თვითდიაგნოსტიკის სამედიცინო აპარატი WellPoint მედდას შეცვლის
ზომა
A

ორშაბათი, 20 მარტი / 2017 12:04

ბელგიურმა კომპანია BeWell -მა შექმნა აპარატი, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს, პირველადი სამედიცინო შემოწმება ექიმთან შეხვედრის მოლოდინში ჩაიტაროს და, სანამ თავის რიგს ელოდება, შეუძლია ეს დრო ტყუილად არ დაკარგოს. კორიდორში ჟურნალების თვალიერება არაფერში წაადგება, მაგრამ ექიმთან შესვლის წინ თუკი გაიზომავს წნევას, პულსს და ა. შ., და ამ რუტინული  ამოცანების შესრულებით სამედიცინო პერსონალს არ მოაცდენს, მათ  უფრო მნიშვნელოვანზე კონცენტრირების საშუალებას მისცემს. 


ჯიხური WellPoint ისეა მოწყობილი, რომ შეუძლია, რაც საჭიროა, ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთოს და ყველაფერზე მას მხოლოდ 3 წუთი დახარჯოს, მაშინ, როცა მედდას გაცილებით მეტი დრო სჭირდება. გამოკვლევის ჩასატარებლად პაციენტი ჯდება სტენდთან და აჩვენებს მას თავის  ID-ბარათს, შემდეგ ხელს შეყოფს წნევის გასაზომში და გაააქტიურებს აპარატს.

აპარატის შემქმნელები იტყობინებიან, რომ მომავალში WellPoint შეძლებს სისხლის ანალიზის აღებას, ისწავლის სისხლში შაქრის დონის განსაზღვრას. ერთი ასეთი ჯიხურის მომსახურება წლიურად სამედიცინო დაწესებულებას დაახლოებით 8 ათასი დოლარი დაუჯდება. 

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა