ქალებს ყოველთვის ჰქონდათ არჩევანი _ ოჯახი თუ მაზოხიზმი, ანუ ფემინიზმი
ზომა
A

პარასკევი, 17 მარტი / 2017 11:26

საქართველოს ისტორიაში ქალი ყოველთვის ასრულებდა მნიშვნელოვან როლს ერის ცხოვრებაში. ქართველობა თავის აწმყოსა და მომავალს ყოველთვის ქალს _ დედას _ უკავშირებდა. სწორედ ამიტომ გვაქვს სიტყვებიდედამიწა”, “დედასამშობლო”, “დედაენა”, “დედაეკლესიადა სხვ., მაგრამ ბოლო ხანს დასავლეთში გავრცელებულ იდეოლოგიას _ ფემინიზმს _ საქართველოშიც გაუჩნდნენ მიმდევრები, ძირითადად, უცხოეთიდან გულუხვად დაფინანსებული .. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც რას აღარ კადრულობენ ქართული ფასეულობების, მათ შორის, ტრადიციული ქართული ოჯახის, მართლმადიდებლობის დასანგრევად.


ამა წლის 8 მარტს “ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” ინიციატივით, ე.წ. ქალთა უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა “საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებმა”, “ქალთა მზერამ”, “ვეგან ჯორჯიამ”, “ლგბტ საქართველომ”, “რადიკალი ლესბოსელების ჯგუფმა”, “ანარქფემინისტებმა” და სხვა ფემინისტებმა სექსუალური თავისუფლების მოთხოვნით(?) აქცია გამართეს თბილისში, პარლამენტთან. შემდგომ კი კანცელარიის შენობასთან წარმოადგინეს პერფორმანსი “დაამსხვრიე შუშის ჭერი”. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები ლოზუნგებით: “ორგაზმი კაცების გარეშე”, “ჩემი სხეული ჩემი საქმეა”, “ჩვენ გვჭირდება სექსუალური განათლება სკოლებში”; “ექიმებს: სექსი და გათხოვება ერთი და იგივე არაა”; “ფუჩუ LIBERATIONდა სხვ.

ქალებმა თავის დროზე იმიტომ დაიწყეს ბრძოლა თანასწორუფლებიანობისთვის, რომ სამუშაოს შესრულებისთვის მიეღოთ იმდენივე თანხა, რამდენსაც იღებდნენ მამაკაცები; ჰქონოდათ უფლება, აღეზარდათ ბავშვები, შეენარჩუნებინათ ქონება, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში. ამჟამად კი დასავლური რადიკალური ფემინიზმის იდეოლოგები, მაგალითად, ანდრეა დვორკინი, არაორაზროვნად მოუწოდებს, რომ გაანადგურონ მამაკაცების 90 პროცენტი, დანარჩენები კი მხოლოდ გასამრავლებლად გამოიყენონ.

დასავლეთის ძალიხმევით ფემინისტური მოძრაობა საქართველოშიც გაჩნდა და ისინი, როგორც ხედავთ, იბრძვიან მამაკაცებისგან დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის, მათთან ანტაგონიზმისთვის. უფსკრულის გაჩენა ორ სქესს შორის კი _ ეს არის დარტყმა დემოგრაფიაზე, ოჯახში ტრადიციული როლების შენარჩუნებაზე, აქედან გამომდინარე, ტრადიციულ ფასეულობებზე, მათ შორის, ოჯახზე, რომელიც სახელმწიფოს ბურჯია.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/pistoleti-cr-730x428.jpg

ფემინისტები მტრად მიიჩნევენ ყველას, ვინც მხარს უჭერს პატრიოტიზმს, დაქორწინებულია, აქვს რომანტიკული ურთიერთობა მამაკაცთან ან ოცნებობს ასეთ ურთიერთობაზე, ჰყავს შვილები, მომხრეა ნებისმიერი აღმსარებლობის, ზრუნავს თავის გარეგნობაზე. ერთ-ერთ ფემინისტურ ინტერნეტრესურსზე იყო ასეთი ლოზუნგი: “ქალებს ყოველთვის აქვს არჩევანი _ ფემინიზმი თუ მაზოხიზმი”. ეს არის ასეთი შინაარსის გზავნილი: “ვინც ჩვენთან არ არის, სუსტი და საცოდავი არსებაა”.

არადა, სწორედ ქართველი .. ფემინისტების აქცია და მოთხოვნებია მაზოხიზმი, რადგან საქართველოში არავის არასოდეს დაუშლია ქალისთვის, ჰქონდესორგაზმი კაცის გარეშე”; არც ის, რომ მისი სხეული მისი საქმეა; არც განათლების მიღება და არც მუშაობა ნებისმიერ სფეროში, მაგალითად, მძიმე სამუშაოზე _ მეტალურგიაში, მაღაროში, მშენებლობაზე და .. ამიტომ არის გაუგებარი აქციები ზემოაღნიშნული ლოზუნგებით. ეს ის ქალები არიან, რომლებიც შარშან ქვეყანაში შექმნილ ნებისმიერ პრობლემას პარლამენტში ქალების რაოდენობის სიმცირეს უკავშირებდნენ. ამბობდნენ, თუ საქართველოს პარლამენტში ქალების რაოდენობა 40 პროცენტი მაინც იქნება, ქვეყანას აღარც სიღარიბე შეაწუხებს, აღარც კრიმინალი და აღარც დაკარგული ტერიტორიების პრობლემებიო. სინამდვილეში კი ამ და ბევრი სხვა აქციის მიზანია, დაანახვონ უცხოელ დამფინანსებლებს, რომ გრანტებს ტყუილუბრალოდ არ იღებენ, თუმცა თავიანთ აქციებზე 100 ადამიანსაც ვერ უყრიან თავს.

არავინ არის წინააღმდეგი, რომ ქალებმა, ნორმალურმა ქალებმა, საკანონმდებლო ორგანოში და მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში დაიკავონ ადგილები, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მათი პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის მიხედვით და არა იმიტომ, რომ ქალები, მიუხედავად მათი განათლების, გამოცდილებისა და კვალიფიკაციისა, აუცილებლად უნდა იყვნენ ამა თუ იმ ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

ზემოთ ფემინიზმის რადიკალური მიმდინარეობა ვახსენეთ, რომელიც კაცების 90%-ის განადგურების მოწოდებით გამოდის, არის, ასე ვთქვათ, სხვა უფრო რბილი მიმდინარეობებიც, მაგრამ ეს ერთი დაავადების მძიმე და მსუბუქი ფორმებია, რადგან, როგორიც უნდა იყოს ფემინიზმი, ის მაინც პირდაპირ ემუქრება ტრადიციულ ფასეულობებს _ ოჯახს, მართლმადიდებლობას, ქვეყნის სულიერებას და ზნეობას.

ისე, ქალებს მართლაც ყოველთვის ჰქონდათ და აქვთ არჩევანი _ ოჯახი თუ მაზოხიზმი...

ნიკა კორინთელი

ცნობისთვის:

ფემინიზმი არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მამაკაცთან თანასწორობა ყველა სფეროში. ტერმინი “ფემინიზმი” (ლათ. femina _ ქალი) პირველად 1895 წელს გამოიყენა ინგლისელმა ქალმა ელის როსიმ. ფემინიზმი, როგორც სოციალური მოძრაობა, ევროპაში XVIII საუკუნის ბოლოს აღმოცენდა და მასობრივად გავრცელდა XX საუკუნის ბოლოს. არსებობს ფემინიზმის რამდენიმე მიმდინარეობა:

* ანარქისტული ფემინიზმი, როდესაც ქალთა მოძრაობის აქტივისტები გამოდიან ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის, იერარქიის წინააღმდეგ;

* ეგალიტური ფემინიზმი _ მამაკაცისა და ქალის პიროვნული არსის თანასწორობის მტკიცება;

* ეკონომიკური ფემინიზმი _ მიმდინარეობა, რომელიც სწავლობს ქალთა როლს ეკონომიკურ პროცესებში;

* ლესბოსელური ფემინიზმი _ მიმართულება, რომლის მიმდევრებიც იბრძვიან ლესბოსელთა უფლებების დასაცავად;

* ლიბერალური ფემინიზმი _ ამ მიმართულების წარმომადგენელთა მიზანია ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მიღწევა როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ სფეროში;

* ნეოფემინიზმი _ იდეოლოგია, რომელიც ეწინააღმდეგება პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის, როგორც მხოლოდ რეპროდუქციული ფუნქციის, შემსრულებლის როლს.

ქალის უფლებების დამცველი ძირითადი დოკუმენტია კონვენცია “ქალის მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ”, რომელიც გაერომ 1979 წელს მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ფემინიზმის საპასუხოდ XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა მოძრაობა ანტიფემინიზმი, რომლის წარმომადგენლებიც ემხრობიან ტრადიციულ წარმოდგენას ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, ოჯახზე. ისინი მამაკაცებს წარმოიდგენენ, როგორც მომპოვებელს, ქალს _ ოჯახური კერის მცველად და დედად.

ფემინიზმს ნეგატიურად აფასებდნენ ისეთი მოღვაწეები, როგორებიც არიან: კრისტინა შრედერი (ოჯახისა და ქალის საკითხების გერმანიის მინისტრი); ცნობილი რუსი მეცნიერი, აკადემიკოსი სერგეი კაპიცა, ამერიკელი რადიოწამყვანი რაშ ლიმბო, ინგლისელი მწერალი რედიარდ კიპლინგი, ამერიკელი მსახიობი კურტ რასელი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი მარგარეტ ტეტჩერი და სხვ.

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა