საფრანგეთის სკოლაში ამტყდარი სროლის შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაიჭრა
ზომა
A

ხუთშაბათი, 16 მარტი / 2017 17:22

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ გრასის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, - იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი სკოლის დირექტორს გაუხსნა. 


ფრანგული ტელეარხ BFMTV-ის ინფორმაციით, მამაკაცს, რომელმაც სკოლაში ცეცხლი გახსნა, რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. ფრანგული მედია დაშავებულებზე ზუსტ ინფორმაციას არ აქვეყნებს.სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი მუშაობს.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ,  მინიმუმ ერთი ადამიანი დაშავდა პარიზში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფისში მომხდარი აფეთქების შედეგად. როიტერსის ცნობით, ოფისში მყოფმა პირმა კონვერტი გახსა, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩნდა.

 

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა