ორი თემა
ზომა
A

ოთხშაბათი, 15 მარტი / 2017 14:51

რუსთავი 2”...


რუსთავი 2” არის შენიღბული, ის ატყუებს ხალხს.

თავის თავს წარმოაჩენს დამპყრობელთან მებრძოლ, სიმართლის მთქმელ, ეკლესიის გულშემატკივარ და პატიოსნების მებაირახტრედ.

ის ქმნის ისეთ მაცდურ სურათს, რომ თითქოსდა ამ ყველა სიკეთისთვის იგი იდევნება და იჩაგრება. და ამ მიზეზით გამოყავს ხალხი ქუჩაში და რაზმავს საზოგადოების იმ ნაწილს, რომლის მოტყუებასაც მოახერხებს, საკუთარი თავის დასაცავად.

სინამდვილეში კი მას ეს ნიღაბი რომ ჩამოჰხსნა, აბსოლუტურად საპირისპირო სურათს დავინახავთ.

კერძოდ:

1. ყველაფერს, ღირსეულ ქართულს, მის ტრადიციებს ძირს უთხრიან და აბუჩად იგდებენ;

2. მტრობენ ქართულ სახელმწიფოს;

3. აღვივებენ შუღლსა და სიძულვილს ანექსირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების _ ოსებისა და აფხაზების მიმართ;

4. საქართველოს ტერიტორიის 20 %-ის ოკუპანტ ქვეყანასთან, რუსეთთან, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად ყველაზე რეალისტური, თუ ერთადერთი არა, გზა მოლაპარაკებებია, ამ მოლაპარაკებებს ყოველნაირად ებრძვიან და ჩიხში შეჰყავთ. პროვოკაციულად, გამაღიზიანებლად და გამომწვევი რიტორიკით, “რუსთავი 2”-ს თუ მის პარტიას;

5. ხელს უწყობენ მეორე ისტორიული ოკუპანტის, თურქეთის მიერ აჭარის თურქიზაციას თუ ისლამიზაციას, მეჩეთების გახსნას და ამის ხელშესაწყობად მართლმადიდებლური ისტორიული ნატაძრალებისა და მრევლის შევიწროებას;

6. მონურად ემსახურებიან კიდევ ერთ ახალ და ყველაზე დიდ, ტერიტორიის 80 %-ის ოკუპანტ დასავლეთს. ყველანაირად ხელს უწყობენ მათ პოლიტიკასა და იდეოლოგიას, მათი კადრების მხარდაჭერას და მეხუთე კოლონის პროპაგანდას;

7. იმ ფონზე, როდესაც “რუსთავი 2”-ში ნებისმიერ ქართველ, თუნდაც ისტორიულ ავტორიტეტზე შეგიძლია მოისმინო შეურაცხყოფა, ცილისწამება თუ დაცინვა, ჩვენი ახალი და ძლიერი ბატონების ავტორიტეტი წმიდათა წმიდადაა გამოცხადებული. ამერიკის ელჩზე, ევროკომისრებზე, და ა.შ. არათუ ხუმრობა, გადაკრული სიტყვის თქმაც კი დაუშვებელი და გამორიცხულია (თუმცა ხაზი უნდა გაესვას, რომ “რუსთავი 2”-ის ეს მონური, სექტანტური მორჩილება ძირითადად იყო აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის, დასავლეთის ლიბერალური ინტერნაციონალის მიმართ და, შესაბამისად, თუ ეს ძალები დამარცხდება, მაშინ მას “რუსთავი 2”-იც უმტკივნეულოდ მიჰყვება);

8. ასევე, ამ ახალი ბატონის _ ლიბერალ-ინტერნაციონალის გავლენითა თუ დავალებით მოედინება “რუსთავი 2”-ის ეთერიდან (სერიალები, თოქშოუები თუ გასართობი პროგრამები) უზნეობის, მრუშობის, სიბილწის ნიაღვარი მისი ყველაზე ბინძური გამოვლინებით _ მამათმავლობის დომინანტობითა და პროპაგანდით;

9. იერიშია მიტანილი ქართველებისთვის ყველაზე წმიდათაწმიდა, ჩვენს ისტორიულ, ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელ სარწმუნოებაზე _ მართლმადიდებლობაზე, ჩვენ ეკლესიაზე. ყველა გზით ხდება მისთვის ჩირქის მოცხება და ამის საპირისპიროდ, ჯინაზე, მხარდაჭერილი და პროპაგანდირებულია ყველა სხვა კონფესია.

რეზიუმე:

ყოველივე აქედან გამომდინარე, ღირსეულ, დამოუკიდებელ და მართლაც თავისუფალ ქვეყანაში, სახელმწიფოში ასეთი ტელევიზია აუცილებლად უნდა დაიხუროს. (მიკერძოებულობაში რომ არ ჩამეთვალოს, ზუსტად იმავეს იმსახურებს დღევანდელი ტვ იმედი, პირველი არხი...)

და არა მარტო უნდა დაიხუროს, არამედ ამ ტელევიზიის მფლობელებს, მენეჯერებსა თუ ჟურნალისტებს, რომლებიც უკვე წლებია, ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეკლესიურ, მავნებლურ, ცილისმწამებლურ, პროვოკატორულ, ახალი თაობის გამრყვნელ და გადამგვარებელ საქმიანობას, პასუხი უნდა მოეთხოვოს კანონის წინაშე და სულ მინიმუმ, აეკრძალოს შემდგომი ჟურნალისტური საქმიანობა.

ბათუმი...

საქართველოში გამუსულმანებულებს გათათრებულებს უწოდებდნენ, მონოფიზიტობა მიღებულებს _ გასომხებულებს, ხოლო გაკათოლიკებულებს, გაფრანგებულებს.

კარგია, რომ უდიდესი უმრავლესობისთვის ეს მტკივნეული და შეურაცხმყოფელია.

და ისიც ნათელია, რომ მათ იციან, თუ რა ვანდალური მეთოდებით ახერხებდნენ თურქი დამპყრობლები აჭარის მოსახლეობის გამუსლიმანებას.

და ისიც კარგად იციან, თუ როგორ ეწირებოდნენ მათ წმიდა მამა-პაპანი.

და ისიც კარგად იციან, რომ დღესაც გამუსლიმანებას და მართლმადიდებლობასთან ბრძოლას დღევანდელი ჩვენი ახალი ბატონი “დასავლეთიც” ყველანაირი ბინძური მეთოდებით უწყობს ხელს.

და ისიც კარგად იციან, თუ ვინ არიან ის არასამთავრობოები, ის მეხუთე კოლონა, ის ვაიქართველები, რომლებიც გამალებით იღწვის ამისთვის.

და თავისთავად, იმასაც იაზრებენ, თუ როგორ მოღალატურად და მონურად აქვს ხელი დაბანილი ჩვენს ხელისუფლებას, თუ როგორ ჰყავს ჩვენი აჭარელი ძმები მარტოდმარტო მიტოვებული ამ ვერაგი და ბნელი ძალის წინაშე.

გურამ ფალავანდიშვილი

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#386)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს:
უდავოთ ვეთანხმები!
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა