აზროვნებს, როგორც დამნაშავე. სამართალდამრღვევთა გამოცნობა შესაძლებელია ტვინის სკანირებით
ზომა
A

ორშაბათი, 20 მარტი / 2017 10:54

ახლახან გამოცემა Gუარდიან-ში დაიბეჭდა ვირჯინიის სამედიცინო-ტექნოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის ნევროლოგთა ჯგუფის კვლევის შედეგები. მეცნიერებმა აღმოაჩინეს განსხვავება ნამდვილი დამნაშავისა და იმათი ტვინის მუშაობას შორის, ვინც სამართალდამრღვევი უნებლიეთ ხდება. და ამისათვის საკმარისია მხოლოდ თავის ტვინის სურათის გაანალიზება. 


კვლევისას მეცნიერებმა მოახდინეს 40 ადამიანის თავის ტვინის სკანირება, თითოეულ მათგანს თხოვდნენ, წარმოსახვით საზღვარზე გადაეტანათ ჩემოდანი. მონაწილეთა ნაწილს უნდა წარმოედგინა, რომ ჩემოდანში დევს ნარკოტიკები. დანარჩენებმა კი არ იცოდნენ, რა "გადაჰქონდათ საზღვარზე", მაგრამ ეჭვობდნენ, რომ რაღაც კანონსაწინააღმდეგოს სჩადიოდნენ. ამას გარდა, სიტუაცია რთულდებოდა იმითაც, რომ არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, "საზღვარზე" შეამოწმებდნენ თუ არა. "მესაზღვრეები" კი შემთხვევით არჩევდნენ ადამიანებს, რომლებიც შემოწმებას ექვემდებარებოდნენ. კვლევის პროცესში სპეციალისტები ახდენდნენ ექსპერიმენტის მონაწილეთა თავის ტვინის სკანირებას.

როგორც გაირკვა, დანაშაულის ჩადენისას იმ ადამიანების ტვინში, რომლებიც შეგნებულად არღვევდნენ კანონს, და იმათ ტვინში, ვინც "დანაშაულს სჩადიოდა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ", აბსოლუტურად სხვადასხვა განყოფილებაში აქტიურდებოდა ნეირონები.

როგორც ექსპერტები რწმუნებიან, ბუნებრივია, კვლევები უნდა გაგრძელდეს და მხოლოდ 40 ადამიანზე ჩატარებული ექსპერიმენტით რაიმე დასკვნების გამოტანა ნაადრევია, მაგრამ, თუ მკვლევართა ვარაუდი გამართლდა და ისინი თავის ტვინის სკანირებით მართლაც გამოიცნობენ, როგორ აზროვნებს ნამდვილი დამნაშავე, მსგავსი კვლევა დანაშაულთა გახსნის საუკეთესო საშუალება იქნება.

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა