ირმა ინაშვილი: თუ ქართველი ერი გაწყდება, ვისთვის ცვლით ამ კონსტიტუციას? ან ვისთვის ვქმნით კანონებს?
ზომა
A

ორშაბათი, 20 მარტი / 2017 17:18

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ ქართველ ხალხს შია და  იმ არგუმენტს, რომ სახელმწიფოს გაჭირვებული ფენის დასახმარებლად რესურსი არ აქვს, ვერ მიიღებს. 


"გული მტკივა, ამ ატირებული ხალხის გამო... და არ მივიღებ განმარტებებს, რომ მათ გადასარჩენად სახელმწიფოს რესურსი არა აქვს. ხელისუფლებას მივმართავ: გაიგეთ, შეიგნეთ, ჩვენს ხალხს შია. რა დემოგრაფიაზე საუბრობთ, რომელ ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რა რეფორმებით იწონებთ თავს, ერი ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვის.

თუ ქართველი ერი გაწყდება, ვისთვის ცვლით ამ კონსტიტუციას? ან ვისთვის ვქმნით კანონებს? პრიორიტეტი- ჯერ ადამიანია და მერე- კანონი. ჯერ ადამიანია და მერე- რეფორმა. ჯერ ადამიანია და მერე- ბიუჯეტი. ჯერ ადამიანია... ხალხი არ გეცოდებათ? ვისი ხელისუფლება ხართ თქვენ: ერთმანეთის თუ ხალხის?!"- წერს ირმა ინაშვილი.

ინაშვილი აცხადებს, რომ ობიექტივის მიერ სოციალურ პრობლემებზე მომზადებულ სიუჟეტებს ხშირად აზიარებს, რომ მათ ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნონ.

"მე არა ვარ მწვერვალზე, საიდანაც ხელისუფლებისთვის ბედნიერი საქართველო ჩანს. მე დაბლა ვარ, ხალხში ვარ და ამდენი აცრემლებული ადამიანის შემყურეს, მრცხვენია, რომ ჩემი შვილებისთვის საკვების ყიდვა მაინც შემიძლია. ვიღაცისთვის ეს განცდა სიყალბე და პოპულიზმია. გეუბნებით, აღარ მაინტერესებს, რას ფიქრობთ ან რას იფიქრებთ ჩემზე",- წერს ირმა ინაშვილი.

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა