სტარტაპი Uniti Sweden და Siemens ელექტრომობილების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ
ზომა
A

ორშაბათი, 20 მარტი / 2017 10:48

გერმანული ინდუსტრიული კონცერნი შიემენს-ის ყურადღება მიიპყრო პატარა სტარტაპმა, რომელიც შვედმა სტუდენტებმა დააარსეს, რომლებმაც გადაწყვიტეს ქალაქებისთვის იაფი ელექტრომობილების შექმნა. მათ უკვე შეაგროვეს დაახლოებით ნახევარი მლნ დოლარი. 


მხარეებმა უკვე გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც 2018 წლის დასაწყისში პირველ ელექტრომობილს გამოუშვენებენ.

მანქანას კომპოზიტური მასალებისგან შექმნიან, მისი წონა იქნება  დაახლოებით 400 კგ, დატუმბული აკუმულატორით 130კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას მანქანა შეძლებს 150 კმ გავლას. გამომგონებლები ტრადიციული საჭის ინოვაციური მოწყობილობით შეცვლას გეგმავენ.

ავტომობილის სერიული წარმოება კი გათვალისწინებულია 2019 წლიდან. შემქმნელები იუწყებიან, რომ ავტომობილი დააკმაყოფილებს თანამედროვე ეკოლოგიური მანქანის ყველა  მოთხოვნას, ამასთანავე, არც ძვირი იქნება, ეღირება დაახლოებით 22 ათასი ამერიკული დოლარი.

თანამედროვე ელექტრომობილები: Chevrolet Bolt და Tesla Model 3, რომლებიც ბაზარზე გამოსასვლელად ემზადება, დაახლოებით 0,5-ჯერ ძვირი ეღირება, ამიტომ Uniti Sweden იმედოვნებენ, რომ მყიდველის ყურადღებას ფასითაც მიიქცევენ.

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა