რუსეთი საბჭოთა კავშირში დაბადებულთათვის “გრინ-ქარდის” შემოღებას აპირებს
ზომა
A

ოთხშაბათი, 08 თებერვალი / 2017 11:46

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში (პარლამენტში) ამზადებენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სსრკ-ის ყოფილი მოქალაქეები მიიღებენ ამერიკულიგრინ-ქარდისანალოგს _ .. რუსულ ბარათს.


კანონპროექტმა, რუსი კანომდებლების აზრით, უნდა გააერთიანოს რუსები, რომლებიც რუსეთის საზღვრებს გარეთ აღმოჩნდნენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აგრეთვე, გაამყაროს ენობრივი, ნათესაური კავშირები და დაიცვას რუსი ხალხის ფასეულობები უცხოეთში.

ყოფილი თანამემამულეები, რომლებსაც გადაეცემათ ასეთ ბარათი, სავარაუდოდ, მიიღებენ დამატებით შესაძლებლობებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე: ქვეყანაში უვიზოდ შესვლის, უფასო განათლების, სამედიცინო დახმარების უფლებას და სხვ.

ერთ-ერთი პირობა, რომლის დაცვის შემთხვევაშირუსული ბარათიგაიცემა სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელზე, არის მტკიცებულება პირდაპირი ნათესაობისა რუსებთან ან სსრკ-ის მოქალაქეებთან, ანურუსული ბარათისმიღების კანდიდატის მამა, დედა, ბებია ან ბაბუა უნდა იყოს საბჭოთა კავშირის მოქალაქე ან თვითონ კანდიდატს წარსულში უნდა ჰქონდეს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა.

კიდევ ერთი პირობაა რუსული ენის კარგად ცოდნა. ამასთანავე, კანდიდატი არ უნდა ეწეოდეს ისეთ მოღვაწეობას, რომელიც მიმართული იქნება რუსეთისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კანონი არის სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, მსგავსი კანონი მიიღეს პოლონეთის, სლოვაკეთისა და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებმა.

თუ რუსეთის პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, პირველი “რუსული ბარათი” უკვე 2018 წლიდან გაიცემა.

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: ბიჭიკო
მისასალმებელია
წერს:
საქართველოში კი ყველა შემოდის,ვისაც ნიავი წამოუბერავს...
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა