ამერიკელი დიპლომატის ტელეგრამა: ქართველები ზარმაცი, ჭუჭყიანი, გაქნილი, ძალიან ამაყი და თავზეხელაღებული ხალხია
ზომა
A

ორშაბათი, 20 მარტი / 2017 14:51

„საბჭოთა კავშირი „ბანქოს სახლივით დაიშალა... ვინაიდან ის ყოველთვის ბანქოს სახლი იყო“ - წერდა ისტორიკოსი მარტინ მალია. შვიდი ათწლეულის მანძილზე არსებული წყობა რამდენიმე წელში ჩამოინგრა და ცოტა თუ ვარაუდობდა მის აღსასრულს. თხუთმეტმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სახელმწიფო ინტიტუტების მშენებლობა დაიწყო. საბჭოთა ძალადობრივი სისტემის დასასრულს დასავლეთში ცოტა რამ თუ იყო ცნობილი მის შემადგენლობაში არსებულ ერებზე.


საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე, მისი პოლიტიკა კავშირში შემავალი ხალხებისადმი ერთგვაროვანი არ ყოფილა და გარკვეულ ეტაპებს მოიცავდა - ნატივიზაციიდან რუსიფიკაციამდე. ამ მხრივ, სამხრეთ კავკასია კომუნისტი ლიდერებისთვის იყო ლაბორატორია, სადაც პირველად მოხდა მათი იდეების გამოცდა.

საბჭოთა იმპერიის აღზევებასა და დაცემაში სხვადასხვა ქვეყნებმა განსხვავებული როლი ითამაშეს. ქენანის ინსტიტუტში პროფესორმა ერიკ სკოტმა საქართველოს მაგალითი მიმოიხილა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა საბჭოთა კავშირს, 1921 წლის, ოკუპაციის შემდგომ, ისე აღიქვამდა, როგორც უცხო სხეულს და „სხვას“. წიგნში „ახლობელი უცნობები“ რომლის პრეზენტაციაც ვაშინგტონის ქენანის ინსტიტუტში გაიმართა, ავტორი საქართველოს საბჭოთა წარსულს მიმოიხილავს.

„ქართველები ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეები იყვნენ ბოლშევიკური რევოლუციის წამოწყებაში, თუმცა იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ ედუარდ შევარდნაძის საგარეო მინისტრად დანიშვნამდე, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე მათ ცენტრში აღარ წყალობდნენ“, - ამბობს ერიკ სკოტი.

დასავლეთში, საქართველოს და სამხრეთ კავკასიის განხილვა ხშირად მხოლოდ ცენტრთან მიმართებით, „ორიენტალურ“ ჩარჩოში ხდება. სადაც ეს ქვეყნები რუსეთის გავლენის სფეროდ აღიქმება და მათთან დაკავშირებული მოვლენები მხოლოდ ამ პრიზმაში განიხილება. საქართველოს „ორიენტალური“ ხედვა მოსკოვის მიერ მისი ეთნო-კულტურული მახასიათებლების რომანტიზაციისა და ეგზოტიკურად წარმოდგენისგან შედგება.

„ამის ფესვები პირველ რიგში რუსულ ლიტერატურაში უნდა ვეძიოთ, ალექსანდრ პუშკინთან და მიხეილ ლერმონტოვთან“, - ფიქრობს ერიკ სტოკი. მისი თქმით, „ქართველები საბჭოთა კავშირში მოგვაგონებენ იტალიელებს ამერიკაში“.

 

„ქართველები იოსებ სტალინს ხელისუფლებაში მოსვლაში და სოციალისტური ქვეყნის მშენებლობაში დაეხმარნენ. ისინი კულინარიის სპეციალისტები იყვნენ, შექმნეს რეპერტუარი, რომელიც მულტიეთნიკურ საზოგადოებას სცენიდან და ეკრანებიდან ართობდა, საქართველოში ყვაოდა არაფორმალური ეკონომიკა, საქართველოს ჰყავდა ინტელექტუალები, რომლებმაც 1980-იანი წლების ბოლოს საბჭოთა ხელისუფლების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს“, - ამბობს ერიკ სკოტი. იგი საბჭოთა კავშირს ქართული პერსპექტივიდან უყურებს და მულტიეთნიკურ იმპერიაში უმცირესობის გამოცდილებაზე საუბრობს.

ამერიკისთვის საბჭოთა ცხოვრების და იმპერიის შესწავლის ერთ-ერთი წყარო, ამერიკელი დიპლომატის ჯორჯ ქენანის „გრძელი ტელეგრამა“ გახდა. ჯორჯ ქენანი საკუთარ დიპლომატიურ ტელეგრამებში ქართველებზე საუბრობდა როგორც „ზარმაც, ჭუჭყიან, გაქნილ, ძალიან ამაყ და თავზეხელაღებულ“ ადამიანებზე. მისი თქმით, „ქართველები თითქოს არასოდეს მუშაობდნენ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მათგან ამას მოითხოვდნენ“.

ერიკ სკოტი, საარქივო მასალაზე დაყრდნობით, წიგნში საქართველოს უახლეს ისტორიას მიმოიხილავს. მისი თქმით, ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოთა ქვეყნების მსგავსად, საქართველოც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ევროპისკენ მიისწრაფის, საბჭოთა წარსულისგან გათავისუფლებას ცდილობს და ეს ქართველებისთვის, საკუთარი თავის განსაზღვრისთვის, ამოსავალი წერტილია.

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: 777
ramdenime weli iyo bicho ssrk!!! 70 welia ramdenime??gadagrevs tqven amerikkelebi!
წერს: ვაჟა ჯავახიანი
ჯორჯ ქენანის გრძელი ტელეგრამის იმედად დაწერა, მართლა პირდაუბანელები და ჭუჭყიანები ამერიკელები არიან, ოქროს ძებნაში რო იყვნენ ამოთხვრილები და საპონი არ ქონდათ, ჩვენ ოქროს ხანა კაი ხნის გავლილი გვქონდა...
წერს:
შებღა გვაკლდი რაა
წერს: გივი გორგიშელი
თვითონ ეს ჯორჯ ქენანი ვინ მიგდია? რითი მჯობია მე ან თვითეულ თქვენგანს? იქნებ თავის წარმომავლობასა და საკუთარ ეროვნებაზე გვითხრას რამე თუ საერთოდ გააჩნია ეროვნება. დაცინვაა როცა \\\"ვრცელ დეპეშაზე\\\" დაყრდნობით ახასიათებს ჩემს ერს. მაგისი დამპალი და კრიმინალი წინაპარი სამშობლოდან ამერიკაში გაიქცა. იქ მზაკვრულად ამოხოცა აბორიგენი ტომები და გაპარპაშდა. ჩემი \\\"ზარმაცი გენის მატარებელი\\\" წინაპარი კი საკუთარი სისხლითა და ხმლით იცავდა სამშობლოს, არსად არ გაქცეულა, მუხლჩაუხრელი შრომითა და მკლავდაუღლელი ბრძოლით გამობრძმედილმა ჯოჯოხეთურ გარემოცვაში, ისტორიულ ბეწვის ხიდზე გამოატარა სათაყვანებელი სამშობლო. შეინარჩუნა ენა, მამული, სარწმუნოება და თავმოყვარეობა. რასაც ქენანი და ბევრი სხვაც ვერ დაიტრაბახებს!!!!! ასეა ეს!
წერს: გაუქმებულია გაუქმებულია
ერიკ სკოტი....ამერიკული ქაქით გამძრარი მასონი
წერს: სოსო
ამერიკელები იმ ადამიანების მიხედვით მსჯელობენ რომლებთანაც მათ აქვთ ურთიერთობა და მათი გამყიდველობისა და უზნეობის შემხედვარეს კიდევ კარგი აზრი დარჩა ქართველებზე! ალბათ ისიც ვერ გაიგო საქართველოდან მას ქართველები შეხვდნენ თუ სხვა ერის წარმომადგენლები და სააკაშვილი, ჟვანია, გოგორიშვილი და ძმანი მისნი ქართველები გონია! ისტორიასთანაც ძალიან მწყრალად რომ არ იყოს, თავისი წინაპრების მიერ ინდიელებისადმი ჩადენილი საშინელებების მემკვიდრეც ჩვენზე არ ილაპარაკებდა! ამ ფაშისტების კოლბაში გამოჩეკილ \\\"დემოკრატ\\\" ვირთხას დიპლომატია რომ ესმოდეს, ასეთ რამეს არ იტყოდა და არ გამიკვირდება იმასაც თუ გვეტყვის რომ ატომური ბომბი იაპონიაში სტალინმა ჩამოაგდო, რაზეც ალბათ \\\"ქართული პოლიტიკური ელიტა\\\" ტაშს დაუკრავს, ხაჭაპურს მიართმევს, ქართული ღვინით დალოცვს და ბოლომდე გალოკავს! ამის შემდეგ შეიძლება ის \\\"დიპლომატი\\\" დაპყრობელი გაამტყუნო უარესადაც რომ შეგვაფასოს ????
წერს: nina vaSakidze.
საბჭოთა კავშირის დროს ბიძაჩემი სამსახურიდან გაგზავნეს საფრანგეთში.გაოცებული და უკმაყოფილო იყო.ფრანგი ხალხი სხვანაირად წარმოედგინა.არც დამალა და გიდს უთხრა. გიდმა საღამოს ელიტარულ ვახშამზე დაპათიჟა.გაოცებას ვერ მალავდა იქ შეხვდა ნამდვილ ფრანგებს როგორებადაც წარმოედგინა ისინი.სოსო რასაც წერს ვეთანხმები. საქართველოში იყო მაგრამ ვინ გაიცნო ვის შეხვდა.ეს არის საკითხავი.
წერს: marina
tavis garyvnil amerikas mixedos
წერს: დათო
ვინ ნახა ნეტავ ეს ტელეგრამა რეალურად...ხალხი ისედაც ინდაურივივით დაუფიქრებლად ყლაპავს ჭორებს
წერს: ლანა
ზარმაცები ვართ.ვეთანხმები. ამაყები ვართ ოღონდ რა გვაქვს საამაყო არ ვიცი,უწიგნურებიც ვართ,ბინძურზე ვერ დავეთანხმები. ალბათ ბევრი არ იცავს სისუფთავეს,მაგრამ ბინძური ადამიანი ყველა ერს ყავს.
წერს:
amerikelze jujkiani ert ujrediani dadis. Sadme.kidev eri tualetidan.rom gamodian.xelebs ar ibanen. Dzaghlis.najam tepshs.tavis tepshebtan.retzxaven da tavs jurjlis rakovinashi.ibanen pui es rom chvenze.itkvis rames
წერს: ელენე
ვაი შენ არ გაიშვი...ჭუჭყიანები რატომ ვართ,ტანი რომ სულ არ დავიბანოთ სული გვაქვს სუფთა! ერთი სიმართლე მაინც თქვი-- ამაყები ვართ! იმიტომ მოინდომა ყველამ თავზე გადავლა.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა