ნატოს ახალი პრობლემა _ აიშა კადაფი
ზომა
A

ხუთშაბათი, 16 მარტი / 2017 12:31

ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნისპროექტის ჩაფლავების შემდეგ ნატოს ლიბიაში კიდევ ერთი პრობლემა შეექმნა _ ეს არის ჯამაჰირიის ბელადის, მუამარ კადაფის, ერთგული ქალიშვილი აიშა კადაფი.


4 წლის დუმილის შემდეგ აიშამ ერითრეადან წერილით მიმართა ლიბიელებს და მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ დასავლელ დამპყრობლებს, თავი კი ლეგენდარული მამის _ “ლიბიის დედის” _ მემკვიდრედ გამოაცხადა.

ლიბიის ყველაზე მრავალრიცხოვანმა ტომმავარფალამქალაქ ბენი-ვალიდში უკვე შეჰფიცა ერთგულება აიშა კადაფის და დაადასტურა, რომ ჯამაჰირიის (საზოგადოებრივი წყობილება, რომელიც განსხვავდება მონარქიისა და რესპუბლიკისგან. შექმნა მუამარ კადაფიმ) ერთგულია. ამის საპასუხოდ ბრიტანულმა ტელეარხმაბი-ბი-სიმგაავრცელა მუამარ კადაფის ლინჩის წესით გასამართლების კადრები, რადგან იცოდა, რომ ეს აიშა კადაფის მწვავე რეაქციას გამოიწვევდა. ნატომ კი ჰოლანდიაში სასწრაფო თათბირი გამართა ლიბიაში შექმნილ ვითარებაზე.

დასავლეთს აქვს მიზეზი, “შავი ნიშანი” გაუგზავნოს აიშას _ დღეს ის ერთადერთია მუამარ კადაფის 8 შვილს შორის, რომელსაც შეუძლია, ლიბიელთა განწყობაზე გავლენა მოახდინოს და ამიტომაც არის სახიფათო დასავლეთისთვის.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/kadafi_04.jpg

სორბონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა იურისტმა აიშამ უკვე განაცხადა ლიბიის საიდუმლო მთავრობის შექმნაზე, რომლის წევრებიც ლიბიაშიც არიან და უცხოეთშიც.

დასავლეთი მყისვე დაემუქრა აიშას ისეთივე ანგარიშსწორებით, როგორითაც მამამისი მოკლეს, მაგრამ, მამის სიკვდილის გარდა, 39 წლის ლამაზმანს, რომელსაც “აფრიკის კლაუდია შიფერს” უწოდებენ, პირადი ანგარიშიც აქვს _ ორი შვილი და ქმარი დაეღუპა ნატოს ავიაციის მიერ ლიბიის დაბომბვისას.

 აიშა კადაფის სწამს, რომ “კადაფი ლიბიელთა გულებშია”.

ლუკა მაისურაძე

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: ვალერი
ვაჟკაცი ქალია ყოჩაღ
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა