ვის დარჩება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი?!
ზომა
A

ორშაბათი, 20 მარტი / 2017 14:44

აზერბაიჯანული გამოცემა „ეხო“, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილის შესახებ ჟურნალისტ ელინა რუსტამოვას სტატიას აქვეყნებს.


საქართველოს და აზერბაიჯანს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თაობაზე, კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე შეთანხმება შეუძლიათ. მოლაპარაკება, რომელიც 2017 წლის განმავლობაში გაიმართება ალბათ დადებით შედეგებს გამოიღებს, - განუცხადა „ეხოს“ კორესპონდენტს სამხედრო ექსპერტმა უზეირ ჯაფაროვმა. „საქართველო აცნობიერებს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მონასტრის ზონას სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. გარდა ამისა, იურიდიული თავლსაზრისით, აზერბაიჯანს უფრო მეტი უფლება აქვს დავით გარეჯზე, ვიდრე საქართველოს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ორ ქვეყანას შორის საზღვრის გარკვევა ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო. სადაო ისტორიული ობიექტების, მაგალითა, ისეთების, როგორიცაა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, საზღვრის დელიმიტაციის პროცესი 2007 წელს ჩიხში შევიდა. ავღნიშნავთ, ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის საერთო სიგრძე 480 კილომეტრია. მკითხველებს იმასაც შევახსენებთ, რომ შარშან საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მათ მიმდინარე წელს საზღვრის დელიმიტაციის დასრულება აქვთ განზრახული.

„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არასდროს მწვავე დავა არ ყოფილა, მათ შორის ტერიტიორიულ საკითხებზეც, გარდა ქეშიშ-დაღის მონაკვეთისა, რომელსაც საქართველოში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს უწოდებენ. ორივე მხარისათვის ეს საკითხი ისეთ დიდ პრობლემად არ ითვლება, როგორც ჩვენს არაკეთილმსურველებს წარმოუდგენიათ. 25 წლის განმავლობაში აზერბაიჯანს და საქართველოს ერთმანეთთან თბილი და კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვთ. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდიდან მოყოლებული, აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოსთან მჭიდრო კავშირებს ავითარებს. დღესაც ხშირად ვისმენთ თბილ სიტყვებს ქართველი პოლიტიკოსებისაგან და ექსპერტ-პოლიტოლოგებისაგან, საზოგადო მოღვაწეებისაგან“, - თქვა უზეირ ჯაფაროვმა.

რამდენიმე წლის წინათ იყო განსაზღვრული მომენტი, როცა ქეშიშ-დაღის გაყოფასტან დაკავშირებით სიტუაცია დაიძაბა. ჩვენი მტრები ცდილობდნენ ცეცხლზე ნავთი დაესხათ და აზერბაიჯანელბი და ქართველები ერთმანეთთან წაეჩხუბებინათ, მაგრამ მათ არ გამოუვიდათ, ჩვენი კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდა. ამჟამად ჩვენ ერთმანეთთან ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში ვთანამშრომლობთ. ბაქო და თბილისი ერთმანეთს მხარს უჭერენ საერთაშორისო არენაზეც, მათ შორის ტერიტორიულ საკითხებშიც. ჩვენი ქვეყნები ხომ სეპარატიზმისაგან დაზარალებულები არიან“, - ამბობს ექსპერტი.

 

როგორც უზეირ ჯაფაროვმა აღნიშნა, მოლაპარაკების დროს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ორ მეზობელ ქვეყანას - აზერბაიჯან-საქართველოს შორის „განხეთქილების ვაშლად“ არ იქცევა: „საქართველო დაეთანხმება იმას, რომ დავით გარეჯის მიმართ აზერბაიჯანს უფრო მეტი მორალურ-იურიდიული უფლებები აქვს. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნისთვის კომპლექსის მიმდებარე ზონა სტრატეგიულ სიმაღლეებად ითვლება და, აქედან გამომდინარე, ჩვენ უარს ვერ ვიტყვით მის მფლობელობაზე. ჩვენ არ ვაცხადებთ პრეტენზიას ქართულ ან სომხურ მიწებზე, მაგრამ საკუთარს არავის არ დავუთმობთ. ვფიქრობ, საქართველო და აზერბაიჯანი შეძლებენ კომპრომისული გადაწყვეტილების მიღწევას და 2017 წელს დაგეგმილი მოლაპარაკება დადებით სედეგებს მოგვცემს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

