რა ქონებას ფლობენ პარლამენტარები _ იოსებ მაკრახიძე და ნატო ჩხეიძე
ზომა
A

პარასკევი, 17 მარტი / 2017 11:37

საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, 900 ათასამდე მოქალაქე სოციალურ შემწეობასა და პენსიაზეა დამოკიდებული, რომლებიც სრულფასოვანი კვებისთვისაც არ არის საკმარისი. საქართველოს პარლამენტში კი 41 მილიონერი დეპუტატია (დამთხვევა სიმბოლურია _ 41 ხომ “ქართული ოცნების” საარჩევნო ნომერია). 


საქართველო და მსოფლიორეგულარულად შემოგთავაზებთ უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფი მოსახლეობის მილიონერი რჩეულების დეკლარაციებს. ამჯერად გაგაცნობთქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოსმაჟორიტარ დეპუტატ იოსებ მაკრახიძის დეკლარაციას, რომლის ქონებაც, სხვადასხვა მონაცემით, 13 მილიონს შეადგენს, და საარჩევნო ბლოკის _ “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი _ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” _ წარმომადგენელ ნატო ჩხეიძის დეკლარირებული ქონების ნუსხას. მისი ქონება 51.039.798 ლარად არის შეფასებული.

პარლამენტის წევრი იოსებ მაკრახიძე 1946 წლის 2 იანვარს ქალაქ გორში დაიბადა. გორშია დაბადებული მისი მეუღლეც _ ციცინო კალანდაძე, 1947 წლის 19 დეკემბერს. დეპუტატს დეკლარაცია 2016 წლის 30 დეკემბერს აქვს შევსებული. იგი “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატია და 41-ე საარჩევნო ოლქში იყრიდა კენჭს. სიმბოლურია, რომ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატის საარჩევნო ოლქიც 41-ე იყო. ეს რიცხვი იღბლიანი აღმოჩნდა მილიონერი დეპუტატისთვის. “ოცნების” დეპუტატისა და მისი მეუღლის უძრავი ქონების ნუსხა ასეთია: იოსებ მაკრახიძე გორში, ხოშტარიას ქუჩაზე ფლობს მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობი 396 კვ მ-ია; პარლამენტარის საკუთრებაა რამდენიმე მიწის ნაკვეთი სოფელ მეღვრეკისში (გორის რაიონში).

სოფელი მეღვრეკისი შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს. ტერიტორია 2310,35 კვ კმ-ია, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 640 კვ კმ ფართობი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 783 ადამიანი. მაკრახიძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობით თუ ვიმსჯელებთ, იგი ლამის თანამედროვე ფეოდალია, რადგან დეპუტატის საკუთრება სოფელ მეღვრეკისში 418 266 კვ მიწის ფართობია.

გორში იოსებ მაკრახიძის სახელზე გაფორმებულია საცხოვრებელი სახლი (441.30 კვ მ), ხოლო ციცინო კალანდაძის სახელზე _ მშვიდობის გამზირზე 5580 კვ მ ფართობის მიწის ნაკვეთი, თუმცა ის მხოლოდ 60%-ს ფლობს, დანარჩენი 40%-ის მფლობელი გოდერძი მიქავაა. იმავე მშვიდობის გამზირზე 1471.89 კვ მ არასაცხოვრებელი ფართობის მფლობელებიც ციცინო კალანდაძე და გოდერძი მიქავა არიან. აღნიშნული ქონების 60 %-ის მფლობელი ამ შემთხვევაშიც დეპუტატის მეუღლეა.

იოსებ მაკრახიძეს დეკლარაციის შევსებისას “საქართველოს ბანკის” ანგარიშზე ჰქონდა 3900 ლარი. ციცინო კალანდაძეს “ბანკ ქართუში” ანაბარზე ერიცხებოდა 47 000 აშშ დოლარი. დეპუტატს სახელფასო ანგარიშზე “ბანკ ქართუში” ერიცხებოდა 4394 ლარი. იოსებ მაკრახიძეს დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ჰქონდა, აგრეთვე, 4500 ლარი, თუმცა არ აქვს განმარტებული, რომელ ბანკში.

 იოსებ მაკრახიძე არის შპს “იბოლიას” პარტნიორი, (“იბოლიას” საქმიანობის სფეროა ასფალტის წარმოება, გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სამშენებლო მასალებით საბითუმო ვაჭრობა). საწარმო რეგისტრირებულია გორის რაიონის სასამართლოს მიერ 1995 წლის 29 დეკემბერს. დეპუტატის წლიურმა შემოსავალმა აღნიშნული სამეწარმეო საქმიანობიდან 773 319 ლარი შეადგინა.

იოსებ მაკრახიძე გახლავთ, აგრეთვე, შპს “მათას” პარტნიორი, რომელიც 2012 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაარეგისტრირა. წლიურმა შემოსავალმა შპს “მათადან”, სულ რაღაც, 1500 ლარი შეადგინა. ორივე შპს-ს სამეწარმეო საქმიანობაში იოსებ მაკრახიძის მონაწილეობა უვადოდაა განსაზღვრული. დეპუტატის მეუღლეც ბიზნესითაა დაკავებული. ციცინო კალანდაძე შპს “გეორგია XXI”-ის პარტნიორია, რომელიც გორის რაიონულმა სასამართლომ 2000 წელს დაარეგისტრირა და კალანდაძის სამეწარმეო საქმიანობაც უვადოდ განისაზღვრა. მისმა წლიურმა შემოსავალმა შპს “გეორგია XXI”-დან შარშან 7461 ლარი შეადგინა.

ციცინო კალანდაძე არის, აგრეთვე, შპს “ე.ი.ლ.ჯ”-ის პარტნიორი, რომელიც ასევე გორის რაიონის სასამართლოს მიერაა დარეეგისტრირებული. აღნიშნული საქმიანობიდან დეპუტატის მეუღლის წლიური შემოსავალი 10 000 ლარს შეადგენს. კალანდაძე არის შპს “შარა”-ს პარტნიორიც, მისი უფლებამოსილება აქაც უვადოდაა განსაზღვრული, ხოლო წლიური შემოსავალი 12 500 ლარია.

გორელი დეპუტატის მეუღლეს ადმინისტრაციული შენობა იჯარით აქვს გასხვისებული და მისი წლიური შემოსავალი 57 000 ლარს შეადგენს. მას კიდევ ერთი შენობა-ნაგებობა აქვს იჯარით გასხვისებული, რომლიდანაც წლიურად 9000 ლარი აქვს შემოსავალი. იოსებ მაკრახიძეს “ვი-თი-ბი ბანკ ჯორჯიაში” 104 000 აშშ დოლარი აგროსესხი აქვს აღებული და მისი წლიური გასავალი 13946 აშშ დოლარია.

იოსებ მაკრახიძეს გადეპუტატებამდე შპს “იბოლიას” 25% შეუსყიდია, რაშიც მას 627 300 ლარი გადაუხდია. შარშან მაკრახიძეს “შეწირულობის” სახით 50 000 ლარი გაუცია. ალბათ, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, ვისთვის და რა მიზნებისთვის გასცა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა 50 ათასი ლარი “შეწირულობა”. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დეპუტატის ქონება 13 მილიონს შეადგენს.

“ქართული ოცნების” დეპუტატს განათლება საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აქვს მიღებული, სპეციალობით _ საავტომობილო გზები. მისი სამუშაო გამოცდილება კი ასეთია:

* შპს “იბოლიას” დირექტორი (1999_2016),

* #28 სსუ-ს დირექტორი (1985_1999),

* #35 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი (1980_1981),

* #3 ტრესტის მე-10 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარი ინჟინერი (1977_1979),

* ქ. ვოლოგდის #3 ტრესტის უფროსი საქმისმწარმოებელი (1975_1977),

* #32 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი საქმის მწა რმოებელი (1974_1975),

*#3 ტრესტის მე-10 მოძრავ-მექანიზებული კოლონის საქმისმწარმოებელი (1965_1973).

საარჩევნო ბლოკის _ “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი _ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” _ წარმომადგენელი ნატო ჩხეიძე 1960 წლის 1 ივნისს გორში დაიბადა. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი. მან დეკლარაცია 2016 წლის 30 დეკემბერს შეავსო. მისი მეუღლე, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი 1963 წლის 31 მაისს თბილისში დაიბადა. შვილები _ რატი ოქუაშვილი 1998 წლის 21 ივლისაა დაბადებული თბილისში, ხოლო გიორგი ოქუაშვილი _ 2000 წლის 22 ნოემბერს.

პარლამენტარ ნატო ჩხეიძის საკუთრებაა ბინა თბილისში, საირმის ქუჩაზე, რომლის ფართობი 170.13 კვ მ-ია. დეპუტატის საკუთრებაა, აგრეთვე, 428.30 კვ მ ფართობის ბინა ილია ჭავჭავაძის გამზირზე. ნატო ჩხეიძეს ეკუთვნის ასევე ავტოფარეხები _ 40 კვ მ ჭავჭავაძის გამზირზე და 29.52 კვ მ _საირმის ქუჩაზე. დეპუტატის საკუთრებაშია წყნეთში 1203 კვ მ მიწის ნაკვეთი, აგერთვე, გორში, სოფელ ყელქცეულში 9370 კვ მ მიწის ფართობის 1.3%, დანაჩენი კი პარლამენტარის ძმის _ როსტომ ჩხეიძის _ საკუთრებაა.

ზაზა ოქუაშვილის საკუთრებაა საცხოვრებელი სახლი თბილისში, ოდესის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 1081 კვ მ-ია. დეპუტატის მეუღლის სახელზეა გაფორმებული მიწის ნაკვეთი თბილისში, სოფელ დიღომში, რომლის ფართობიც 4200 კვ მ-ია. ზაზა ოქუაშვილის საკუთრებაა, აგრეთვე, საცხოვრებელი სახლი ოქროყანაში (ფართობი _ 1310 კვ მ), ცინცაძის ქუჩაზე 95 კვ მ არასაცხოვრებელი ფართობის 21,24% (დანარჩენი ნაწილი ზაალ სიფრაშვილის სახელზეა რეგისტრირებული), ავტოფარეხი ცინცაძის ქუჩაზე (ფართობი _ 17.00 კვ მ).

პარლამენტარის მეუღლე ცინცაძის ქუჩაზე მდებარე 3866 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობის 9,12%-ს ფლობს, დანარჩენი სალომე სიფრაშვილის საკუთრებაა. ოქუაშვილის სახელზეა რეგისტრირებული 6023 კვ მ მიწის ნაკვეთი წყნეთში, ასევე _ 39 987 კვ მ არასაცხოვრებელი ფართობი გორში, სოფელ კარალეთში. გორში, კოსტავას ქუჩაზე, მდებარე 515 კვ მ სახლის 3,4% ოქუაშვილის საკუთრებაა, დანარჩენის მესაკუთრე ზაალ სიფრაშვილია. პარლამენტარ ნატო ჩხეიძის მეუღლეს ლონდონში აქვს ბინა (170 კვ მ).

“პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლის საკუთრებაა 157 ფერწერული ტილო, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 10 ათას ლარს აღემატება. დეპუტატს, აგრეთვე, დეკლარირებული აქვს პიანინო, რომლის ღირებულებაც სცდება 10 ათას ლარს. ზაზა ოქუაშვილის საკუთრებაა მსუბუქი ავტომანქანა ბე-ემ-ვე X6.

ზაზა ოქუაშვილი პანამაში ფლობს ფასიან ქაღალდებს (აქციონერია). ფასიანი ქაღალდის ნომინალი 200 აშშ დოლარია, ხოლო რაოდენობა _ 200 ცალი. იგი შვეიცარიაშიც ფლობს ობლიგაციებს, რომელთა ღირებულებაც 40 აშშ დოლარია, ხოლო ფასიანი ქაღალდების რაოდენობა 125 ათასს შეადგენს.

რაც შეეხება მილიონერი დეპუტატისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ისტორიას, ზაზა ოქუაშვილს “თი-ბი-სი ბანკში” მიმდინარე ანგარიშზე 74400 ლარი, 104910 ევრო და 114400 აშშ დოლარი ერიცხება; HSBC ბანკში მიმდინარე ანგარიშზე _ 37750.00 GBP კრედიტი(+).

დეპუტატ ნატო ჩხეიძის მიმდინარე ანგარიშზე “ქართუ ბანკში” 116823 ლარი ირიცხება, “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე _ 39052 ლარი, HSBC ბანკში _ 17727.00 GBP კრედიტი(+);

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/nato_chkheidze.jpg

დეკლარაციის შევსებისას ზაზა ოქუაშვილს ხელზე ჰქონდა 8600 ლარი, ხოლო ნატო ჩხეიძეს _ 7500 ლარი.

ზაზა ოქუაშვილს იჯარით, უვადოდ აქვს გაცემული არასაცხოვრებელი ფართობი, რომლიდანაც მისი წლიური შემოსავალი 52 649 ლარია. ასევე იჯარით, უვადოდ აქვს გასხვისებული საცხოვრებელი ფართობი, რომლიდანაც მისი წლიური შემოსავალი 78880 ლარია; კიდევ ერთი საიჯარო ხელშეკრულებიდან ბიზნესმენის წლიური შემოსავალი 10140 ლარია. დეპუტატის დეკლარაციაში აღნიშნულია, აგრეთვე, იჯარით გაცემული არასაცხოვრებელი ფართობიდან მიღებული წლიური შემოსავალი _ 20 119 ლარი.

გასავალში ნატო ჩხეიძე შემდეგ თანხებს აჩვენებს: სწავლის საფასურის გადახდა _ 49 200 ლარი, მკურნალობა _ 12 200 ლარი, რემონტის ხარჯი _ 21 700 ლარი.

ნატო ჩხეიძე მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, საარჩევნო ბლოკ “საქართველოს აღორძინებიდან”.

“პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, სამკურნალო ფაკულტეტი. მისი სივი კი ასე გამოიყურება:

* შპს “ომეგას” განყოფილების ხელმძღვანელი (2004_2016),

* ტელეკომპანია “იბერიას” რედაქტორი (2004_2004),

* თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ასისტენტი (1994_1999),

* თბილისის #1 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი (1986_1994),

* თსსი პოლიკლინიკის ანატომიის ლაბორატორიის ორდინატორი (1984_1986),

* საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის ბიბლიოთეკის ტექნიკოსი (1977_1978).

* არის მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია.

* ნატო ჩხეიძე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარის მოადგილეა (18-11-2016 ).

გიორგი გელაშვილი

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: ნაცა ქექია
კიდევ არ დამიჯერებთ, რომ სოციალიზმი და თანაბარუფლებიანობა სჯობდა???? და რომ ისევ თავიდან აღსადგენია სოციალიზმი მაინც არ გჯერათ???? ყველაზე კორიმპირებულ კომუნისტსაც კი არ დაესიზმრებოდა ამდენი სიმდიდრე! ამისთვის იხევდნენ ყველაფერს ტანზე, რომ ეს გაუსაძლისი მდგომარეობა მოეტანათ ხალხისთვის??? ერთეულებს მილიონები და ხალხის უმრავლესობას-არაფერი! არა მგონია ასე დიდხანს გაგრძელდეს!
წერს: 9 თავიანი დევი
ნაცა ქექია,100% გეთანხმებით
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა