სიახლე Audi-სგან
ზომა
A

ორშაბათი, 20 მარტი / 2017 10:42

თავის ყოველწლიურ პრესკონფერენცაზე კომპანია Audi-მ დაადასტურა ახალი Q4-ის წარმოებაში ჩაშვება. მისი ფოტოსურათები ჯერ არ ჩანს, მაგრამ ცნობილია, რომ ფაქტობრივად Q4 იქნება კონცეპტ  Audi TT Offroad -ის (2014 წელს პეკინში იქნა წარმოდგენილი) სერიული სახე. 


სხვა კროსოვერებისგან ეს ავტომობილი ვიზუალურად განსხვავდება დაქანებული სახურავითა და დასაკეცი უკანა ბორტით.

ხუთადგილიანი კროსოვერი აშენდება MQB-ს პლატფორმაზე, რომელიც კარგადაა ცნობილი მეორე თაობის მოდელი Q3-დან, მაგრამ მისგან განსხვავებით ახალი  უფრო ძვირი ეღირება და კონკურენციას გაუწევს ისეთ ავტომობილებს, როგორიცაა BMW X2, Range Rover Evoque da Mercedes-Benz GLA.

ასევე ცნობილია, რომ ახალი Q4 გრძელი  იქნება _ 4500 მმ, ეს 110მმ-ით მეტია Q3-ის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შიგნით ექნება მონიტორი Full-HD, შეძლებს მძღოლის ჟესტების ამოცნობასა და მისი ბრძანებების შესრულებას. ექნება 9,2 დიუმიანი მულტიმედიური სისტემა მონიტორით, ასევე გაჯეტებისთვის უსადენო დამტენი. ძრავის გამა ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ  Q4-ზე შეიძლება განახლებული 1,5 და 2-ლიტრიანი ბენზინისა და დიზელის “ოთხიანების” გამოყენება, ასევე, სრულიად ახალი 2,5-ლიტრიანი 5-ცილინდრიანი 400-ცხენისძალიანი рядник.

 

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა