საქართველო და მსოფლიო ყოველკვირეული გაზეთი ონლაინ ვერსია
გაზიარება

ვაშაძის უწყება საგულდაგულოდ მალავს სკანდალს - რატომ გამოაძევეს რუსეთიდან საქართველოს კონსული

28 05 2009 20:00:00 ნანახია:2144
ვაშაძის უწყება საგულდაგულოდ მალავს სკანდალს - რატომ გამოაძევეს რუსეთიდან საქართველოს კონსული

«საქართველო და მსოფლიოს» ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს კონსული და საელჩოს კიდევ ერთი თანამშრომელი გამოაძევეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქართულმა მხარემ ორი რუსი დიპლომატი დაითხოვა საქართველოდან. საბაბი იმდენად აბსურდული იყო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თხოვნით მიმართა რუს კოლეგებს, არ გაეხმაურებინათ როგორც საქართველოდან რუსი დიპლომატების გაძევების, ასევე, პროპორციული პასუხის სახით, რუსეთიდან კონსულისა და საელჩოს კიდევ ერთი თანამშრომლის გამოძევების ფაქტი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეს დიპლომატიური ინციდენტი ცოტა ხნის წინათ მოხდა, მაგრამ მისი გახმაურებისაგან მხარეები ჯერჯერობით თავს იკავებენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარს არ უარყოფს, თუმცა არც დეტალებზე საუბრობს. საქართველოს ნომერ პირველ დიპლომატად შერაცხილ გრიგოლ ვაშაძის უწყებაში დიპლომატიური ურთიერთობები რომ თავდაყირა დგას, არავისთვის უცხო არ არის, მაგრამ თუ ჩვენი დიპკორპუსი საერთაშორისო ურთიერთობების მოგვარებას ასეთი გზებით აპირებს, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ კიდევ ერთხელ გავეხვეთ საშიშ ავანტიურაში. მეტი სიცხადისთვის გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული:

«საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 1 ივლისს. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩები იყვნენ: ვალერიან ადვაძე (1993 წლის აპრილი - 1995 წლის იანვარი); ვაჟა ლორთქიფანიძე (1995 წელი - 1998 წლის იანვარი); მალხაზ კაკაბაძე (1998 წლის სექტემბერი - 2000 წლის მაისი); ზურაბ აბაშიძე (2000 წლის ივლისი - 2004 წლის თებერვალი); კონსტანტინე კემულარია (2004 წლის აგვისტო - 2005 წლის თებერვალი); ვალერი ჩეჩელაშვილი (2004 წლის აგვისტო - 2005 წლის თებერვალი); ირაკლი ჩუბინიშვილი (2005 წლის ივლისი - დღემდე).»

ალბათ, საზოგადოებას ამის შემდეგ არ უნდა გაუკვირდეს, რატომ მუშაობს ასე «ეფექტიანად» ქართული დიპლომატია. საგარეო საქმეთა სამინისტროს დღემდე ვერ გაურკვევია, რომ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ელჩი ირაკლი ჩუბინიშვილის შემდეგ ერასტი კიწმარიშვილი იყო, ამჟამად კი ამ სახელმწიფოში ელჩი საერთოდ აღარ გვყავს და დიპლომატიური ურთიერთობაც გაწყვეტილი გვაქვს! აგვისტოს ომის შემდეგ ლეიბორისტების ლიდერმა განაცხადა: - «ჰიტლერს «რუსთავი 2» რომ ჰყოლოდა, გერმანელები დღემდე ვერ გაიგებდნენ, სამამულო ომი რომ წააგესო...»

«საბედნიეროდ», სააკაშვილის ხელისუფლებას ჰყავს «რუსთავი 2» და, ალბათ, ამიტომაც დღემდე ვერ მიხვდნენ, რომ აგვისტოში ომი წავაგეთ და მთავარსარდალმა კაპიტულაციას მოაწერა ხელი... ამიტომაც არ იციან, რომ დღეს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ირაკლი ჩუბინიშვილი კი არ არის, მეზობელ ქვეყანასთან საერთოდ გაწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები! თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი კარგად ხედავს, რომ საქართველოს დაბრმავებული და დაყრუებული ხელისუფლება ჰყავს! სხვაგვარად როგორ შეიძლება აიხსნას ის, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ხდება? სამინისტროში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული უწყებაა ყველა ნორმალურ ქვეყანაში?! როგორ მოაგვარებს საერთაშორისო ურთიერთობებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, როცა საკუთარი უწყების ვებგვერდისთვის ვერ მოუვლია და დღესაც ჰგონია, რომ, თურმე, რუსეთში საქართველოს ელჩი ირაკლი ჩუბინიშვილია?!

ამის შემდეგ არც ის გაგიკვირდებათ, რამდენად კომპეტენტური პასუხი გაგვცეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, როცა იმის გადამოწმება ვცადეთ, თუ რა გახდა რუსეთიდან საქართველოს კონსულის გამოძევების მიზეზი.

«საქართველო და მსოფლიო» საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, რომელმაც გვირჩია, რომ ჩვენს შეკითხვაზე - ვინ არის რუსეთში საქართველოს კონსული - პასუხს რუსეთთან ურთიერთობის დეპარტამენტში გაგვცემდნენ. რა თქმა უნდა, მათი რჩევა გავითვალისწინეთ და ზემოთ ხსენებულ დეპარტამენტში დავრეკეთ, თუმცა, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, დეპარტამენტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გიორგი ყარალაშვილმა ვერ გაგვცა ჩვენთვის საინტერესო შეკითხვაზე პასუხი. დეპარტამენტში კატეგორიულად განაცხადეს, რომ არ ჰქონდათ ამ საკითხზე საუბრის უფლება და ინფორმაციის მიღება პრესსამსახურში გვირჩიეს. კვლავ პრესსამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს ნათია კაკულიას დავუკავშირდით, რომელმაც თავაზიანად განგვიმარტა, რომ, თურმე, ინფორმაცია რუსეთთან ურთიერთობის დეპარტამენტში უნდა მიგვეღო და დაგვაკვალიანა, რომ რუსეთის საელჩოს სექცია შვეიცარიის საელჩოშია.

- გასაგებია, და ეს ჩვენც ვიცით, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ როგორც საქართველოში, ისე რუსეთში საკონსულოები შვეიცარიის საელჩოშია გახსნილი...

- ხო...

- იქნებ, გვითხრათ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს კონსულის სახელი და გვარი...

- გასაგებია, რომ გაინტერესებთ, მაგრამ საიტზე არ წერია და მე საიდან მოვიტანო? ვერ გავიგე... მე ხომ არ ვმუშაობ საკონსულოს საკითხებზე?! არ ვიცი, მაშინ საკონსულო დეპარტამენტის ნომერს მოგცემთ.

- ინფორმაცია საკონსულო დეპარტამენტიდან უნდა მივიღოთ თუ რუსეთთან ურთიერთობის დეპარტამენტმა უნდა გვითხრას, ვინ არის ამჟამად რუსეთში საქართველოს კონსული? გაუგებარია, რატომ წარმოადგენს საიდუმლოს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს კონსულის ვინაობის დასახელება?

- არა, ნამდვილად არ არის საიდუმლო, ვინ არის რუსეთის ფედერაციაში საქართველოს კონსული... ამჟამად არ გვყავს ხომ კონსული? (საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ჩვენთან ცდილობს გარკვევას, გვყავს თუ არა რუსეთის ფედერაციაში კონსული...)

- ვერ გეტყვით, ქალბატონო ნათია, სწორედ ამ საკითხის გარკვევას ვცდილობ თქვენთან...

- ახლა შემოვიდა ჩვენთან რუსეთის დეპარტამენტის თანამშრომელი... უბრალოდ, პრესასთან ურთიერთობა გვეხება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ... ამჟამად რუსეთში კონსული არ გვყავს...

- რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შემდეგ არ გვყავს რუსეთის ფედერაციაში კონსული?

- (ხანგრძლივი პაუზის შემდეგ) ადრე გვყავდა, ანუ, დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც გვყავდა კონსული და ახლო მომავალშიც დაინიშნება...

- ვინ იყო უკანასკნელი კონსული, სახელი და გვარი მითხარით...

- ვინ იყო, ხომ არ იცი, სახელი და გვარი აინტერესებს... (ეკითხება მასთან შესულ რუსეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელს. საუბრიდან ჩანს, რომ იმ მომენტში არკვევდნენ, ვინ იყო საქართველოს კონსული რუსეთში, რადგან არცთუ სწრაფად გვიპასუხა, რომ, თურმე, რუსეთში საქართველოს კონსული ზურაბ პატარაძე ყოფილა).

- პატარაძე თუ პატარიძე?

- პატარაძე მითხრეს მე და არ ვიცი...

- ეს პიროვნება ამჟამად საქართველოში იმყოფება? იქნებ, მისი საკონტაქტო ტელეფონი მაინც მითხრათ?

- არ იციან ამდენი, იყო კონსული, მაგრამ აღარ არის და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახლა... მაშინ კადრებში უნდა დარეკოთ...

- კარგი. ერთ შეკითხვასაც დაგისვამთ და დავასრულებ თქვენთან საუბარს. ჩვენი ინფორმაციით, რუსეთმა გამოაძევა საქართველოს კონსული და საელჩოს კიდევ ერთი თანამშრომელი, იმის პროპორციულ პასუხად, რაც ჩვენ რუსეთის ორი ატაშე გავაძევეთ ქვეყნიდან...

- ვერ გაგცემთ პასუხს...

- ამის შესახებ ინფორმაცია არ გაქვთ თუ პასუხის გაცემა არ გსურთ?

- მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ არ არის საჭირო ამის სააშკარაოზე გამოტანა. მე არ მაქვს ინფორმაცია...

 P.S. გასაგებია საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია - «ამის სააშკარაოზე გამოტანა არ არის საჭიროო». მართალია, უნდა დავმალოთ და საგულდაგულოდ გავასაიდუმლოოთ ჩვენი არაპროფესიონალიზმი! ემანდ ვინმემ არ გაიგოს და არ დაგვცინოს! მაგრამ ვაი რომ იციან და დაგვცინიან... სამწუხაროდ! საქართველოს პრეზიდენტს არც ერთი ქვეყნის პირველი პირი აღარ ხვდება და ქართულმა დიპლომატიამ ნდობა რომ დაკარგა, ეს მხოლოდ გაუთავებელი ტყუილების კი არა, არაპროფესიონალიზმის დამსახურებაცაა... სხვაგვარად როგორ შეიძლება ავხსნათ, რომ ობამამ პროტოკოლი დაარღვია და 7 მაისს რუსეთის საგარეო მინისტრს შეხვდა?!. როგორც ცნობილია, მათ საქართველოზეც ისაუბრეს. არადა, კულუარული ინფორმაციით, ვაშაძე ლამის მუხლმოდრეკილი ევედრებოდა ჰილარი კლინტონს, რომ ობამასთან სააკაშვილის შეხვედრა «ჩაეწყო», ან, თუნდაც, ჰილარი კლინტონის დონეზე მაინც მიეწვიათ სააკაშვილი ვაშინგტონში, მაგრამ - ამაოდ... ასე თუ გაგრძელდა, ეს ბატონები აუცილებლად გადაიჩეხებიან მოუსავლეთში, მაგრამ ქვეყანაც რომ გადაიყოლონ?!.

 

მანანა ჩხეიძე
გაზიარება
მსგავსი მასალები

ავტორი: დიმიტრი

2013-01-28 17:06:08

ვერსია მართლაც ბევრია ,მაგრამ ჯობია გამოძიებას დაველოდოთ.

ავტორი: მაია

2013-01-29 19:43:12

მამა ელიზბარი არაა უშუალო მოცმე,აქედან გამომდინარე,არ შეუძლია სხვისი ნათქვამის აბსოლუტურ სიმარტლედ განცხადება. ხომ შეიზლება დავუშვატ,რომ ეს შეგდებული ვერსიაა და მამაო შეცდომაში შეიკვანეს.

ავტორი: ზარმაცა

2013-01-29 21:16:04

რა თქმა უნდა გეთანხმები მაია, თუ სხვამ დაინახა იმ სხვამ უნდა მისცეს ჩვენება სხვის სიტყვას თავდებად რატო უდგება მამაო, ეს ერთი და მეორე სხვის ნალაპარაკევზე რონმელსაც არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია მამაო რო მკვლელობაზე ვინმეს ხელს დაადებს, კაი რაააააააააა სადაური მამაოა ვინ მისცა წირვის ჩატარების უფლება საერთოდ..

დატოვე კომენტარი

ქართული კლავიატურა

თქვენი სახელი

უსაფრთხოების კოდი

ანონსი

"საქართველო და მსოფლიო" "ობიექტივის" ეთერში

გაზეთი "საქართველო და მსოფლიო"

შემომსვლელები
დღეს 863027
გუშინ 17469
სულ 880496
ამჟამად საიტზეა: 60 მომხმარებელი
01 ნოემბერი 2014

ახალი კომენტარები

სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ეს სტატია და სიმართლე ვთქვა განცვიფრებული დავრჩი იმის გამო რომ თურმე საქართველოში არის ის ძალა რომელიც ჭეშმარიტებისათვის და ქართული ეთნოსის გადარჩენისათვის იბრძვის - თუმცა უმრავლესობისათვის დაუნახავად.
ივანაშვილი ჭეშმარიტად ურიაა(ებრაელი).
დამისახელეთ თუნდაც ერთი ეთნიკური ქართველი, რომელსაც აქვს ამხელა წარმატებისათვის მიღწეული ვაჭრობა-მამაძაღლობებში. ვერ დასახელებთ! იმიტომ რომ ქართველ ეთნოსს გენეტიკურად არ გააჩნია "იყიდე-გაყიდეს" და ხალხის მოტყუების/სხვისი უბედურებით საკუთარი ცხოვრების მოწყობის ინსტიქტი.
რაც შეეხება 26 საუკუნოვან ძმობას, მინდა უბრალო და ყველასათვის ცნობილი ისტორიული მასალა მოვიყვანო:
1917 წლის სახელმწიფო გადატრიალება რუსეთის იმპერიაში, რომლის ნაწილიც იყო საქართველო დაყოფილი გუბერნიებად, მოაწყვეს ეთნიკურმა ებრაელებმა. მთავარი მოქმედი პირები იყვნენ იზრაილ ლაზარეს ძე გელფანდი და ლეიბა დავითის ძე ბრონშტეინი, რომელთაც მარიონეტკად ყავდათ დედით ებრაელი ლენინი. მათ 90% ებრაელებისაგან დააკომპლექტეს ახლად შექმნილი სოციალისტური ქვეყნის მთავრობა. 1921 წელს ზუსტად ებრაელებისაგან დაკომპლექტებულმა სოციალისტური ქვეყნის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპაციის და ის მან სისრულეში მოიყვანა. 1921 წელს ზუსტად ებრაელმა ბრონშტეინმა შექმნა აფხაზეთში, 1922 წელს კი შიდა ქართლის ცხინვალის რეგიონში ავტონომიური რესპუბლიკები. ზუსტად მათ გადასცეს თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხებს ქართული მიწები!
აი ეგაა 26 საუკუნოვანი "ძმობა"!
ვინც ცოტას მაინც მუშაობს თავის თავზე და კითხულობს ინფორმაციას, მან იცის რა სიტუაციაა მსოფლიოში. პატარა სახელმწიფო იქ ვერაფერს წტვეტს, მას გამოიყენებენ, ამიტომ ჩვენნაირი სახელმწიფო უნდა იყოს ჩუმად და დაელოდოს. ამიტომ ამ პროვოკაციის მომწყობები ქვეყნის მტრები არიან,რომელიც იყოფა ორ ჯგუფად, ერთი მსხვილი რომელიც იღებს დიდ ფულს და სამშობლოს ბედი არ აინტერესებს აგენტები. მეორე უვიცები, წვრილი ხალხი, რომელმაც საერტოდ არ იცის ვინ არის და რას აკეთებს, ოღონდ მიეცი წვრილი ფული და თავის დედასაც მოკლავს. ჩემი აზრიტ თუ ამას მნიშვნელობა აქვს, უნდა დაირღვეს ანდაზა; გზა მაშინ გამოჩნდება ურემი რომ გადაბრუნდებაო, უნდა მოხვდეს ამ ხალხის ლიკვიდაცია დროულად,რადგან არ უწყიან რას იქმნიან.
შAლვა ახალციხელს
აფხაზეთიც, 8 აგვისტოც და გამსახურდიას მკვლელობაც ამერიკის მიერ დაწერილი სცენარია ...იმ დროინდელი საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი არამზადების მიერ მოყვანილი სისრულეში!!!
ასეთი სცენარები ამერიკას ბლომად აქვს გამზადებულები ჩვენთვის და ტრაგიკულ სცენებში შენც და შენი შთამომავლობაც მოყვება.
ისე ამოგვწყვეტენ ისევე თქვენნაირი გონებაშეზღუდულების წყალობით, რომ მოამბეც არ დარჩება!
რაც შეეხება 9 აპრილს, ისევ იმ დროინდელმა პზესიდენტმა გამოიძახა რუსის ჯარი მანიფესტანტების დასარბევად, პრეზიდენტი კი თავისი არამზადა პოლიტიკანებით ფანჯრიდან უცქერდა თავისი ხალხის დარბევას. აი, ასეთი ქართველი ხელისუფალნი გვყავდა ჩვენ ყოველ დროს!!!

Facebook

msofliotv.ge
Copyright © 2012 - 2014 Geworld.ge All Rights Reserved.

www.wsa.ge