თავის მხრივ, პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა მუბარიზ აჰმედოღლუმ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აზერბაიჯან-რუსეთის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ვიდრე აზერბაიჯან-საქართველოს შორის: „ამჟამად ჩვენ ჯერჯერობით ტერიტორიული საკითხები რუსეთთან და საქართველოსთან ბოლომდე მოგვარებული არ გვაქვს. მაგრამ რუსეთისაგან განსხვავებით, რომელთანაც აზერბაიჯანის მთავრობამ ასე თუ ისე მოახერხა ბევრი სადაო საკითხის გადაჭრა, საქართველოსთან ქეშიშ-დაღის პრობლემა კვლავ ღიად რჩება. ბოლო დროს არანაირი თვალსაჩინო შედეგი არ არის მიღწეული, თუმცა მხარეთა მიერ მიმდინარეობს საფუძვლიანი ანალიზი, ერთმანეთის პოზიციების დაახლოების მიზნით. ქართული მხარე, დავით გარეჯის შესანარჩუნებლად, აზერბაიჯანს თავისი ტერიტორიის ნაწილს სთავაზობს, მაგრამ ჩვენი მთავრობა ამ პირობაზე არ თანხმდება, რადგან საკითხი ეხება სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ზონას და ისტორიულ მემკვიდრეობას“, - ამბობს მუბარიზ აჰმედოღლუ.

ექსპერტის თქმით, საქართველოს როგორც ქრისტიანული სახელმწიფოს, თავიდანვე არ უნდა დაეყენებინა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გაყოფის საკითხი: „ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო მომენტი, როცა მოსახლეობის ნაწილი ზოროასტრიზმი სწამდა, მეორე ნაწილს კი - ქრისტიანობა. განა ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ იმ ისტორიულ ობიექტზე, რომელიც მოწმობს, რომ ქრისტიანობის ისტორია აზერბაიჯანსაც ეხება? ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ისედაც მცირე რაოდენობის ქრისტიანული ძეგლებია შემორჩენილი, რომლებთაც აზერბაიჯანის ისტორიისათვის დიდი მნიშვნელობა აქვთ“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

„უფრო სწორი იქნება, თუ საქართველო თავის პრეტენზიებს უკან წაიღებს და ამით აჩვენებს, თუ როგორ პატივს სცემს აზერბაიჯანში ქრისტიანობის ჩასახვის ისტორიას. რა ტქმა უნდა, მოლაპარაკება ყველა შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოლაპარაკებას პოლიტიკური შეფერილობა არ მიეცეს და სიტუაცია კონფლიქტამდე არ მივიდეს“, - ხაზი გაუსვა მუბარიზ აჰმედოღლუმ.

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: მაია
სამწუხაროა რომ ესეთი მტაცებელი მეზობლების გარემოცვაში ვცხოვრობთ მაგრამ ღმერთი ერთია და ყველაფერს ხედავს
წერს: კახაბერი
რა თქმა უნდა აზერბაიჯანი კმაყოფილი იქნება და წყნარად სურს მიითვისოს დავით გარეჯი,როგორც ჰერეთი-საინგილო,ქესალოები,ალგეთი და ა.შ. აბარააა,რად უნდა კომფლიქტი,ჩვენი მთავრობაც წყნარად ატარებს ამას კომუნისტებიდან მოყოლებული დღემდე,მაინც ყველა მეზობელს ვჩუქნით რაც სურთ და ბარემ ესეც ვაჩუქოთ....
წერს:
საინტერესოა ჩვენი მთავრობა რას ფიქრობს და რა პოზიცია უკავია ამ საკითხში ? სულ იმის ძახილი ,, ღმერთი ერთია და ყველაფერს ხედავს ,, ეს პრიმიტივიზმის მეტს სხვა შეფასებას არ იმსახურებს. ჩვენ , 2004 წლამდე , სანამ ხელისუფლებაში ვიყავით და ვიცავდიდ სახელმწიფო საზღვარს , არც არაფერს ვთმობდით საზღვრის საკიტხებში და არც არავის ფეხის ბაკუნზე არ დავდიოდით . გვაქს უფლება და მოვითხოვთ საჯაროთ იქნას განხილული ამ და სხვა სასაზღვრო მონაკვეთებზე სადელიმიტაციო კომისიების მუშაობა . მოვითხოვთ ჩატარდეს პარლამენტში ყოველწლიური მოსმენები თუ რა მდგომარეობაა საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე . რა ღონისძიებებს გეგმავს ამ სფეროში სასაზღვრო უწყება , შსს და მთავრობა . ულოცავ ქართველ მესაზღვრეებს დღევანდელ დღეს 21 მარტს - მესაზღვრის დღეს . უსურვებ სამსახურებრივ წინსვლას და მშვიდობას საზღვარზე . პირად ცხოვრებაში ოჯახურ სითფოს და სიყვარულს . გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს წმ.გიორგი . უფლის სიყვარული არ მოგკლებოდეთ !
წერს: ფიფქია
აზერბაიჯამა კარგად იცის როგორ ,,შეაბას\\\"საქართველო,არ ეყოფა ის რაც აქვს ჩვენი კუთვნილი მიწებიდან.თავს იმართლებს-ქრისტიანობის ისტორია აზერბაიჯანსაც ეხებაო.სუსტი არგუმენტია ნამეტანი.ამავე დროს უტიფრად აცხადებენ-საკუთარს არავის დავუთმობთო-ნეტა როდიდანაა მათი..არასოდეს არ სუნთქავდა ბოლო დროს პატრიოტული სუნთქვით საქართველოს მთავრობა და აი შედეგიც...
წერს:
რა თქმაუნდა ჩაებღაუჭება ამ ისტორიულ ძეგლას, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქართული ისტორიული ძეგლების გარდა სხვა ისტორიული აქვთ რამე? საინტერესოა მათ ისტორიულ მუზეუმებში ისტორია რომელი საუკუნიდან იწყება
წერს: მანანა
ყველა სიკეთესთან ერთად ეს პრობლემა აკლდა საქართვოს კიდე, რით ვერ გაძღნენ საქართველოს მტრები
წერს: რომანოზი
რად უნდათ გარეჯი ! გაქრისტიანდნენ, მოინათლონ და ილოცონ , ვინ უშლის ! გარეჯი კი ეკუთნის ღმერთს !!!
წერს: მარინა
სამწუხაროდ ჩვენი უნიათო და უვიცი მთავრობა ამასაც მისცემს,აბა აზერ( ძმებს) როგორ აწყენინებს,ჩვენ ხომ ბევრი გვაქვს,ვაი ბედკრულო საქართველოვ თუ უფალი არ ჩაერია ესენი თითსაც არ გაანძრევენ.მგონი სრულდება ბერი გაბრიელის სიტყვები.
წერს: გიორგი
არავითარი დათმობა. ის ქართველი,რომელიც ამას ხელს მოაწერს-დაიმკვირებს ადგილს სერგო ორჯონიკიძის გვერდით.. თუ ჩვენთან მართლა მეგობრობა უნდათ ჰერეთ-საინგილო დაგვიბრუნონ ისევე უსისხლოდ,როგორც მიიღეს მოღალატე ქართველებისგან
წერს: Инга
Наглядный пример дипломатической наглости или наглой дипломатии плюс сладко-хитрая подстилка. Т.е. мы, Грузинское государство, так дружелюбны и добры, что если соседи пожелают оттяпать у нас ещё один участок исконно грузинской земли, мы не должны противиться. Какая удобная постановка вопроса, но удобная только для соседа. Что ему (соседу) мешает (имея во много раз превосходящую территорию) оставить в покое эту исторически явно грузинскую землю? Вы увидете насколько ещё более добрыми станут отзывы и высказывания грузинских политических деятелей в адрес соседа (ведь это так важно, как отметил эксперт).
წერს: ზურა.
მგონი დროა მთავრობამ თიხით ამოლესილი ყურები შეიბერტყოს, და თავი გაანძრიოს, სულ მალე საქართველო თბილისის ნახევარი იქნება, იმიტომ რომ აზერბაიჯანელები ორთაჭალაზე იტყვიან: აქ ჩვენი მამაპაპანი არიან დასაფლავებულებიო, სომხები ავლაბარზე გამოთქვამენ პრეტენზიას, ციგნები ლოტკინზე და ეხლა კიდევ იმდენი უცხო ტომელები არიან შემოსულები, გული გაგისკდება კაცს. თანაც აფრიკელი რომ წერეთელად გადაიკეთებს გვარს ეს ხომ პირდაპირ თერთმეტმეტრიანის დარტყმას და გატანის ტოლფასია. ხალხო მარტო მთავრობის ქმედებას რომ ველოდოთ, ჩვენ დავრჩებით უსამშობლოდ და უთვისტომოდ. არ გგონიათ რომ დრო მოვიდა გაერთიანებისა და ერთმანეთის გვერდში დგომისა. ერთი მაგრად უნდა შევუძახოთ სრულიად საქართველოს: ქართველო ხელი ხმალს იკართქო და გავიხსენოდ ჩვენი წარსული,1989 წლის 9 აპრილიდან როგორ ერთ მუშტად ვიყავით შეკრული.
წერს: გიორგი
1616 წელს დავით-გარეჯის მონასტერში შაჰ-აბასმა 6000 ქართველი ბერი დახოცა და წინაპრების საფლავებს ვინ ჰყიდის?! მათი ძვლები არჩილ მეფემ შეაგროვა და ლავრაში დაასვენა. ეს რომ აზერბაიჯანის ტერიტორია ყოფილიყო არჩილ მეფეს იქ რა ესაქმებოდა. აზერბაიჯანელებს ზედმეტი მოსდით. ხომ არ გააფრინეს? ცეცხლს ეთამაშებიან. 1921 წლიდან მოყოლებული საქართველოსთან სულ ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ და მუდამ საქართველო მიდის მათთან დათმობაზე. ხოდა, ახლა აზერები უნდა გაჩერდნენ, თორემ საინგილო კი არ დაგვვიწყებია. ეს პრობლემა კიდევ უფრო ცხადჰყოფს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვაზე ზრუნვა და რას აკეთებს ამისთვის ქოცების მთავრობა? - არაფერს! პირიქით, კიდევ უფრო დაასუსტა ქართული ჯარი. ბოლოს მინდა გულითადი მრავალსართულიანი დედის გინებით მოვიკითხო ყველა ცოცხალი და ჩაძაღლებული ქართველი კომუნისტი სტალინის და გრიშა ონიანის მეთაურობით. ეს ტერიტორიული პრობლემა მათი დათესილია.
წერს: ზაზა
იქნებ ისიც გვიტხრან ,6000-ათასი წმინდა ბერი- თათრები ხომ არ არიან ?,ძალიან ნაგლად ლაპარკობენ ეგ თათრები.ეს ყველაფერი კი იმის ბრალია,ხელისუფლებები უჯიგროები და შემძრომები რომ არინ. ეგ ექსპერტი რეებს მიედ-მოედება,ვი თომ კოზირს ათამაშებს-ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროს რომ გვახსენებს,ხო არ ავიწყდებათ რომ ჯოკერი საქრთველოს ხელშია-გზა და სატრანსპორტო დერეფანი.უბრალოდ ქვეყნის მოსიყვარულე და მზრუნველი ხელისუფლბა გვჭირდება,ჩემო საყვარელო ხალხნო. გაუმარჯოს საქართველოს,ქართველებით და საქართველოს მოყვარულ ყველა ერთან ერთად/
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა