სტრეს-ბურგი და ფაღარათიანი ოცნება
ზომა
A

პარასკევი, 17 მარტი / 2017 11:52

2017 წლის მარტი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებში უვიზოდ 90-დღიანი მოგზაურობის დაშვებისა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ყველაზე რეზონანსულიქართული საქმისგახმაურების თვეა.


ძნელი სათქმელია, ეს ორი ევროპული მასშტაბის მოვლენა უბრალოდ დაემთხვა ერთმანეთს თუ პირველს მეორე განგებ დაამთხვიეს, მაგრამ უფრო ლოკალური, ანუ საქართველოს მასშტაბით, თებერვალ-მარტის განმავლობაში ძალიან ბევრი მოვლენის თანხვედრა და მათი ჯაჭვური წყობა მართლაც აღძრავს გონივრულ ეჭვს.

ყველაფერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარშემო ატეხილი “ციანიდის სკანდალით” დაიწყო, შემდეგ “რუსთავი 2”-ის მიერ სტრასბურგისადმი მიმართვით გაგრძელდა, რომ “საქართველოში მოსალოდნელია აჯანყებები” და ჯერჯერობით დასრულდა ბათუმში მომხდარი ვანდალიზმით.

მოვლენები ისეთი სისწრაფით ვითარდება, ძნელი სათქმელია, ჩვენი გაზეთის გამოსვლის მომენტისთვის კიდევ რა სიურპრიზს შემოგვთავაზებენ ნაციონალები, მაგრამ გთხოვთ, აწი სადაც ნაციონალებს დავწერ, იქვე “რუსთავი 2”-იც იგულისხმოთ, რადგან ესტელევიზია”, სინამდვილეში, ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი დეპარტამენტია მხოლოდ.

ნათქვამია, სატანის ყველაზე დიდი ხრიკი ის არის, რომ ცდილობს, თავის არარსებობაში დაგვარწმუნოსო. ზუსტად ასე მოსდით ნაციონალებსაც. უკვე თითქოს მივიწყებული “სოროსის ფონდი” და “თავისუფლების ინსტიტუტი” ვითომ “წყნარად” არიან, მაგრამ, ვისაც მათი ძველი ნამოქმედარი გვახსოვს, ფაქტია, რომ კვლავ გვახსენებენ თავს.

ვითომცდა, რაღა დროს სოროსი და ლევან რამიშვილია, არც ერთის ბუსუნი აღარ ისმის, არც ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ და არც ხმადაბალ კომენტარს, მაგრამ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, სწორედ მათი სტილია და სულაც არ არის გამორიცხული, ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო ურთიერთკავშირით იწერებოდეს ეს სცენარი ფურცელ-ფურცელ.

გეგმა, რომლის სამი პუნქტი უკვე ცნობილია, ასეთი იყო:

1. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის _ ილია მეორეს გარდაცვალება, რომელსაც მალევე აღმოუჩენდნენ ორგანიზმში მომწამლავ ნივთიერებას;

2. ტელეკომპანიარუსთავი 2”-ში ძალისმიერი მეთოდებით შესვლის პროვოცირება;

3. ბათუმიდანხალხისაგრესიული პროტესტის აგორება.

საბედნიეროდ, ჯერჯერობით ეს სამი ძირითადი პუნქტი ნაციონალებს ჩაუვარდათ. მეტ-ნაკლებად, მოგვიწევს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შექებაც. ფაქტია, რომ ივანიშვილის სისხლისმსმელი ხელისუფლების დამხობისკენგადადგმული სამივე ამ სავარაუდო ნაბიჯის შესახებ უშიშროებამ წინასწარ იცოდა და მომზადებული შეხვდა. ციანიდს პატრიარქამდე არ ჩააღწევინეს, “რუსთავი 2”-ში მეორე დღესვე არ შევარდნენ, ხოლო ბათუმში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა, შეიძლება ითქვას, დახვეწილად და აკადემიურად იმოქმედა. ისე აკადემიურად, რომ თვითრუსთავი 2”-მაც კი ვერ შეძლო ერთი დასისხიანებული და თავ-ყბა დანგრეული ადამიანის კადრი მაინც ეჩვენებინა ეთერში.

აქვე დავაზუსტებ _ დეკანოზ მამალაძეს ნამდვილად არ ვდებ ბრალს მკვლელობის მომზადებაში. არ არის გამორიცხული, ის ერთ-ერთი მსხვერპლი ყოფილიყო და არ სცოდნოდა, რომ ციანიდი მართლაც ილია მეორის მოსაკლავად უნდოდა იმას, ვისთანაც ეს ციანიდი მიჰქონდა.

ნაციონალების შემდგომი მოქმედების გეგმას კი პირდაპირ ასახავს სტრასბურგის სასამართლოში შესული მოთხოვნა აღსრულების ღონისძიების შეჩერების შესახებ, რომლეშიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ, თუკი სტრასბურგის სასამართლო არ შეაჩერებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის აღსრულებას, საქართველოში დაიწყება არეულობა, აჯანყება, სახალხო მღელვარება და სისხლისღვრა.

ვერ გეტყვით ასე იოლად რატომ დაიჯერა ეს “სტრასბურგის მორიგემ”, მაგრამ ფაქტია, რომ ნაციონალებმა ამ განცხადებით თავისი რეალური ჩანაფიქრი დააანონსეს.

თუ კარგად გავიხსენებთ, ნაციონალებმა ცოტა იჩქარეს იმის განცხადებაც, რომ “პატრიარქის მოწამვლა ბიძინა ივანიშვილს სურდა და მკვლელები ბიძინას დავალებით მოქმედებნენ”, _ ასეთი განცხადებები გაკეთდა დეკანოზი მამალაძის დაკავებისთანავე. მოგვიანებით, ნაციონალები მიხვდნენ, რომ გამოძიებას ჯერ არ წაუყენებია დაკავებულისთვის ბრალი კონკრეტულად ილია მეორის მოწამვლის მცდელობაში, ამიტომ, სულელურ მდგომარეობაში რომ არ ჩავარდნილიყვნენ, დეკანოზის დაცვა გადაწყვიტეს.

ნაჩქარევი იყო ნაციონალების ზოგიერთი ლიდერის განცხადებაც, რომ “ოცნების” ხელისუფლება “რუსთავი 2”-ის შესახებ უზენაესი სასამართლოს განაჩენის აღსრულებას მაინც შეეცდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგმა ეს განაჩენი დროებით შეაჩერა. ეს უკვე აჯანყების დაწყების “საერთაშორისო” მიზეზიც იქნებოდა.

პატრიარქის მკვლელობა მის სკამზე სასურველი კანდიდატის დასმის განზრახვით და თავისუფალი ტელევიზიის დამორჩილება ევროსასამართლოს აკრძალვის მიუხედავად, დამეთანხმებით, მსუყე მიზეზია საერთო-სახალხო აგრესიული აჯანყების დასაწყებად.

და როდესაც მოქმედმა მთავრობამ ნახევარი ნაბიჯიც არ გადადგა აქეთ, ნაციონალებმა გადაწყვიტეს, მაინც დაეწყოთ დაგეგმილი და, მიუხედავად იმისა, რომ არავინ არაფერს ერჩოდა და არავინ ემუქრებოდა, მაინც გამართესრუსთავი 2”-ის მხარდასაჭერი აქცია-მიტინგი რუსთაველზე 10 მარტის საღამოს, რომელიც 11 მარტს ბათუმიდან დაწყებულ ტალღას უნდა დალოდებოდა.

ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონცერტზე ჯერ ძალიან ცოტა ხალხი მივიდა, მერე კი ეს 20 ლარად მიყვანილი მასაც 1 საათში დაიშალა, ნაციონალების აქტივისტები მაინც გვიან ღამემდე შერჩნენ მოედანს, რომელზეც უკვე აღარ მიმდინარეობდა კონცერტი. რატომღაც იქ არც სცენა დაშალეს. შუაღამეს კი, ამავე ადგილიდან “რუსთავი 2”-ის მეშვეობით უკვე ბათუმში დაწყებული “სახალხო პროტესტის” მხარდაჭერისკენ მოუწოდეს ხალხს.

რაც შეეხება უშუალოდ ბათუმს, ფაქტია, რომ იქ ნებისმიერი მცირე კონფლიქტის დიდ პროვოკაციად გადაქცევა იყო დაგეგმილი და ამის სრულიად შემთხვევითი მსხვერპლი შეიქნა რიგითი აჭარელი მძღოლი. ნაციონალების ნაცადმა პროვოკაციულმა მანქანამ უმალ ააგორა ქალაქში ჭორი _ აჭარელ კაცს პოლიციის უფროსმა თათარი უწოდაო და 5 წუთში პოლიციის სამმართველოს წინ გაჩნდნენ ჯგუფები, რომლებსაც ხელში ეჭირათ ათეულობით წინასწარ მომზადებული პლაკატი წარწერითაჭარელი არ არის თათარი”.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/bakur.jpg

არავინ დალოდებია ამ მძღოლის განცხადებას, რომელიც ორი საათის შემდეგ უკვე დაბნეული სახით აკეთებდა სატელევიზიო კომენტარს _ ჩემთვის თათარი არავის უწოდებია, ვინ მოიგონაო?!

ყველაფერი ნათელია, მაგრამ უმთავრესი მაინც ის არის, რომ ქართველი საზოგადოების ამ საშინელ სტრესს ყველაზე ეფექტიანად სწორედ სტრასბურგის სასამართლომ შეუწყო ხელი. პირდაპირ რომ ვთქვათ, ბოლო სამი კვირის განმავლობაში სტრასბურგი საქართველოს მოსახლეობისთვის სტრეს-ბურგად გადაიქცა.

ჯერ იყო და, სამართლიანობის აღდგენის მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა ვერაფრით გაიგეს, რას ნიშნავდა “სტრასბურგელი მორიგის” ცნობილი გადაწყვეტილება 8 მარტამდე აღსრულების შეჩერების შესახებ და მოსახლეობის 90 პროცენტი მართლაც მძიმედ “დაისტრესა”, სანამ ამას იუსტიციის მინისტრი განგვიმარტავდა. შემდგომ სტრესში ჩარჩენილი მოსახლეობა ელოდებოდა, რას იტყოდა უკვე 8 მარტს შეკრებილი სტრასბურგის მოსამართლეთა ნაკრები. 8 მარტიდან კი ეს სტრესი უკვე ახალმა გადაწყვეტილებამ განაგრძო _ საქმის არაარსებით განხილვამდე “რუსთავი 2”-ს თითსაც ვერავინ დააკარებსო.

ყოველივე ამან კიდევ უფრო გაათამამა და გაატუტუცა კიდეც ის ადამიანები, რომლებსაც “რუსთავი 2”-ის საქმით ქულების დაწერა სურს. აღარ ვგულისხმობ აფიშირებულ ნაციონალებს. აქ უფრო ის ხალხი მყავს მხედველობაში, რომელიც საკუთარ თავს ნაცების წინააღმდეგ მებრძოლად ასაღებს, სინამდვილეში კი “ორმაგი სტანდარტებით” მოთამაშეა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, რომელიც “რუსთავი 2”-ის დღევანდელი გუნდის ყველაზე გულმხურვალე დამცველად გვევლინება. ტელეკომპანია “კავკასიაზე” ამასწინანდელ გამოსვლაში კი “ორმაგი სტანდარტის” კლასიკური მაგალითი შემოგვთავაზა. კერძოდ, მან ჯერ გულმხურვალედ ისაუბრა იმაზე, რომ “რუსთავი 2”-მა სწორედ იმ ფორმით, იმ ფორმატითა და იმ სახით, იმ შემადგენლობით უნდა იარსებოს აუცილებლად, როგორც დღეს არის, რადგან “რუსთავი 2”-ის კოლექტივის თუნდაც ერთი ადამიანის ხელყოფა ქართული დემოკრატიის საბოლოო დაღუპვა იქნებაო.

მოგვიანებით კი ზაზა ხატიაშვილი იმავე ტელეკომპანიის იმავე გადაცემაში უკვე “ვაჟკაცურად” ეკეკლუცებოდა ქართველ ხალხს და მაგიდაზე მუშტებსაც კი უბრახუნებდა, _ საქართველოში აუცილებლად უნდა მოეწყოს ნიურნბერგის პროცესიო! როდესაც საუბარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს შეეხო, ხატიაშვილი გადაირია და მთელი შემართებით ამტკიცებდა, განა შეიძლება მკვლელებისა და მანიაკების ბანდის _ ნაციონალების ყოფილი მხარდამჭერი პროკურორები და მოსამართლეები სისტემაში ისევ რომ მუშაობენო? ვიდრე ამ ქვეყანაში ნიურნბერგის სანიმუშო პროცესი არ მოეწყობა და ყველა ყოფილი ნაცპროკურორი და ნაცმოსამრთლე არ დაისჯება, ამ ქვეყანას არაფერი ეშველებაო.

სავარაუდოა, რომ ასეთი მტკიცე გამოსვლით ზაზა ხატიაშვილმა მაყურებლის დიდი ნაწილის თვალში ბევრი ქულა ჩაიწერა, მაგრამ მორიდებით აღვნიშნავთ, რომ მას ორი რამ დაავიწყდა, როდესაცქართულ ნიურნბერგის პროცესსითხოვდა: ერთი ის, რომ ნიკა გვარამიაც ყოფილი ნაცპროკურია და მეორე _ ნიურნბერგის პროცესზე ფაშისტების მხარდამჭერი არაერთი ჟურნალისტიც გაასამართლეს!

სხვათა შორის, დემოკრატიის ხელყოფის ერთ-ერთი სერიოზული ნიშანი, არა მხოლოდ მედიის, არამედ სასამართლოს საქმეებში ჩარევაცაა.

ანუ, რა გამოდის: საქართველოში ნიურნბერგის პროცესი უნდა ჩატარდეს, ოღონდ საბრალდებო სკამზე უნდა დავსვათ მხოლოდ ის ნაცები, რომლებიც ზაზა ხატიაშვილსა და მისნაირებს არ მოსწონთ, ხოლო ნიკა გვარამია და მისი ბანდის წევრები ხელშეუხებელი უნდა დავტოვოთ?

ხო, მართლა, კინაღამ დაგვავიწყდა, რომ “ხელშეუხებელთა” სიაშია, აგრეთვე, ყოფილი “ნაცზონდერი” გოგა ონიანი, რომელსაც ამას წინათ ასევე გულმხურვალედ იცავდა ზაზა ხატიაშვილი, _ ადვოკატია და ხელი არ ახლოთო! ასე რომ, ხატიაშვილისეული “ქართული ნიურნბერგის პროცესი” ერთობ საინტერსო რამ უნდა გამოვიდეს. საზოგადოდ კი, ჩვენი მთავარი უბედურება სწორედ ის არის, რომ ყველას სურს “ნიურნბერგის პროცესის” გამართვა, ოღონდ ყველას აქვს ამ პროცესის საკუთარი ვერსია.

ზოგი ნიკა გვარამიას გამოტოვებს განსასჯელთა სკამის კანდიდატებიდან, რადგან იგი თავისუფალი სიტყვის ბაირახტარია, ზოგი გიორგი ონიანს დაინდობს, როგორც ადვოკატს, ზოგი, ალბათ, ზურაბ ჭიაბერაშვილს არ ახლებს ხელს _ ფილარმონიის სამკუთხედი გააკეთა მაგან და კაი ბიჭიაო, და ა. შ.

მოკლედ, ყველას თითო ნაცი მაინც ჰყავს “გაპრავებული” და ამის მაგალითს თვითონ ბიძიან ივანიშვილი იძლევა, მან ხომ, უკვე დიდი ხანია, დაყო დამნაშავეები კარგ ნაცებად და ცუდ ნაცებად. განსაკუთრებით გამოსწორებულებს კი მაღალი სახელმწიფო თანამდებობებიც უბოძა.

აი, ამიტომ, ალბათ, სიმბოლურია, რომ მორიგი “სახალხო მღელვარების” დაწყებისას სცენაზე ვანიკო თარხნიშვილის ჯგუფი მღეროდა, რომელსაც სახელად “გამოუვალი მდგომარეობა” ჰქვია. ეს სახელწოდება ხომ დღევანდელ საქართველოში შექმნილ სიტუაციას ყველაზე ზუსტად და ნათლად ასახავს...

ბაკურ სვანიძე

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა