სააკაშვილის მორიგი ტყუილი: “მეზიზღება ტყუილი”
ზომა
A

პარასკევი, 17 მარტი / 2017 11:18

ტყუილებით სახელგანთქმულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელსაც მეტსახელად ბარონი მიუნჰაუზენი, ქინძი, მუმია და რა აღარ შეარქვეს, კიდევ ერთხელ უტიფრად იცრუა.


“მეზიზღება ტყუილი, არ მიყვარს მატყუარა პოლიტიკოსები”, _ დაწერა ნაპრეზიდენტალმა სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინათ. ეს ის სააკაშვილია, რომელიც 2008 წელს საქართველოს მოსახლეობას უტიფრად ატყუებდა, რუსეთს ომი მოვუგეთო, და, როცა ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ბრძოლოს ველზე უპატრონოდ იყო მიტოვებული, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, ტაშ-ფანდურა გამართა და გულუბრყვილო ადამიანებს რუსეთზე გამარჯვება აზეიმა.

2012 წლის ისტორია ბევრს ემახსოვრება _ აი ის, “ღრუბელ-ღრუბელ” რომ დაფრინავდა მიშა ოკუპირებულ ფოთში.

“მახსოვს ავფრინდით, მივფრინავდით ძალიან ღრუბლებში დამალულები, რადგან ყოველი მხრიდან რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ და ცა იყო გადაკეტილი. და ესე, ღრუბელ-ღრუბელ, მალვით ჩავფრინდით, როგორც იქნა, ფოთში. ჩავფრინდი და დავიწყე გამოსვლა პირდაპირ ეთერში, და რუსებმა რომ დამინახეს, მოახტნენ რამდენიმე ათეულ “ბეტეერს” და, რომ წამოვიდნენ, ბუნებრივია, ჩემს დასაჭერად, ამ დროს გადაუდგა მათ ფოთის შესასვლელთან ადგილობრივი პოლიციის რაზმი, მსუბუქად შეიარაღებული, რომლებმაც განუცხადეს მტერს, _ სააკაშვილი დღეს საქართველოაო, ლამის სიცოცხლის ფასად არ შეუშვეს ფოთში”, _ განაცხადა სააკაშვილმა, მაგრამ ამ გულადსარდალს არ დაუკონკრეტებია, ფოთის შესასვლელს მიმდგარი ათეულობითბეტეერისგუგუნზე ისევღრუბელ-ღრუბელგაფრინდა, ჰალსტუხის ღეჭვით თუ ფორთხვით დატოვა იქაურობა, როგორც გორში.

ისიც გემახსოვრებათ, როგორ დადგა სპექტაკლი, რომ თითქოს “კუდით ქვა” ასროლინა კბილებამდე შეიარაღებულ რუს ჯარისკაცებს განმუხურში.

აი რა განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს სტუდენტებთან შეხვედრისას, როცა კიდევ ერთხელ მოინდომა, რუსეთის საფრთხის წარმოჩენით თავისი პატრონებისთვის ესიამოვნებინა.

მე და სანდრა ეგვიპტეში ვიყავით, ზღვაში ვცურაობთ და დავინახე ორი ზვიგენი ზის და გვიყურებს. გავგიჟდი, რა არის ეს-მეთქი?! მითხრეს, ნუ გეშინია, ორი წელია, ეგ ზვიგენები მანდ არიან, არ შეგჭამენო, რუსეთიც ასეა, როცა მოუნდება, მაშინ შეგჭამს”. სააკაშვილის ფანტაზიის ნაყოფი _ ზღვაში განაბული და მიშასა და სანდრასკენ მომზირალი ორი ზვიგენი ბარონ მიუნჰაუზენსაც კი შეშურდებოდა.

2016 წელს კი თვითონ ამერიკელმა პატრონებმა გააპროტესტეს მიხეილ სააკაშვილის ტყუილი, როდესაც ნაპრეზიდენტალმა “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, 2003 წელს ამერიკის იმჟამინდელი ელჩი რიჩარდ მაილსი გაყალბებული არჩევნების აღიარებას მთხოვდაო.

აი აშშ-ის საელჩოს განცხადება:

განცხადება, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან გაკეთდა, არის მცდარი. 2003 წლის 3 ნოემბრის არჩევნების შედეგებზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოხატა. ასე გაგრძელდა ხმების დათვლის მთლიანი პროცესის განმავლობაში”.

არადა, ალბათ, ბევრს ახსოვს, როგორ გაუყალბა სააკაშვილმა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ლევან გაჩეჩილაძეს.

დიდ რუს მწერალს _ ფიოდორ დოსტოევსკის აქვს ასეთი ფრაზა: “ცრუობენ მხოლოდ არამზადები”.

ასეა!

ნიკა კორინთელი

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა