თბილისის პირველ საპყრობილეში მოინახულა ადვოკატმა. მან ჰკითხა ვახანიას 11 სექტემბრის ვითარების შესახებ.
“11 სექტემბერს, დაახლოებით 17 საათზე, ზუგდიდის მე-4 საპყრობილის მე-17 საკანში მასთან შევიდნენ საპყრობილის მუშაკები, მისთვის უცნობი ორი პირი. როცა ვახანიამ განუმარტა მათ, რომ შეუძლოდ იყო, არ შეეძლო წას­ვლა სასამართლო პროცესზე და განცხადების დაწერა მოითხოვა, ზემოხსენებულმა პირებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით ის წაიყვანეს სამედიცინო ნაწილში და ინიექციის გზით შეუყვანეს ორი პრეპარატი, რის შემდეგ იგი წა­იყვანეს სასამართლო სხდომის დარბაზში. როგორც ვახანიამ განმიცხადა, იყო გაბრუებული და ბუნდოვნად ახსოვს მოსამართლის მიერ გამოტანილი 4-წლიანი განაჩენი. შემდეგ ის ჩასვეს მანქანაში, კვლავ გაუკეთეს ინიექცია ვენაში და წაიყვანეს თბილისის საპყრობილეში”, - განაცხადა ადვოკატმა.
საპყრობილეში ჩამოყვანისას ვახანიამ საპყრობილის ხელმძღვანელობას აჩვენა მის ხელზე არსებული ნანემსარი, რაც ადვოკატმა დააფიქსირებინა ექიმს. ადვოკატის თქმით, ვლადიმერ ვახანია ითხოვს მისი უგულებელყოფილი უფლებების დაცვას და დახმარებას.

ლადო ქირია

კომენტარები (3 კომენტარი):

nona 28 09, 2009 06:16
avatar
rogor mecodeba es uwesieresi kaci.ratom eqcevian ase ugmertod/axalaiebs ar moepera albat.gmerti ushvelis,sxva samartali saqartveloshi mainc ar arsebobs... gagajlierot upalma am mdzime situaciashi.
diana 25 10, 2009 10:16
avatar
nona
mec zalain mecodeba eg kaci
ganatlebuli cesieeri da uagresad patiosania

tan kanonebi kargad icis da amitom gaabrues rom tavistavi ver daecva

sashinelebaa rom ase xelovnurad artmeven adaminebs sicocxlis uflebas


tan ra aris ici?
aqamde tviton cerda cerilebs
presashi
axla etyoba ise daasustes rom ceris tavic ar aqvs da misi dis cerilma shemzra

kidev ert sicocxles upireben gaqrobas da xma amovigot yvelam
chemtvis sruliad ucxoa eg adamaini magram misi biografiis adamaini ase unda acamon tavis samshobloshi?
estate 28 10, 2009 05:52
avatar
jurnalistebo zalain gtxovt ra siaxlec geqnebat am adamianze dadet xolme ra

ase tu gaagrzeles misi cameba kidev erti kargi qartvelis codvas camokideben isedac codvebshi chafluli "kanondamcvelebi"

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first ივლისი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
5.00
    Rating@Mail.ru